სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში რეგისტრირებული სიკვდილის შემთხვევების თითქმის ნახევარი მომატებული არტერიული წნევით არის განპირობებული"  - რას გვირჩევს სპეციალისტი?
"საქართველოში რეგისტრირებული სიკვდილის შემთხვევების თითქმის ნახევარი მომატებული არტერიული წნევით არის განპირობებული"  - რას გვირჩევს სპეციალისტი?

მსოფ­ლი­ო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ით გარ­დაც­ვლილ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას (მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­შიც) თან­მხლე­ბი, სხვა­დას­ხვა არა­გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და. არა­გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს COVID-19-ის გარ­თუ­ლე­ბე­ბის და სიკ­ვდი­ლის გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლი რის­კი აქვთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში COVID 19-მა მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა, სიკ­ვდი­ლის გა­მომ­წვევ ძი­რი­თად მი­ზე­ზე­ბად სწო­რედ არა­გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი რჩე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მათი პრე­ვენ­ცია, კონ­ტრო­ლი და მარ­თვა კი­დევ უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და პან­დე­მი­ის დროს.

არა­გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ყო­ველ­წლი­უ­რად, მსოფ­ლი­ო­ში 41 მლნ ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა, რაც სიკ­ვდი­ლო­ბის გლო­ბა­ლუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლის 71%-ს შე­ად­გენს.

არა­გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ნა­ად­რე­ვი სიკ­ვდი­ლის შემ­თხვე­ვე­ბის 80% უკავ­შირ­დე­ბა და­ა­ვა­დე­ბა­თა 4 ჯგუფს:

  • გულ-სის­ხლძრღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი - 17.9 მი­ლი­ო­ნი,
  • კიბო - 9 მი­ლი­ო­ნი,
  • ქრო­ნი­კუ­ლი რეს­პი­რა­ცი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი - 3.9 მი­ლი­ო­ნი,
  • დი­ა­ბე­ტი - 1.6 მი­ლი­ო­ნი.

სიკ­ვდი­ლი გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია არა­გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­მომ­წვე­ვი ძი­რი­თა­დი რისკ-ფაქ­ტო­რე­ბით; მა­გა­ლი­თად, ყო­ველ­წლი­უ­რად თამ­ბა­ქოს აქ­ტი­უ­რი და პა­სი­უ­რი მოხ­მა­რე­ბა 8 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბას იწ­ვევს, მა­რი­ლის ჭარ­ბი მოხ­მა­რე­ბა - 4.1 მი­ლი­ო­ნის, ალ­კოჰო­ლის ჭარ­ბი მოხ­მა­რე­ბა 1.7 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი ხდე­ბა და სხვ.

სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის გლო­ბა­ლურ მაჩ­ვე­ნებ­ლებ­ში არა­გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის წილი მსოფ­ლი­ო­ში 60-65%-ია, ევ­რო­პა­ში 80-85%, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ახ­ლო­ე­ბით 94%-ია. სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბებ­ზე მო­დის: მსოფ­ლი­ო­ში და­ახ­ლო­ე­ბით 60%, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი 70%.

ლელა სტუ­რუა, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის არა­გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი:

