მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით ოქროს მედალოსანი გოგონა წალენჯიხიდან, რომელმაც KIU-ში უფასოდ სწავლებისა და ცხოვრების შესაძლებლობა, ასევე, უნივერსიტეტის სტიპენდია მოიპოვა
გაიცანით ოქროს მედალოსანი გოგონა წალენჯიხიდან, რომელმაც KIU-ში უფასოდ სწავლებისა და ცხოვრების შესაძლებლობა, ასევე, უნივერსიტეტის სტიპენდია მოიპოვა

ლიკა რაზ­მა­ძე სა­მეგ­რე­ლო­და­ნაა. ის ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­თე­მა­ტი­კის პროგ­რა­მის ერთ-ერთი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტია. ნი­ჭი­ერ­მა გო­გო­ნამ წა­ლენ­ჯი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის #2 სა­ჯა­რო სკო­ლა ოქ­როს მე­დალ­ზე და­ამ­თავ­რა. STEM მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე თავ­და­ვი­წყე­ბით შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი რო­გორც ად­გი­ლობ­რივ, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სებ­სა და ოლიმ­პი­ა­დებ­ში. მა­თე­მა­ტი­კა­ში „კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­და­ზე“ აღე­ბუ­ლი აქვს პირ­ვე­ლი ხა­რის­ხის დიპ­ლო­მი. სკო­ლის პე­რი­ოდ­ში მისი მიღ­წე­ვე­ბი მხო­ლოდ მა­თე­მა­ტი­კას არ უკავ­შირ­დე­ბო­და, ამას ის ჯილ­დოც მოწ­მობს, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდო­ბის სა­სახ­ლე­ში ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის 73-ე კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მო­ი­პო­ვა. მის­მა ნაშ­რომ­მა თე­მა­ზე „გვი­რი­ლე­ბი­დან გოლ­გო­თამ­დე“ უდი­დე­სი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა და შე­სა­ბა­მი­სად, გო­გო­ნას კი­დევ ერთი წარ­მა­ტე­ბა, პირ­ვე­ლი ად­გი­ლი მო­უ­ტა­ნა. ჯერ კი­დევ მე-10 კლას­ში, რო­გორც მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბის ახალ­გაზ­რდას სა­ჩუქ­რად ლეპ­ტო­პი გა­და­ე­ცა. გარ­და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტე­ბი­სა, ლიკა აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი კლას­გა­რე­შე ღო­ნის­ძი­ე­ბებ­შიც. თა­ვის ჯგუფ­თან ერ­თად სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი წა­რად­გი­ნა, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­დე­გად, დღეს, მის მშობ­ლი­ურ სკო­ლას რეკ­რე­ა­ცი­უ­ლად მო­წყო­ბი­ლი სკვე­რი ამ­შვე­ნებს.

სკო­ლის პე­რი­ოდ­ში მიღ­წე­ულ­მა წარ­მა­ტე­ბებ­მა ლი­კას მო­მა­ვა­ლი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­სა­ზღვრეს. გო­გო­ნას ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა სწავ­ლი­სა და კამ­პუს­ზე ცხოვ­რე­ბის გა­და­სა­ხა­დი და­უ­ფი­ნან­სა, ასე­ვე, და­უ­ნიშ­ნა ყო­ველ­თვი­უ­რი სტი­პენ­დია. სტუ­დენ­ტი­სათ­ვის ყვე­ლა ეს მა­ტე­რი­ა­ლუ­რი შე­ღა­ვა­თი ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავს, ასე­ვე ბევ­რს ნიშ­ნავს ის პერ­სპექ­ტი­ვა, რო­მელ­საც KIU სა­მო­მავ­ლოდ სთა­ვა­ზობს. მსოფ­ლიო დო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლა მოს­წონს, მი­აჩ­ნია, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი პრო­ფე­სო­რე­ბი­სა­გან ხა­რის­ხი­ან უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბას იღებს და ეს ყო­ვე­ლი­ვე და­ეხ­მა­რე­ბა არ­ჩე­ულ პრო­ფე­სი­ა­ში თა­ვის და­სამ­კვიდ­რებ­ლად.

სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ცხოვ­რე­ბა­ში ლიკა აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი. მო­ნა­წი­ლე­ობ­და „ზამ­თრის სკო­ლა­ში“. ამ­ჟა­მად, ჯგუფ­თან ერ­თად ჩარ­თუ­ლია პრო­ექ­ტში, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა თა­ნა­ტო­ლებს სი­ახ­ლე - „KIU ახა­ლი ამ­ბე­ბი“ შეს­თა­ვა­ზოს. ამ პრო­ექ­ტით სტუ­დენ­ტებს სურთ, რომ უფ­როსკლა­სე­ლებს სა­ინ­ტე­რე­სოდ და სა­ხა­ლი­სოდ აუხ­სნან მა­თე­მა­ტი­კის სა­კი­თხე­ბი და და­ეხ­მა­რონ საგ­ნის უკეთ და­უფ­ლე­ბა­ში.

„KIU ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტია. უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ეს ცენ­ტრი ყვე­ლა მოს­წავ­ლის­თვის სა­ოც­ნე­ბო ად­გი­ლია. აქ მოხ­ვედ­რის შემ­დეგ ახალ­გაზ­რდე­ბი ცხოვ­რე­ბის ახალ ეტაპს ვი­წყებთ, ვი­ძენთ უდი­დეს ცოდ­ნას, ვეჩ­ვე­ვით და­მო­უ­კი­დე­ბელ აზ­როვ­ნე­ბას.

სტუ­დენ­ტურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე გათ­ვლი­ლი სას­წავ­ლო სის­ტე­მა, წიგ­ნე­ბით სავ­სე ბიბ­ლი­ო­თე­კა, ძალ­ზედ სა­ინ­ტე­რე­სო ნაც­ნო­ბი თუ უც­ნო­ბი თე­მე­ბი და თბი­ლი გა­რე­მო - ეს მხო­ლოდ ნა­წი­ლია იმ შე­საძ­ლებ­ლო­ბი­სა, რო­მელ­საც უნი­ვერ­სი­ტე­ტი ახალ­გაზ­რდებს გვთა­ვა­ზობს. ეს არის ად­გი­ლი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი წარ­მა­ტე­ბის სა­მუ­და­მო გა­რან­ტი­ას იძ­ლე­ვა.“ - მა­თე­მა­ტი­კის პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტი ლიკა რაზ­მა­ძე.

გა­სულ კვი­რას ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა (KIU) სას­წავ­ლო პრო­ცე­სი აუ­დი­ტო­რი­ებ­ში გა­ნა­ახ­ლა. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­ცუ­ლია უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი და სტუ­დენ­ტებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, კო­ვიდ-რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ის­წავ­ლონ და იცხოვ­რონ კამ­პუს­ზე. ამ­ჟა­მად, KIU-ში სწავ­ლე­ბა სამ ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან პროგ­რა­მა­ზე – მე­ნე­ჯმენ­ტი, მა­თე­მა­ტი­კა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი 2021-2022 აკა­დე­მი­უ­რი სას­წავ­ლო წლის­თვის სტუ­დენ­ტე­ბის ახა­ლი ნა­კა­დის მი­სა­ღე­ბად ემ­ზა­დე­ბა. მიმ­დი­ნა­რე გა­ზა­ფხულ­ზე აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თვის და­გეგ­მი­ლია ღია კა­რის დღე­ე­ბი. ასე­ვე, მშობ­ლე­ბი­სა და აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თვის რე­გუ­ლა­რუ­ლად ტარ­დე­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რე­ბი.

