სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აპირებდა ჰიტლერი ბერლინის "მსოფლიო დედაქალაქად“ ქცევას - განუხორციელებელი პროექტები, რომლებიც ცნობილ ქალაქებს სრულიად შეცვლიდა
როგორ აპირებდა ჰიტლერი ბერლინის "მსოფლიო დედაქალაქად“ ქცევას - განუხორციელებელი პროექტები, რომლებიც ცნობილ ქალაქებს სრულიად შეცვლიდა

სა­უ­კუ­ნე­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი გეგ­მავ­დნენ თუ რო­გორ უნდა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო ამა თუ იმ ქა­ლა­ქის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა. ის­ტო­რი­ას ახ­სოვს არა­ერ­თი ასე­თი მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

დღე­ვან­დელ სტა­ტი­ა­ში იმ გრან­დი­ო­ზულ პრო­ექ­ტებ­ზე მო­გიყ­ვე­ბით, რომ­ლებ­საც დღე­ი­სათ­ვის არ­სე­ბუ­ლი ქა­ლა­ქე­ბი და მათი ფუნ­ქცია რა­დი­კა­ლუ­რად უნდა შე­ეც­ვა­ლა, თუმ­ცა მი­ზეზ­თა გამო, ისი­ნი არ გან­ხორ­ცი­ელ­და:

  • გერ­მა­ნია (Germania) - მსოფ­ლი­ოს დე­და­ქა­ლა­ქი

ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნი­ის ფი­უ­რე­რის, ადოლფ ჰიტ­ლე­რის ამ­ბი­ცი­უ­რი გეგ­მის თა­ნახ­მად, მას შემ­დეგ რაც გერ­მა­ნია მსოფ­ლიო ომს მო­ი­გებ­და და ზე­სა­ხელ­მწი­ფო გახ­დე­ბო­და, ბერ­ლი­ნი მსოფ­ლიო დე­და­ქა­ლა­ქი უნდა გამ­ხდა­რი­ყო.

"ბერ­ლი­ნი გახ­დე­ბა ისე­თი­ვე მნიშ­ვნე­ლო­ბის ქა­ლა­ქი, რო­გო­რე­ბიც ერთ დროს ბა­ბი­ლო­ნი და რომი იყო" - გა­ნა­ცხა­და ჰიტ­ლერ­მა 1942 წელს.

ქა­ლა­ქის ახა­ლი სა­ხე­ლი გერ­მა­ნია (Germania) იქ­ნე­ბო­და. პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, ქა­ლაქ­ში უზარ­მა­ზა­რი ცა­თამბჯე­ნე­ბი და ფარ­თო ქუ­ჩე­ბი უნდა აშე­ნე­ბუ­ლი­ყო, რის­თვი­საც იმ დრო­ი­სათ­ვის ბერ­ლინ­ში არ­სე­ბუ­ლი 100 000-ზე მეტი შე­ნო­ბა, მათ შო­რის ბრან­დენ­ბურ­გის კა­რიბ­ჭე უნდა დან­გრე­უ­ლი­ყო.

ჰიტ­ლე­რის აზ­რით, ბერ­ლი­ნი პა­ტა­რა, ჭუ­ჭყი­ა­ნი და „ზედ­მე­ტად ლი­ბე­რა­ლუ­რი“ ქა­ლა­ქი იყო, რო­მე­ლიც გერ­მა­ნელ ერს არ ეკად­რე­ბო­და და აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო მას­შტა­ბუ­რი შე­ნო­ბე­ბის, მო­ედ­ნე­ბის, პარ­კე­ბი­სა და ბულ­ვა­რე­ბი­სა აშე­ნე­ბა.

  • ახა­ლი ლონ­დო­ნის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა

1666 წელს ლონ­დონ­ში მას­შტა­ბუ­რი ხან­ძა­რი მოხ­და, რა­მაც ქა­ლა­ქის შე­ნო­ბე­ბის დიდი ნა­წი­ლი გა­ა­ნად­გუ­რა. არ­ქი­ტექ­ტორ კრის­ტო­ფერ ვრე­ნის იდე­ის მი­ხედ­ვით, ახა­ლი ლონ­დო­ნი პა­რი­ზის მსგავ­სად წრი­უ­ლი გეგ­მა­რე­ბით უნდა ყო­ფი­ლი­ყო და ქა­ლაქ­ში მას­შტა­ბუ­რი ბულ­ვა­რე­ბი მო­წყო­ბი­ლი­ყო.

