სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იტალია კვლავ მკაცრ კარანტინში - ისევ დაკეტილი სკოლები, მაღაზიები, შეზღუდვა გადაადგილებაზე: "ეს ძალიან მძიმედ აისახება ჩვენს ფსიქიკაზე"
იტალია კვლავ მკაცრ კარანტინში - ისევ დაკეტილი სკოლები, მაღაზიები, შეზღუდვა გადაადგილებაზე: "ეს ძალიან მძიმედ აისახება ჩვენს ფსიქიკაზე"

ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის დიდ ნა­წილ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ე.წ. მე­სა­მე ტალ­ღის მო­ლო­დინ­ში არი­ან, ზო­გან კი უკვე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მო­ი­მა­ტა ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა, გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბა იტა­ლი­ა­შია, სა­დაც ზო­გი­ერ რე­გი­ონ­ში კვლავ და­უბ­რუნ­დნენ კა­რან­ტი­ნის მკაცრ რე­ჟიმს, ხოლო აღ­დგო­მის კვი­რა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით გეგ­მავს "ლო­ქ­და­უ­ნის" გა­მო­ცხა­დე­ბას. მი­ზა­ნი ხალ­ხმრა­ვა­ლი შეკ­რე­ბე­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბაა.

15 მარ­ტი­დან კა­რან­ტი­ნი გა­მო­ცხად­და იტა­ლი­ის 9 რე­გი­ონ­ში, მათ შო­რის ლა­ცი­ო­ში, სა­დაც რომი მდე­ბა­რე­ობს. ცხრა­ვე რე­გი­ო­ნი წი­თელ ზო­ნად გა­მო­ცხად­და. მოს­წავ­ლე­ე­ბი კვლავ დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის რე­ჟიმ­ზე გა­და­ვიდ­ნენ, და­ი­კე­ტა ბარ-რეს­ტორ­ნე­ბი, შე­ზღუ­დუ­ლია ერთი რე­გი­ო­ნი­დან მე­ო­რე­ში, ერთი ქა­ლა­ქი­დან მე­ო­რე­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა და ამის­თვის მო­ქა­ლა­ქე­ებს სპე­ცი­ა­ლუ­რი საშ­ვი სჭირ­დე­ბათ, რო­მელ­საც მხო­ლოდ გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში გას­ცე­მენ. ასე­ვე, მო­ქა­ლა­ქე­ებს ეკ­რძა­ლე­ბათ სახ­ლი­დან გას­ვლა გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის გარ­და.

რო­გორც "ევ­რო­ნი­უ­სი" წერს, კლი­ნი­კე­ბი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბით გა­დატ­ვირ­თუ­ლია. მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით კა­რან­ტი­ნის და­წე­სე­ბა 3-დან 5 აპ­რი­ლამ­დე იგეგ­მე­ბა. სწო­რედ ეს არის აღ­დგო­მის კვი­რა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნას 6 აპ­რი­ლი­დან გეგ­მავს, თუმ­ცა აცხა­დე­ბენ, რომ შე­საძ­ლოა, გეგ­მა შე­იც­ვა­ლოს - "ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა იმ დრო­ის­თვის არ­სე­ბულ ეპიდ­ვი­თა­რე­ბა­ზე", - აცხა­დებს იტა­ლი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, მა­რიო დრა­გი.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბა შექ­მნილ­მა ვი­თა­რე­ბამ გა­მო­იწ­ვია:

"შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რად­გა­ნაც სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი ტალ­ღის წი­ნა­შე ვართ. ვიცი, რომ ამ ღო­ნის­ძი­ე­ბებს გავ­ლე­ნა ექ­ნე­ბა ბავ­შვე­ბის გა­ნათ­ლე­ბა­ზე, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა­ზე და ასე­ვე ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე“, - ამ­ბობს იტა­ლი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და დას­ძენს, რომ სხვა გზა უბ­რა­ლოდ არ არ­სე­ბობს.

ყვე­ლა­ფერს ისიც არ­თუ­ლებს, რომ ქვე­ყა­ნა­ში ვირუ­სის სხვა ვა­რი­ან­ტე­ბიც გავ­რცე­ლე­ბუ­ლია, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე უფრო ხში­რი შემ­თხვე­ვა ე.წ. ბრი­ტა­ნულ ვა­რი­ანტს უკავ­შირ­დე­ბა. ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის ცნო­ბით, გავ­რცე­ლე­ბუ­ლია "ბრა­ზი­ლი­უ­რი ვა­რი­ან­ტიც", თუმ­ცა შე­და­რე­ბით უფრო პა­ტა­რა კლას­ტე­რებ­ში.