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტია, რო­მე­ლიც ქარ­თველ და უცხო­ელ სტუ­დენ­ტებს უნი­კა­ლურ კამ­პუსს, ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­სა და სას­წავ­ლო პროგ­რა­მებს სთა­ვა­ზობს. სტუ­დენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ, იცხოვ­რონ და ის­წავ­ლონ კე­თილ­მო­წყო­ბილ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლაქ­ში, მი­ი­ღონ ხა­რის­ხი­ა­ნი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა და ქარ­თველ და უცხო­ელ პრო­ფე­სო­რებ­თან ერ­თად ჩა­ერ­თონ ად­გი­ლობ­რივ და სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტებ­ში. სტუ­დენ­ტე­ბი, გარ­და აკა­დე­მი­უ­რი და სას­წავ­ლო პრო­ცე­სი­სა, აქ­ტი­უ­რად იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სი­ულ კლუბ­ში, შიდა კონ­კურსსა და ოლიმ­პი­ა­და­ში.

უნი­ვერ­სი­ტე­ტი თა­ნამ­შრომ­ლობს ევ­რო­პის წამ­ყვან მი­უნ­ხე­ნის ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან. უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­პა­ტიო პრე­ზი­დენ­ტია TUM-ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, პრო­ფე­სო­რი ვოლ­ფგანგ ა. ჰერ­მა­ნი. ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლა ინ­გლი­სურ ენა­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბა და სტუ­დენ­ტებს ქარ­თვე­ლი და ევ­რო­პე­ლი პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი ას­წავ­ლი­ან.

NS

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გამყრელიძე
0

ყოჩაღ საამაყო გოგონა ხარ წარმატებები ოჯახის და საქართველოს სასახელოდ

იზა
0
კარგი გოგო ხარ,ყოჩაღ და წარმატებები.საქართველოს უმრავლეს შენისთანა ახალგაზრდები.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

გაიცანით ოქროს მედალოსანი გოგონა წალენჯიხიდან, რომელმაც KIU-ში უფასოდ სწავლებისა და ცხოვრების შესაძლებლობა, ასევე, უნივერსიტეტის სტიპენდია მოიპოვა

გაიცანით ოქროს მედალოსანი გოგონა წალენჯიხიდან, რომელმაც KIU-ში უფასოდ სწავლებისა და ცხოვრების შესაძლებლობა, ასევე, უნივერსიტეტის სტიპენდია მოიპოვა

ლიკა რაზმაძე სამეგრელოდანაა. ის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მათემატიკის პროგრამის ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტია. ნიჭიერმა გოგონამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის #2 საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. STEM მიმართულებებზე თავდავიწყებით შეყვარებული მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კონკურსებსა და ოლიმპიადებში. მათემატიკაში „კავკასიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე“ აღებული აქვს პირველი ხარისხის დიპლომი. სკოლის პერიოდში მისი მიღწევები მხოლოდ მათემატიკას არ უკავშირდებოდა, ამას ის ჯილდოც მოწმობს, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ქართული ენისა და ლიტერატურის 73-ე კონფერენციაზე მოიპოვა. მისმა ნაშრომმა თემაზე „გვირილებიდან გოლგოთამდე“ უდიდესი მოწონება დაიმსახურა და შესაბამისად, გოგონას კიდევ ერთი წარმატება, პირველი ადგილი მოუტანა. ჯერ კიდევ მე-10 კლასში, როგორც მაღალი აკადემიური მოსწრების ახალგაზრდას საჩუქრად ლეპტოპი გადაეცა. გარდა საგანმანათლებლო პროექტებისა, ლიკა აქტიურად იყო ჩართული კლასგარეშე ღონისძიებებშიც. თავის ჯგუფთან ერთად საინტერესო პროექტი წარადგინა, რომლის განხორციელების შედეგად, დღეს, მის მშობლიურ სკოლას რეკრეაციულად მოწყობილი სკვერი ამშვენებს.