თუმ­ცა, არ­ქი­ტექ­ტო­რის გეგ­მა და­ი­წუ­ნეს, რად­გან ამ მას­შტა­ბის პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას კო­ლო­სა­ლუ­რი თან­ხა დას­ჭირ­დე­ბო­და წა­ი­კი­თხეთ ვრცლად და ნა­ხეთ გრან­დი­ო­ზუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის ფო­ტო­ე­ბი

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თეონა
159

მიშამაც თავის გრანდიოზულ გეგმებს გადააყოლა ხალხი (რა თქმა უნდა, მასშტაბების გათვალისწინებით). ყველა ავანტიურისტი და განდიდების მანიით შეპყრობილი კრახით ამთავრებს.

КАМАРЕЛЛИ
19

...ძალზედ საინტერესო ისტორიაა, ყოველთვის ყურადღებით ვეცნობოდი და შეძლებისდაგვარად ვადევნებდი თვალს: განდიდების მანიით შეპყრობილ დიქტატორთა არქიტექტურულ ვნებებს! სტალინს უყვარდა არქიტექტურა, ყოველშემთხვევაში არავისზე ნაკლებად გრძნობდა თანამედროვეობის მაჯისცემას და არქიტექტურულ აგენტებსაც მრავლად აგზავნიდა მსოფლიოს დიდ და მოწინავე ქალაქებში (ოლტარჟევსკი)... ოცდაათიან წლებში საბჭოთა კავშირში მოღვაწე არქიტექტორები მასშტაბურობისა და შემოქმედებითი თვალსაზრისით არაფრით ჩამოუვარდებოდნენ უცხოელ კოლეგებს!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

როგორ აპირებდა ჰიტლერი ბერლინის "მსოფლიო დედაქალაქად“ ქცევას - განუხორციელებელი პროექტები, რომლებიც ცნობილ ქალაქებს სრულიად შეცვლიდა

როგორ აპირებდა ჰიტლერი ბერლინის "მსოფლიო დედაქალაქად“ ქცევას - განუხორციელებელი პროექტები, რომლებიც ცნობილ ქალაქებს სრულიად შეცვლიდა

საუკუნეთა განმავლობაში ადამიანები გეგმავდნენ თუ როგორ უნდა განხორციელებულიყო ამა თუ იმ ქალაქის განაშენიანება. ისტორიას ახსოვს არაერთი ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება.

დღევანდელ სტატიაში იმ გრანდიოზულ პროექტებზე მოგიყვებით, რომლებსაც დღეისათვის არსებული ქალაქები და მათი ფუნქცია რადიკალურად უნდა შეეცვალა, თუმცა მიზეზთა გამო, ისინი არ განხორციელდა:

  • გერმანია (Germania) - მსოფლიოს დედაქალაქი

ნაცისტური გერმანიის ფიურერის, ადოლფ ჰიტლერის ამბიციური გეგმის თანახმად, მას შემდეგ რაც გერმანია მსოფლიო ომს მოიგებდა და ზესახელმწიფო გახდებოდა, ბერლინი მსოფლიო დედაქალაქი უნდა გამხდარიყო.

"ბერლინი გახდება ისეთივე მნიშვნელობის ქალაქი, როგორებიც ერთ დროს ბაბილონი და რომი იყო" - განაცხადა ჰიტლერმა 1942 წელს.

ქალაქის ახალი სახელი გერმანია (Germania) იქნებოდა. პროექტის მიხედვით, ქალაქში უზარმაზარი ცათამბჯენები და ფართო ქუჩები უნდა აშენებულიყო, რისთვისაც იმ დროისათვის ბერლინში არსებული 100 000-ზე მეტი შენობა, მათ შორის ბრანდენბურგის კარიბჭე უნდა დანგრეულიყო.

ჰიტლერის აზრით, ბერლინი პატარა, ჭუჭყიანი და „ზედმეტად ლიბერალური“ ქალაქი იყო, რომელიც გერმანელ ერს არ ეკადრებოდა და აუცილებელი იყო მასშტაბური შენობების, მოედნების, პარკებისა და ბულვარებისა აშენება.

  • ახალი ლონდონის განაშენიანება

1666 წელს ლონდონში მასშტაბური ხანძარი მოხდა, რამაც ქალაქის შენობების დიდი ნაწილი გაანადგურა. არქიტექტორ კრისტოფერ ვრენის იდეის მიხედვით, ახალი ლონდონი პარიზის მსგავსად წრიული გეგმარებით უნდა ყოფილიყო და ქალაქში მასშტაბური ბულვარები მოწყობილიყო.

თუმცა, არქიტექტორის გეგმა დაიწუნეს, რადგან ამ მასშტაბის პროექტის განხორციელებას კოლოსალური თანხა დასჭირდებოდა წაიკითხეთ ვრცლად და ნახეთ გრანდიოზული პროექტების ფოტოები