- მდგო­მა­რე­ო­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი და სა­ვა­ლა­ლოა, გან­სა­კუთ­რე­ბით იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ამ და­ა­ვა­დე­ბე­ბის და მათ­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი სიკ­ვდი­ლის პრე­ვენ­ცია შე­საძ­ლე­ბე­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდა, 70 წლამ­დე ასა­კის მო­სახ­ლე­ო­ბა­ში. მთა­ვა­რია ავირ­ჩი­ოთ ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წესი - უარი ვთქვათ თამ­ბა­ქო­ზე, არ მი­ვი­ღოთ ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბით ალ­კოჰო­ლი, ვი­ყოთ ფი­ზი­კუ­რად აქ­ტი­უ­რი, უარი ვთქვათ მა­რი­ლით, ცხი­მე­ბით და შაქ­რით მდი­და­რი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა­ზე.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­მე­ლი რისკ-ფაქ­ტო­რე­ბია გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რი?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ბი­ო­ლო­გი­უ­რი რისკ-ფაქ­ტო­რე­ბი, მა­ღა­ლი სის­ხლის წნე­ვა, სის­ხლში გლუ­კო­ზი­სა და ქო­ლეს­ტე­რო­ლის მა­ღა­ლი შემ­ცვე­ლო­ბა, ჭარ­ბი წონა და სიმ­სუქ­ნე გან­სა­კუთ­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლია, რა­საც ემა­ტე­ბა ქცე­ვი­თი რისკ-ფაქ­ტო­რი თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბა. ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წე­სის დაც­ვით შეგ­ვიძ­ლია თა­ვი­დან ავი­რი­დოთ ამ და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის, გარ­თუ­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სა და ნა­ად­რე­ვი სიკ­ვდი­ლის რის­კი; სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის შემ­თხვე­ვებ­ში ეს რის­კი სხვა­დას­ხვაა, მა­გა­ლი­თად შე­საძ­ლე­ბე­ლია 50-70%-ით შე­ვამ­ცი­როთ გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის რის­კი; 40-70%-ით კი­ბოს რის­კი ლო­კა­ლი­ზა­ცი­ის მი­ხედ­ვით; მხო­ლოდ თამ­ბა­ქო­ზე უა­რის თქმით ვა­ნა­ხევ­რებთ ქრო­ნი­კუ­ლი რეს­პი­რა­ცი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ავა­დო­ბი­სა და სიკ­ვდი­ლო­ბის რისკს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღი­ნიშ­ნოს, რომ იგი­ვე თამ­ბა­ქო­ზე თა­ვის და­ნა­ბე­ბი­სას, ადა­მი­ა­ნის ინ­სულ­ტის, ინ­ფარ­ქტი­სა და ფილ­ტვის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი 1 წე­ლი­წად­ში უკვე უახ­ლოვ­დე­ბა არამ­წე­ვე­ლი ადა­მი­ა­ნის რის­კებს.

- ადა­მი­ან­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ამ­ბობს, რომ ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის­თვის მა­ტე­რი­ა­ლუ­რად არ მი­უწ­ვდე­ბათ ხელი სპორტდარ­ბა­ზებ­სა და სა­ცუ­რაო აუ­ზებ­ზე...

- ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი დარ­ბა­ზე­ბი და აუ­ზე­ბი, არც ბრენ­დუ­ლი სპორ­ტუ­ლი სა­მო­სი; მთა­ვა­რია ვი­ყოთ ფი­ზი­კუ­რად აქ­ტი­უ­რი - ვი­სე­ირ­ნოთ, ვი­ცეკ­ვოთ, აქ­ტი­უ­რად ვი­თა­მა­შოთ... სის­ხლის მა­ღა­ლი წნე­ვა, ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ბი­ო­ლო­გი­უ­რი რისკ-ფაქ­ტო­რი, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში სიკ­ვდი­ლის შემ­თხვე­ვე­ბის 50% უკავ­შირ­დე­ბა, შე­საძ­ლე­ბე­ლია ეფექ­ტუ­რად ვმარ­თოთ, თუ მი­ვი­ღებთ ექი­მის მიერ და­ნიშ­ნულ მე­დი­კა­მენ­ტებს და ამავდრო­უ­ლად, ჩა­ვი­ტა­რებთ არა­მე­დი­კა­მენ­ტო­ზურ თე­რა­პი­ას - ვივ­ლით ფე­ხით, ვი­სე­ირ­ნებთ, ტრან­სპორ­ტს ვე­ლო­სი­პე­დით ჩა­ვა­ნაც­ვლებთ, შე­ვამ­ცი­რებთ მა­რი­ლი­სა და ალ­კოჰო­ლის მოხ­მა­რე­ბას, თავს და­ვა­ნე­ბებთ თამ­ბა­ქოს და ა.შ.

- სა­ხელ­მწი­ფო რას აკე­თებს არა­გა­დამ­დებ და­ა­ა­ვა­დე­ბებ­თან ბრძო­ლის მიზ­ნით?

