კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოსამართლე წუმპეშია ამოსვრილი, ნილოსი თუ გარეცხავს" - როგორ ეხმაურებიან შაქარაშვილის საქმეზე გამოტანილ განაჩენს მსჯავრდებულთა ადვოკატები
"მოსამართლე წუმპეშია ამოსვრილი, ნილოსი თუ გარეცხავს" - როგორ ეხმაურებიან შაქარაშვილის საქმეზე გამოტანილ განაჩენს მსჯავრდებულთა ადვოკატები

ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ერთ-ერთი მსჯავ­რდე­ბუ­ლის, ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვა­ნის ად­ვო­კა­ტის, ლელა გო­გო­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, დაც­ვის მხა­რე იბ­რძო­ლებს რო­გორც სა­მარ­თლებ­რი­ვად, ასე­ვე, შე­საძ­ლოა, აქ­ცი­ე­ბის გზი­თაც.

რო­გორც სა­სა­მარ­თლო სხდო­მის შემ­დეგ მცხე­თის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლოს­თან ად­ვო­კატ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ქვე­ყა­ნა ჩა­მოშ­ლი­ლია და სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა ჭა­ობ­შია.

"ბი­ძი­ნა სტუ­რუა არის უბინ­ძუ­რეს წუმ­პე­ში ამოს­ვრი­ლი, ნი­ლო­სი თუ გა­რე­ცხავს, არაგ­ვი და მტკვა­რი ამ მო­სა­მარ­თლეს ვე­ღა­რას­დროს გა­რე­ცხავს. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმი­ტომ იქნა მი­ღე­ბუ­ლი, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში არ არ­სე­ბობს სა­მარ­თა­ლი და ეს ქვე­ყა­ნა არ არის სა­მარ­თლებ­რი­ვად შემ­დგა­რი, ჩა­მოშ­ლი­ლია სა­ხელ­მწი­ფო. ჩვენ ბოლო წვე­თამ­დე ვიბ­რძო­ლებთ. სა­მარ­თლებ­რი­ვად ხომ ვიბ­რძო­ლებთ, შე­იძ­ლე­ბა გა­ვი­დეთ ქუ­ჩა­ში, ყვე­ლა ღო­ნეს მივ­მარ­თავთ, რაც კა­ნონს არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. სა­სა­მარ­თლო მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე კი არა, უკა­ნას­კნელ სა­ფე­ხურ­ზე დგას და ჭა­ობ­შია“,- გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

არ­ჩილ გაგ­ნი­ძის ად­ვო­კა­ტის, ბექა ნემ­სიწ­ვე­რი­ძის გან­ცხა­დე­ბი­თაც, სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­მო­ტა­ნი­ლი გა­ნა­ჩე­ნი უკა­ნო­ნოა.

რო­გორც მან მცხე­თის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, დაც­ვის მხა­რე აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ა­სა­ჩივ­რებს.

"უკა­ნო­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, რო­მე­ლიც ვე­რა­ნა­ი­რად ვერ და­სა­ბუთ­დე­ბა კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად. ეს არის ის, რომ ბი­ძი­ნა სტუ­რუა უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ალ­ბათ და­ი­ნიშ­ნე­ბა უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ.

არ ვე­ლო­დი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ვე­ლო­დო ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მა­შინ, როცა არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა და არა­ნა­ი­რი და­სა­ბუ­თე­ბა არ არის? რა თქმა უნდა, გა­ვა­სა­ჩივ­რებთ. არც კა­ნონ­ში ჯდე­ბა, არც ლო­გი­კა­ში, არა­ფერ­ში არ ჯდე­ბა ეს. ეს არის გა­რი­გე­ბა, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ ბი­ძი­ნა სტუ­რუა და­ი­ნიშ­ნე­ბა უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში“, - გა­ნა­ცხა­და ნემ­სიწ­ვე­რი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ 3 პირს - არ­ჩილ გაგ­ნი­ძეს, ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვილ­სა და ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვანს, 16-16-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა, 2 არას­რულ­წლოვ­ნის საქ­მე­ზე გა­ნა­ჩე­ნი კი 16 მარტს გა­მო­ცხად­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
.
2

ფული ხომ არ დაკარგეთ ჯიგრებო!

