მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არის შემთხვევები, 11-12 წლის ბავშვს ეუბნებიან, ქალი ხარ, შენ გამოიწვიე და შენი ბრალია ასე რომ მოხდაო" - ბავშვებზე სექსუალური ძალადობის თავზარდამცემი ისტორიები (საგანგაშო სტატისტიკა)
"არის შემთხვევები, 11-12 წლის ბავშვს ეუბნებიან, ქალი ხარ, შენ გამოიწვიე და შენი ბრალია ასე რომ მოხდაო" - ბავშვებზე სექსუალური ძალადობის თავზარდამცემი ისტორიები (საგანგაშო სტატისტიკა)

"მა­მას ყვე­ლა ძმა­კაცს ვიც­ნობ­დი, გარ­და ერ­თი­სა. ის კაცი ცხოვ­რე­ბა­ში ნა­ნა­ხი არ მყავ­და. მა­მამ გა­მაც­ნო. ერთი შე­ხედ­ვით ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი იყო. ერთხე­ლაც და­ი­წყეს და­ლე­ვა. მე და ბე­ბი­ა­ჩე­მი მე­ო­რე ოთახ­ში ვი­ყა­ვით. ბე­ბია ტე­ლე­ფონ­ზე სა­უბ­რობ­და და სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გა­ვე­დი. და­ახ­ლო­ე­ბით რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ის კაცი შე­მო­ვი­და და მი­თხრა, რომ წყლის და­ლე­ვა სურ­და, მეც გა­ვუვ­სე ჭიქა წყლით და მი­ვა­წო­დე, და­ლი­აა, ჭიქა მა­გი­და­ზე დადო და შე­მო­მაშ­ტერ­და. ვკი­თხე, კი­დევ რამე ხომ არ უნ­დო­და. წინ წა­მო­ი­წია და ტუ­ჩებ­ში მა­კო­ცა. სახე გვერ­დზე გავ­წიე. რომ აღარ შე­მეშ­ვა, ის ჭიქა, რო­მე­ლიც მა­გი­და­ზე დადო, ვეს­რო­ლე. ჭი­ქის დამ­ტვრე­ვის ხმა­ზე ბე­ბი­ა­ჩე­მი შე­მო­ვარ­და, მე და­მი­წყო ჩხუ­ბი. ბე­ბი­ა­ჩემ­მა ნამ­სხვრე­ვე­ბი აიღო, ეს კაცი კი და­უბ­რუნ­და ქე­იფს. დე­დას ყვე­ლა­ფე­რი მო­ვუ­ყე­ვი. მი­თხრა, რომ მა­მა­ჩემს და­ე­ლა­პა­რა­კე­ბო­და და ის კაცი აქ აღარ მო­ვი­დო­და. მე­ო­რე დღეს დედა და­ე­ლა­პა­რა­კა, მაგ­რამ ბე­ბი­ა­ჩე­მი ყვე­ლა­ფერ­ში ერე­ო­და და მე მაბ­რა­ლებ­და ყვე­ლა­ფერს... მა­მა­ჩე­მიც მის მხა­რეს იჭერ­და, და იმ დღეს დე­დამ მტკი­ცედ გა­და­წყვი­ტა მა­მას­თან გან­შო­რე­ბა. ის კაცი კი ცხოვ­რე­ბა­ში აღარ მი­ნა­ხავს, და იმე­დი მაქვს ადრე თუ გვი­ან და­ის­ჯე­ბა", - ეს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მსუ­ბუ­ქი ის­ტო­რი­აა იმ ასე­უ­ლო­ბით ანო­ნი­მურ ამ­ბავს შო­რის, რო­მე­ლიც კამ­პა­ნი­ის "და­მი­ცა­ვი - პა­ტა­რა ვარ“ ფარ­გლებ­ში სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ქვეყ­ნდე­ბა. ამ სა­ხელ­წო­დე­ბის "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე" თქვენ წა­ი­კი­თხავთ ბავ­შვებ­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის თავ­ზარ­დამ­ცემ, და­უ­ჯე­რე­ბელ ის­ტო­რი­ებს, რომ­ლებ­შიც მო­ძა­ლა­დე­ე­ბად გვევ­ლი­ნე­ბი­ან მო­ზარ­დთათ­ვის ისე­თი ახლო ნა­თე­სა­ვე­ბი რო­გო­რე­ბი­ცაა: მამა, ძმა, ბიძა, ბა­ბუა და ა.შ.

პე­დო­ფი­ლია რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა, ამას ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კაც ადას­ტუ­რებს. 2019 წელს სექ­სუ­ა­ლუ­რად 88 ბავ­შვზე იძა­ლა­დეს, 2020 წლის რვა თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ასე­ვე 88 ბავ­შვი გახ­და უფ­რო­სე­ბის მსხვერ­პლი. ოფი­ცი­ა­ლურ სტა­ტის­ტი­კა­ში ჯერ არ ასა­ხუ­ლა არც ქო­ბუ­ლე­თის გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე (სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის შე­მედგ 14 წლის მსხვერ­პლმა სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა) და არც გორ­ში მოხ­და­რი შემ­ზა­რა­ვი ფაქ­ტი (13 წლის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბულ­მა ბავ­შვმა შვი­ლი გა­ა­ჩი­ნა).

სა­კი­თხზე მო­მუ­შა­ვე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის თქმით, ეს მო­ნა­ცე­მე­ბი მხო­ლოდ მცი­რე ნა­წილს ასა­ხავს იმ შემ­თხვე­ვე­ბი­სა, რაც რე­ა­ლუ­რად წლი­დან წლამ­დე ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში. ამას ისი­ნი რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რით ხსნი­ან, მათ შო­რის და­ნა­შა­უ­ლის სპე­ცი­ფი­კი­თაც.

"სტა­ტის­ტი­კა სა­გან­გა­შოა, მაგ­რამ ის არ არის რე­ა­ლუ­რი, საქ­მე გა­ცი­ლე­ბით მძი­მედ არის სხვა­დას­ხვა ფაქ­ტო­რე­ბის გამო. ეს ისე­თი ტი­პის და­ნა­შა­უ­ლია, სა­დაც მსხვერ­პლებს არ სურთ ლა­პა­რა­კი, არც ოჯახს უნდა ფაქ­ტის გახ­მა­უ­რე­ბა, ამი­ტომ მომ­ხდარს ხში­რად სა­ი­დუმ­ლოდ ინა­ხა­ვენ. გარ­და ამი­სა, ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, როცა საქ­მე აღიძ­რე­ბა, მაგ­რამ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას სქე­სობ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლის მუხ­ლით კი არ ანი­ჭე­ბენ, არა­მედ სხვა მუხ­ლით. არა­ერ­თი საქ­მე გვაქვს ასე­თი“, - ეუბ­ნე­ბა ambebi.ge -ს კავ­შირ "სა­ფა­რის“ იუ­რის­ტი თა­მარ ლუ­კა­ვა.

ფსი­ქო­ლო­გე­ბის დაკ­ვირ­ვე­ბით, არას­რულ­წლოვ­ნე­ბი მომ­ხდა­რის გამ­ხე­ლის­გან თავს ხში­რად იმ მი­ზე­ზით იკა­ვე­ბენ, რომ ოჯა­ხის, გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის რე­აქ­ცი­ის ეში­ნი­ათ. მსხვერ­პლი ბავ­შვე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ მათ არ და­უ­ჯე­რე­ბენ. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის დაკ­ვირ­ვე­ბით, სწო­რედ ასეც ხდე­ბა - ბავ­შვის ნათ­ქვამ­ში ეჭვი შე­აქვთ არა­თუ გარ­შე­მომ­ყო­ფებს, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­საც კი. არ­სე­ბობს მსგავს საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლოს პრე­ცე­დენ­ტუ­ლი, დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლი­თაც სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ თქვა, რომ 10 წლამ­დე ბავ­შვს ფაქ­ტე­ბის სწო­რად გად­მო­ცე­მა არ შე­უძ­ლია.

  • რო­გორ, სად ხდე­ბა ბავ­შვი სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი?

ამ სა­კი­თხზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ ხში­რად ბავ­შვებ­ზე მათი ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ძა­ლა­დო­ბენ. ისი­ნი, ვინც ყო­ველ­დღი­უ­რად მათ სი­ახ­ლო­ვეს ტრი­ა­ლე­ბენ და მათი ნდო­ბით სარ­გებ­ლო­ბენ. არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად, მო­ძა­ლა­დე­ე­ბი მსხვერ­პლის ოჯა­ხის წევ­რე­ბიც კი არი­ან. ფსი­ქო­ლო­გი თაკო აბა­ში­ძე რისკ-ფაქ­ტო­რე­ბი­დან ორ გა­რე­მო­ე­ბა­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას:

"ეს არის მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი გა­რე­მო და გა­ნათ­ლე­ბის და­ბა­ლი დონე. ასე­ვე, გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი მშობ­ლე­ბის გა­რე­მოც­ვა. რო­დე­საც საქ­მე­ში მა­მი­ნაც­ვა­ლი ფი­გუ­რი­რებს, ჩვენ უკვე ვგრძნობთ საფრ­თხეს. თუმ­ცა არის მე­ო­რე ფაქ­ტო­რიც, ბავ­შვი თით­ქოს ჯან­საღ გა­რე­მო­ში ცხოვ­რობს, ვი­თარ­დე­ბა, რის­კი შე­იძ­ლე­ბა სუ­ლაც ვერ და­ი­ნა­ხო, მაგ­რამ მა­ინც გახ­დეს სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი. ბოლო შემ­თხვე­ვე­ბის 70% მო­დის სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც სრუ­ლი­ად უმარ­თა­ვია. მა­მა­კა­ცე­ბი ბავ­შვებს უგ­ზავ­ნი­ან შე­ტყო­ბი­ნე­ბებს და ეუბ­ნე­ბი­ან, რომ ლა­მა­ზია, ბავ­შვე­ბი მათ მი­ზანს ვერ ხვდე­ბი­ან და ერ­თვე­ბი­ან კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში. ამი­ტომ თუ მშო­ბე­ლი აქ­ტი­უ­რად არ აკონ­ტრო­ლებს, რის­თვის იყე­ნებს ბავ­შვი სო­ცი­ა­ლურ ქსელს, დიდი რის­კი ჩნდე­ბა", - ამ­ბობს ფსი­ქო­ლო­გი.

  • რო­გორ მივ­ხვდეთ, რომ ბავ­შვზე იძა­ლა­დეს?

ფსი­ქო­ლო­გე­ბის დაკ­ვირ­ვე­ბით, როცა ბავ­შვე­ბი სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლის მი­მართ უცხო ადა­მი­ა­ნის­გან არა­სა­თა­ნა­დო შე­ხე­ბას აფიქ­სი­რე­ბენ, ქცე­ვა ეც­ვლე­ბათ - უფუჭ­დე­ბათ გან­წყო­ბა, აღარ სწავ­ლო­ბენ ძვე­ლე­ბუ­რად, არ მე­გობ­რო­ბენ იმ ბავ­შებ­თან, რომ­ლებ­თა­ნაც მა­ნამ­დე მე­გობ­რობ­დნენ, ხდე­ბი­ან ჩა­კე­ტი­ლე­ბი და აგ­რე­სი­უ­ლე­ბი მო­ძა­ლა­დის სქე­სის მი­მართ.

"ეს ის პირ­ვე­ლი სიმპტო­მე­ბია, რა­ზეც მშო­ბელ­მა რე­ა­გი­რე­ბა უნდა მოხ­დი­ნონ. მათ უნდა იცოდ­ნენ, რომ სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ დღეს უსაფრ­თხო ქვე­ყა­ნა­ში არ ვცხოვ­რობთ. როცა ჩვენ­თან ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ბავ­შვე­ბი მოჰ­ყავთ, ძა­ლი­ან დიდი შრო­მა გვჭირ­დე­ბა იმის­თვის, რომ მათ სა­უ­ბა­რი შეძ­ლონ. ვი­წყებთ სხვა­დას­ხვა თე­რა­პი­ებს, რომ­ლი­თაც ჩვენს უპი­რო­ბო გა­გე­ბას, მხარ­და­ჭე­რას ვუ­ცხა­დებთ. ამის შემ­დეგ, თან­და­თან მო­დი­ან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე. სწო­რედ ასეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას უნდა გრძნობ­დეს ბავ­შვი აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლას­გან“, დე­დის­გან, მა­მის­გან, ბე­ბი­ის­გან, ბა­ბუ­ის­გან, დედ­მა­მიშ­ვი­ლის­გან და ა.შ. თუ ოჯა­ხის ერთი წევ­რი მა­ინც მას გან­სჯის, საყ­ვე­დუ­რობს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ბავ­შვი გან­რი­დე­ბუ­ლი იქ­ნას ასე­თი ოჯა­ხის­გან.“ - გვიხ­სნის თაკო აბა­ში­ძე.

  • რო­გორ ამო­ვიც­ნოთ მო­ძა­ლა­დე?

ფსი­ქო­ლო­გის თქმით, მო­ძა­ლა­დის გა­მოც­ნო­ბა ხში­რად სპე­ცი­ა­ლის­ტებ­საც კი უჭირთ. რად­გან რო­გორც წესი, მათ აქვთ ძა­ლი­ან კარ­გი, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ქცე­ვა.

"ხში­რად მო­ძა­ლა­დე­ე­ბი, ერთი შე­ხედ­ვით, სა­უ­კე­თე­სო, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. როცა ბავ­შვებს ვე­კი­თხე­ბით, რო­გორ მო­ი­პო­ვა მო­ძა­ლა­დემ შენი ნდო­ბა, რა­ტომ გაჰ­ყე­ვი ან ა.შ. გვე­უბ­ნე­ბი­ან, - ძა­ლი­ან თბი­ლად გვე­სა­უბ­რე­ბო­და, ისე მო­მე­ფე­რა, რო­გორც მა­მი­კო და ბა­ბუ­აო..." - გვე­უბ­ნე­ბა ფსი­ქო­ლო­გი.

  • რო­გორ იცავს სის­ტე­მა ბავ­შვებს სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის­გან?

"სა­ფა­რის“ იუ­რის­ტი თა­მარ ლუ­კა­ვა გვე­უბ­ნე­ბა, რომ ბავ­შვე­ბის სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის­გან დაც­ვა სა­ხელ­მწი­ფოს­თვის პრი­ო­რი­ტე­ტი არ არის. მისი შე­ფა­სე­ბით, სა­მარ­თლებ­რივ ბრძო­ლა­ში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ცია ხარ­ვე­ზი­ა­ნად მუ­შა­ობს, რაც ზოგ­ჯერ ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გე­ბის მი­ზე­ზიც ხდე­ბა.

"ყვე­ლა­ზე დიდი პრე­ტენ­ზია გვაქვს პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან, მა­შინ როცა ყვე­ლა ქმე­დე­ბა ჩა­ტა­რე­ბუ­ლია, ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა მო­პო­ვე­ბუ­ლია, ბრალს არ უყე­ნე­ბენ დამ­ნა­შა­ვეს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მათ­თვის სქე­სობ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლე­ბი არ არის პრი­ო­რი­ტე­ტი, გან­სხვა­ვე­ბით ქალ­თა მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი სხვა ტი­პის ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვე­ბის­გან. წლო­ბით უდევთ ასე­თი საქ­მე­ე­ბი თა­რო­ზე და არ იძი­ე­ბენ", - ეუბ­ნე­ბა ambebi.ge -ს იუ­რის­ტი.

ბავ­შვთა უფ­ლე­ბებ­ზე მო­მუ­შა­ვე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის“ წევ­რი ანა თავ­ხე­ლი­ძე სა­კა­ნონ­მდებ­ლო ხარ­ვე­ზებ­ზე აკე­თებს აქ­ცენტს. იუ­რის­ტის შე­ფა­სე­ბით, არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებს.

"მა­გა­ლი­თად, ჩვე­ნი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბად ით­ვლე­ბა მხო­ლოდ ისე­თი შემ­თხვე­ვა, სა­დაც სა­ხე­ზეა ძა­ლა­დო­ბა, ძა­ლა­დო­ბო­ბის მუ­ქა­რა ან უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა, სხვა არ­ცერთ შემ­თხვე­ვებს კა­ნო­ნი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბად არ გა­ნი­ხი­ლავს. მა­შინ, რო­დე­საც ლან­ცე­რო­ტის და სტამ­ბუ­ლის კონ­ვენ­ცი­ე­ბი, ასე­ვე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლო, ავალ­დე­ბუ­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს, რომ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბად მი­იჩ­ნი­ოს ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბიც, სა­დაც არ არის ძა­ლა­დო­ბა, მაგ­რამ არც თან­ხმო­ბაა მე­ო­რე მხრი­დან.

რაც შე­ე­ხე­ბა აღ­სრუ­ლე­ბას, იმ რე­ა­ლო­ბა­ში რა კა­ნო­ნე­ბიც გვაქვს, აღ­სრუ­ლე­ბა უსუს­ტე­სი რგო­ლია. სა­ხელ­მწი­ფოს ასე­თი ფაქ­ტე­ბის გა­მოვ­ლე­ნა უჭირს, რად­გან სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან, სოც­მუ­შა­კებ­თან სა­თა­ნა­დოდ არ მუ­შა­ობს და არ აკონ­ტრო­ლებს, ას­რუ­ლე­ბენ თუ არა ისი­ნი მსგავ­სი ფაქ­ტე­ბის შე­ტყო­ბი­ნე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას. და როცა საქ­მე პო­ლი­ცი­ამ­დე მივა - რას აკე­თე­ბენ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი? - მათ არ სჯე­რათ, რომ ბავ­შვი სი­მარ­თლეს ყვე­ბა, მუდ­მი­ვად ეძე­ბენ სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, რომ გა­და­ა­მოწ­მონ მსხვერ­პლი სი­მარ­თლეს ამ­ბობს თუ არა. ესეც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარტს, რად­გან, რო­გორც წესი, ასეთ რა­მე­ებს ბავ­შვე­ბი არ იტყუ­ე­ბი­ან და მათ მი­მართ მოქ­მე­დებს სის­წო­რის პრე­ზუმ­პცია და არა პი­რი­ქით", - ამ­ბობს ანა თავ­ხე­ლი­ძე.

იუ­რის­ტი მსგავს საქ­მე­ებ­ზე მუ­შა­ო­ბის მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ას­კვნის, რომ სა­ხელ­მწი­ფო ბავ­შვს არ უყუ­რებს, რო­გორც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზრუნ­ვის ობი­ექტს. რაც სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის მი­მართ სის­ტე­მის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში მჟღავ­ნდე­ბა.

"იმის შემ­დეგ, რაც პო­ლი­ცია შე­აგ­რო­ვებს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ყო­ველ­გვა­რი პრო­ტო­კო­ლის დარ­ღვე­ვით კი­თხა­ვენ ბავ­შვს. ხდე­ბა არას­რულ­წლო­ვა­ნი მსხვერ­პლის რამ­დენ­ჯერ­მე გა­მო­კი­თხვა, ისე, რომ პრო­ცესს შე­იძ­ლე­ბა არ ეს­წრე­ბო­დეს ფსი­ქო­ლო­გი, არ მი­ა­წო­დონ ბავ­შვს შე­სა­ბა­მი­სი სერ­ვი­სე­ბი, რაც ბავ­შვის ხელ­ხა­ლი ტრავ­მი­რე­ბის მი­ზე­ზი ხდე­ბა. ამის შემ­დეგ საქ­მე სა­სა­მარ­თლო­ში მი­დის, სა­დაც კი­დევ ერთხელ უწევს ბავ­შვს ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა მტრულ გა­რე­მო­ში, რაც მას კი­დევ ერთხელ თრგუ­ნავს. იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, როცა გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­აქვს სა­სამ­რთლოს, ძა­ლინ დიდი წნე­ხი მი­დის ბავ­შვებ­ზე ყვე­ლა მხრი­დან. არის შემ­თხვე­ვე­ბი, 11- 12 წლის ბავ­შვს ეუბ­ნე­ბი­ან, შენ ქალი ხარ, შენ გა­მო­იწ­ვიე და შენი ბრა­ლია ასე რომ მოხ­დაო", - ამ­ბობს ანა თავ­ხე­ლი­ძე.

  • რო­გო­რი არის/უნდა იყოს სას­ჯე­ლი პე­დო­ფი­ლე­ბის­თვის?

მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში, რო­გორც ამე­რი­კა­ში, ისე ევ­რო­პა­ში, პე­დო­ფი­ლებს პა­ტიმ­რო­ბას­თან ერ­თად სა­ვალ­დე­ბუ­ლო ქი­მი­ურ კას­ტრა­ცი­ას უს­ჯი­ან.

აშშ-ში პე­დო­ფი­ლე­ბი პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის მი­ხედ­ვით აღ­რი­ცხვა­ზე აჰ­ყავთ. ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, თუ სად და რო­გორ ცხოვ­რო­ბენ მსჯავ­რმოხ­დი­ლი პე­დო­ფი­ლე­ბი, მათ ფო­ტო­ებ­თან ერ­თად ინ­ტერ­ნეტ­ში გან­თავ­სე­ბულ ნა­ცი­ო­ნა­ლურ ბა­ზა­შია თავ­მოყ­რი­ლი.

აშშ-ის 14 შტატ­ში პე­დო­ფი­ლებს ეკ­რძა­ლე­ბათ სკო­ლე­ბის, სას­კო­ლო ავ­ტო­ბუ­სე­ბის გა­ჩე­რე­ბე­ბის, ბა­ღე­ბი­სა და სა­ბავ­შვო მო­ედ­ნე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­სახ­ლე­ბა. არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ფოს­ტო გზავ­ნი­ლე­ბი, რო­მელ­თა მი­ხედ­ვი­თაც ამე­რი­კელ მშობ­ლებს შე­უძ­ლი­ათ გა­ი­გონ, ცხოვ­რობს თუ არა ახ­ლო­მახ­ლო პე­დო­ფი­ლი.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის თქმით, პე­დო­ფი­ლი­ა­ზე სას­ჯე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში საკ­მა­რი­სად მკაც­რია და მისი კი­დევ უფრო გამ­კაც­რე­ბა რე­ა­ლუ­რად არა­ფერს შეც­ვლის. მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ბავ­შვის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს 15-20 წლამ­დე ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის უვა­დო აღ­კვე­თას. ანა თავ­ხე­ლი­ძის თქმით, სა­ხელ­მწი­ფო გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის შემ­დეგ ხში­რად პო­პუ­ლის­ტურ ქმე­დე­ბას მი­მარ­თავს და კა­ნო­ნის გამ­კაც­რე­ბის ინი­ცი­ატ­ვით გა­მო­დის, რაც იუ­რის­ტის შე­სა­ფე­ბით, თვალ­ში ნაც­რის შეყ­რას ჰგავს.

"ერ­თდა­ერ­თი რაც შსს-მ ქო­ბუ­ლე­თის საქ­მე­ზე გა­ნა­ცხა­და იყო, რომ ჩვენ ახლა სას­ჯელს გა­ვამ­კაც­რებთ. ასე­თი მიდ­გო­მა ნიშ­ნავს იმას, რომ სა­ხელ­მწი­ფო ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს რა პრობ­ლე­მას­თან აქვს საქ­მე, რომ მას სის­ტე­მის ყვე­ლა რგოლ­ში აქვს პრობ­ლე­მა - არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი პრო­კუ­რო­რი, გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, სოც­მუ­შა­კი და ა.შ. გარ­და იმი­სა, რომ არ არის საკ­მა­რი­სი რე­სურ­სი, არ იცი­ან რო­გორ გა­მო­ი­ძი­ონ და­ნა­შა­უ­ლი, არ არ­სე­ბობს ცალ­კე სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცია. ეს არის ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი ნა­ბი­ჯი, რა­საც აკე­თებს შსს ყო­ველ­თვის, როცა რა­ი­მე მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი მოხ­დე­ბა. რო­გო­რი მკაც­რი სას­ჯე­ლიც არ უნდა შე­მო­ი­ღონ, არა­ფერს შეც­ვლის, რად­გან სას­ჯე­ლი ვერ გა­და­ფა­რავს, გა­მოვ­ლე­ნის ნა­წილ­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებს, გა­მო­ძი­ე­ბის ხარ­ვე­ზებს და ა.შ. " - ამ­ბობს თავ­ხე­ლი­ძე.

  • სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­გორც და­ნა­შა­უ­ლის წამ­ხა­ლი­სე­ბე­ლი

სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მე­ლიც ბავ­შვე­ბის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის შემ­თხვე­ვებ­ში სა­კუ­თარ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას უნდა ხე­დავ­დეს, ხში­რად თითს მსხვერ­პლის­კენ იშ­ვერს. რამ­დე­ნი­მე დღის წინ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი აღაშ­ფო­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის რე­აქ­ცი­ამ გორ­ში მომ­ხდარ პე­დო­ფი­ლი­ის ფაქ­ტზე - "ფე­ის­ბუქ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის" ნა­წი­ლი 12 წლის ბავ­შვს ქალს უწო­დებ­დნენ და ამუ­ნა­თებ­დნენ, რომ მან გა­მო­იწ­ვია და წა­ა­ქე­ზა და­ნა­შა­უ­ლის­კენ 50 წლის კაცი. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის შე­ფა­სე­ბით, ამ­გვა­რი არა­ჯან­სა­ღი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის უკან გა­ნათ­ლე­ბის და­ბა­ლი დონე და გულ­გრი­ლო­ბა დგას, რო­მე­ლიც ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის წა­ქე­ზე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს. იუ­რის­ტე­ბის აზ­რით, ყვე­ლა გზა მა­ინც სა­ხელ­მწი­ფომ­დე მი­დის - ამ შემ­თხვე­ვა­შიც სა­ხელ­მწი­ფოს ევა­ლე­ბა იზ­რუ­ნოს სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა­ზე, რათა და­იც­ვას ისი­ნი მსგავ­სი ტრა­გე­დი­ე­ბის­გან.

"თუ სა­ხელ­მწი­ფოს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას აქვს სწო­რი ღი­რე­ბე­უ­ლე­ბე­ბი, ემ­პა­თია უნდა გაჩ­ნდეს მსხვერ­პლის მი­მართ და არა პი­რი­ქით. ჩვენ­თან იმ­დე­ნად ბევ­რი გენ­დერუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პი არ­სე­ბობს, რომ ცდი­ლო­ბენ დამ­ნა­შა­ვე მსხვერ­პლში ეძე­ბონ. მაგ­რამ აქაც სა­ხელ­მწი­ფოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას­თან მივ­დი­ვართ. უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­ე­ბა. ოჯა­ხურ და­ნა­შა­უ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ჩა­ტარ­და ასე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რა­მაც გა­მო­ი­ღო კი­დეც შე­დე­გი და გა­მოვ­ლე­ნა კი­დევ უფრო გა­ი­ზარ­და. აქაც სე­რი­ო­ზუ­ლი სა­მუ­შა­ოა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი. რაც მთა­ვა­რია, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრომ ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და სას­კო­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ში შე­ი­ტა­ნოს სქე­სობ­რი­ვი გა­ნათ­ლე­ბის ნა­წი­ლი, რათა მო­ზარ­დებ­მა იცოდ­ნენ რა არის სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა და რო­გორ გა­მო­ავ­ლი­ნონ ის და რო­გორ და­იც­ვან თავი", - ამ­ბობს ანა თავ­ხე­ლი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
64

ეს ყველაფერი გარყვნილება არასამთავრობოების ბრალია

მაია
0

ზოგიერთების გონებას მაინც არაფერი ანათებს რამდენიც არ უნდა წეროთ. იგივე გრძელდება მუდმივად

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"არის შემთხვევები, 11-12 წლის ბავშვს ეუბნებიან, ქალი ხარ, შენ გამოიწვიე და შენი ბრალია ასე რომ მოხდაო" - ბავშვებზე სექსუალური ძალადობის თავზარდამცემი ისტორიები (საგანგაშო სტატისტიკა)

"არის შემთხვევები, 11-12 წლის ბავშვს ეუბნებიან, ქალი ხარ, შენ გამოიწვიე და შენი ბრალია ასე რომ მოხდაო" - ბავშვებზე სექსუალური ძალადობის თავზარდამცემი ისტორიები (საგანგაშო სტატისტიკა)

"მამას ყველა ძმაკაცს ვიცნობდი, გარდა ერთისა. ის კაცი ცხოვრებაში ნანახი არ მყავდა. მამამ გამაცნო. ერთი შეხედვით ნორმალური ადამიანი იყო. ერთხელაც დაიწყეს დალევა. მე და ბებიაჩემი მეორე ოთახში ვიყავით. ბებია ტელეფონზე საუბრობდა და სამზარეულოში გავედი. დაახლოებით რამდენიმე წუთში ის კაცი შემოვიდა და მითხრა, რომ წყლის დალევა სურდა, მეც გავუვსე ჭიქა წყლით და მივაწოდე, დალიაა, ჭიქა მაგიდაზე დადო და შემომაშტერდა. ვკითხე, კიდევ რამე ხომ არ უნდოდა. წინ წამოიწია და ტუჩებში მაკოცა. სახე გვერდზე გავწიე. რომ აღარ შემეშვა, ის ჭიქა, რომელიც მაგიდაზე დადო, ვესროლე. ჭიქის დამტვრევის ხმაზე ბებიაჩემი შემოვარდა, მე დამიწყო ჩხუბი. ბებიაჩემმა ნამსხვრევები აიღო, ეს კაცი კი დაუბრუნდა ქეიფს. დედას ყველაფერი მოვუყევი. მითხრა, რომ მამაჩემს დაელაპარაკებოდა და ის კაცი აქ აღარ მოვიდოდა. მეორე დღეს დედა დაელაპარაკა, მაგრამ ბებიაჩემი ყველაფერში ერეოდა და მე მაბრალებდა ყველაფერს... მამაჩემიც მის მხარეს იჭერდა, და იმ დღეს დედამ მტკიცედ გადაწყვიტა მამასთან განშორება. ის კაცი კი ცხოვრებაში აღარ მინახავს, და იმედი მაქვს ადრე თუ გვიან დაისჯება", - ეს ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი ისტორიაა იმ ასეულობით ანონიმურ ამბავს შორის, რომელიც კამპანიის "დამიცავი - პატარა ვარ“ ფარგლებში სოციალურ ქსელში ქვეყნდება. ამ სახელწოდების "ფეისბუქგვერდზე" თქვენ წაიკითხავთ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის თავზარდამცემ, დაუჯერებელ ისტორიებს, რომლებშიც მოძალადეებად გვევლინებიან მოზარდთათვის ისეთი ახლო ნათესავები როგორებიცაა: მამა, ძმა, ბიძა, ბაბუა და ა.შ.

პედოფილია რომ საქართველოში სერიოზული პრობლემაა, ამას ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს. 2019 წელს სექსუალურად 88 ბავშვზე იძალადეს, 2020 წლის რვა თვის განმავლობაში ასევე 88 ბავშვი გახდა უფროსების მსხვერპლი. ოფიციალურ სტატისტიკაში ჯერ არ ასახულა არც ქობულეთის გახმაურებული საქმე (სექსუალური ძალადობის შემედგ 14 წლის მსხვერპლმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა) და არც გორში მოხდარი შემზარავი ფაქტი (13 წლის გაუპატიურებულმა ბავშვმა შვილი გააჩინა).

საკითხზე მომუშავე პროფესიონალების თქმით, ეს მონაცემები მხოლოდ მცირე ნაწილს ასახავს იმ შემთხვევებისა, რაც რეალურად წლიდან წლამდე ხდება ქვეყანაში. ამას ისინი რამდენიმე ფაქტორით ხსნიან, მათ შორის დანაშაულის სპეციფიკითაც.

"სტატისტიკა საგანგაშოა, მაგრამ ის არ არის რეალური, საქმე გაცილებით მძიმედ არის სხვადასხვა ფაქტორების გამო. ეს ისეთი ტიპის დანაშაულია, სადაც მსხვერპლებს არ სურთ ლაპარაკი, არც ოჯახს უნდა ფაქტის გახმაურება, ამიტომ მომხდარს ხშირად საიდუმლოდ ინახავენ. გარდა ამისა, ხშირია შემთხვევები, როცა საქმე აღიძრება, მაგრამ კვალიფიკაციას სქესობრივი დანაშაულის მუხლით კი არ ანიჭებენ, არამედ სხვა მუხლით. არაერთი საქმე გვაქვს ასეთი“, - ეუბნება ambebi.ge -ს კავშირ "საფარის“ იურისტი თამარ ლუკავა.

ფსიქოლოგების დაკვირვებით, არასრულწლოვნები მომხდარის გამხელისგან თავს ხშირად იმ მიზეზით იკავებენ, რომ ოჯახის, გარშემომყოფების რეაქციის ეშინიათ. მსხვერპლი ბავშვები ფიქრობენ, რომ მათ არ დაუჯერებენ. სპეციალისტების დაკვირვებით, სწორედ ასეც ხდება - ბავშვის ნათქვამში ეჭვი შეაქვთ არათუ გარშემომყოფებს, სამართალდამცავებსაც კი. არსებობს მსგავს საქმეზე სასამართლოს პრეცედენტული, დისკრიმინაციული გადაწყვეტილება, რომლითაც საქალაქო სასამართლომ თქვა, რომ 10 წლამდე ბავშვს ფაქტების სწორად გადმოცემა არ შეუძლია.

  • როგორ, სად ხდება ბავშვი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი?

ამ საკითხზე ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ ხშირად ბავშვებზე მათი ახლობელი ადამიანები ძალადობენ. ისინი, ვინც ყოველდღიურად მათ სიახლოვეს ტრიალებენ და მათი ნდობით სარგებლობენ. არცთუ იშვიათად, მოძალადეები მსხვერპლის ოჯახის წევრებიც კი არიან. ფსიქოლოგი თაკო აბაშიძე რისკ-ფაქტორებიდან ორ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას:

"ეს არის მძიმე სოციალური გარემო და განათლების დაბალი დონე. ასევე, განქორწინებული მშობლების გარემოცვა. როდესაც საქმეში მამინაცვალი ფიგურირებს, ჩვენ უკვე ვგრძნობთ საფრთხეს. თუმცა არის მეორე ფაქტორიც, ბავშვი თითქოს ჯანსაღ გარემოში ცხოვრობს, ვითარდება, რისკი შეიძლება სულაც ვერ დაინახო, მაგრამ მაინც გახდეს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ბოლო შემთხვევების 70% მოდის სოციალური ქსელებზე, რომლებიც სრულიად უმართავია. მამაკაცები ბავშვებს უგზავნიან შეტყობინებებს და ეუბნებიან, რომ ლამაზია, ბავშვები მათ მიზანს ვერ ხვდებიან და ერთვებიან კომუნიკაციაში. ამიტომ თუ მშობელი აქტიურად არ აკონტროლებს, რისთვის იყენებს ბავშვი სოციალურ ქსელს, დიდი რისკი ჩნდება", - ამბობს ფსიქოლოგი.

  • როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვზე იძალადეს?

ფსიქოლოგების დაკვირვებით, როცა ბავშვები საკუთარი სხეულის მიმართ უცხო ადამიანისგან არასათანადო შეხებას აფიქსირებენ, ქცევა ეცვლებათ - უფუჭდებათ განწყობა, აღარ სწავლობენ ძველებურად, არ მეგობრობენ იმ ბავშებთან, რომლებთანაც მანამდე მეგობრობდნენ, ხდებიან ჩაკეტილები და აგრესიულები მოძალადის სქესის მიმართ.

"ეს ის პირველი სიმპტომებია, რაზეც მშობელმა რეაგირება უნდა მოხდინონ. მათ უნდა იცოდნენ, რომ სამწუხაროდ, ჩვენ დღეს უსაფრთხო ქვეყანაში არ ვცხოვრობთ. როცა ჩვენთან ძალადობის მსხვერპლი ბავშვები მოჰყავთ, ძალიან დიდი შრომა გვჭირდება იმისთვის, რომ მათ საუბარი შეძლონ. ვიწყებთ სხვადასხვა თერაპიებს, რომლითაც ჩვენს უპირობო გაგებას, მხარდაჭერას ვუცხადებთ. ამის შემდეგ, თანდათან მოდიან თანამშრომლობაზე. სწორედ ასეთ დამოკიდებულებას უნდა გრძნობდეს ბავშვი აბსოლუტურად ყველასგან“, დედისგან, მამისგან, ბებიისგან, ბაბუისგან, დედმამიშვილისგან და ა.შ. თუ ოჯახის ერთი წევრი მაინც მას განსჯის, საყვედურობს, აუცილებელია, ბავშვი განრიდებული იქნას ასეთი ოჯახისგან.“ - გვიხსნის თაკო აბაშიძე.

  • როგორ ამოვიცნოთ მოძალადე?

ფსიქოლოგის თქმით, მოძალადის გამოცნობა ხშირად სპეციალისტებსაც კი უჭირთ. რადგან როგორც წესი, მათ აქვთ ძალიან კარგი, ჩამოყალიბებული, გაწონასწორებული ქცევა.

"ხშირად მოძალადეები, ერთი შეხედვით, საუკეთესო, მოწესრიგებული, განათლებული ადამიანები არიან. როცა ბავშვებს ვეკითხებით, როგორ მოიპოვა მოძალადემ შენი ნდობა, რატომ გაჰყევი ან ა.შ. გვეუბნებიან, - ძალიან თბილად გვესაუბრებოდა, ისე მომეფერა, როგორც მამიკო და ბაბუაო..." - გვეუბნება ფსიქოლოგი.

  • როგორ იცავს სისტემა ბავშვებს სექსუალური ძალადობისგან?

"საფარის“ იურისტი თამარ ლუკავა გვეუბნება, რომ ბავშვების სექსუალური ძალადობისგან დაცვა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი არ არის. მისი შეფასებით, სამართლებრივ ბრძოლაში მონაწილე ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია ხარვეზიანად მუშაობს, რაც ზოგჯერ ფატალური შედეგების მიზეზიც ხდება.

"ყველაზე დიდი პრეტენზია გვაქვს პროკურატურასთან, მაშინ როცა ყველა ქმედება ჩატარებულია, ყველა მტკიცებულება მოპოვებულია, ბრალს არ უყენებენ დამნაშავეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათთვის სქესობრივი დანაშაულები არ არის პრიორიტეტი, განსხვავებით ქალთა მიმართ ჩადენილი სხვა ტიპის ძალადობის შემთხვევებისგან. წლობით უდევთ ასეთი საქმეები თაროზე და არ იძიებენ", - ეუბნება ambebi.ge -ს იურისტი.

ბავშვთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წევრი ანა თავხელიძე საკანონმდებლო ხარვეზებზე აკეთებს აქცენტს. იურისტის შეფასებით, არსებული კანონმდებლობა არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

"მაგალითად, ჩვენი კანონმდებლობით გაუპატიურებად ითვლება მხოლოდ ისეთი შემთხვევა, სადაც სახეზეა ძალადობა, ძალადობობის მუქარა ან უმწეო მდგომარეობა, სხვა არცერთ შემთხვევებს კანონი გაუპატიურებად არ განიხილავს. მაშინ, როდესაც ლანცეროტის და სტამბულის კონვენციები, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ავალდებულებს საქართველოს, რომ გაუპატიურებად მიიჩნიოს ისეთი შემთხვევებიც, სადაც არ არის ძალადობა, მაგრამ არც თანხმობაა მეორე მხრიდან.

რაც შეეხება აღსრულებას, იმ რეალობაში რა კანონებიც გვაქვს, აღსრულება უსუსტესი რგოლია. სახელმწიფოს ასეთი ფაქტების გამოვლენა უჭირს, რადგან საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სოცმუშაკებთან სათანადოდ არ მუშაობს და არ აკონტროლებს, ასრულებენ თუ არა ისინი მსგავსი ფაქტების შეტყობინების ვალდებულებას. და როცა საქმე პოლიციამდე მივა - რას აკეთებენ სამართალდამცავები? - მათ არ სჯერათ, რომ ბავშვი სიმართლეს ყვება, მუდმივად ეძებენ სხვა მტკიცებულებებს, რომ გადაამოწმონ მსხვერპლი სიმართლეს ამბობს თუ არა. ესეც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტს, რადგან, როგორც წესი, ასეთ რამეებს ბავშვები არ იტყუებიან და მათ მიმართ მოქმედებს სისწორის პრეზუმპცია და არა პირიქით", - ამბობს ანა თავხელიძე.

იურისტი მსგავს საქმეებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე ასკვნის, რომ სახელმწიფო ბავშვს არ უყურებს, როგორც განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტს. რაც სექსუალური ძალადობის ფაქტების გამოძიების მიმართ სისტემის დამოკიდებულებაში მჟღავნდება.

"იმის შემდეგ, რაც პოლიცია შეაგროვებს მტკიცებულებებს, ხშირია შემთხვევები, როცა ყოველგვარი პროტოკოლის დარღვევით კითხავენ ბავშვს. ხდება არასრულწლოვანი მსხვერპლის რამდენჯერმე გამოკითხვა, ისე, რომ პროცესს შეიძლება არ ესწრებოდეს ფსიქოლოგი, არ მიაწოდონ ბავშვს შესაბამისი სერვისები, რაც ბავშვის ხელხალი ტრავმირების მიზეზი ხდება. ამის შემდეგ საქმე სასამართლოში მიდის, სადაც კიდევ ერთხელ უწევს ბავშვს ჩვენების მიცემა მტრულ გარემოში, რაც მას კიდევ ერთხელ თრგუნავს. იმ შემთხვევაშიც კი, როცა გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს სასამრთლოს, ძალინ დიდი წნეხი მიდის ბავშვებზე ყველა მხრიდან. არის შემთხვევები, 11- 12 წლის ბავშვს ეუბნებიან, შენ ქალი ხარ, შენ გამოიწვიე და შენი ბრალია ასე რომ მოხდაო", - ამბობს ანა თავხელიძე.

  • როგორი არის/უნდა იყოს სასჯელი პედოფილებისთვის?

მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში, პედოფილებს პატიმრობასთან ერთად სავალდებულო ქიმიურ კასტრაციას უსჯიან.

აშშ-ში პედოფილები პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით აღრიცხვაზე აჰყავთ. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად და როგორ ცხოვრობენ მსჯავრმოხდილი პედოფილები, მათ ფოტოებთან ერთად ინტერნეტში განთავსებულ ნაციონალურ ბაზაშია თავმოყრილი.

აშშ-ის 14 შტატში პედოფილებს ეკრძალებათ სკოლების, სასკოლო ავტობუსების გაჩერებების, ბაღებისა და საბავშვო მოედნების მიმდებარე ტერიტორიაზე დასახლება. არსებობს სპეციალური საფოსტო გზავნილები, რომელთა მიხედვითაც ამერიკელ მშობლებს შეუძლიათ გაიგონ, ცხოვრობს თუ არა ახლომახლო პედოფილი.

უფლებადამცველების თქმით, პედოფილიაზე სასჯელი საქართველოში საკმარისად მკაცრია და მისი კიდევ უფრო გამკაცრება რეალურად არაფერს შეცვლის. მოქმედი კანონმდებლობით, ბავშვის გაუპატიურება ითვალისწინებს 15-20 წლამდე ან თავისუფლების უვადო აღკვეთას. ანა თავხელიძის თქმით, სახელმწიფო გახმაურებული დანაშაულების შემდეგ ხშირად პოპულისტურ ქმედებას მიმართავს და კანონის გამკაცრების ინიციატვით გამოდის, რაც იურისტის შესაფებით, თვალში ნაცრის შეყრას ჰგავს.

"ერთდაერთი რაც შსს-მ ქობულეთის საქმეზე განაცხადა იყო, რომ ჩვენ ახლა სასჯელს გავამკაცრებთ. ასეთი მიდგომა ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ვერ აცნობიერებს რა პრობლემასთან აქვს საქმე, რომ მას სისტემის ყველა რგოლში აქვს პრობლემა - არაკომპეტენტური პროკურორი, გამომძიებელი, სოცმუშაკი და ა.შ. გარდა იმისა, რომ არ არის საკმარისი რესურსი, არ იციან როგორ გამოიძიონ დანაშაული, არ არსებობს ცალკე სპეციალიზაცია. ეს არის ყველაზე მარტივი ნაბიჯი, რასაც აკეთებს შსს ყოველთვის, როცა რაიმე მძიმე დანაშაული მოხდება. როგორი მკაცრი სასჯელიც არ უნდა შემოიღონ, არაფერს შეცვლის, რადგან სასჯელი ვერ გადაფარავს, გამოვლენის ნაწილში არსებულ პრობლემებს, გამოძიების ხარვეზებს და ა.შ. " - ამბობს თავხელიძე.

  • საზოგადოება, როგორც დანაშაულის წამხალისებელი

საზოგადოება, რომელიც ბავშვების გაუპატიურების შემთხვევებში საკუთარ პასუხისმგებლობას უნდა ხედავდეს, ხშირად თითს მსხვერპლისკენ იშვერს. რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელის მომხმარებლები აღაშფოთა საზოგადოების გარკვეული ნაწილის რეაქციამ გორში მომხდარ პედოფილიის ფაქტზე - "ფეისბუქმომხმარებლების" ნაწილი 12 წლის ბავშვს ქალს უწოდებდნენ და ამუნათებდნენ, რომ მან გამოიწვია და წააქეზა დანაშაულისკენ 50 წლის კაცი. უფლებადამცველების შეფასებით, ამგვარი არაჯანსაღი დამოკიდებულებების უკან განათლების დაბალი დონე და გულგრილობა დგას, რომელიც ახალი დანაშაულის წაქეზების საფუძველი შეიძლება გახდეს. იურისტების აზრით, ყველა გზა მაინც სახელმწიფომდე მიდის - ამ შემთხვევაშიც სახელმწიფოს ევალება იზრუნოს საკუთარი მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებაზე, რათა დაიცვას ისინი მსგავსი ტრაგედიებისგან.

"თუ სახელმწიფოს და საზოგადოებას აქვს სწორი ღირებეულებები, ემპათია უნდა გაჩნდეს მსხვერპლის მიმართ და არა პირიქით. ჩვენთან იმდენად ბევრი გენდერული სტერეოტიპი არსებობს, რომ ცდილობენ დამნაშავე მსხვერპლში ეძებონ. მაგრამ აქაც სახელმწიფოს პასუხისმგებლობასთან მივდივართ. უმნიშვნელოვანესია საინფორმაციო კამპანიების წარმოება. ოჯახურ დანაშაულების შემთხვევაში ჩატარდა ასეთი ღონისძიებები, რამაც გამოიღო კიდეც შედეგი და გამოვლენა კიდევ უფრო გაიზარდა. აქაც სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი. რაც მთავარია, განათლების სამინისტრომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და სასკოლო სახელმძღვანელოებში შეიტანოს სქესობრივი განათლების ნაწილი, რათა მოზარდებმა იცოდნენ რა არის სექსუალური ძალადობა და როგორ გამოავლინონ ის და როგორ დაიცვან თავი", - ამბობს ანა თავხელიძე.