- სა­ხელ­მწი­ფომ ეს თემა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლად მი­იჩ­ნია ჯერ კი­დევ წინა სა­უ­კუ­ნე­ში, რო­დე­საც და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნულ ცენ­ტრში არა­გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა სექ­ტო­რი შე­იქ­მნა, მას­ში შე­მა­ვა­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­შე­წყო­ბის და ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ის სამ­მარ­თვე­ლო­ე­ბით. არა­გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა პრე­ვენ­ცი­ი­სა და კონ­ტრო­ლის პირ­ვე­ლი სა­ხელ­მწი­ფო სტრა­ტე­გია 2017 წლის იან­ვარ­ში დამ­ტკიც­და და იგი 2017-2020 წლებს მო­ი­ცავ­და. ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა 2021-25 წლის სტრა­ტე­გი­ა­ზე. პრი­ო­რი­ტე­ტულ არა­გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბებს და­ე­მა­ტა ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბა, რო­მე­ლიც, მარ­თა­ლია, სიკ­ვდი­ლო­ბის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლით არ ხა­სი­ათ­დე­ბა, მაგ­რამ ავა­დო­ბის და ინ­ვა­ლი­დო­ბის და ე.წ. DALY-ის (ინ­ვა­ლი­დო­ბის შე­დე­გად და­კარ­გუ­ლი წლე­ბი) ძა­ლი­ან მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი აქვს; შე­სა­ბა­მი­სად, სა­ჭი­რო­ებს უზარ­მა­ზარ ფი­ნან­სურ და­ნა­ხარ­ჯებს. დღე­საც მსოფ­ლი­ო­ში ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მებ­ზე, ფაქ­ტობ­რი­ვად, ტრი­ლი­ო­ნე­ბი იხარ­ჯე­ბა და ექ­სპერტთა პროგ­ნო­ზე­ბით, ამ და­ა­ვა­დე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი ყვე­ლა და­ა­ვა­დე­ბას­თან შე­და­რე­ბით გა­იზ­რდე­ბა.

- რისკ-ფაქ­ტო­რე­ბის შემ­ცი­რე­ბის მხრივ რა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ტარ­დე­ბა ან იგეგ­მე­ბა?

- ოთხი ძირ­თა­დი რისკ-ფაქ­ტო­რის გარ­და, ყუ­რა­დღე­ბა მახ­ვილ­დე­ბა ჰა­ე­რის და­ბიძ­ნუ­რე­ბა­ზე. შიდა და­ბინ­ძუ­რე­ბის სა­კი­თხი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მოგ­ვარ­და თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის გამ­კაც­რე­ბით, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ და­ხუ­რულ სივ­რცე­ში მო­წე­ვა აიკ­რძა­ლა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის კუ­თხით ეს სა­უ­კე­თე­სო მიღ­წე­ვაა უკა­ნას­კნე­ლი 1-2 დე­კა­დის გან­მავ­ლო­ბა­ში. თა­ნაც, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბის­თვის ერ­თდრო­უ­ლად მოქ­მე­დებს, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ნა­წი­ლი, ისე­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მელ­მაც კარ­გად მი­ი­ღო კა­ნო­ნი. ამი­ტო­მაც აღ­სრუ­ლე­ბა 96%-მდეა. და­სა­ნა­ნია, რომ ხში­რია დარ­ღვე­ვე­ბი სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან და მინ­და, მივ­მარ­თო ყვე­ლა ექიმს, ექთანს, სა­ნი­ტარს, ჩემს კო­ლე­გებს, და­ვიც­ვათ კა­ნო­ნი და გავ­ხდეთ მი­სა­ბა­ძი სხვე­ბის­თვის, იმი­სათ­ვის, რომ რე­ა­ლუ­რად ჯან­მრთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა გვყავ­დეს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის თე­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში უნდა ჩა­ი­დოს თან­ხე­ბი და და­ფი­ნან­სე­ბა მზარ­დი და მდგრა­დი იყოს. არ უნდა ვი­ყოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ლი­ებ­ზე - მი­ნის­ტრი ვინ იქ­ნე­ბა, პარ­ლა­მენ­ტში ვინ იქ­ნე­ბა, ვის რა პრი­ო­რი­ტე­ტი აქვს... მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა ყვე­ლა ხე­ლი­სუ­ფა­ლის­თვის პრო­რი­ტე­ტუ­ლი უნდა იყოს.

ვფიქ­რობთ, კარ­გი იქ­ნე­ბა, მავ­ნე პრო­დუქ­ტე­ბი­დან შე­მო­სუ­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბი მი­ე­მარ­თოს ნე­ბის­მი­ე­რი ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­შე­წყო­ბის ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის­თვის, ბავ­შვე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თვის და ა.შ. რა­საც მსოფ­ლი­ოს ბევ­რი ქვე­ყა­ნა მი­მარ­თავს უკვე.

- ამ ეტაპ­ზე რაზე მი­გაჩ­ნი­ათ ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა გან­სა­კუთ­რე­ბით პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლად?

