მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისმიჟენი - ძლიერი იმუნიტეტი რესპირაციული ინფექციების საპროფილაქტიკოდ
ისმიჟენი - ძლიერი იმუნიტეტი რესპირაციული ინფექციების საპროფილაქტიკოდ

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის ფონ­ზე, სა­სუნ­თქი გზე­ბის ვირუ­სუ­ლი და ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად, გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ძლი­ე­რი და ჯან­სა­ღი იმუ­ნი­ტე­ტი.

რო­გორ მო­ვამ­ზა­დოთ იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა ვირუ­სუ­ლი და ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად, რა პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ამ და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა პროფ. კახა ვა­ჭა­რა­ძე:

რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ტრაქ­ტის ინ­ფექ­ცი­ე­ბი საკ­მა­ოდ ხში­რად გვხვდე­ბა, პო­ტენ­ცი­უ­რად მძი­მე ინ­ფექ­ცი­ე­ბია და გრი­პის ვირუს­თან და ახალ კო­რო­ნა­ვირუს­თან ერ­თად, ინ­ფექ­ცი­ე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ მი­ზეზს წარ­მო­ად­გენს. კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი ძი­რი­თა­დად სა­სუნ­თქ სის­ტე­მა­ში ვი­თარ­დე­ბა და რო­გორც სხვა რეს­პი­რა­ცი­ულ-სინ­ცი­ტი­უ­რი ვირუ­სე­ბი ამ სის­ტე­მას აზი­ა­ნებს. გარ­თუ­ლე­ბე­ბი ხში­რად ვლინ­დე­ბა ბრონ­ქი­ტით ან ბრონ­ქოპ­ნევ­მო­ნი­ით, რაც ხდე­ბა პა­ცი­ენ­ტის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის ან კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ცი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტში გა­დაყ­ვა­ნის მი­ზე­ზი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, კლი­ნი­კუ­რი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის შემ­დეგ ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი ისევ აგ­რძე­ლებს ცხო­ველ­ქმე­დე­ბას ალ­ვე­ო­ლებ­ში. ამ დროს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პა­ცი­ენ­ტე­ბის სწო­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის სრულ­ფა­სო­ვა­ნი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა. ჯან­სა­ღი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა გა­ნა­პი­რო­ბებს ორ­გა­ნიზ­მის მაქ­სი­მა­ლურ დაც­ვას ინ­ფექ­ცი­ე­ბის­გან.

ბ-ნო კახა გაგ­ვი­ზი­ა­რეთ თქვე­ნი რჩე­ვე­ბი ზო­გა­დად იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად?

გარ­და ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის ზედ­მი­წევ­ნით დაც­ვი­სა და ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წე­სის დამ­კვიდ­რე­ბი­სა, დღეს პან­დე­მი­ი­სა და სე­ზო­ნუ­რი ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში სა­ინ­ტე­რე­სოა ისე­თი სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბაც, რომ­ლე­ბიც ზრდი­ან სა­სუნ­თქი გზე­ბის მდგრა­დო­ბას სხვა­დას­ხვა ბაქ­ტე­რი­უ­ლი თუ ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის მი­მართ. კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, იმუ­ნო­მო­დუ­ლა­ტო­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი სა­სუნ­თქი გზე­ბის ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის საპრო­ფი­ლაქ­ტი­კოდ.

რას გუ­ლის­ხმობს იმუ­ნო­მო­დუ­ლა­ცია და არის თუ არა ამ ჯგუ­ფის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში?

