კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველას მინდა მოვუწოდო თავშეკავებისკენ - არ მიეცნენ უადგილო რიტორიკას" - რა განცხადებას ავრცელებს პრეზიდენტი?
"ყველას მინდა მოვუწოდო თავშეკავებისკენ - არ მიეცნენ უადგილო რიტორიკას" - რა განცხადებას ავრცელებს პრეზიდენტი?

კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სო­ნის ვი­ზი­ტის დღის ბო­ლოს, როცა პირ­ვე­ლი რი­გის შეხ­ვედ­რე­ბი უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია, მინ­და, კი­დევ ერთხელ, ხაზი გა­ვუს­ვა და­წყე­ბუ­ლი პრო­ცე­სის მნიშ­ვნე­ლო­ბას და მად­ლო­ბა მო­ვახ­სე­ნო მას სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მხარ­და­ჭე­რი­სა და მე­დი­ა­ცი­ი­სათ­ვის , - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

რო­გორც პრე­ზი­დენ­ტი აღ­ნიშ­ნავს, დღეს ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მიერ პი­რა­დი წარ­მო­მად­გენ­ლის მოვ­ლი­ნე­ბა, ანუ ევ­რო­კავ­ში­რის უშუ­ა­ლო ჩარ­თუ­ლო­ბა, ხაზს უს­ვამს ევ­რო­კავ­ში­რის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მნიშ­ვნე­ლო­ბას.

„ბა­ტონ­მა კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სონ­მა სწო­რედ ამ მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა.

ამ ვი­თა­რე­ბა­ში, კი­დევ ერთხელ მინ­და მო­ვუ­წო­დო ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ ძა­ლა­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ ეს შან­სი სრულ­ყო­ფი­ლად იქ­ნას გა­აზ­რე­ბუ­ლი და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

მინ­და, ყვე­ლას კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დო თავ­შე­კა­ვე­ბი­სა­კენ - არ მი­ეც­ნენ უად­გი­ლო რი­ტო­რი­კას, არა­სა­ჭი­რო ქმე­დე­ბე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბას, ან ხე­ლოვ­ნურ აჟი­ო­ტაჟს. თავი შე­ი­კა­ვონ ყვე­ლა­ფერ იმის­გან, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა ხელი შე­უ­შა­ლოს, ან სუ­ლაც და­ა­ზი­ა­ნოს მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სი. კერ­ძოდ, არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ და­ცუ­ლი იყოს კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა და სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფუნ­და­მენ­ტუ­რი პრინ­ცი­პე­ბი.

ამ თავ­შე­კა­ვე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი რო­გორ წარ­დგე­ბა სა­ქარ­თვე­ლო (და აქ მინ­და გარ­კვე­ვით ვთქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლო) და არა რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს მო­მენ­ტში, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ად­გი­ლას, ანუ ბრი­უ­სელ­ში, ევ­რო­პის წი­ნა­შე.

არ და­ვი­ვი­წყოთ, რომ ბრი­უ­სელ­ში არა მხო­ლოდ „სა­ქარ­თვე­ლო-ევ­რო­კავ­ში­რის ასო­ცი­რე­ბის საბ­ჭოს“ სხდო­მა იმარ­თე­ბა, რო­მელ­ზეც ინ­ტეგ­რა­ცი­ის­კენ მი­მა­ვა­ლი ჩვე­ნი შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯე­ბია და­მო­კი­დე­ბუ­ლი, არა­მედ მას­ზეა ასე­ვე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის გა­დამ­წყვე­ტი მხარ­და­ჭე­რა მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვებ­თან - კო­ვიდ­თან თუ ეკო­ნო­მი­კურ კრი­ზის­თან ბრძო­ლა­ში“, - ნათ­ქვა­მია პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იოვანე
112

გაიხარეთ ქალბატონო სალომე, საქართველოს სიყვარულში ზვიადის, ედვარდის და მიშას ათჯერ აჯობე, ყოველთვის სწორ პოზიციას აფიქსირებთ. გისურვებთ წარმატებებს.

Lapsha
9

გაიტანეთ გრელანდია!!!ოღონდ ეს ქალი მოგვაშორეთ და 50 კაციანს ვკისრულობ ნებისმიერ რესტორანში. ისე სერიოზულად მაგრად ტეხავს საქართველოს პრეზიდენტი იყო და ქართული არ იცოდე. ნამუსი სულ დაკარგეთ.

ავტორი:

"ყველას მინდა მოვუწოდო თავშეკავებისკენ - არ მიეცნენ უადგილო რიტორიკას" - რა განცხადებას ავრცელებს პრეზიდენტი?

"ყველას მინდა მოვუწოდო თავშეკავებისკენ - არ მიეცნენ უადგილო რიტორიკას" - რა განცხადებას ავრცელებს პრეზიდენტი?

კრისტიან დანიელსონის ვიზიტის დღის ბოლოს, როცა პირველი რიგის შეხვედრები უკვე დასრულებულია, მინდა, კიდევ ერთხელ, ხაზი გავუსვა დაწყებული პროცესის მნიშვნელობას და მადლობა მოვახსენო მას საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერისა და მედიაციისათვის , - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, დღეს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის მიერ პირადი წარმომადგენლის მოვლინება, ანუ ევროკავშირის უშუალო ჩართულობა, ხაზს უსვამს ევროკავშირისთვის საქართველოს მნიშვნელობას.

„ბატონმა კრისტიან დანიელსონმა სწორედ ამ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ამ ვითარებაში, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალასა და ხელისუფლებას, რომ ეს შანსი სრულყოფილად იქნას გააზრებული და გამოყენებული.

მინდა, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდო თავშეკავებისაკენ - არ მიეცნენ უადგილო რიტორიკას, არასაჭირო ქმედებების პროვოცირებას, ან ხელოვნურ აჟიოტაჟს. თავი შეიკავონ ყველაფერ იმისგან, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს, ან სულაც დააზიანოს მიმდინარე პროცესი. კერძოდ, არსებულ ვითარებაში, აუცილებელია, რომ დაცული იყოს კანონის უზენაესობა და სიტყვის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპები.

ამ თავშეკავებაზეა დამოკიდებული როგორ წარდგება საქართველო (და აქ მინდა გარკვევით ვთქვა, რომ საქართველო) და არა რომელიმე პოლიტიკური ძალა უმნიშვნელოვანეს მომენტში, უმნიშვნელოვანეს ადგილას, ანუ ბრიუსელში, ევროპის წინაშე.

არ დავივიწყოთ, რომ ბრიუსელში არა მხოლოდ „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს“ სხდომა იმართება, რომელზეც ინტეგრაციისკენ მიმავალი ჩვენი შემდგომი ნაბიჯებია დამოკიდებული, არამედ მასზეა ასევე დამოკიდებული ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი მხარდაჭერა მთავარ გამოწვევებთან - კოვიდთან თუ ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლაში“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

"არსად წასვლას არ ვაპირებ... არც პოლიტიკიდან..." - გახარია გადადგომის შემდეგ ტელეკამერებთან პირველად გამოჩნდა

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"დანიელსონმა შემოგვთავაზა, 20 ივნისთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმის ამნისტია, რაც შერიგებას ჰგავდა, არავის მოეწონა" - ვახტანგ მეგრელიშვილი