- ჩემ­თვის ნო­მე­რი 1-ლი პრობ­ლე­მა არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზია და მისი კონ­ტრო­ლია. რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, მო­მა­ტე­ბუ­ლი არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი სიკ­ვდი­ლის შემ­თხვე­ვე­ბის თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი. ამ დროს არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზი­ის პრე­ვენ­ცია და მარ­თვა სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის და პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის რგო­ლის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბით. ეს ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბია მო­სახ­ლე­ო­ბის გათ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბა მა­რი­ლის, რო­გორც არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის რისკ-ფაქ­ტო­რის შე­სა­ხებ და მა­რი­ლის მოხ­მა­რე­ბის შემ­ცი­რე­ბით არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის ციფ­რე­ბის მო­დი­ფი­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ, ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წე­სის სარ­გებ­ლი­სა და ექი­მის მიერ და­ნიშ­ნუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ.

უნდა წა­მო­ვი­წყოთ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა ნაკ­ლე­ბი მა­რი­ლის მოხ­მა­რე­ბი­სათ­ვის!

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
3

„ყო­ველ­წლი­უ­რად თამ­ბა­ქოს აქ­ტი­უ­რი და პა­სი­უ­რი მოხ­მა­რე­ბა 8 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბას იწ­ვევს, მა­რი­ლის ჭარ­ბი მოხ­მა­რე­ბა - 4.1 მი­ლი­ო­ნის, ალ­კოჰო­ლის ჭარ­ბი მოხ­მა­რე­ბა 1.7 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი ხდე­ბა და სხვ.“ამ სისულელეებს კიდევ არ ეშვებით, რომა არა მარილი, რომელიც წყალში იხსნება სიცოცხლე დედამიწაზე არც შედგებოდა. ჯამრთელი ადამიანი ეს უჯრედის კისლოტნო შელოჩნი ბალანსია, სადაც ქლორი ზის მემბრანაზე, ხოლო ნატრიუმი უჯრედაშორის სივრცეში. რა შუაშია ნიკოტინი, ნიკოტინაია კისლატა სიკვდილთან ან დავადებასთან. ეს ერთერთი ვიტამიანია, რომელსაც 2000 გარადუსიც ვერ კლავს, ხოლო მის დეფიციტში სხეულს ასობით დავადება ეძლევა. მეტი რა სისულელეებს დაწერთ კიდევ?