იმუ­ნო­მო­დუ­ლა­ცია იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის ინ­ფექ­ცი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მო­ბი­ლი­ზე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად და გა­ნი­სა­ზღვრე­ბა რო­გორც იმუ­ნუ­რი პა­სუ­ხის რე­გუ­ლი­რე­ბის უნა­რი. იმ ნივ­თი­ე­რე­ბებს, რომ­ლებ­საც იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის მსგავ­სი კონ­ტრო­ლის უნა­რი გა­აჩ­ნი­ათ, იმუ­ნო­მო­დუ­ლა­ტო­რებს უწო­დე­ბენ. იმუ­ნო­მო­დუ­ლა­ტო­რი - ბი­ო­ლო­გი­უ­რი ან სინ­თე­ზუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბაა, რო­მელ­საც შე­უძ­ლია იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის შე­ძე­ნი­ლი ან თან­და­ყო­ლი­ლი ან ორი­ვე რგო­ლის სტი­მუ­ლი­რე­ბა. სწო­რედ ერთ-ერთ ასეთ გა­მორ­ჩე­ულ, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის იმუ­ნო­მო­დუ­ლა­ტორს წარ­მო­ად­გენს ის­მი­ჟე­ნი. ეს არის ახა­ლი, გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი თე­რა­პი­უ­ლი და პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მე­ლიც წარ­მო­ე­ბუ­ლია შვე­ი­ცა­რი­უ­ლი კომ­პა­ნია "Lallemand Pharma”-ს მიერ. ის­მი­ჟე­ნი პო­ლი­ვა­ლენ­ტუ­რი, მე­ქა­ნი­კუ­რი, ბაქ­ტე­რი­უ­ლი წარ­მო­შო­ბის ლი­ზა­ტია (PMBL). მისი მოქ­მე­დე­ბა ეფუძ­ნე­ბა იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის კონ­ტრო­ლი­სა და დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას, რაც ინ­ფექ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პრე­ვენ­ცი­ას გა­ნა­პი­რო­ბებს და ამ ინ­ფექ­ცი­ებ­თან ორ­გა­ნიზ­მის ბრძო­ლის უნარს ააქ­ტი­უ­რებს. რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ტრაქ­ტის ინ­ფექ­ცი­ებ­ში ყვე­ლა­ზე ხში­რად ჩარ­თუ­ლი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბის­გან მომ­ზა­დე­ბუ­ლი ბაქ­ტე­რი­უ­ლი ლი­ზა­ტე­ბი 1970-იანი წლე­ბი­და­ნაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი ფარ­მა­ცევ­ტულ ბაზ­რებ­ზე და შე­სა­ბა­მი­სად, გა­აჩ­ნია უსაფრ­თხო­ე­ბის მა­ღა­ლი, ხან­გრძლივ დრო­ში გა­მოც­დი­ლი პრო­ფი­ლი.

რი­თია გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი ის­მი­ჟე­ნის იმუ­ნო­მო­დუ­ლა­ცი­უ­რი მოქ­მე­დე­ბა?

ის­მი­ჟენს გა­აჩ­ნია ორ­მა­გი მოქ­მე­დე­ბა - ააქ­ტი­უ­რებს რო­გორც ად­გი­ლობ­რივ, ლო­კა­ლურ, ასე­ვე სის­ტე­მურ იმუ­ნურ პა­სუხს.

ის­მი­ჟენს სხვაგ­ვა­რად „პე­რო­რა­ლურ ვაქ­ცი­ნა­საც“ უწო­დე­ბენ. იგი, რო­გორც პო­ლი­ვა­ლენ­ტუ­რი მე­ქა­ნი­კუ­რი ბაქ­ტე­რი­უ­ლი ლი­ზა­ტი, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აუმ­ჯო­ბე­სებს ხა­ხის ლორ­წო­ვა­ნი გარ­სის ბა­რი­ე­რულ და დამ­ცვე­ლო­ბით ფუნ­ქცი­ას. ის­მი­ჟე­ნის სუბ­ლინგვუ­რი ფორ­მა უზ­რუნ­ველ­ყოფს მე­ქა­ნი­კუ­რად დაშ­ლი­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბის პირ­და­პირ კონ­ტაქტს ხა­ხის ლორ­წო­ვან­თან და ლიმ­ფურ რგოლ­თან, სა­სუნ­თქი გზე­ბის ლორ­წო­ვან გარსზე გან­ლა­გე­ბულ იმუ­ნურ უჯრე­დებ­თან, რაც ლო­კა­ლუ­რი და სის­ტე­მუ­რი იმუ­ნუ­რი პა­სუ­ხის აქ­ტი­ვა­ცი­ას იწ­ვევს. ხდე­ბა იმუ­ნუ­რი უჯრე­დე­ბის მაქ­სი­მა­ლურ მო­ბი­ლი­ზე­ბა ან­ტი­გე­ნე­ბის ირ­გვლივ, აქ­ტი­ურ­დე­ბა სპე­ცი­ფი­კუ­რი და არას­პე­ცი­ფი­კუ­რი იმუ­ნოგ­ლო­ბუ­ლი­ნე­ბი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი „ქი­ლე­რე­ბის“ გა­მო­ყო­ფა, რაც უცხო ან­ტი­გე­ნის გა­ნად­გუ­რე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს. ის­მი­ჟე­ნის იმუ­ნუ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბი ეხ­მა­რე­ბა ორ­გა­ნიზმს ინ­ფექ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში ინ­ფექ­ცი­უ­რი და ან­თე­ბი­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე: ამ­ცი­რებს ვირუ­სე­ბი­სა და ბაქ­ტე­რი­ე­ბის ორ­გა­ნიზ­მში შეჭ­რას, ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას; აჩ­ქა­რებს ორ­გა­ნიზ­მი­დან პა­თო­გე­ნე­ბის ელი­მი­ნა­ცი­ას და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ქსო­ვი­ლე­ბის აღ­დგე­ნას.

რო­გო­რია ის­მი­ჟე­ნის გა­მოშ­ვე­ბის ფორ­მა და რო­დი­საა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი მისი გა­მო­ყე­ნე­ბა?

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის­მი­ჟე­ნის გა­მოშ­ვე­ბის ფორ­მა. სუბ­ლინგვუ­რი ტაბ­ლე­ტე­ბი გა­ნა­პი­რო­ბებს ლო­კა­ლუ­რი და რე­გი­ო­ნუ­ლი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის უფრო მძლავრ აქ­ტი­ვა­ცი­ას, ვიდ­რე ნა­ზა­ლუ­რი და პე­რო­რა­ლუ­რი იმუ­ნო­მო­დუ­ლა­ტო­რე­ბი. გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ზედა სა­სუნ­თქი გზე­ბის და ბრონ­ქო­პულ­მო­ნუ­რი ტრაქ­ტის მწვა­ვე, ქვემ­წვა­ვე, მო­რე­ცი­დი­ვე ან ქრო­ნი­კუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის (ქრო­ნი­კუ­ლი ბრონ­ქი­ტი, ტონ­ზი­ლი­ტი, ფა­რინ­გი­ტი, ლა­რინ­გი­ტი, რი­ნი­ტი, სი­ნუ­სი­ტი, ოტი­ტი) სამ­კურ­ნა­ლოდ და საპრო­ფი­ლაქ­ტი­კოდ (ამ­ცი­რებს რეს­პი­რა­ცი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სიხ­ში­რე­სა და ინ­ტენ­სი­ვო­ბას). აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, და­საშ­ვე­ბია ის­მი­ჟე­ნის სხვა სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბებ­თან (ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი და მუ­კო­ლი­ზუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი) კომ­ბი­ნა­ცი­ა­ში და­ნიშ­ვნა. ის­მი­ჟე­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა ასე­ვე რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია რე­კონ­ვა­ლეს­ცენ­ტებ­ში - ინ­ფექ­ცი­ის გა­და­ტა­ნის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში. პრე­პა­რა­ტის უსაფრ­თხო­ე­ბის პრო­ფი­ლი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია და ის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ბავ­შვებ­ში 6 თვი­დან.

ის­მი­ჟე­ნის ორი­გი­ნა­ლო­ბა მდგო­მა­რე­ობს მის მი­ღე­ბის წეს­შიც, მი­ი­ღე­ბა დღე­ში ერთხელ, ენის ქვეშ გა­სა­წუწ­ნად. 6 თვი­დან -12 წლამ­დე მი­ი­ღე­ბა - 1/2 აბი დღე­ში ერთხელ, 12 წლი­დან - 1 აბი დღე­ში ერთხელ.

არ­სე­ბობს ის­მი­ჟე­ნის მი­ღე­ბის ორი კურ­სი: ერთ შემ­თხვე­ვა­ში ინიშ­ნე­ბა დღე­ში ერთხელ 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, შემ­დგო­მი 20 დღის ინ­ტერ­ვა­ლით, სულ 3 თვე. ყო­ველ მომ­დევ­ნო თვე­ში სა­სურ­ვე­ლია ის­მი­ჟე­ნის მი­ღე­ბა იმა­ვე დღე­ებ­ში, რო­გორც წინა თვეს. ასე­ვე შე­გიძ­ლი­ათ ის­მი­ჟე­ნის მი­ღე­ბა დღე­ში ერთხელ 30 დღე გა­დაბ­მუ­ლად.

