პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა ბავშვებთან ერთად მარტო დავრჩი, დიდი ძალა შემმატეს დედამ, ბებიამ" - ეკა მამალაძე ნანიზე, ორ ქორწინებასა და მძიმე წლებზე
"როცა ბავშვებთან ერთად მარტო დავრჩი, დიდი ძალა შემმატეს დედამ, ბებიამ" - ეკა მამალაძე ნანიზე, ორ ქორწინებასა და მძიმე წლებზე

ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შვი­ლე­ბი ხში­რად დეპ­რე­სი­ით იტან­ჯე­ბი­ან. რთუ­ლია, პო­პუ­ლა­რუ­ლი დე­დის ან მა­მის ჩრდილ­ქვეშ ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ ეკა მა­მა­ლა­ძის ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი პი­რი­ქით მოხ­და. ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან გა­აც­ნო­ბი­ე­რა, რომ პო­პუ­ლა­რუ­ლი დედა ჰყავ­და.

რო­დე­საც თა­ვა­დაც და­ი­წყო მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რა, არც მა­შინ შე­უქ­მნია ნა­ნის შვი­ლო­ბას მის­თვის დის­კომ­ფორ­ტი... ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლას" გა­და­ცე­მა­ში "ნამ­დვი­ლი ამ­ბა­ვი" ეკამ კი­დევ ერთხელ გა­იხ­სე­ნა, რო­გო­რი იყო ნა­ნის შვი­ლო­ბა და რო­გო­რია ახლა ნა­ტა­ლი­ას დე­დო­ბა.

ეკას ბე­ბია ცა­ბუ­ნია მი­ქე­ლა­ძე ზრდი­და. არის­ტოკ­რა­ტი ქალი, რო­მელ­მაც სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნა თა­ვა­დუ­რი მა­ნე­რე­ბი. ეკა ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად იხ­სე­ნებს ბე­ბი­ის როლს მის ცხოვ­რე­ბა­ში და ამ­ბობს ხოლ­მე, რომ მისი უფრო ეში­ნო­და ვიდ­რე დე­დის...

"ბე­ბი­ამ გამ­ზარ­და უფრო მე­ტად, რო­მელ­საც ბე­ბი­ას არ ვე­ძახ­დი. სა­ერ­თოდ ასე­თი უც­ნა­უ­რო­ბა მჭირ­და, არა­ვის ვე­ძახ­დი დე­დას, მა­მას, ბე­ბი­ას, ბა­ბუ­ას. ჩვენ სახ­ლში მუდ­მი­ვად სტუმ­რი­ა­ნო­ბა იყო, რო­დე­საც ჩემი თა­ო­ბის ბი­ჭე­ბი მო­დი­ოდ­ნენ, ბე­ბია იკი­თხავ­და, ბანი იცის ამან? - ცაბუ პა­ტივს სცემ­და იმ ბი­ჭებს, ვინც მუ­სი­კის ფასი იცო­და. სამი წლი­დან მქონ­და აღ­ქმუ­ლი ნა­ნის შვი­ლო­ბა. თუ შე­საძ­ლებ­ლო­ბა იყო გას­ტრო­ლებ­ზე წაყ­ვა­ნის, სულ მის გვერ­დით ვი­ყა­ვი.

შე­იძ­ლე­ბა მის სი­დი­ა­დეს ვერ აღ­ვიქ­ვამ­დი იმ ასაკ­ში, ის ხომ მა­ინც ჩემი დედა იყო, ის იყო ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და ის იყო ნანი. სა­ო­ცარ რა­ღა­ცას გე­ტყვით, ნა­ნიმ მი­თხრა, მე რომ არ ვიყო შენს გვერ­დით, შენ უფრო წინ იქ­ნე­ბო­დიო, მე უკან გწე­ვო. ვუ­თხა­რი არა უშავს, იყა­ვი ასე, კარ­გად იყა­ვი და მე ამას ავი­ტან-მეთ­ქი. ძა­ლი­ან ამი­ჩუყ­და გული, მი­თხრა, ალ­ბათ მე შენ ხელს გიშ­ლიო. არა­ფერ­საც ხელს არ მიშ­ლის, ეს არის დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა, რომ მე ნა­ნის შვი­ლი ვარ. ასე­თი დიდი ხე­ლო­ვა­ნის შვი­ლო­ბა ვთვლი, რომ ძა­ლი­ან რთუ­ლია და ჩრდილ­ქვეშ ვარ" - ჰყვე­ბა მა­მა­ლა­ძე.

ეკას ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ველ სიყ­ვა­რულს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბა მოჰ­ყვა. 18 წლის იყო, რო­დე­საც ექიმ-ტრავ­მა­ტო­ლოგ გოგი საყ­ვა­რე­ლი­ძე­ზე იქორ­წი­ნა. წყვილს ორი შვი­ლი შე­ე­ძი­ნა, თუმ­ცა ბედ­ნი­ე­რე­ბა 8 წე­ლი­წადს გაგ­რძელ­და, სა­ი­და­ნაც ბოლო ორი წე­ლი­წა­დი მა­მა­კა­ცი ავად­მყო­ფობ­და. 26 წლის ასაკ­ში ეკა ორი შვი­ლით, 7 წლის ლე­ვა­ნი­კო­თი და 5 წლის გო­გი­კო­თი მარ­ტო დარ­ჩა.