ბოლო დღე­ე­ბია იტა­ლი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის რე­კორ­დუ­ლად მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ფიქ­სირ­დე­ბა:

  • 12 მარ­ტი - 26 793 შემ­თხვე­ვა
  • 13 მარ­ტი - 26 051 შემ­თხვე­ვა
  • 14 მარ­ტი - 21 300 შემ­თხვე­ვა
  • 15 მარ­ტი - 15 241 შემ­თხვე­ვა
  • 16 მარ­ტი - 20 396 შემ­თხვე­ვა

მსგავ­სი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბრის შემ­დეგ პირ­ვე­ლად და­ფიქ­სირ­და. გარ­და ამი­სა, იტა­ლია ამ დრო­ის­თვის ევ­რო­პის მე­ო­რე ქვე­ყა­ნაა, სა­დაც კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ 100 000-ს გა­და­აჭ­რა­ბა. ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვმა 100 000-ს მა­ნამ­დე დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში გა­და­ა­ჭარ­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცესს, მარ­თა­ლია და­წყე­ბუ­ლია ვაქ­ცი­ნა­ცია, თუმ­ცა შე­ფერ­ხე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ქვე­ყა­ნა­ში Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქ­ცი­ნით ცრი­ან მო­ქა­ლა­ქე­ებს, თუმ­ცა ამ უკა­ნას­კნე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით ვაქ­ცი­ნა­ცია ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა შე­ა­ჩე­რეს. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თქმით, შე­ჩე­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა "სიფრ­თხი­ლის ზო­მე­ბით" არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მას შემ­დეგ მი­ი­ღეს, რაც ზო­გი­ერთ აც­რილ ადა­მი­ანს სის­ხლის შე­დე­დე­ბა გა­ნუ­ვი­თარ­და. ამ დრო­ის­თვის ვაქ­ცი­ნა­სა და სის­ხლის შე­დე­დე­ბას შო­რის კავ­ში­რი არ დას­ტურ­დე­ბა, ჯან­მო კი იტა­ლი­ას და და­ნარ­ჩენ ქვეყ­ნებს, რომ­ლებ­მაც ვაქ­ცი­ნა­ცია შე­ა­ჩე­რეს, პრო­ცე­სის გაგ­რძე­ლე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს, რად­გა­ნაც მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვაქ­ცი­ნა უსაფრ­თხოა.

იტა­ლი­ა­ში ამ დრო­ის­თვის მთლი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის მხო­ლოდ 3,08%-ს აქვს კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა მი­ღე­ბუ­ლი.

ვირუ­სის გა­მოვ­ლე­ნის დღი­დან ამ დრომ­დე ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 3,2 მი­ლი­ო­ნი შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი და ამ მო­ნა­ცე­მე­ბით ის მსოფ­ლი­ოს მეშ­ვი­დე ქვე­ყა­ნაა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gabo
4

გესმით ხალხო რა ხდება იქ? აქ რომ აქციებს აწყობთ და იძახით ქვეყანა გახსენითო!

(((((((((
22

შეწყვიტეთ ეს საგიჟეთი.შეწყვიტეთ ჩაკეტვები.ფსიქოლოგიურად ადამიანები გაანადგურეთ! გეყოფა მსოფლიო! ნუ გაგიჟდით ყველა ერთად!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

იტალია კვლავ მკაცრ კარანტინში - ისევ დაკეტილი სკოლები, მაღაზიები, შეზღუდვა გადაადგილებაზე: "ეს ძალიან მძიმედ აისახება ჩვენს ფსიქიკაზე"

იტალია კვლავ მკაცრ კარანტინში - ისევ დაკეტილი სკოლები, მაღაზიები, შეზღუდვა გადაადგილებაზე: "ეს ძალიან მძიმედ აისახება ჩვენს ფსიქიკაზე"

ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილში კორონავირუსის ე.წ. მესამე ტალღის მოლოდინში არიან, ზოგან კი უკვე მნიშვნელოვნად მოიმატა ინფიცირების მაჩვენებელმა, განსაკუთრებით რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება იტალიაშია, სადაც ზოგიერ რეგიონში კვლავ დაუბრუნდნენ კარანტინის მკაცრ რეჟიმს, ხოლო აღდგომის კვირაში ხელისუფლება მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავს "ლოქდაუნის" გამოცხადებას. მიზანი ხალხმრავალი შეკრებების თავიდან არიდებაა.

