სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შედეგი გამოიღო კრისტიან დანიელსონისა და უმრავლესობის შეხვედრამ?
რა შედეგი გამოიღო კრისტიან დანიელსონისა და უმრავლესობის შეხვედრამ?

ვფიქ­რობ, უკვე შე­თან­ხმე­ბის პუნ­ქტე­ბი ყა­ლიბ­დე­ბა იმ ფორ­მით, რომ პო­ზი­ცი­ე­ბის და­ახ­ლო­ე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია , - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სონ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, "ტექ­სტი თან­და­თან იღებს ისეთ სა­ხეს, რომ იქ უფრო მეტი თან­ხმო­ბის მო­ძებ­ნა შე­იძ­ლე­ბა, ვიდ­რე და­პი­რის­პი­რე­ბის".

"გვქონ­და კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, საქ­მი­ა­ნი, ძა­ლი­ან კარ­გი შეხ­ვედ­რა. პრო­ცე­სი წინ მი­დის, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ჩვენს ევ­რო­პელ კო­ლე­გებს და ბა­ტონ და­ნი­ელ­სონს ასე­თი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი მიდ­გო­მის­თვის, რო­გო­რიც მას აქვს მე­დი­ა­ცი­ის და დი­ა­ლო­გის ფარ­გლებ­ში.

ვფიქ­რობ, უკვე შე­თან­ხმე­ბის პუნ­ქტე­ბი ყა­ლიბ­დე­ბა იმ ფორ­მით, რომ პო­ზი­ცი­ე­ბის და­ახ­ლო­ე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია და იმედს ვი­ტო­ვებ, რომ ორი­ვე მხრი­დან კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი მიდ­გო­მე­ბით ჩვენ შევ­ძლებთ ამოვ­წუ­როთ ეს უთან­ხმო­ე­ბა და შევ­ძლოთ ნორ­მა­ლურ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცესს და­უბ­რუნ­დეს ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია და პარ­ლა­მენ­ტი.

პუნ­ქტებ­ში, რო­მელ­ზეც გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს, არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წინსვლა პო­ზი­ცი­ე­ბის და­ახ­ლო­ე­ბის კუ­თხით და გარ­კვე­უ­ლი სა­მუ­შაო რჩე­ბა. თუ ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან იქ­ნე­ბა პრაგ­მა­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გმუ­ლი, ჩვე­ნი მხრი­დან სა­მარ­თლი­ა­ნი და პრაგ­მა­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი იყო გა­დად­გმუ­ლი ამ დღე­ებ­ში, ვფიქ­რობ, რომ ჩვენ შე­თან­ხმე­ბას შევ­ძლებთ. აქ ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი და შე­თან­ხმე­ბის მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი უნდა იყოს ჩვე­ნი ქვეყ­ნის და ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი. ჩვენ უნდა გვეს­მო­დეს, რომ ეს შე­თან­ხმე­ბა არ არის რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის­თვის, ეს შე­თან­ხმე­ბა არის იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლომ მო­ახ­დი­ნოს დე­მოკ­რა­ტი­ის კონ­სო­ლი­და­ცია და კონ­ცერნტრირ­დეს იმ მნიშ­ვნე­ლო­ვან ამო­ცა­ნებ­ზე, რაც დღეს არის რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის დაკ­ვე­თა, ასე­ვე ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი, ეს არის ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცია, ეს არის პოს­ტკო­ვი­დუ­რი ეკო­ნო­მი­კის სწრა­ფი აღ­დგე­ნა, სი­ღა­რი­ბის შემ­ცი­რე­ბა, ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი და ის დღის წეს­რი­გი, რაც სა­ქარ­თვე­ლოს აქვს და­სავ­ლეთ­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით. ამის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ჩვენ რო­გორც სა­ხელ­მწი­ფომ ვაჩ­ვე­ნოთ, რომ გვაქვს სტა­ბი­ლუ­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მა და არა ისე­თი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც არ­ჩევ­ნე­ბი­დან არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ასეთ კრი­ზი­სებს აჩ­ვე­ნებს“, - გა­ნა­ცხა­და თა­ლაკ­ვა­ძემ.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის თქმით, არ­სე­ბობს პო­ლი­ტი­კუ­რი აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბე­ბი და ეს მო­ლა­პა­რა­კე­ბის პუნ­ქტებ­ზე აი­სა­ხე­ბა, თუმ­ცა დი­ა­ლო­გის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის იმედს მა­ინც იტო­ვებს.

