სამართალი
პოლიტიკა

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უნდათ იმ ინფორმატორის დადგენა, რომელმაც გადაწყვიტა სისტემა ემხილებინა" - რას ამბობს ნოდარ მელაძე პროკურატურის განცხადებაზე?
"უნდათ იმ ინფორმატორის დადგენა, რომელმაც გადაწყვიტა სისტემა ემხილებინა" - რას ამბობს ნოდარ მელაძე პროკურატურის განცხადებაზე?

პრო­კუ­რა­ტუ­რა ტყუ­ილს ამ­ბობს, რო­დე­საც გვე­უბ­ნე­ბა, რომ თით­ქოს, არ არ­სე­ბობ­და სხვა სა­მარ­თლებ­რი­ვი ბერ­კე­ტი იმის­თვის, რომ გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში მათ გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნათ ჩა­ნა­წე­რე­ბის აუ­თენ­ტი­კუ­რო­ბის და­სად­გე­ნად აუ­დიო მა­სა­ლის მო­პო­ვე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "ტე­ლე­კომ­პა­ნია პირ­ვე­ლის" სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ნო­დარ მე­ლა­ძემ, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ნო­დარ მე­ლა­ძე აცხა­დებს, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბით, ცხა­დი ხდე­ბა, რომ მათ მი­ზანს წარ­მო­ად­გენ­და "იმ ინ­ფორ­მა­ტო­რის დად­გე­ნა, რო­მელ­მაც გა­და­წყვი­ტა სის­ტე­მა ემ­ხი­ლე­ბი­ნა".

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ დღეს რამ­დე­ნი­მე გან­მარ­ტე­ბა და­ა­წია გზა­ში მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბას, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტია და ამ წუ­თებ­შიც არის მოქ­მე­დი. მისი გა­ცე­მის თა­რი­ღი­დან, 9 მარ­ტი­დან, 30 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რას ნე­ბის­მი­ერ წუთს შე­უძ­ლია მო­სა­მარ­თლის ამ გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, შე­მო­ვი­დეს ტე­ლე­კომ­პა­ნია „პირ­ველ­ში“ და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს იძუ­ლე­ბი­თი პრო­პორ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი მა­სა­ლის ამო­ღე­ბა.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ტყუ­ილს ამ­ბობს, რო­დე­საც გვე­უბ­ნე­ბა, რომ თით­ქოს, არ არ­სე­ბობ­და სხვა სა­მარ­თლებ­რი­ვი ბერ­კე­ტი იმის­თვის, რომ გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, მათ გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნათ ჩა­ნა­წე­რე­ბის აუ­თენ­ტი­კუ­რო­ბის და­სად­გე­ნად აუ­ი­დიო მა­სა­ლის მო­პო­ვე­ბა.

სა­ერ­თოდ არ არის სა­უ­ბა­რი იმის შე­სა­ხებ, რომ მათი გან­ზრახ­ვა იყო ჩვენს ეთერ­ში სა­გა­მო­ძი­ე­ბო რე­პორ­ტაჟ­ში გა­სუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის აუ­თენ­ტი­კუ­რო­ბის დად­გე­ნა. არ წე­რია, რომ მათი მი­ზა­ნი ეს იყო. ამ დად­გე­ნი­ლე­ბით, მო­სა­მარ­თლის ამ გან­ჩი­ნე­ბით, ცხა­დი ხდე­ბა, რომ მათ მი­ზანს წარ­მო­ად­გენ­და იმ ინ­ფორ­მა­ტო­რის დად­გე­ნა, რო­მელ­მაც გა­და­წყვი­ტა, რომ სის­ტე­მა ემ­ხი­ლე­ბი­ნა და სა­ბო­ლო­ოდ ამ ადა­მი­ან­ზე პირ­და­პი­რი თუ ირი­ბი გზე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით გას­ვლა. მინ­და გა­ვახ­სე­ნო სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, პრაქ­ტი­კა, რო­მე­ლიც მათ მიერ არის დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი“,-აცხა­დებს მე­ლა­ძე.

მი­სი­ვე თქმით, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურს, რამ­დე­ნი­მე ხნის წინ, ინ­ტე­რე­სი ჰქონ­და „ტე­ლე­კომ­პა­ნია პირ­ვე­ლის“ მიერ ჩა­ტა­რე­ბულ კი­დევ ერთ ჟურ­ნა­ლის­ტურ გა­მო­ძი­ე­ბა­ზე, რა დრო­საც „არა­ნა­ი­რი გან­ჩი­ნე­ბით, იძუ­ლე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბით არა­ვინ არ შე­მო­სუ­ლა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში“

"ჩვენს მიერ ჩა­ტა­რე­ბულ გა­მო­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ცოტა ხნის წინ ინ­ტე­რე­სი ჰქონ­და სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურს, რო­დე­საც საქ­მე ეხე­ბო­და ჟურ­ნა­ლისტ გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას ლიკ­ვი­და­ცი­ის მომ­ზა­დე­ბის საქ­მე­ზე ჟურ­ნა­ლისტ მაკა ჩიხ­ლა­ძის მიერ ჩა­ტა­რე­ბულ ჟურ­ნა­ლის­ტურ გა­მო­ძი­ე­ბას და იქ მო­პო­ვე­ბულ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან დო­კუ­მენ­ტებს ვა­სამ­ბეკ ბო­კოვ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მა­შინ არა­ნა­ი­რი გან­ჩი­ნე­ბით, არა­ნა­ი­რი იძუ­ლე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბით, არა­ვინ არ შე­მო­სუ­ლა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში. დაგ­ვი­კავ­შირ­დნენ სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბე­ბი­დან, ჩვენ, რო­გორც კა­ნონ­მორ­ჩი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მი­ვე­დით სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში და კა­ნო­ნი რის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც იძ­ლე­ო­და მი­ვა­წო­დეთ ინ­ფორ­მა­ცია. წყა­რო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა თქმა უნდა, გა­მო­ვი­ყე­ნეთ უფ­ლე­ბა, რო­მელ­საც კა­ნო­ნი გვაძ­ლევს.

დღეს, სრუ­ლი­ად სხვა მო­ცე­მუ­ლო­ბა ვნა­ხეთ. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ გვრჩე­ბა აღ­ქმა, რომ მო­სა­მარ­თლის ამ გან­ჩი­ნე­ბის მი­ზანს წარ­მო­ად­გენ­და მე­დი­ის ტე­რო­რი და და­ში­ნე­ბა, რომ ჩვენ არ მო­ვამ­ზა­დოთ, არ გა­მო­ვი­ძი­ოთ ამ­ბე­ბი, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას დის­კომ­ფორ­ტს უქ­მნის“,-აცხა­დებს მე­ლა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვანო
7

ეს ვინ კიბოები არიან მაჭინ სად იყო მელაშვი ცხრა წელი სისხლს რომ გვიშეობდნენ 

izi
7

პირადად მე, მაინტერესებს რა ღირს ე.წ . რეჟიმის მხილება. 

ავტორი:

"უნდათ იმ ინფორმატორის დადგენა, რომელმაც გადაწყვიტა სისტემა ემხილებინა" - რას ამბობს ნოდარ მელაძე პროკურატურის განცხადებაზე?

"უნდათ იმ ინფორმატორის დადგენა, რომელმაც გადაწყვიტა სისტემა ემხილებინა" - რას ამბობს ნოდარ მელაძე პროკურატურის განცხადებაზე?

პროკურატურა ტყუილს ამბობს, როდესაც გვეუბნება, რომ თითქოს, არ არსებობდა სხვა სამართლებრივი ბერკეტი იმისთვის, რომ გამოძიების ფარგლებში მათ განეხორციელებინათ ჩანაწერების აუთენტიკურობის დასადგენად აუდიო მასალის მოპოვება, - ამის შესახებ "ტელეკომპანია პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ, ტელევიზიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ნოდარ მელაძე აცხადებს, მოსამართლის განჩინებით, ცხადი ხდება, რომ მათ მიზანს წარმოადგენდა "იმ ინფორმატორის დადგენა, რომელმაც გადაწყვიტა სისტემა ემხილებინა".

