პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვაქცინაცია უნდა კეთდებოდეს გარემოში, სადაც მედიკოსები არიან და საჭირო მედიკამენტები ხელმისაწვდომია" - რას აცხადებენ ჯანმოში ქართველი მედდის გარდაცვალებაზე
"ვაქცინაცია უნდა კეთდებოდეს გარემოში, სადაც მედიკოსები არიან და საჭირო მედიკამენტები ხელმისაწვდომია" - რას აცხადებენ ჯანმოში ქართველი მედდის გარდაცვალებაზე

"გვეს­მის, რომ ეს იყო ანა­ფი­ლაქ­სი­ის შემ­თხვე­ვა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მძი­მე ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­აა ვაქ­ცი­ნის კომ­პო­ნენტზე და რო­მე­ლიც სხვა ვაქ­ცი­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც გა­მოვ­ლინ­და", - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სუ­მია სვა­მი­ნა­თან­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც მან სა­ქარ­თვე­ლო­ში "ას­ტრა­ზე­ნე­კა­თი“ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ ექთ­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბულ შე­კი­თხვას უპა­სუ­ხა.

"იმის­თვის, რომ ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი მი­ნი­მა­ლურ დო­ნემ­დე შემ­ცირ­დეს, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, პირ­ველ რიგ­ში, დავ­რწმუნ­დეთ, რომ ყვე­ლა ვაქ­ცი­ნა კეთ­დე­ბა ისეთ გა­რე­მო­ში, სა­დაც მე­დი­კო­სე­ბი არი­ან, სა­დაც ხელ­მი­საწ­ვდო­მია მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც გჭირ­დე­ბათ იმის­თვის, რომ ვუმ­კურ­ნა­ლოთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც გა­ნუ­ვი­თარ­დე­ბათ მძი­მე ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია, ან ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შოკი. რო­გორც წესი, ამის გან­კურ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუ ეს ხდე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, რო­მე­ლიც აღ­ჭურ­ვი­ლია.

მე­ო­რე სა­კი­თხი არის ის, რომ მას, ვინც ვაქ­ცი­ნას მი­ი­ღებს, და­ახ­ლო­ე­ბით 30 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა და­ვაკ­ვირ­დეთ. გან­სა­კუთ­რე­ბით მათ, ვი­საც აქვთ წინა ანა­ფი­ლაქ­სი­ის ის­ტო­რია. ამ შემ­თხვე­ვა­ში მათ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის­გან ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბით სჭირ­დე­ბათ დაკ­ვირ­ვე­ბა. ვფიქ­რობ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, შე­ტყო­ბი­ნე­ბის გაგ­ზავ­ნა, რომ ეს არის ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი შემ­თხვე­ვე­ბი და ჩვენ ვცდი­ლობთ მი­ნი­მუ­მამ­დე და­ვიყ­ვა­ნოთ ასე­თი ფაქ­ტე­ბი სიფრ­თხი­ლის გა­მო­ჩე­ნით და იმის უზ­რუნ­ველ­ყო­ფით, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ ადა­მი­ა­ნე­ბი დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ იყ­ვნენ, იმის უზ­რუნ­ველ­ყო­ფით, რომ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, სა­დაც ვაქ­ცი­ნა­ცია ტარ­დე­ბა, ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყოს მე­დი­კა­მენ­ტე­ბი მათ სამ­კურ­ნა­ლოდ, ვი­საც ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია ექ­ნე­ბათ და და­ვარ­წმუ­ნოთ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ ვაქ­ცი­ნე­ბის სარ­გე­ბე­ლი აჭარ­ბებს მათ რისკს,“ - აღ­ნიშ­ნა ჯან­მო-ს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნათია
1

ინგლისშიც დაიღუპა დღეს ექთანი! იქაც ვერ მართეს??

saqartvelos rigiti moqalaqe
2

ეს რეკომენდაციები მანამდე უნდა გაგეცათ, სანამ ეს უბედურება დატრიალდებოდა. მიდი ეხლა და მაშინ, როდესაც გარდაცვალების პრეცენდენტი არსებობს, უმტკიცე ადამიანებს რომ უბრალოდ შემთხვევითობა და ტრაგიკული შემთხვევაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ვაქცინაცია უნდა კეთდებოდეს გარემოში, სადაც მედიკოსები არიან და საჭირო მედიკამენტები ხელმისაწვდომია" - რას აცხადებენ ჯანმოში ქართველი მედდის გარდაცვალებაზე

"ვაქცინაცია უნდა კეთდებოდეს გარემოში, სადაც მედიკოსები არიან და საჭირო მედიკამენტები ხელმისაწვდომია" - რას აცხადებენ ჯანმოში ქართველი მედდის გარდაცვალებაზე

"გვესმის, რომ ეს იყო ანაფილაქსიის შემთხვევა, რომელიც ძალიან მძიმე ალერგიული რეაქციაა ვაქცინის კომპონენტზე და რომელიც სხვა ვაქცინების შემთხვევაშიც გამოვლინდა", - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა სუმია სვამინათანმა განაცხადა, რითაც მან საქართველოში "ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის შემდეგ ექთნის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა.

"იმისთვის, რომ ასეთი შემთხვევები მინიმალურ დონემდე შემცირდეს, რეკომენდებულია, პირველ რიგში, დავრწმუნდეთ, რომ ყველა ვაქცინა კეთდება ისეთ გარემოში, სადაც მედიკოსები არიან, სადაც ხელმისაწვდომია მედიკამენტები, რომლებიც გჭირდებათ იმისთვის, რომ ვუმკურნალოთ ადამიანებს, რომლებსაც განუვითარდებათ მძიმე ალერგიული რეაქცია, ან ანაფილაქსიური შოკი. როგორც წესი, ამის განკურნება შესაძლებელია, თუ ეს ხდება სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც აღჭურვილია.

მეორე საკითხი არის ის, რომ მას, ვინც ვაქცინას მიიღებს, დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში უნდა დავაკვირდეთ. განსაკუთრებით მათ, ვისაც აქვთ წინა ანაფილაქსიის ისტორია. ამ შემთხვევაში მათ სამედიცინო პერსონალისგან ძალიან ყურადღებით სჭირდებათ დაკვირვება. ვფიქრობ მნიშვნელოვანია, შეტყობინების გაგზავნა, რომ ეს არის ძალიან იშვიათი შემთხვევები და ჩვენ ვცდილობთ მინიმუმამდე დავიყვანოთ ასეთი ფაქტები სიფრთხილის გამოჩენით და იმის უზრუნველყოფით, რომ ვაქცინაციის შემდეგ ადამიანები დაკვირვების ქვეშ იყვნენ, იმის უზრუნველყოფით, რომ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც ვაქცინაცია ტარდება, ხელმისაწვდომი იყოს მედიკამენტები მათ სამკურნალოდ, ვისაც ალერგიული რეაქცია ექნებათ და დავარწმუნოთ ადამიანები, რომ ვაქცინების სარგებელი აჭარბებს მათ რისკს,“ - აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

კორონავირუსის 673 ახალი შემთხვევა და 8 გარდაცვლილი - რამდენ ადამიანს ჩაუტარდა ბოლო 24 საათში ტესტირება?

"შენ, დებილი დედაკაცი დადგები და ამხელა მღვდელმთავრებზე ასეთ რაღაცებს ლაპარაკობ" - კამათი მარტვილის მონასტერში და გადაყენებული მონასტრის წინამძღოლი

საქართველოში დღეიდან "ფაიზერის" ვაქცინით აცრა იწყება