"შეგ­ვიძ­ლია დარ­წმუ­ნე­ბით გი­თხრათ, რომ მე­დი­ა­ტო­რი არც ერთ ისეთ წი­ნა­და­დე­ბას არ და­ა­ყე­ნებს, რო­მე­ლიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის პრინ­ციპს", - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

კო­ბა­ხი­ძის თქმით, ხვალ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი სა­ვა­რა­უ­დოდ, გაგ­რძელ­დე­ბა.

„კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გრძელ­დე­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­შიც სამ­წუ­ხა­როდ, გვი­წევს დე­ტა­ლე­ბის გა­სა­ჯა­რო­ვე­ბის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბა. ხვალ გაგ­რძელ­დე­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი, ეს არის მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სი. კვლა­ვაც ძა­ლა­შია პი­რო­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ჩვენ არ ვა­სა­ჯა­რო­ვებთ დე­ტა­ლებს, შე­სა­ბა­მი­სად გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა კონ­კრე­ტი­კა­ზე სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა ყო­ვე­ლი შემ­დე­გი შეხ­ვედ­რა ნიშ­ნავს წინ წა­წე­ვას კონ­კრე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის თქმით, არ­სე­ბობს მხა­რე­ებს შო­რის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ოპო­ზი­ცია ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არი­ან პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი, თუმ­ცა კო­ბა­ხი­ძის შე­ფა­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში არი­ან კრი­მი­ნა­ლე­ბი პო­ლი­ტი­კა­ში, მაგ­რამ პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი - არა.

„მე შე­გახ­სე­ნებთ, რომ ჯამ­ში უკვე ხუთი თვეა გრძელ­დე­ბა ეს კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი. მათ შო­რის არის ეს ახა­ლი პრო­ცე­სი, მაგ­რამ მა­ნამ­დე იყო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის რა­უნ­დი. სა­კი­თხი რთუ­ლია, ბუ­ნებ­რი­ვია, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ი­ბი არ­სე­ბობს შე­ფა­სე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩვენ ვამ­ტკი­ცებ­დით იმას, რომ არ­ჩევ­ნე­ბი კი არ გა­ყალბ­და, არა­მედ ოპო­ზი­ცი­ამ გა­ა­ყალ­ბა PVT და ეს და­ვამ­ტკი­ცეთ. ოპო­ზი­ცია ამ­ტკი­ცებ­და იმას, რომ გა­ყალბ­და არ­ჩევ­ნე­ბი და ეს ვერ და­ამ­ტკი­ცა. აქ უკვე არის რა­დი­კა­ლუ­რი აზ­რთა სხვადსხვა­ო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ეს აი­სა­ხე­ბა შე­თან­ხმე­ბის კონ­კრე­ტულ პუნ­ქტებ­ზეც. რთუ­ლია დის­კუ­სია. ოპო­ზი­ცია ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არი­ან პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი, თუმ­ცა ჩვენ და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ვი­ცით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი არ არი­ან. სა­ქარ­თვე­ლო­ში არი­ან კრი­მი­ნა­ლე­ბი პო­ლი­ტი­კა­ში, მაგ­რამ პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი არ არი­ან. არჩვე­ნე­ბი რომ არ გა­ყალ­ბე­ბუ­ლა და პო­ლი­პა­ტიმ­რე­ბი რომ არ არ­სე­ბო­ბენ, ეს ვი­ცით და ოპო­ზი­ცია გან­სხვახ­ვე­ბულ რა­მეს ამ­ტკი­ცებს. შე­სა­ბა­მი­სად, აქ არის პრინ­ცი­პუ­ლი აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა. რთუ­ლი ამო­ცა­ნა აქვს ბა­ტონ და­ნი­ელ­სონს, თუმ­ცა მე იმედს ვი­ტო­ვებ, რომ შე­თან­ხმე­ბამ­დე მივა ეს პრო­ცე­სი. აქ ჩვენს სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებს აქვთ გა­დამ­წყვე­ტი როლ და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ისი­ნი იმოქ­მე­დე­ბენ ისე, რო­გორც სა­ჭი­როა შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვი­სათ­ვის და დი­ა­ლო­გის წარ­მა­ტე­ბით მიღ­წე­ვი­სათ­ვის“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის შარლ მი­შე­ლის პი­რა­დი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სო­ნი “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ლი­დე­რებს დღეს კი­დევ ერთხელ შეხ­ვდა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სო­ნი, რო­მე­ლიც დღეს ბრი­უ­სელ­ში უნდა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო, სა­ქარ­თვე­ლო­ში დარ­ჩა და ქვეყ­ნის კრი­ზი­სი­დან გა­მოყ­ვა­ნის მიზ­ნით, პო­ლი­ტი­კურ აქ­ტო­რებ­თან შეხ­ვედ­რებს აგ­რძე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
irakli
118