"გოგი საყ­ვა­რე­ლი­ძე - პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, ჩემი პირ­ვე­ლი გრძნო­ბე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი პირ­ვე­ლი იყო გო­გის­თან და­კავ­ში­რე­ბით. უბედ­ნი­ე­რე­სი ვი­ყა­ვი და კა­რი­ე­რა­ზე სა­ერ­თოდ არ მი­ფიქ­რია. გა­დარ­თუ­ლი ვი­ყა­ვი ჩემი შვი­ლე­ბის გაზ­რდა­ზე. რო­დე­საც მარ­ტო დავ­რჩი ბავ­შვებ­თან ერ­თად, არა­ნორ­მა­ლუ­რად დიდი ძალა შემ­მა­ტეს დე­დამ, ბე­ბია ცა­ბუმ, მა­შინ მა­მაც გვერ­დით მედ­გა. მი­თხრეს, შენს გვერ­დით ვარ­თო და ამას არა­სო­დეს და­ვი­ვი­წყებ..." - ამ­ბობს ეკა მა­მა­ლა­ძე.

30 წლის იყო რო­დე­საც ბი­ო­ლოგ მე­რაბ ქუ­თა­თე­ლა­ძე­ზე იქორ­წი­ნა. მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე, უფ­რო­სი შვი­ლის კლა­სე­ლის მშობ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­იც­ნო. მე­რაბს ეკას ბი­ჭებ­თან ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, მე­გობ­რობ­და ნა­ნის­თან... წყვი­ლის ქორ­წი­ნე­ბა წლე­ბი გაგ­რძელ­და, 13 წლის იყო ნა­ტა­ლია, რო­დე­საც მშობ­ლე­ბი და­შორ­დნენ.

"უბედ­ნი­ე­რე­სი წლე­ბი მქონ­და რო­დე­საც ნა­ტა­ლია და­ი­ბა­და. გო­გო­ზე ვოც­ნე­ბობ­დი, შე­პყრო­ბი­ლი ვი­ყა­ვი, ისე უნდა მოვ­კვდე რომ გოგო არ მყავ­დეს-მეთ­ქი. 30 წლის ასაკ­ში გა­მიჩ­ნდა ნა­ტა­ლი­კო. გავ­თხოვ­დი, მე­რაბს გავ­ყე­ვი და ნა­ტა­ლია გაჩ­ნდა. არ მაქვს ის გან­ცდა, რა ვქე­ნი და რა­ტომ გა­ვა­კე­თე, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ. პა­ტა­რა რომ იყო არა­სო­დეს მღე­რო­და, ძა­ლი­ან გვი­ან და­ი­წყო... არც სკო­ლა­ში მღე­რო­და, უც­ბათ, 9-10 წლის ასაკ­ში და­ი­წყო სიმ­ღე­რა. ახლა ვარ ნა­ტა­ლი­ას დედა და გა­და­სა­რე­ვია. ამას ვე­გუ­ე­ბი, ჩემი ხა­სი­ა­თი მშვე­ლის..." - აღ­ნიშ­ნა მომ­ღე­რალ­მა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
3
გოგი საყვარელიძე ძალიან თბილი, დადებითი და საოცრად კეთილი პიროვნება იყო, რომელიც ასეთად გაზარდეს წესიერმა და ღირსეულმა მშობლებმა. გაანათლოს გოგი საყვარელიძის სული უფალმა......
1111
24

მერაბ ქუთათელაძეს მეორე ცოლის სახელი თუ იცით ვინმემ დაწერეთ

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"როცა ბავშვებთან ერთად მარტო დავრჩი, დიდი ძალა შემმატეს დედამ, ბებიამ" - ეკა მამალაძე ნანიზე, ორ ქორწინებასა და მძიმე წლებზე

"როცა ბავშვებთან ერთად მარტო დავრჩი, დიდი ძალა შემმატეს დედამ, ბებიამ" - ეკა მამალაძე ნანიზე, ორ ქორწინებასა და მძიმე წლებზე

ცნობილი ადამიანების შვილები ხშირად დეპრესიით იტანჯებიან. რთულია, პოპულარული დედის ან მამის ჩრდილქვეშ ცხოვრება, მაგრამ ეკა მამალაძის ცხოვრებაში ყველაფერი პირიქით მოხდა. ადრეული ასაკიდან გააცნობიერა, რომ პოპულარული დედა ჰყავდა.

როდესაც თავადაც დაიწყო მუსიკალური კარიერა, არც მაშინ შეუქმნია ნანის შვილობას მისთვის დისკომფორტი... ტელეკომპანია "ფორმულას" გადაცემაში "ნამდვილი ამბავი" ეკამ კიდევ ერთხელ გაიხსენა, როგორი იყო ნანის შვილობა და როგორია ახლა ნატალიას დედობა.