15 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა იტალიის 9 რეგიონში, მათ შორის ლაციოში, სადაც რომი მდებარეობს. ცხრავე რეგიონი წითელ ზონად გამოცხადდა. მოსწავლეები კვლავ დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდნენ, დაიკეტა ბარ-რესტორნები, შეზღუდულია ერთი რეგიონიდან მეორეში, ერთი ქალაქიდან მეორეში მოგზაურობა და ამისთვის მოქალაქეებს სპეციალური საშვი სჭირდებათ, რომელსაც მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გასცემენ. ასევე, მოქალაქეებს ეკრძალებათ სახლიდან გასვლა გადაუდებელი აუცილებლობის გარდა.

როგორც "ევრონიუსი" წერს, კლინიკები ინფიცირებული პაციენტებით გადატვირთულია. მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინის დაწესება 3-დან 5 აპრილამდე იგეგმება. სწორედ ეს არის აღდგომის კვირა. ხელისუფლება შეზღუდვების მოხსნას 6 აპრილიდან გეგმავს, თუმცა აცხადებენ, რომ შესაძლოა, გეგმა შეიცვალოს - "ეს დამოკიდებული იქნება იმ დროისთვის არსებულ ეპიდვითარებაზე", - აცხადებს იტალიის პრემიერ-მინისტრი, მარიო დრაგი.

მისივე განმარტებით, შეზღუდვების დაწესება შექმნილმა ვითარებამ გამოიწვია:

"შეზღუდვების დაწესება აუცილებელია, რადგანაც სამწუხაროდ, ჩვენ კორონავირუსის ახალი ტალღის წინაშე ვართ. ვიცი, რომ ამ ღონისძიებებს გავლენა ექნება ბავშვების განათლებაზე, ქვეყნის ეკონომიკაზე და ასევე ყველა ჩვენგანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე“, - ამბობს იტალიის პრემიერ-მინისტრი და დასძენს, რომ სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს.

ყველაფერს ისიც ართულებს, რომ ქვეყანაში ვირუსის სხვა ვარიანტებიც გავრცელებულია, თუმცა ყველაზე უფრო ხშირი შემთხვევა ე.წ. ბრიტანულ ვარიანტს უკავშირდება. ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, გავრცელებულია "ბრაზილიური ვარიანტიც", თუმცა შედარებით უფრო პატარა კლასტერებში.

ბოლო დღეებია იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება:

  • 12 მარტი - 26 793 შემთხვევა
  • 13 მარტი - 26 051 შემთხვევა
  • 14 მარტი - 21 300 შემთხვევა
  • 15 მარტი - 15 241 შემთხვევა
  • 16 მარტი - 20 396 შემთხვევა

მსგავსი მაჩვენებელი გასული წლის ნოემბრის შემდეგ პირველად დაფიქსირდა. გარდა ამისა, იტალია ამ დროისთვის ევროპის მეორე ქვეყანაა, სადაც კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭრაბა. ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 100 000-ს მანამდე დიდ ბრიტანეთში გადააჭარბა.

რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, მართალია დაწყებულია ვაქცინაცია, თუმცა შეფერხებით მიმდინარეობს. ქვეყანაში Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინით ცრიან მოქალაქეებს, თუმცა ამ უკანასკნელის გამოყენებით ვაქცინაცია ბოლო რამდენიმე დღეა შეაჩერეს. პრემიერ-მინისტრის თქმით, შეჩერების გადაწყვეტილება "სიფრთხილის ზომებით" არის განპირობებული.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ზოგიერთ აცრილ ადამიანს სისხლის შედედება განუვითარდა. ამ დროისთვის ვაქცინასა და სისხლის შედედებას შორის კავშირი არ დასტურდება, ჯანმო კი იტალიას და დანარჩენ ქვეყნებს, რომლებმაც ვაქცინაცია შეაჩერეს, პროცესის გაგრძელებისკენ მოუწოდებს, რადგანაც მათი ინფორმაციით, ვაქცინა უსაფრთხოა.

იტალიაში ამ დროისთვის მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 3,08%-ს აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიღებული.

ვირუსის გამოვლენის დღიდან ამ დრომდე ქვეყანაში კორონავირუსის 3,2 მილიონი შემთხვევაა აღწერილი და ამ მონაცემებით ის მსოფლიოს მეშვიდე ქვეყანაა.

"დაბომბილია "ჰამასის“ სადაზვერვო ცენტრი დაბომბა, სადაც ათობით საიდუმლო აგენტი იმყოფებოდა" - ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის არმიამ ღაზას სექტორიდან გამოშვებული ე.წ. კამიკაძე დრონი ჩამოაგდო

"არაფერი ამართლებს ებრაელების მიერ არაბების ლინჩის წესით გასამართლებას და არც არაბების მიერ ებრაელების ლინჩის წესით გასამართლებას" - ნეთანიაჰუ