"მიუხედავად იმისა, რომ მთავარმა პროკურატურამ დღეს რამდენიმე განმარტება დააწია გზაში მოსამართლის განჩინებას, მოსამართლის განჩინება ოფიციალური დოკუმენტია და ამ წუთებშიც არის მოქმედი. მისი გაცემის თარიღიდან, 9 მარტიდან, 30 დღის განმავლობაში საქართველოს პროკურატურას ნებისმიერ წუთს შეუძლია მოსამართლის ამ განჩინების საფუძველზე, შემოვიდეს ტელეკომპანია „პირველში“ და განახორციელოს იძულებითი პროპორციული ზომების გამოყენებით, მათთვის სასურველი მასალის ამოღება.

პროკურატურა ტყუილს ამბობს, როდესაც გვეუბნება, რომ თითქოს, არ არსებობდა სხვა სამართლებრივი ბერკეტი იმისთვის, რომ გამოძიების ფარგლებში, მათ განეხორციელებინათ ჩანაწერების აუთენტიკურობის დასადგენად აუიდიო მასალის მოპოვება.

საერთოდ არ არის საუბარი იმის შესახებ, რომ მათი განზრახვა იყო ჩვენს ეთერში საგამოძიებო რეპორტაჟში გასული ჩანაწერების აუთენტიკურობის დადგენა. არ წერია, რომ მათი მიზანი ეს იყო. ამ დადგენილებით, მოსამართლის ამ განჩინებით, ცხადი ხდება, რომ მათ მიზანს წარმოადგენდა იმ ინფორმატორის დადგენა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ სისტემა ემხილებინა და საბოლოოდ ამ ადამიანზე პირდაპირი თუ ირიბი გზების საშუალებით გასვლა. მინდა გავახსენო საქართველოს ხელისუფლებას, პრაქტიკა, რომელიც მათ მიერ არის დამკვიდრებული“,-აცხადებს მელაძე.

მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რამდენიმე ხნის წინ, ინტერესი ჰქონდა „ტელეკომპანია პირველის“ მიერ ჩატარებულ კიდევ ერთ ჟურნალისტურ გამოძიებაზე, რა დროსაც „არანაირი განჩინებით, იძულებითი ღონისძიებით არავინ არ შემოსულა ტელევიზიაში“

"ჩვენს მიერ ჩატარებულ გამოძიებასთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ ინტერესი ჰქონდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, როდესაც საქმე ეხებოდა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მომზადების საქმეზე ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძის მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებას და იქ მოპოვებულ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებს ვასამბეკ ბოკოვთან დაკავშირებით.

მაშინ არანაირი განჩინებით, არანაირი იძულებითი ღონისძიებით, არავინ არ შემოსულა ტელევიზიაში. დაგვიკავშირდნენ საგამოძიებო უწყებებიდან, ჩვენ, როგორც კანონმორჩილი ჟურნალისტები მივედით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და კანონი რის საშუალებასაც იძლეოდა მივაწოდეთ ინფორმაცია. წყაროებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, გამოვიყენეთ უფლება, რომელსაც კანონი გვაძლევს.

დღეს, სრულიად სხვა მოცემულობა ვნახეთ. შესაბამისად, ჩვენ გვრჩება აღქმა, რომ მოსამართლის ამ განჩინების მიზანს წარმოადგენდა მედიის ტერორი და დაშინება, რომ ჩვენ არ მოვამზადოთ, არ გამოვიძიოთ ამბები, რომელიც ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნის“,-აცხადებს მელაძე.

"იყო კომუნიკაცია ბერას პირადი მცველის მიერ განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით ჩემი ოჯახის მისამართით" - მელაძის კომენტარი გამოკითხვის შემდეგ

კასპში მომხდარი მკვლელობა გახსნილია - პოლიციამ ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობისთვის 30 წლის მამაკაცი დააკავა

ტრეფიკინგი ნინოწმინდაში - დააკავეს მამა-შვილი, რომლებიც სომხეთის 3 მოქალაქეს წლების განმავლობაში მონობის პირობებში ამყოფებდნენ