პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნეკა დოროყაშვილის ბიძაშვილმა თქვა, რომ ბასილაშვილის მხრიდან დოროყაშვილზე არასდროს განხორციელებულა ძალადობა" - ადვოკატი
"ნეკა დოროყაშვილის ბიძაშვილმა თქვა, რომ ბასილაშვილის მხრიდან დოროყაშვილზე არასდროს განხორციელებულა ძალადობა" - ადვოკატი

ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის, თე­ო­ნა გვა­ზა­ვას გან­ცხა­დე­ბით, დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის, ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის ბი­ძაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მხრი­დან ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­ზე არას­დროს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა ფი­ზი­კუ­რი თუ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბა.

ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, პრო­ცეს­ზე მოწ­მემ იმ ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც წარ­დგე­ნილ ბრალ­დებს სცდე­ბა,

„დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე და­ი­კი­თხა ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის ბი­ძაშ­ვი­ლი. მოწ­მემ ცალ­სა­ხად და ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­მარ­ტა, რომ ის არას­დროს გამ­ხდა­რა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მხრი­დან ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­ზე ძა­ლა­დო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­სწრე და აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ხის ინ­ფორ­მა­ცია არ სმე­ნია არც ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის­გან და არც მისი ოჯა­ხის რო­მე­ლი­მე წევ­რი­სა­გან. ისა­უბ­რა ზო­გა­დად იმ ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც ცდე­ბა წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბას და ბრა­ლად არ აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს. ბრალ­დე­ბის მხა­რის სურ­ვი­ლი იყო, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი მოწ­მე და­კი­თხუ­ლი­ყო მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ საქ­მის ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე ვერ სა­უბ­რობს და ცალ­სა­ხად გან­მარ­ტას, რომ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მხრი­დან არას­დროს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­ზე ფი­ზი­კუ­რი თუ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და თე­ო­ნა გვა­ზა­ვამ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გი­ნა, რაც გუ­ლის­ხმობს ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბას არას­რულ­წლოვ­ნის თან­დას­წრე­ბით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა და­უ­ზუს­ტა და მას ძა­ლა­დო­ბის რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდ­თან ერ­თად, ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ეკო­ნო­მი­კურ ძა­ლა­დო­ბა­საც ედა­ვე­ბი­ან.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 21 მა­ისს, თბი­ლის­ში, ავ­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი 2020 წლის 22 მა­ისს და­ა­კა­ვეს. სა­სა­მარ­თლომ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­კი­თხზე იმ­სჯე­ლა და ის 100 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
?????
208

ბიძაშვილებმა საიდან იციან, ვის ოჯახში რა ხდება? ყველა და ყველაფერი იყიდება ამ ქვეყანაში!

იოვანე
27

ბასილაშვილს ულოცავ წარმატებას, ამდენი გულისტკენა ნაღდად არ ეკუთვნის, დოროყაშვილს არ უნახავს მოძალადე მეუღლე, პურის ფული რომ ენატრება და ბავშვის საჭმელი ცოლს. მართლა მოძალადე კაცებს პოლიცია არ იჭერს, ამ კაცს კი 100000 ახდევინებენ ჭორებში, საოცარ ქვეყანაში ვცხოვრობთ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ნეკა დოროყაშვილის ბიძაშვილმა თქვა, რომ ბასილაშვილის მხრიდან დოროყაშვილზე არასდროს განხორციელებულა ძალადობა" - ადვოკატი

"ნეკა დოროყაშვილის ბიძაშვილმა თქვა, რომ ბასილაშვილის მხრიდან დოროყაშვილზე არასდროს განხორციელებულა ძალადობა" - ადვოკატი

ყოფილი მეუღლის მიმართ განხორცილებულ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, თეონა გვაზავას განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე, ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ბიძაშვილმა განაცხადა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილზე არასდროს განხორციელებულა ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობა.

ადვოკატის განმარტებით, პროცესზე მოწმემ იმ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც წარდგენილ ბრალდებს სცდება,

„დღევანდელ პროცესზე დაიკითხა ნელი დოროყაშვილის ბიძაშვილი. მოწმემ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ ის არასდროს გამხდარა ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილზე ძალადობის განხორციელების შემსწრე და აღნიშნული სახის ინფორმაცია არ სმენია არც ნელი დოროყაშვილისგან და არც მისი ოჯახის რომელიმე წევრისაგან. ისაუბრა ზოგადად იმ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ცდება წარდგენილ ბრალდებას და ბრალად არ აქვს წაყენებული ნიკოლოზ ბასილაშვილს. ბრალდების მხარის სურვილი იყო, რომ აღნიშნული მოწმე დაკითხულიყო მიუხედავად იმისა, რომ საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე ვერ საუბრობს და ცალსახად განმარტას, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან არასდროს განხორციელებულა ნელი დოროყაშვილზე ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობა“, - განაცხადა თეონა გვაზავამ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.