მოეგეთ გონს ბოლობოლო ოცნებავ და დანიშნეთ არჩევნები რომ ქვეყანა განვითარდეს... დაღუპეთ ქვეყანა

!!!!!
87

კრისტიან,წადი სახლში ჭორვილელის ფლიდ ბიჭებთან ურთიერთობა და ჭკუის დარიგება გაგაგიჟებს შენ.მაგათ ნიუტონის ძალისმიერი კანონით თუ არ ელაპარაკა დასავლეთი სანქციებით,ისე არაფერი გამოვა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რა შედეგი გამოიღო კრისტიან დანიელსონისა და უმრავლესობის შეხვედრამ?

რა შედეგი გამოიღო კრისტიან დანიელსონისა და უმრავლესობის შეხვედრამ?

ვფიქრობ, უკვე შეთანხმების პუნქტები ყალიბდება იმ ფორმით, რომ პოზიციების დაახლოება შესაძლებელია , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, "ტექსტი თანდათან იღებს ისეთ სახეს, რომ იქ უფრო მეტი თანხმობის მოძებნა შეიძლება, ვიდრე დაპირისპირების".

"გვქონდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, საქმიანი, ძალიან კარგი შეხვედრა. პროცესი წინ მიდის, მოლაპარაკებები გრძელდება. განსაკუთრებით მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ევროპელ კოლეგებს და ბატონ დანიელსონს ასეთი პროფესიონალური მიდგომისთვის, როგორიც მას აქვს მედიაციის და დიალოგის ფარგლებში.

ვფიქრობ, უკვე შეთანხმების პუნქტები ყალიბდება იმ ფორმით, რომ პოზიციების დაახლოება შესაძლებელია და იმედს ვიტოვებ, რომ ორივე მხრიდან კონსტრუქციული მიდგომებით ჩვენ შევძლებთ ამოვწუროთ ეს უთანხმოება და შევძლოთ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს დაუბრუნდეს ყველა პოლიტიკური პარტია და პარლამენტი.

პუნქტებში, რომელზეც განხილვა მიმდინარეობს, არის მნიშვნელოვანი წინსვლა პოზიციების დაახლოების კუთხით და გარკვეული სამუშაო რჩება. თუ ოპოზიციის მხრიდან იქნება პრაგმატული ნაბიჯები გადადგმული, ჩვენი მხრიდან სამართლიანი და პრაგმატული ნაბიჯები იყო გადადგმული ამ დღეებში, ვფიქრობ, რომ ჩვენ შეთანხმებას შევძლებთ. აქ ამოსავალი წერტილი და შეთანხმების მთავარი ფაქტორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების ინტერესები. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს შეთანხმება არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის, ეს შეთანხმება არის იმისთვის, რომ საქართველომ მოახდინოს დემოკრატიის კონსოლიდაცია და კონცერნტრირდეს იმ მნიშვნელოვან ამოცანებზე, რაც დღეს არის როგორც საზოგადოების დაკვეთა, ასევე ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ეს არის ევროინტეგრაცია, ეს არის პოსტკოვიდური ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, სიღარიბის შემცირება, ახალი სამუშაო ადგილები და ის დღის წესრიგი, რაც საქართველოს აქვს დასავლეთთან ინტეგრაციის თვალსაზრისით. ამისთვის მნიშვნელოვანია, ჩვენ როგორც სახელმწიფომ ვაჩვენოთ, რომ გვაქვს სტაბილური, პოლიტიკური სისტემა და არა ისეთი სისტემა, რომელიც არჩევნებიდან არჩევნებამდე ასეთ კრიზისებს აჩვენებს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, არსებობს პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობები და ეს მოლაპარაკების პუნქტებზე აისახება, თუმცა დიალოგის წარმატებით დასრულების იმედს მაინც იტოვებს.

"შეგვიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ მედიატორი არც ერთ ისეთ წინადადებას არ დააყენებს, რომელიც ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპს", - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ხვალ კონსულტაციები სავარაუდოდ, გაგრძელდება.

„კონსულტაციები გრძელდება, ამ შემთხვევაშიც სამწუხაროდ, გვიწევს დეტალების გასაჯაროვებისგან თავის შეკავება. ხვალ გაგრძელდება სავარაუდოდ კონსულტაციები, ეს არის მიმდინარე პროცესი. კვლავაც ძალაშია პირობა, რომლის მიხედვითაც ჩვენ არ ვასაჯაროვებთ დეტალებს, შესაბამისად გაგვიჭირდება კონკრეტიკაზე საუბარი, თუმცა ყოველი შემდეგი შეხვედრა ნიშნავს წინ წაწევას კონკრეტული მიმართულებებით“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, არსებობს მხარეებს შორის განსხვავებული პოზიციები. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია ამბობს, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები, თუმცა კობახიძის შეფასებით, საქართველოში არიან კრიმინალები პოლიტიკაში, მაგრამ პოლიტპატიმრები - არა.

„მე შეგახსენებთ, რომ ჯამში უკვე ხუთი თვეა გრძელდება ეს კონსულტაციები. მათ შორის არის ეს ახალი პროცესი, მაგრამ მანამდე იყო მოლაპარაკებების რაუნდი. საკითხი რთულია, ბუნებრივია, განსხვავებული პოზიციეიბი არსებობს შეფასებებთან დაკავშირებით. ჩვენ ვამტკიცებდით იმას, რომ არჩევნები კი არ გაყალბდა, არამედ ოპოზიციამ გააყალბა PVT და ეს დავამტკიცეთ. ოპოზიცია ამტკიცებდა იმას, რომ გაყალბდა არჩევნები და ეს ვერ დაამტკიცა. აქ უკვე არის რადიკალური აზრთა სხვადსხვაობა. შესაბამისად, ეს აისახება შეთანხმების კონკრეტულ პუნქტებზეც. რთულია დისკუსია. ოპოზიცია ამბობს, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები, თუმცა ჩვენ და საზოგადოებამ ვიცით, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან. საქართველოში არიან კრიმინალები პოლიტიკაში, მაგრამ პოლიტპატიმრები არ არიან. არჩვენები რომ არ გაყალბებულა და პოლიპატიმრები რომ არ არსებობენ, ეს ვიცით და ოპოზიცია განსხვახვებულ რამეს ამტკიცებს. შესაბამისად, აქ არის პრინციპული აზრთა სხვადასხვაობა. რთული ამოცანა აქვს ბატონ დანიელსონს, თუმცა მე იმედს ვიტოვებ, რომ შეთანხმებამდე მივა ეს პროცესი. აქ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ გადამწყვეტი როლ და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი იმოქმედებენ ისე, როგორც საჭიროა შეთანხმების მიღწევისათვის და დიალოგის წარმატებით მიღწევისათვის“, - განაცხადა კობახიძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი “ქართული ოცნების” ლიდერებს დღეს კიდევ ერთხელ შეხვდა.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონი, რომელიც დღეს ბრიუსელში უნდა დაბრუნებულიყო, საქართველოში დარჩა და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის მიზნით, პოლიტიკურ აქტორებთან შეხვედრებს აგრძელებს.

"ამ უვიცებს ჰგონიათ, რომ მორჩა, ამოისუნთქეს - აშშ-ის სენატი რომ შეუღრენს, ევროპარლამენტი ჯგუფს შექმნის, დანიელსონი რომ დაშოკეს და მიშელი გადარიეს..." - დავით ბერძენიშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ერთად ქმნიან ლუკაშენკოს მმართველობის ქართულ ანალოგს - ვერც ერთი და ვერც მეორე მხარე ვეღარ მოიპოვებს მასობრივ მხარდაჭერას" - ზაზა ფირალიშვილი