beso
3

საქართველოს ყველა დავადებასთან დაკავშირებით ერთი რისკ ფაქტორი გააჩნია. ის რომ უფლის გაგებაშიც არ აინტერესებს სხეულის გაგება, თავისი სხეულის გაგება, ხოლო მეორე, რომ უსმენს იმათ, სიმპტომატიკის ექიმებს ვისაც საერთოდ არ გააჩნიათ სხეულის გაგება და ეს კოვიდის ისტორიამაც ანახა ადამიანს. ეს ფაქტია, მთელი ეს ისტორია ფაქტია თვითმარქვია და თაღლითი სიმპტომატიკის მედიცინისა, რომელსაც არ თავიდან და არც ახლა არ გააჩნია მასთან ადამიანის შეხების გაგება. დიახ ასე დაიწყო ჩემი კომენტარების წერა მასზე და ახალი გარემოება არც ახლა იკვეთება. კაცობრიობას კი ერთ მხარეზე უდევს ადამიანსა და ვირუსზე, ადამიანსის დავადებებსა და ადამიანის სხეულის ჯამრთელობის გარემოებაზე ცოდნა, ხოლო სიმტომატიკის მედიცინა და ადამიანის სიზარმაცე არ უშვებს ერთმანეთთან ცოდნასა და ჯამრთელობას. ყველა ეს სხეულის დავადება იწყება სხეულისც წყლის კისლოტნო შელოჩნი ბალანსის დარღვევითა და სხეულის ანთებით, სადაც არსებითია ცხიმის დეფიციტი, რადგან ადამიანი ბიო-ჰორმონალური ველისაგან შედგება, ხოლო ყველა ჰორმონი სტეროიდია. თუ სხეულს დაეკარგა სხეულის წყლის კისლოტნო შელოჩნი ბალანსი იწყება სხეულის ჰორმონალური აშლილობა, რაც ქმნის სისხლძარღვებისა და ნაწლავების, უჯრეთთა შორისი სისტემის ანთებებს, რაც ქმნის მრავლობითში დავადების გარემოებას, ხოლო მასში სიმპტომატიკის მედიცინა გამოკვეთს ერთს ან მაქსიმუმ ორს და იწყებს მის მკურნალობას, რასც სხეულის მკურნალობას არ წარმოადგენს>>>>>>>>>>>>>>>>>>>უბრალოდ მეზარება წერა, რადგან არავის არაფერი არ აინტერესებს, რაც კოვიდთან შეხებაში იქნა დანახული. >>>>>>>>>>>ყველაფერი გააჩდა ადამიანს შეხებისა თუ შეხების შემდგომ პერიოდში, რომ დაეწია, ან აეცილებინა კოვიდთან მკვეთრად დაჯახება, ხოლო პოსკოვიდურში მოეხდინა მისი გაუვნებელყოფა. ამაზე ბევრი ვწერე, ხოლო ახლა იმავესვ გარემოებას რა აზრი აქვს. ისევ ამბები ჯიზე არ ხდება ეს? ადამიანს ყველა მისხელთ არსებული პროდუქტებით შეეძლო დაეწია ვირუსის ვირულენტულობა, შეხების ინტენსივობა, ენდოტელიტი, ენდოთელიუმის ანთება, სხეულის დეინტოკსიკაცია და პოსკოვიდურშიც იმავეს მოხდენით მოეცილებინა ენდოთელიუმის ანთება, თუ მექანიკურად დატოვებული დიაბეტური ანგიოპატიის შედეგები. ჩემს გაგებაში მხოლოდ რეგვენი დადის არტერიულ ჰიპერტონიაში, ბევრჯერ ვწერე მასზე. ასე გინდათ? იხვარჩალით ბაბა. მოვა დრო, როცა ეს ისედაც მიეცემა ადამიანს მაშინ გინდა გაგახსენედეთ და გინდათ მაგინეთ. ეს თქვენი დამოკიდებულება თქვენთან დარჩება, რადგან არც ახლა და არც მაშინ „იმას“ ჭავლი არ ექნება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"საქართველოში რეგისტრირებული სიკვდილის შემთხვევების თითქმის ნახევარი მომატებული არტერიული წნევით არის განპირობებული"  - რას გვირჩევს სპეციალისტი?

"საქართველოში რეგისტრირებული სიკვდილის შემთხვევების თითქმის ნახევარი მომატებული არტერიული წნევით არის განპირობებული"  - რას გვირჩევს სპეციალისტი?

მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციით გარდაცვლილთა უმრავლესობას (მათ შორის საქართველოშიც) თანმხლები, სხვადასხვა არაგადამდები დაავადებები აღენიშნებოდა. არაგადამდები დაავადებების მქონე ადამიანებს COVID-19-ის გართულებების და სიკვდილის გაცილებით მაღალი რისკი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში COVID 19-მა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სიკვდილის გამომწვევ ძირითად მიზეზებად სწორედ არაგადამდები დაავადებები რჩება. შესაბამისად, მათი პრევენცია, კონტროლი და მართვა კიდევ უფრო აქტუალური გახდა პანდემიის დროს.

არაგადამდები დაავადებების შედეგად, ყოველწლიურად, მსოფლიოში 41 მლნ ადამიანი იღუპება, რაც სიკვდილობის გლობალური მაჩვენებლის 71%-ს შეადგენს.

არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილის შემთხვევების 80% უკავშირდება დაავადებათა 4 ჯგუფს:

  • გულ-სისხლძრღვთა დაავადებები - 17.9 მილიონი,
  • კიბო - 9 მილიონი,
  • ქრონიკული რესპირაციული დაავადებები - 3.9 მილიონი,
  • დიაბეტი - 1.6 მილიონი.

სიკვდილი განპირობებულია არაგადამდები დაავადებების გამომწვევი ძირითადი რისკ-ფაქტორებით; მაგალითად, ყოველწლიურად თამბაქოს აქტიური და პასიური მოხმარება 8 მილიონი ადამიანის გარდაცვალებას იწვევს, მარილის ჭარბი მოხმარება - 4.1 მილიონის, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება 1.7 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება და სხვ.

სიკვდილიანობის გლობალურ მაჩვენებლებში არაგადამდები დაავადებების წილი მსოფლიოში 60-65%-ია, ევროპაში 80-85%, საქართველოში დაახლოებით 94%-ია. სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები გულსისხლძარღვთა დაავადებებზე მოდის: მსოფლიოში დაახლოებით 60%, საქართველოში კი 70%.

ლელა სტურუა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

- მდგომარეობა სერიოზული და სავალალოა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამ დაავადებების და მათგან გამოწვეული სიკვდილის პრევენცია შესაძლებელია, განსაკუთრებით ახალგაზრდა, 70 წლამდე ასაკის მოსახლეობაში. მთავარია ავირჩიოთ ცხოვრების ჯანსაღი წესი - უარი ვთქვათ თამბაქოზე, არ მივიღოთ ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლი, ვიყოთ ფიზიკურად აქტიური, უარი ვთქვათ მარილით, ცხიმებით და შაქრით მდიდარი საკვების მიღებაზე.

- საქართველოში რომელი რისკ-ფაქტორებია განსაკუთრებით აქტუალური?

- საქართველოში ბიოლოგიური რისკ-ფაქტორები, მაღალი სისხლის წნევა, სისხლში გლუკოზისა და ქოლესტეროლის მაღალი შემცველობა, ჭარბი წონა და სიმსუქნე განსაკუთრებით გავრცელებულია, რასაც ემატება ქცევითი რისკ-ფაქტორი თამბაქოს მოხმარება. ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვით შეგვიძლია თავიდან ავირიდოთ ამ დაავადებების განვითარების, გართულებების ჩამოყალიბებისა და ნაადრევი სიკვდილის რისკი; სხვადასხვა დაავადებების შემთხვევებში ეს რისკი სხვადასხვაა, მაგალითად შესაძლებელია 50-70%-ით შევამციროთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი; 40-70%-ით კიბოს რისკი ლოკალიზაციის მიხედვით; მხოლოდ თამბაქოზე უარის თქმით ვანახევრებთ ქრონიკული რესპირაციული დაავადებებით გამოწვეული ავადობისა და სიკვდილობის რისკს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იგივე თამბაქოზე თავის დანაბებისას, ადამიანის ინსულტის, ინფარქტისა და ფილტვის ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკი 1 წელიწადში უკვე უახლოვდება არამწეველი ადამიანის რისკებს.

- ადამიანთა უმრავლესობა ამბობს, რომ ფიზიკური აქტივობისთვის მატერიალურად არ მიუწვდებათ ხელი სპორტდარბაზებსა და საცურაო აუზებზე...

- ფიზიკური აქტივობისთვის აუცილებელი არ არის ძვირადღირებული დარბაზები და აუზები, არც ბრენდული სპორტული სამოსი; მთავარია ვიყოთ ფიზიკურად აქტიური - ვისეირნოთ, ვიცეკვოთ, აქტიურად ვითამაშოთ... სისხლის მაღალი წნევა, ყველაზე გავრცელებული ბიოლოგიური რისკ-ფაქტორი, რომელსაც საქართველოში სიკვდილის შემთხვევების 50% უკავშირდება, შესაძლებელია ეფექტურად ვმართოთ, თუ მივიღებთ ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტებს და ამავდროულად, ჩავიტარებთ არამედიკამენტოზურ თერაპიას - ვივლით ფეხით, ვისეირნებთ, ტრანსპორტს ველოსიპედით ჩავანაცვლებთ, შევამცირებთ მარილისა და ალკოჰოლის მოხმარებას, თავს დავანებებთ თამბაქოს და ა.შ.

- სახელმწიფო რას აკეთებს არაგადამდებ დააავადებებთან ბრძოლის მიზნით?

- სახელმწიფომ ეს თემა პრიორიტეტულად მიიჩნია ჯერ კიდევ წინა საუკუნეში, როდესაც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში არაგადამდებ დაავადებათა სექტორი შეიქმნა, მასში შემავალი ჯანმრთელობის ხელშეწყობის და ქრონიკული დაავადებების ეპიდემიოლოგიის სამმართველოებით. არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის პირველი სახელმწიფო სტრატეგია 2017 წლის იანვარში დამტკიცდა და იგი 2017-2020 წლებს მოიცავდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა 2021-25 წლის სტრატეგიაზე. პრიორიტეტულ არაგადამდებ დაავადებებს დაემატა ფსიქიკური ჯანმრთელობა, რომელიც, მართალია, სიკვდილობის მაღალი მაჩვენებლით არ ხასიათდება, მაგრამ ავადობის და ინვალიდობის და ე.წ. DALY-ის (ინვალიდობის შედეგად დაკარგული წლები) ძალიან მაღალი მაჩვენებელი აქვს; შესაბამისად, საჭიროებს უზარმაზარ ფინანსურ დანახარჯებს. დღესაც მსოფლიოში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე, ფაქტობრივად, ტრილიონები იხარჯება და ექსპერტთა პროგნოზებით, ამ დაავადების მაჩვენებლები ყველა დაავადებასთან შედარებით გაიზრდება.