პაატა
0

მაშ ვინ მოკლა შაქარაშვილი? ნათელში ამყოფოს მისი სული.

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"მოსამართლე წუმპეშია ამოსვრილი, ნილოსი თუ გარეცხავს" - როგორ ეხმაურებიან შაქარაშვილის საქმეზე გამოტანილ განაჩენს მსჯავრდებულთა ადვოკატები

"მოსამართლე წუმპეშია ამოსვრილი, ნილოსი თუ გარეცხავს" - როგორ ეხმაურებიან შაქარაშვილის საქმეზე გამოტანილ განაჩენს მსჯავრდებულთა ადვოკატები

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებულის, ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატის, ლელა გოგოლაძის განცხადებით, დაცვის მხარე იბრძოლებს როგორც სამართლებრივად, ასევე, შესაძლოა, აქციების გზითაც.

როგორც სასამართლო სხდომის შემდეგ მცხეთის რაიონულ სასამართლოსთან ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყანა ჩამოშლილია და სასამართლო სისტემა ჭაობშია.

"ბიძინა სტურუა არის უბინძურეს წუმპეში ამოსვრილი, ნილოსი თუ გარეცხავს, არაგვი და მტკვარი ამ მოსამართლეს ვეღარასდროს გარეცხავს. ეს გადაწყვეტილება იმიტომ იქნა მიღებული, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს სამართალი და ეს ქვეყანა არ არის სამართლებრივად შემდგარი, ჩამოშლილია სახელმწიფო. ჩვენ ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებთ. სამართლებრივად ხომ ვიბრძოლებთ, შეიძლება გავიდეთ ქუჩაში, ყველა ღონეს მივმართავთ, რაც კანონს არ ეწინააღმდეგება. სასამართლო მოწოდების სიმაღლეზე კი არა, უკანასკნელ საფეხურზე დგას და ჭაობშია“,- განაცხადა ადვოკატმა.

არჩილ გაგნიძის ადვოკატის, ბექა ნემსიწვერიძის განცხადებითაც, სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი უკანონოა.

როგორც მან მცხეთის რაიონულ სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, დაცვის მხარე აღნიშნულ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს.

"უკანონო გადაწყვეტილებაა, რომელიც ვერანაირად ვერ დასაბუთდება კანონის შესაბამისად. ეს არის ის, რომ ბიძინა სტურუა უახლოეს პერიოდში ალბათ დაინიშნება უზენაეს სასამართლოში ამ გადაწყვეტილების სანაცვლოდ.

არ ველოდი, როგორ შეიძლება ველოდო ასეთ გადაწყვეტილებას მაშინ, როცა არანაირი მტკიცებულება და არანაირი დასაბუთება არ არის? რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ. არც კანონში ჯდება, არც ლოგიკაში, არაფერში არ ჯდება ეს. ეს არის გარიგება, ამ გადაწყვეტილების სანაცვლოდ ბიძინა სტურუა დაინიშნება უზენაეს სასამართლოში“, - განაცხადა ნემსიწვერიძემ.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ 3 პირს - არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს, 16-16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, 2 არასრულწლოვნის საქმეზე განაჩენი კი 16 მარტს გამოცხადდება.

"ქალბატონს ბოდიშს უხდის კოცნის გამო" - წულაიას ადვოკატის თქმით, პოლიტიკოსი ლოყაზე კოცნის გამოა დაკავებული

შსს-მ 27 წლის ექთნის გარდაცვალებაზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო

შაქარაშვილზე ძალადობის საქმეზე მორაგბე ვასილ მახარაძეს 9-წლიანი პატიმრობა, 4 სრულწლოვან ბრალდებულს კი თავისუფლების 5-5 წლით აღკვეთა მიესაჯა