კონფლიქტები
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დამლაგებლობიდან NASA-მდე და "პერსევერანსის“ ფრენის დირექტორობამდე - ამერიკაში 300 დოლარით ჩასული გოგონას გზა მარსის საიდუმლოებისკენ
დამლაგებლობიდან NASA-მდე და "პერსევერანსის“ ფრენის დირექტორობამდე - ამერიკაში 300 დოლარით ჩასული გოგონას გზა მარსის საიდუმლოებისკენ

მთე­ლი მსოფ­ლიო ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბა ამე­რი­კის კოს­მო­სუ­რი სა­ა­გენ­ტოს ახა­ლი მარსმა­ვა­ლის, "პერ­სე­ვე­რან­სის" მარსზე მოგ­ზა­უ­რო­ბას. შე­უ­პო­ვა­რი რო­ბო­ტი ყო­ველ დღე გზავ­ნის ფო­ტო­მა­სა­ლას "წი­თე­ლი პლა­ნე­ტი­დან", რო­მელ­საც მკვლე­ვა­რე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას უზი­ა­რე­ბენ.

"პერ­სე­ვე­რან­სის" წყა­ლო­ბით, შე­საძ­ლოა, პა­სუ­ხი გა­ე­ცეს კი­თხვას, არ­სე­ბობ­და თუ არა მარსზე ოდეს­მე სი­ცო­ცხლე. სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ ამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი 41 წლის კო­ლუმ­ბი­ე­ლი ქალი, და­ი­ა­ნა ტრუ­ხი­ლოა. მის შე­სა­ხებ დღეს მე­დი­ა­ში არა­ერ­თი სტა­ტია იწე­რე­ბა და და­ი­ა­ნას პერ­სო­ნით სულ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი ინ­ტე­რეს­დე­ბა. კო­ლუმ­ბი­ელ ემიგ­რანტს შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი ის­ტო­რია აქვს და ბევ­რის­თვის ის სა­მა­გა­ლი­თოა, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მი­აღ­წიო უდი­დეს წარ­მა­ტე­ბას და აის­რუ­ლო ოც­ნე­ბა მა­ში­ნაც კი, როცა ამის­თვის შე­უ­სა­ბა­მო გა­რე­მო­ში იზ­რდე­ბი და შენი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის არა­ვის სჯე­რა.

და­ი­ა­ნა გა­ი­ზარ­და კო­ლუმ­ბი­ურ ოჯახ­ში, სა­დაც ბევ­რი სხვა ოჯა­ხის მსგავ­სად, სჯე­რო­დათ, რომ ქა­ლის ად­გი­ლი სახ­ლშია და მისი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ქმარ­ზე ზრუნ­ვაა. დე­დამ სა­მე­დი­ცი­ნო სკო­ლა მი­ა­ტო­ვა და გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­ზე უარი თქვა მას შემ­დეგ, რაც მო­მა­ვა­ლი ქმა­რი, და­ი­ა­ნას მამა გა­იც­ნო. თუმ­ცა წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს და­შორ­და და დედა-შვი­ლი სრუ­ლი­ად უსახ­სროდ, მარ­ტო დარ­ჩა.

“კო­ლუმ­ბი­ა­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. ჩემს ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ძა­ლა­დო­ბაა, ცაში ცქე­რი­სა და ვარ­სკვლა­ვე­ბის თვა­ლი­ე­რე­ბის დროს თავს ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხოდ ვგრძნობ­დი. საჭ­მე­ლიც კი არ გვქონ­და, კვერ­ცხს მოვ­ხარ­შავ­დით და შუ­ა­ზე გავ­ჭრი­დით, ეს იყო ჩვე­ნი დღის საკ­ვე­ბი. მახ­სოვს, რო­გორ ვი­წე­ქი ბა­ლახ­ზე, ცას ვუ­ყუ­რებ­დი და ვფიქ­რობ­დი - იქ უნდა იყოს რა­ღაც, რაც ამა­ზე უკე­თე­სია“, - იხ­სე­ნებს ნასა-ს ინ­ჟი­ნე­რი.

და­ი­ა­ნა 17 წლის იყო, როცა მიზ­ნად და­ი­სა­ხა გა­ე­გო, რა შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო ცაში და მიზ­ნის­კენ სწრაფ­ვა და­ი­წყო. მა­ი­ა­მი­ში ისე ჩა­ვი­და, რომ ინ­გლი­სუ­რი არ იცო­და და ჯი­ბე­ში მხო­ლოდ 300 დო­ლა­რი ჰქონ­და, მაგ­რამ არ ღე­ლავ­და, მას სა­კუ­თარ თავ­თან "რა­ღაც ჰქონ­და და­სამ­ტკი­ცე­ბე­ლი.“

"როცა პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, ვხე­დავ­დი, რომ ჩემს ოჯახ­ში ქა­ლე­ბი ბევრ რა­მეს თმობ­დნენ, ნებ­დე­ბოდ­ნენ და არ მიჰ­ყვე­ბოდ­ნენ თა­ვი­ანთ ოც­ნე­ბებს. ამან მომ­ცა შე­უ­პოვ­რო­ბა, უნდა და­მემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რომ მე არ დავ­თმობ­დი ჩემს ოც­ნე­ბას, არ დავ­ნებ­დე­ბო­დი. მინ­დო­და და­მემ­ტკი­ცე­ბი­ნა ჩემი ოჯა­ხის­თვის, რომ ქა­ლე­ბი ღი­რე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ ქა­ლე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ“, - ამ­ბობს ის.

და­ი­ა­ნა ტრუ­ხი­ლო მუ­შა­ობ­და ნე­ბის­მი­ერ სა­მუ­შა­ო­ზე, მუ­შა­ობ­და ღა­მის სა­ა­თებ­ში - ალა­გებ­და სახ­ლებს, ხე­ხავ­და სა­პირ­ფა­რე­შო­ებს. დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში კი კო­ლე­ჯში სწავ­ლობ­და, რომ­ლის თან­ხა­საც თა­ვი­სი­ვე გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ფუ­ლით იხ­დი­და.

"ყვე­ლა საქ­მეს ვუ­ყუ­რებ­დი რო­გორც შე­საძ­ლებ­ლო­ბას, არას­დროს მი­ფიქ­რია, რომ ამ საქ­მის გა­კე­თე­ბას ვერ შევ­ძლებ, არ მით­ქვამს, რომ არ მჯე­რა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მე დამ­ლა­გე­ბე­ლი ვიყო, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სა­პირ­ფა­რე­შო და­ვა­ლა­გო. ჩემი ფიქ­რე­ბი ასე­თი იყო - ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მაქვს სა­მუ­შაო, ეს ნიშ­ნავს, რომ საჭ­მელს ვი­ყი­დი და მექ­ნე­ბა სახ­ლი, სა­დაც და­ძი­ნე­ბას შევ­ძლებ. ეს ყვე­ლა­ფე­რი და­მეხ­მა­რა და მეხ­მა­რე­ბა დღემ­დე, რომ ცხოვ­რე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლად და­ვი­ნა­ხო", - ამ­ბობს და­ი­ა­ნა.

სა­ბო­ლო­ოდ მან ფლო­რი­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­ი­წყო სწავ­ლა, კოს­მო­სუ­რი ინ­ჟი­ნე­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით. იხ­სე­ნებს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პირ­ველ დღე­ებს, რო­დე­საც ხე­დავ­და, რომ მის სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე სულ მა­მა­კა­ცე­ბი იყ­ვნენ. “შენ აქ არ უნდა იყო...რა­ტომ ხარ აქ?“ - გა­ვი­ფიქ­რებ­დი ხოლ­მე ზოგ­ჯერ", - ამ­ბობს ინ­ჟი­ნე­რი.

რო­დე­საც ნასა-ს ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში შე­ვი­და და "პერ­სე­ვე­რან­სის" ფრე­ნის დი­რექ­ტო­რი გახ­და, აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ის მარ­ტო არ იყო:

"რო­დე­საც ამ ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ, მე წარ­მო­ვად­გენ ჩემს ქვე­ყა­ნას, ჩემს კულ­ტუ­რას, მემ­კვიდ­რე­ო­ბას, ჩემს ხალ­ხს და მე ყო­ველ ჯერ­ზე მაქ­სი­მუ­მი უნდა გა­ვა­კე­თო“, - ამ­ბობს ტრუ­ხი­ლო და აღ­ნიშ­ნავს, რომ ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სი­ა­მოვ­ნე­ბით აიღო, მი­იჩ­ნევს, რომ ის ბევ­რი ლა­თი­ნო­სი ქა­ლის­თვის და ზო­გა­დად, ქა­ლე­ბის­თვის მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან, მა­გა­ლი­თი იქ­ნე­ბა.

და­ი­ა­ნა მო­ნა­წი­ლე­ობ­და "პერ­სე­ვე­რან­სის" დი­ზა­ი­ნის შექ­მნა­ში, მათ შო­რის ფუნ­ქცია, რო­მე­ლიც რო­ბოტს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს მარ­სის ზე­და­პირ­ზე არ­სე­ბუ­ლი ქა­ნე­ბის ნა­წი­ლა­კე­ბი შე­აგ­რო­ვოს და დედ­მი­წა­ზე გა­მოგ­ზავ­ნოს, და­ი­ა­ნას დამ­სა­ხუ­რე­ბით და­ე­მა­ტა.

"სა­ბო­ლოო მი­ზა­ნია იმის გა­გე­ბა, მარ­ტო­ნი ვართ თუ არა ამ სამ­ყა­რო­ში, ან იყო თუ არა სამ­ყა­რო­ში სად­მე სხვა­გან ოდეს­მე სი­ცო­ცხლე. იმე­დი მაქვს, რომ მარ­სის ზე­და­პი­რის კვლე­ვის შე­დე­გად, ერთი წლის შემ­დეგ, ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა შეგ­ვეძ­ლე­ბა", - ამ­ბობს და­ი­ა­ნა.

მეც­ნი­ე­რი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია უილ პო­მე­რანთსზე, რო­მე­ლიც კომ­პა­ნია Virgin Orbit-ის ვიცე პრე­ზი­დენ­ტია და ისიც კოს­მო­სის შეს­წავ­ლი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. წყვილს ორი შვი­ლი ჰყავს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mzia
3

misabadzi magaliti,shromit mopovebuli carmateba ,uketesi ra unda isurvo,bevri ikos dedamicaze da chvens kvekanashi aseti adamianebi, da ara kudaprexilebi,rogor mekadreba ubralosakmis ketebao,carmatebebi am kalbatons/

 

მოქალაქე
3

მეამაყება 

ავტორი:

დამლაგებლობიდან NASA-მდე და "პერსევერანსის“ ფრენის დირექტორობამდე - ამერიკაში 300 დოლარით ჩასული გოგონას გზა მარსის საიდუმლოებისკენ

დამლაგებლობიდან NASA-მდე და "პერსევერანსის“ ფრენის დირექტორობამდე - ამერიკაში 300 დოლარით ჩასული გოგონას გზა მარსის საიდუმლოებისკენ

მთელი მსოფლიო ყურადღებით აკვირდება ამერიკის კოსმოსური სააგენტოს ახალი მარსმავალის, "პერსევერანსის" მარსზე მოგზაურობას. შეუპოვარი რობოტი ყოველ დღე გზავნის ფოტომასალას "წითელი პლანეტიდან", რომელსაც მკვლევარები საზოგადოებას უზიარებენ.

"პერსევერანსის" წყალობით, შესაძლოა, პასუხი გაეცეს კითხვას, არსებობდა თუ არა მარსზე ოდესმე სიცოცხლე. საყურადღებოა, რომ ამ უმნიშვნელოვანესი მისიის ხელმძღვანელი 41 წლის კოლუმბიელი ქალი, დაიანა ტრუხილოა. მის შესახებ დღეს მედიაში არაერთი სტატია იწერება და დაიანას პერსონით სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება. კოლუმბიელ ემიგრანტს შთამაგონებელი ისტორია აქვს და ბევრისთვის ის სამაგალითოა, თუ როგორ შეიძლება მიაღწიო უდიდეს წარმატებას და აისრულო ოცნება მაშინაც კი, როცა ამისთვის შეუსაბამო გარემოში იზრდები და შენი შესაძლებლობების არავის სჯერა.

დაიანა გაიზარდა კოლუმბიურ ოჯახში, სადაც ბევრი სხვა ოჯახის მსგავსად, სჯეროდათ, რომ ქალის ადგილი სახლშია და მისი დანიშნულება ქმარზე ზრუნვაა. დედამ სამედიცინო სკოლა მიატოვა და განათლების მიღებაზე უარი თქვა მას შემდეგ, რაც მომავალი ქმარი, დაიანას მამა გაიცნო. თუმცა წყვილი ერთმანეთს დაშორდა და დედა-შვილი სრულიად უსახსროდ, მარტო დარჩა.

“კოლუმბიაში დავიბადე და გავიზარდე. ჩემს ქვეყანაში ძალიან ბევრი ძალადობაა, ცაში ცქერისა და ვარსკვლავების თვალიერების დროს თავს ყველაზე უსაფრთხოდ ვგრძნობდი. საჭმელიც კი არ გვქონდა, კვერცხს მოვხარშავდით და შუაზე გავჭრიდით, ეს იყო ჩვენი დღის საკვები. მახსოვს, როგორ ვიწექი ბალახზე, ცას ვუყურებდი და ვფიქრობდი - იქ უნდა იყოს რაღაც, რაც ამაზე უკეთესია“, - იხსენებს ნასა-ს ინჟინერი.

დაიანა 17 წლის იყო, როცა მიზნად დაისახა გაეგო, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ცაში და მიზნისკენ სწრაფვა დაიწყო. მაიამიში ისე ჩავიდა, რომ ინგლისური არ იცოდა და ჯიბეში მხოლოდ 300 დოლარი ჰქონდა, მაგრამ არ ღელავდა, მას საკუთარ თავთან "რაღაც ჰქონდა დასამტკიცებელი.“

"როცა პატარა ვიყავი, ვხედავდი, რომ ჩემს ოჯახში ქალები ბევრ რამეს თმობდნენ, ნებდებოდნენ და არ მიჰყვებოდნენ თავიანთ ოცნებებს. ამან მომცა შეუპოვრობა, უნდა დამემტკიცებინა, რომ მე არ დავთმობდი ჩემს ოცნებას, არ დავნებდებოდი. მინდოდა დამემტკიცებინა ჩემი ოჯახისთვის, რომ ქალები ღირებულები ვართ, რომ ქალები მნიშვნელოვანი ადამიანები ვართ“, - ამბობს ის.

დაიანა ტრუხილო მუშაობდა ნებისმიერ სამუშაოზე, მუშაობდა ღამის საათებში - ალაგებდა სახლებს, ხეხავდა საპირფარეშოებს. დღის პირველ ნახევარში კი კოლეჯში სწავლობდა, რომლის თანხასაც თავისივე გამომუშავებული ფულით იხდიდა.

"ყველა საქმეს ვუყურებდი როგორც შესაძლებლობას, არასდროს მიფიქრია, რომ ამ საქმის გაკეთებას ვერ შევძლებ, არ მითქვამს, რომ არ მჯერა, როგორ შეიძლება მე დამლაგებელი ვიყო, როგორ შეიძლება საპირფარეშო დავალაგო. ჩემი ფიქრები ასეთი იყო - ბედნიერი ვარ, რომ მაქვს სამუშაო, ეს ნიშნავს, რომ საჭმელს ვიყიდი და მექნება სახლი, სადაც დაძინებას შევძლებ. ეს ყველაფერი დამეხმარა და მეხმარება დღემდე, რომ ცხოვრება განსხვავებულად დავინახო", - ამბობს დაიანა.

საბოლოოდ მან ფლორიდის უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა, კოსმოსური ინჟინერიის მიმართულებით. იხსენებს უნივერსიტეტში პირველ დღეებს, როდესაც ხედავდა, რომ მის სპეციალობაზე სულ მამაკაცები იყვნენ. “შენ აქ არ უნდა იყო...რატომ ხარ აქ?“ - გავიფიქრებდი ხოლმე ზოგჯერ", - ამბობს ინჟინერი.

როდესაც ნასა-ს ლაბორატორიაში შევიდა და "პერსევერანსის'' ფრენის დირექტორი გახდა, აღმოაჩინა, რომ ის მარტო არ იყო:

"როდესაც ამ ყველაფერს ვაკეთებ, მე წარმოვადგენ ჩემს ქვეყანას, ჩემს კულტურას, მემკვიდრეობას, ჩემს ხალხს და მე ყოველ ჯერზე მაქსიმუმი უნდა გავაკეთო“, - ამბობს ტრუხილო და აღნიშნავს, რომ ეს პასუხისმგებლობა სიამოვნებით აიღო, მიიჩნევს, რომ ის ბევრი ლათინოსი ქალისთვის და ზოგადად, ქალებისთვის მთელი მსოფლიოდან, მაგალითი იქნება.

დაიანა მონაწილეობდა "პერსევერანსის" დიზაინის შექმნაში, მათ შორის ფუნქცია, რომელიც რობოტს შესაძლებლობას აძლევს მარსის ზედაპირზე არსებული ქანების ნაწილაკები შეაგროვოს და დედმიწაზე გამოგზავნოს, დაიანას დამსახურებით დაემატა.

"საბოლოო მიზანია იმის გაგება, მარტონი ვართ თუ არა ამ სამყაროში, ან იყო თუ არა სამყაროში სადმე სხვაგან ოდესმე სიცოცხლე. იმედი მაქვს, რომ მარსის ზედაპირის კვლევის შედეგად, ერთი წლის შემდეგ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეგვეძლება", - ამბობს დაიანა.

მეცნიერი დაქორწინებულია უილ პომერანთსზე, რომელიც კომპანია Virgin Orbit-ის ვიცე პრეზიდენტია და ისიც კოსმოსის შესწავლითაა დაკავებული. წყვილს ორი შვილი ჰყავს.

გაერთიანებულ სამეფოში "ფაიზერის“ ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცეს

ქელბაჯარის რაიონში ავტობუსი, რომელშიც ჟურნალისტები ისხდნენ, ნაღმზე აფეთქდა -  დაღუპულია 3 ადამიანი

როგორი იყო ენტონი ფაუჩის შეხედულებები ვირუსზე პანდემიის დასაწყისში და რა წერია მის პირად მიმოწერებში - ელექტრონული შეტყობინებების სკანდალის დეტალები