ეკას ბებია ცაბუნია მიქელაძე ზრდიდა. არისტოკრატი ქალი, რომელმაც სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა თავადური მანერები. ეკა ყოველთვის განსაკუთრებულად იხსენებს ბებიის როლს მის ცხოვრებაში და ამბობს ხოლმე, რომ მისი უფრო ეშინოდა ვიდრე დედის...

"ბებიამ გამზარდა უფრო მეტად, რომელსაც ბებიას არ ვეძახდი. საერთოდ ასეთი უცნაურობა მჭირდა, არავის ვეძახდი დედას, მამას, ბებიას, ბაბუას. ჩვენ სახლში მუდმივად სტუმრიანობა იყო, როდესაც ჩემი თაობის ბიჭები მოდიოდნენ, ბებია იკითხავდა, ბანი იცის ამან? - ცაბუ პატივს სცემდა იმ ბიჭებს, ვინც მუსიკის ფასი იცოდა. სამი წლიდან მქონდა აღქმული ნანის შვილობა. თუ შესაძლებლობა იყო გასტროლებზე წაყვანის, სულ მის გვერდით ვიყავი.

შეიძლება მის სიდიადეს ვერ აღვიქვამდი იმ ასაკში, ის ხომ მაინც ჩემი დედა იყო, ის იყო ჩემთვის განსაკუთრებული და ის იყო ნანი. საოცარ რაღაცას გეტყვით, ნანიმ მითხრა, მე რომ არ ვიყო შენს გვერდით, შენ უფრო წინ იქნებოდიო, მე უკან გწევო. ვუთხარი არა უშავს, იყავი ასე, კარგად იყავი და მე ამას ავიტან-მეთქი. ძალიან ამიჩუყდა გული, მითხრა, ალბათ მე შენ ხელს გიშლიო. არაფერსაც ხელს არ მიშლის, ეს არის დიდი ბედნიერება, რომ მე ნანის შვილი ვარ. ასეთი დიდი ხელოვანის შვილობა ვთვლი, რომ ძალიან რთულია და ჩრდილქვეშ ვარ" - ჰყვება მამალაძე.

ეკას ცხოვრებაში პირველ სიყვარულს პირველი ქორწინება მოჰყვა. 18 წლის იყო, როდესაც ექიმ-ტრავმატოლოგ გოგი საყვარელიძეზე იქორწინა. წყვილს ორი შვილი შეეძინა, თუმცა ბედნიერება 8 წელიწადს გაგრძელდა, საიდანაც ბოლო ორი წელიწადი მამაკაცი ავადმყოფობდა. 26 წლის ასაკში ეკა ორი შვილით, 7 წლის ლევანიკოთი და 5 წლის გოგიკოთი მარტო დარჩა.

"გოგი საყვარელიძე - პირველი სიყვარული, ჩემი პირველი გრძნობები, ყველაფერი პირველი იყო გოგისთან დაკავშირებით. უბედნიერესი ვიყავი და კარიერაზე საერთოდ არ მიფიქრია. გადართული ვიყავი ჩემი შვილების გაზრდაზე. როდესაც მარტო დავრჩი ბავშვებთან ერთად, არანორმალურად დიდი ძალა შემმატეს დედამ, ბებია ცაბუმ, მაშინ მამაც გვერდით მედგა. მითხრეს, შენს გვერდით ვართო და ამას არასოდეს დავივიწყებ..." - ამბობს ეკა მამალაძე.

30 წლის იყო როდესაც ბიოლოგ მერაბ ქუთათელაძეზე იქორწინა. მომავალი მეუღლე, უფროსი შვილის კლასელის მშობლების საშუალებით გაიცნო. მერაბს ეკას ბიჭებთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მეგობრობდა ნანისთან... წყვილის ქორწინება წლები გაგრძელდა, 13 წლის იყო ნატალია, როდესაც მშობლები დაშორდნენ.

"უბედნიერესი წლები მქონდა როდესაც ნატალია დაიბადა. გოგოზე ვოცნებობდი, შეპყრობილი ვიყავი, ისე უნდა მოვკვდე რომ გოგო არ მყავდეს-მეთქი. 30 წლის ასაკში გამიჩნდა ნატალიკო. გავთხოვდი, მერაბს გავყევი და ნატალია გაჩნდა. არ მაქვს ის განცდა, რა ვქენი და რატომ გავაკეთე, ძალიან ბედნიერი ვარ. პატარა რომ იყო არასოდეს მღეროდა, ძალიან გვიან დაიწყო... არც სკოლაში მღეროდა, უცბათ, 9-10 წლის ასაკში დაიწყო სიმღერა. ახლა ვარ ნატალიას დედა და გადასარევია. ამას ვეგუები, ჩემი ხასიათი მშველის..." - აღნიშნა მომღერალმა.