- რისკ-ფაქტორების შემცირების მხრივ რა ღონისძიებები ტარდება ან იგეგმება?

- ოთხი ძირთადი რისკ-ფაქტორის გარდა, ყურადღება მახვილდება ჰაერის დაბიძნურებაზე. შიდა დაბინძურების საკითხი მნიშვნელოვნად მოგვარდა თამბაქოს კონტროლის გამკაცრებით, როდესაც საზოგადოებრივ დახურულ სივრცეში მოწევა აიკრძალა. შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით ეს საუკეთესო მიღწევაა უკანასკნელი 1-2 დეკადის განმავლობაში. თანაც, აღსანიშნავია, რომ კანონის აღსრულებისთვის ერთდროულად მოქმედებს, როგორც სახელმწიფო აღმასრულებელი ნაწილი, ისევე საზოგადოება, რომელმაც კარგად მიიღო კანონი. ამიტომაც აღსრულება 96%-მდეა. დასანანია, რომ ხშირია დარღვევები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მხრიდან და მინდა, მივმართო ყველა ექიმს, ექთანს, სანიტარს, ჩემს კოლეგებს, დავიცვათ კანონი და გავხდეთ მისაბაძი სხვებისთვის, იმისათვის, რომ რეალურად ჯანმრთელი საზოგადოება გვყავდეს, აუცილებელია. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თემების განვითარებაში უნდა ჩაიდოს თანხები და დაფინანსება მზარდი და მდგრადი იყოს. არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული პერსონალიებზე - მინისტრი ვინ იქნება, პარლამენტში ვინ იქნება, ვის რა პრიორიტეტი აქვს... მოსახლეობის ჯანმრთელობა ყველა ხელისუფალისთვის პრორიტეტული უნდა იყოს.

ვფიქრობთ, კარგი იქნება, მავნე პროდუქტებიდან შემოსული გადასახადები მიემართოს ნებისმიერი ჯანმრთელობის ხელშეწყობის ინტერვენციებისთვის, ბავშვების ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის და ა.შ. რასაც მსოფლიოს ბევრი ქვეყანა მიმართავს უკვე.

- ამ ეტაპზე რაზე მიგაჩნიათ ყურადღების მიქცევა განსაკუთრებით პრიორიტეტულად?

- ჩემთვის ნომერი 1-ლი პრობლემა არტერიული ჰიპერტენზია და მისი კონტროლია. როგორც აღვნიშნე, მომატებული არტერიული წნევით არის განპირობებული საქართველოში რეგისტრირებული სიკვდილის შემთხვევების თითქმის ნახევარი. ამ დროს არტერიული ჰიპერტენზიის პრევენცია და მართვა სრულიად შესაძლებელია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და პირველადი ჯანდაცვის რგოლის მიერ განხორციელებული ძალიან მარტივი ინტერვენციებით. ეს ინტერვენციებია მოსახლეობის გათვითცნობიერება მარილის, როგორც არტერიული წნევის რისკ-ფაქტორის შესახებ და მარილის მოხმარების შემცირებით არტერიული წნევის ციფრების მოდიფიცირების შესახებ, ცხოვრების ჯანსაღი წესის სარგებლისა და ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიღების აუცილებლობის შესახებ.

უნდა წამოვიწყოთ საზოგადოებრივი მოძრაობა ნაკლები მარილის მოხმარებისათვის!

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე არ გამორიცხავს, რომ მარტვილის ეპარქიაში მომხდართან დაკავშირებით მღვდელმსახურება სხვა სასულიერო პირებსაც შეუჩერდეს

"საქართველოში დედის კულტი, დედის მიმართ მოწიწება, სხვა სიმაღლეზე დგას - ვისაც ეს ღირებულებები არ ესმის, ვისაც დედიკო არ უყვარს, უბრალოდ საცოდავია" - ბერა

მეუფე იაკობი პეტრე ცაავას შესაძლო განკვეთაზე - "აუცილებლად მოხდება, იმსახურებს"