სკოლის პერიოდში მიღწეულმა წარმატებებმა ლიკას მომავალი მნიშვნელოვნად განსაზღვრეს. გოგონას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სწავლისა და კამპუსზე ცხოვრების გადასახადი დაუფინანსა, ასევე, დაუნიშნა ყოველთვიური სტიპენდია. სტუდენტისათვის ყველა ეს მატერიალური შეღავათი ძალიან ბევრს ნიშნავს, ასევე ბევრს ნიშნავს ის პერსპექტივა, რომელსაც KIU სამომავლოდ სთავაზობს. მსოფლიო დონის უნივერსიტეტში სწავლა მოსწონს, მიაჩნია, რომ საერთაშორისოდ აღიარებული ქართველი და უცხოელი პროფესორებისაგან ხარისხიან უმაღლეს განათლებას იღებს და ეს ყოველივე დაეხმარება არჩეულ პროფესიაში თავის დასამკვიდრებლად.

საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ლიკა აქტიურად არის ჩართული. მონაწილეობდა „ზამთრის სკოლაში“. ამჟამად, ჯგუფთან ერთად ჩართულია პროექტში, რომლის განხორციელების შემთხვევაში შეიძლება თანატოლებს სიახლე - „KIU ახალი ამბები“ შესთავაზოს. ამ პროექტით სტუდენტებს სურთ, რომ უფროსკლასელებს საინტერესოდ და სახალისოდ აუხსნან მათემატიკის საკითხები და დაეხმარონ საგნის უკეთ დაუფლებაში.

„KIU ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტია. უმაღლესი განათლების ეს ცენტრი ყველა მოსწავლისთვის საოცნებო ადგილია. აქ მოხვედრის შემდეგ ახალგაზრდები ცხოვრების ახალ ეტაპს ვიწყებთ, ვიძენთ უდიდეს ცოდნას, ვეჩვევით დამოუკიდებელ აზროვნებას.

სტუდენტურ შესაძლებლობებზე გათვლილი სასწავლო სისტემა, წიგნებით სავსე ბიბლიოთეკა, ძალზედ საინტერესო ნაცნობი თუ უცნობი თემები და თბილი გარემო - ეს მხოლოდ ნაწილია იმ შესაძლებლობისა, რომელსაც უნივერსიტეტი ახალგაზრდებს გვთავაზობს. ეს არის ადგილი, რომელიც ჩვენი წარმატების სამუდამო გარანტიას იძლევა.“ - მათემატიკის პროგრამის სტუდენტი ლიკა რაზმაძე.

გასულ კვირას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განაახლა. უნივერსიტეტში დაცულია უსაფრთხოების ზომები და სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, კოვიდ-რეგულაციების გათვალისწინებით, ისწავლონ და იცხოვრონ კამპუსზე. ამჟამად, KIU-ში სწავლება სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე – მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერებები მიმდინარეობს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2021-2022 აკადემიური სასწავლო წლისთვის სტუდენტების ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება. მიმდინარე გაზაფხულზე აბიტურიენტებისთვის დაგეგმილია ღია კარის დღეები. ასევე, მშობლებისა და აბიტურიენტებისთვის რეგულარულად ტარდება საინფორმაციო შეხვედრები.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური უნივერსიტეტია, რომელიც ქართველ და უცხოელ სტუდენტებს უნიკალურ კამპუსს, ინფრასტრუქტურასა და სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. სტუდენტებს საშუალება აქვთ, იცხოვრონ და ისწავლონ კეთილმოწყობილ საუნივერსიტეტო ქალაქში, მიიღონ ხარისხიანი უმაღლესი განათლება და ქართველ და უცხოელ პროფესორებთან ერთად ჩაერთონ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში. სტუდენტები, გარდა აკადემიური და სასწავლო პროცესისა, აქტიურად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა პროფესიულ კლუბში, შიდა კონკურსსა და ოლიმპიადაში.

უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა ინგლისურ ენაზე ხორციელდება და სტუდენტებს ქართველი და ევროპელი პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიან.

NS

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტ ადელა დე ლა ტორესა და აკადემიური დელეგაციის ვიზიტი KIU-ში

37 842 კვლევა და კორონავირუსის  695 ახალი შემთხვევა - როგორია გასული 24 საათის ეპიდვითარება და სტატისტიკური მონაცემები საქართველოში

კვარიათში, ზღვაში მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს