სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს დედა მალე გამეშვას მის შვილებთან გამოჯანმრთელებული... ღმერთო, ეს შეგვაძლებინე" - რას წერს რატიანი ახალციხელ ექთანზე?
"ეს დედა მალე გამეშვას მის შვილებთან გამოჯანმრთელებული... ღმერთო, ეს შეგვაძლებინე" - რას წერს რატიანი ახალციხელ ექთანზე?

18 მარტს, ახალ­ციხ­ში, კლი­ნი­კა "იმედ­ში" ექთანს აც­რის შემ­დეგ ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი რე­აქ­ცია გა­ნუ­ვი­თარ­და და კო­მა­ში ჩა­ვარ­და. 27 წლის ქალი სამ­კურ­ნა­ლოდ თბი­ლის­ში პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, რომ­ლის დი­რექ­ტო­რი, რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი ლე­ვან რა­ტი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"ღმერ­თო ეს შეგ­ვაძ­ლე­ბი­ნე. დე­დის დილა მშვი­ლო­ბი­სა, დე­დის ალერ­სი და დე­დის სით­ბო ეს ყვე­ლა­ფე­რია ცხოვ­რე­ბა­ში... დედა ის არ­სე­ბა, რომ­ლის უმი­სოდ მე პი­რა­დად ცხოვ­რე­ბა ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია ამ ასაკ­შიც... დე­დაა პირ­ველ რიგ­ში ჩვე­ნი პა­ცი­ენ­ტი. დედა, რო­მელ­საც ორი შვი­ლი ელო­დე­ბა, სა­დღაც სახ­ლში. სა­დღაც კუ­თხე­ში დგა­ნან და ლო­ცუ­ლო­ბენ დედა გა­დაგ­ვირ­ჩე­სო. რომ გა­ვი­გე ერთი მე­სა­მე კლას­შია, მე­ო­რე პირ­ველ­ში, გული გა­მი­ჩერ­და... დედა უნდა გა­დარ­ჩეს!!!! მშვი­დო­ბა დაგ­ვბრუ­ნე­ბო­დეს და ეს დედა კი მალე გა­მეშ­ვას მის შვი­ლებ­თან გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი.... ღმერ­თო ეს შეგ­ვაძ­ლე­ბი­ნე.... ეს ომი უპი­რო­ბოდ უნდა მო­ვი­გოთ!"

რო­გორც რა­ტი­ან­მა 18 მარტს ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ექი­მე­ბის პირ­ვე­ლი მი­ზა­ნია, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად გა­მო­იყ­ვა­ნონ პა­ცი­ენ­ტი შო­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან და რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად და­ი­წყოს მისი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა.

„ამ ეტაპ­ზე მისი მდგო­მა­რე­ო­ბა ფას­დე­ბა რო­გორც მძი­მე, იმ­ყო­ფე­ბა ფილ­ტვის ხე­ლოვ­ნურ ვენ­ტი­ლა­ცი­ა­ზე. ჰე­მო­დი­ნა­მი­კა არას­ტა­ბი­ლუ­რია. ჩა­ტარ­და ყვე­ლა კვლე­ვა, რაც პრო­ტო­კო­ლით არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. მიმ­დი­ნა­რე­ობს ასე­ვე და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვე­ბი. მინ­და მო­სახ­ლე­ო­ბას ვუ­თხრა, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­დე­ბა ამ სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად. რაც შე­ე­ხე­ბა კვლე­ვებს, ჩა­ტარ­და რო­გორც ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლი კვლე­ვე­ბი, ასე­ვე კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბი. ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის მო­ნა­ცე­მე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის გა­რე­შეა. აქ იყო და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი შოკი, სა­ვა­რა­უ­დოდ. იცით, რომ გა­კეთ­და ინექ­ცია ვაქ­ცი­ნით და ვერ გე­ტყვით, რამ გა­მო­იწ­ვია ეს ყვე­ლა­ფე­რი. უფრო ღრმა კვლე­ვე­ბია ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი. ჩვე­ნი პირ­ვე­ლი მი­ზა­ნია, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად გა­მო­ვიყ­ვა­ნოთ პა­ცი­ენ­ტი შო­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან და რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად და­ი­წყოს მისი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და რა­ტი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
.....
0

უფალო, გთხოვ,გამოაჯანმრთელე ჩვენი მეგი და ამ ექიმს ბედნიერი ცხოვრება არ მოაკლო.

LA
0

ყველანი ვლოცულობთ მისთვის , უფალო აჩუქე შვილებს დედა ! გადაგვირჩინეთ ეს სიცოცხლე მთელს საქართველოს! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ეს დედა მალე გამეშვას მის შვილებთან გამოჯანმრთელებული... ღმერთო, ეს შეგვაძლებინე" - რას წერს რატიანი ახალციხელ ექთანზე?

"ეს დედა მალე გამეშვას მის შვილებთან გამოჯანმრთელებული... ღმერთო, ეს შეგვაძლებინე" - რას წერს რატიანი ახალციხელ ექთანზე?

18 მარტს, ახალციხში, კლინიკა "იმედში" ექთანს აცრის შემდეგ ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა და კომაში ჩავარდა. 27 წლის ქალი სამკურნალოდ თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, რომლის დირექტორი, რეანიმატოლოგი ლევან რატიანი სოციალურ ქსელში წერს:

"ღმერთო ეს შეგვაძლებინე. დედის დილა მშვილობისა, დედის ალერსი და დედის სითბო ეს ყველაფერია ცხოვრებაში... დედა ის არსება, რომლის უმისოდ მე პირადად ცხოვრება ვერ წარმომიდგენია ამ ასაკშიც... დედაა პირველ რიგში ჩვენი პაციენტი. დედა, რომელსაც ორი შვილი ელოდება, სადღაც სახლში. სადღაც კუთხეში დგანან და ლოცულობენ დედა გადაგვირჩესო. რომ გავიგე ერთი მესამე კლასშია, მეორე პირველში, გული გამიჩერდა... დედა უნდა გადარჩეს!!!! მშვიდობა დაგვბრუნებოდეს და ეს დედა კი მალე გამეშვას მის შვილებთან გამოჯანმრთელებული.... ღმერთო ეს შეგვაძლებინე.... ეს ომი უპირობოდ უნდა მოვიგოთ!"

როგორც რატიანმა 18 მარტს ჟურნალისტებს განუცხადა, ექიმების პირველი მიზანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოიყვანონ პაციენტი შოკური მდგომარეობიდან და რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მისი გამოჯანმრთელება.

„ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე, იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. ჰემოდინამიკა არასტაბილურია. ჩატარდა ყველა კვლევა, რაც პროტოკოლით არის გათვალისწინებული. მიმდინარეობს ასევე დამატებითი კვლევები. მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ყველაფერი გაკეთდება ამ სიცოცხლის გადასარჩენად. რაც შეეხება კვლევებს, ჩატარდა როგორც ინსტრუმენტული კვლევები, ასევე კლინიკური კვლევები. ლაბორატორიული კვლევის მონაცემები მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშეა. აქ იყო დაუზუსტებელი შოკი, სავარაუდოდ. იცით, რომ გაკეთდა ინექცია ვაქცინით და ვერ გეტყვით, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი. უფრო ღრმა კვლევებია ჩასატარებელი. ჩვენი პირველი მიზანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოვიყვანოთ პაციენტი შოკური მდგომარეობიდან და რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მისი გამოჯანმრთელება“, - განაცხადა რატიანმა.

"ისე, რომ გეკითხა, - როცა პოლიტიკიდან წავალ, ფერმერი გავხდებიო"  - რას წერს ნინო ზამბახიძე გიორგი გახარიაზე?

"არ მინდა ამდენი ტკივილი, ვერ გაუძლებთ...გაიგე, მე სიცოცხლე მინდა! და ამისთვის გავერთიანდეთ ერი და ბერი...." - ლევან რატიანის ემოციური მიმართვა

"ინგუშებმა ქართველები მოიკითხეს. მათ გაუწიეს დახმარება. ამას გაოგნებული უყურებდნენ რუსები, თურქები, სომხები..." - რა მოხდა ლარსის საგუშაგოსთან