ამ­გვა­რად, თუ თქვენ ან თქვე­ნი შვი­ლი ხში­რად ავა­დობთ, რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ იმუ­ნი­ტეტ­ზე ზრუნ­ვას წი­ნას­წარ და­ი­წყებთ და გა­მო­ი­ყე­ნებთ ევ­რო­პუ­ლი წარ­მო­ე­ბის, ეფექ­ტურ და უსაფრ­თხო პრე­პა­რატს - ის­მი­ჟენს, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს ორ­გა­ნიზ­მის ორ­მაგ დაც­ვას სა­სუნ­თი გზე­ბის ბაქ­ტე­რი­უ­ლი და ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის­გან, ამ­ცი­რებს ზედა და ქვე­და სა­სუნ­თქი გზე­ბის ინ­ფექ­ცი­ე­ბის სიხ­ში­რეს, სიმ­ძი­მეს და ხან­გრძლი­ვო­ბას.

კახა ვა­ჭა­რა­ძე - მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი; თსსუ ფტი­ზი­ატ­რი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი; ფილ­ტვის და­ა­ვა­დე­ბა­თა და ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი; სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი; ექიმ-რეს­პი­რა­ტორ­თა ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ლი­გის პრე­ზი­დენ­ტი; სა­ქარ­თვე­ლოს პულ­მო­ნო­ლოგ­თა და ბრონ­ქო­ლოგ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი; სა­ქარ­თვე­ლოს ფტი­ზი­ატრთა და პულ­მო­ნო­ლოგ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის მმარ­თვე­ლო­ბის წევ­რი; სა­ქარ­თვე­ლოს თო­რა­კო­ქი­რურგთა ასო­ცი­ა­ცი­ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი; ევ­რო­პის რეს­პი­რა­ცი­უ­უ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი (ERS); ამე­რი­კის თო­რა­კა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რი (ATS); ბრონ­ქო­ლო­გე­ბის და ინ­ტერ­ვენ­ცი­უ­ლი პულ­მო­ნო­ლო­გე­ბის ევ­რო­პუ­ლი და მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რი (EBRIP); მე­დი­ცი­ნის დარ­გში ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი

R

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
0

ფასი დაწერეთ,როგორც ვიცი საკმაოდ ძვირია...

გოგა
1
არ არის ტყუილი, ეგრე, ნამდვილია
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ისმიჟენი - ძლიერი იმუნიტეტი რესპირაციული ინფექციების საპროფილაქტიკოდ

ისმიჟენი - ძლიერი იმუნიტეტი რესპირაციული ინფექციების საპროფილაქტიკოდ

კორონავირუსის პანდემიის ფონზე, სასუნთქი გზების ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისგან თავის დასაცავად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძლიერი და ჯანსაღი იმუნიტეტი.

როგორ მოვამზადოთ იმუნური სისტემა ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების წინააღმდეგ საბრძოლველად, რა პრევენციული ღონისძიებების გატარებაა მნიშვნელოვანი, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება პროფ. კახა ვაჭარაძე:

რესპირაციული ტრაქტის ინფექციები საკმაოდ ხშირად გვხვდება, პოტენციურად მძიმე ინფექციებია და გრიპის ვირუსთან და ახალ კორონავირუსთან ერთად, ინფექციებით გამოწვეული სიკვდილიანობის ყველაზე გავრცელებულ მიზეზს წარმოადგენს. კორონავირუსით გამოწვეული გართულებები ძირითადად სასუნთქ სისტემაში ვითარდება და როგორც სხვა რესპირაციულ-სინციტიური ვირუსები ამ სისტემას აზიანებს. გართულებები ხშირად ვლინდება ბრონქიტით ან ბრონქოპნევმონიით, რაც ხდება პაციენტის ჰოსპიტალიზაციის ან კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გადაყვანის მიზეზი.

როგორც ცნობილია, კლინიკური გამოჯანმრთელების შემდეგ ახალი კორონავირუსი ისევ აგრძელებს ცხოველქმედებას ალვეოლებში. ამ დროს მნიშვნელოვანია პაციენტების სწორი რეაბილიტაცია და იმუნური სისტემის სრულფასოვანი ფუნქციონირება. ჯანსაღი იმუნური სისტემა განაპირობებს ორგანიზმის მაქსიმალურ დაცვას ინფექციებისგან.

ბ-ნო კახა გაგვიზიარეთ თქვენი რჩევები ზოგადად იმუნური სისტემის გასაძლიერებლად?

გარდა ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა, დღეს პანდემიისა და სეზონური ვირუსული ინფექციების გავრცელების პერიოდში საინტერესოა ისეთი სამკურნალო საშუალებების გამოყენებაც, რომლებიც ზრდიან სასუნთქი გზების მდგრადობას სხვადასხვა ბაქტერიული თუ ვირუსული ინფექციების მიმართ. კლინიკური კვლევების საფუძველზე დადასტურებულია, იმუნომოდულატორების მნიშვნელოვანი როლი სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების საპროფილაქტიკოდ.

რას გულისხმობს იმუნომოდულაცია და არის თუ არა ამ ჯგუფის საშუალებები წარმოდგენილი საქართველოში?

იმუნომოდულაცია იმუნური სისტემის ინფექციების წინააღმდეგ მობილიზებას ისახავს მიზნად და განისაზღვრება როგორც იმუნური პასუხის რეგულირების უნარი. იმ ნივთიერებებს, რომლებსაც იმუნური სისტემის მსგავსი კონტროლის უნარი გააჩნიათ, იმუნომოდულატორებს უწოდებენ. იმუნომოდულატორი - ბიოლოგიური ან სინთეზური ნივთიერებაა, რომელსაც შეუძლია იმუნური სისტემის შეძენილი ან თანდაყოლილი ან ორივე რგოლის სტიმულირება. სწორედ ერთ-ერთ ასეთ გამორჩეულ, მაღალი ხარისხის იმუნომოდულატორს წარმოადგენს ისმიჟენი. ეს არის ახალი, გაუმჯობესებული ალტერნატიული თერაპიული და პროფილაქტიკური საშუალება, რომელიც წარმოებულია შვეიცარიული კომპანია "Lallemand Pharma”-ს მიერ. ისმიჟენი პოლივალენტური, მექანიკური, ბაქტერიული წარმოშობის ლიზატია (PMBL). მისი მოქმედება ეფუძნება იმუნური სისტემის კონტროლისა და დაცვის მექანიზმების გაძლიერებას, რაც ინფექციების განვითარების პრევენციას განაპირობებს და ამ ინფექციებთან ორგანიზმის ბრძოლის უნარს ააქტიურებს. რესპირაციული ტრაქტის ინფექციებში ყველაზე ხშირად ჩართული მიკროორგანიზმებისგან მომზადებული ბაქტერიული ლიზატები 1970-იანი წლებიდანაა წარმოდგენილი ფარმაცევტულ ბაზრებზე და შესაბამისად, გააჩნია უსაფრთხოების მაღალი, ხანგრძლივ დროში გამოცდილი პროფილი.

რითია განპირობებული ისმიჟენის იმუნომოდულაციური მოქმედება?

ისმიჟენს გააჩნია ორმაგი მოქმედება - ააქტიურებს როგორც ადგილობრივ, ლოკალურ, ასევე სისტემურ იმუნურ პასუხს.

ისმიჟენს სხვაგვარად „პერორალურ ვაქცინასაც“ უწოდებენ. იგი, როგორც პოლივალენტური მექანიკური ბაქტერიული ლიზატი, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ხახის ლორწოვანი გარსის ბარიერულ და დამცველობით ფუნქციას. ისმიჟენის სუბლინგვური ფორმა უზრუნველყოფს მექანიკურად დაშლილი ბაქტერიების პირდაპირ კონტაქტს ხახის ლორწოვანთან და ლიმფურ რგოლთან, სასუნთქი გზების ლორწოვან გარსზე განლაგებულ იმუნურ უჯრედებთან, რაც ლოკალური და სისტემური იმუნური პასუხის აქტივაციას იწვევს. ხდება იმუნური უჯრედების მაქსიმალურ მობილიზება ანტიგენების ირგვლივ, აქტიურდება სპეციფიკური და არასპეციფიკური იმუნოგლობულინებისა და ბუნებრივი „ქილერების“ გამოყოფა, რაც უცხო ანტიგენის განადგურებას განაპირობებს. ისმიჟენის იმუნური მექანიზმები ეხმარება ორგანიზმს ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში ინფექციური და ანთებითი დაავადებების სხვადასხვა ეტაპზე: ამცირებს ვირუსებისა და ბაქტერიების ორგანიზმში შეჭრას, ინფექციის გავრცელებას; აჩქარებს ორგანიზმიდან პათოგენების ელიმინაციას და დაზიანებული ქსოვილების აღდგენას.

როგორია ისმიჟენის გამოშვების ფორმა და როდისაა რეკომენდებული მისი გამოყენება?

ძალიან მნიშვნელოვანია ისმიჟენის გამოშვების ფორმა. სუბლინგვური ტაბლეტები განაპირობებს ლოკალური და რეგიონული იმუნური სისტემის უფრო მძლავრ აქტივაციას, ვიდრე ნაზალური და პერორალური იმუნომოდულატორები. გამოიყენება ზედა სასუნთქი გზების და ბრონქოპულმონური ტრაქტის მწვავე, ქვემწვავე, მორეციდივე ან ქრონიკული ინფექციების (ქრონიკული ბრონქიტი, ტონზილიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, რინიტი, სინუსიტი, ოტიტი) სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ (ამცირებს რესპირაციული დაავადებების სიხშირესა და ინტენსივობას). აუცილებლობის შემთხვევაში, დასაშვებია ისმიჟენის სხვა სამკურნალო საშუალებებთან (ანტიბიოტიკები და მუკოლიზური საშუალებები) კომბინაციაში დანიშვნა. ისმიჟენის გამოყენება ასევე რეკომენდებულია რეკონვალესცენტებში - ინფექციის გადატანის შემდგომ პერიოდში. პრეპარატის უსაფრთხოების პროფილი საკმაოდ მაღალია და ის რეკომენდებულია ბავშვებში 6 თვიდან.

ისმიჟენის ორიგინალობა მდგომარეობს მის მიღების წესშიც, მიიღება დღეში ერთხელ, ენის ქვეშ გასაწუწნად. 6 თვიდან -12 წლამდე მიიღება - 1/2 აბი დღეში ერთხელ, 12 წლიდან - 1 აბი დღეში ერთხელ.

არსებობს ისმიჟენის მიღების ორი კურსი: ერთ შემთხვევაში ინიშნება დღეში ერთხელ 10 დღის განმავლობაში, შემდგომი 20 დღის ინტერვალით, სულ 3 თვე. ყოველ მომდევნო თვეში სასურველია ისმიჟენის მიღება იმავე დღეებში, როგორც წინა თვეს. ასევე შეგიძლიათ ისმიჟენის მიღება დღეში ერთხელ 30 დღე გადაბმულად.

ამგვარად, თუ თქვენ ან თქვენი შვილი ხშირად ავადობთ, რესპირაციული ინფექციის თავიდან აცილება შესაძლებელია თუ იმუნიტეტზე ზრუნვას წინასწარ დაიწყებთ და გამოიყენებთ ევროპული წარმოების, ეფექტურ და უსაფრთხო პრეპარატს - ისმიჟენს, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმის ორმაგ დაცვას სასუნთი გზების ბაქტერიული და ვირუსული ინფექციებისგან, ამცირებს ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციების სიხშირეს, სიმძიმეს და ხანგრძლივობას.

კახა ვაჭარაძე - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; თსსუ ფტიზიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ფილტვის დაავადებათა და ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; საქართველოს რესპირაციული ასოციაციის პრეზიდენტი; ექიმ-რესპირატორთა ამიერკავკასიის ლიგის პრეზიდენტი; საქართველოს პულმონოლოგთა და ბრონქოლოგთა ასოციაციის დამფუძნებელი; საქართველოს ფტიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაციის მმართველობის წევრი; საქართველოს თორაკოქირურგთა ასოციაციის თანადამფუძნებელი; ევროპის რესპირაციუული ასოციაციის წევრი (ERS); ამერიკის თორაკალური საზოგადოების წევრი (ATS); ბრონქოლოგების და ინტერვენციული პულმონოლოგების ევროპული და მსოფლიო საზოგადოების წევრი (EBRIP); მედიცინის დარგში ნაციონალური პრემიის ლაურეატი

R

ანაზღაურების საუკეთესო პირობები ფერმერებისთვის ალდაგში

ქართულ-გერმანულ მუსიკათერაპიის ცენტრ „ბეკარსა" და  „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციას“  შორის  ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა

რატომ ვიხდით სუპერმარკეტები ბიოდეგრადირებადი პარკების საფასურს?