საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამეფო კარის თამაშები" და  ბრიტანული სამეფო ოჯახის  მანკიერი მხარეები - 13 შოკისმომგვრელი ფაქტი ჰარისა და მეგანის 7 მლნ დოლარიანი ინტერვიუდან
"სამეფო კარის თამაშები" და  ბრიტანული სამეფო ოჯახის  მანკიერი მხარეები - 13 შოკისმომგვრელი ფაქტი ჰარისა და მეგანის 7 მლნ დოლარიანი ინტერვიუდან

პრინც ჰა­რი­სა და მე­გან მარ­კლის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა არას­დროს აკ­ლდათ, თუმ­ცა ოპრა უინფრის­თან ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ, მათი ამ­ბა­ვი კი­დევ უფრო სენ­სა­ცი­უ­რი გახ­და. ბრი­ტა­ნელ­თა ნა­წი­ლი დღეს მე­განს "დრა­მის დე­დო­ფალს" უწო­დებს, წე­რენ, რომ "ის შე­სა­ნიშ­ნა­ვად ირ­გებს და­ტან­ჯუ­ლი ქა­ლის როლს", რომ ჰარი ეცო­დე­ბათ მის გვერ­დით, თუმ­ცა ბევ­რია ისე­თიც, რო­მე­ლიც სა­მე­ფო წყვილს ბრი­ტა­ნე­თი­დან წას­ვლის­თვის, დრო­მოჭ­მუ­ლი მო­ნარ­ქი­ის რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თის წარ­მო­ჩე­ნი­სა და სა­მე­ფო კა­რის მან­კი­ე­რი მხა­რე­ე­ბის გა­შიშ­ვლე­ბის­თვის აქებს და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უწო­ნებს.

ინ­ტერ­ვი­უ­ში წყვილ­მა ბევრ ისეთ ფაქ­ტზე ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც ბრი­ტა­ნე­ლე­ბის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა აღ­მოჩ­ნდა.

  • დის­კუ­სია მე­გა­ნი­სა და ჰა­რის შვი­ლის კა­ნის ფერ­ზე

მე­გან მარ­კლის თქმით, მათ ვაჟს, არ­ჩის პრინ­ცის ტი­ტულ­ზე უარი იმის გამო ეთ­ქვა, რომ სა­მე­ფო ოჯახ­ში მის და­ბა­დე­ბამ­დე ღე­ლავ­დნენ იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­გო­რი კა­ნის ფერი ექ­ნე­ბო­და ბავ­შვს. მე­გან მარ­კლის თქმით, ჰა­რის ოჯა­ხის ერ­თმა წევ­რმა ჰკი­თხა, "რამ­დე­ნად მუქი" შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო შვი­ლის კანი. თუმ­ცა სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გი­ნი­ამ არ და­ა­კონ­კრე­ტა, სა­მე­ფო ოჯა­ხის რო­მელ­მა წევ­რმა დას­ვა ეს კი­თხვა. ცნო­ბი­სათ­ვის, 39 წლის მე­გან მარ­კლის დედა შავ­კა­ნი­ა­ნია, მამა კი თეთრკა­ნი­ა­ნი.

  • კონ­ფლიქ­ტი ქეით მიდლტონ­თან და ატი­რე­ბუ­ლი მე­გა­ნი

მე­გან მარ­კლმა ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა ქეით მიდლტონ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ და გა­იხ­სე­ნა მო­მენ­ტი, თუ რო­გორ ატი­რა ქე­ით­მა ის სა­მე­ფო ქორ­წი­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე. ცნო­ბის­თვის, ქორ­წი­ლის შემ­დეგ, ბრი­ტა­ნულ მე­დი­ა­ში ქე­ი­თი­სა და მე­გა­ნის ჩხუ­ბის შე­სა­ხებ წერ­დნენ და აღ­ნიშ­ნავ­დნენ, რომ მე­გა­ნის გამო ქე­ით­მა იტი­რა, მარ­კლი კი ახლა ამ­ბობს, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში ყვე­ლა­ფე­რი პი­რი­ქით იყო, თუმ­ცა სი­მარ­თლე არა­ვინ თქვა და სა­მე­ფო ოჯახ­მა ის არ და­იც­ვა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრე­სა "სა­ში­ნე­ლე­ბებს წერ­და.“

"სი­ნამ­დვი­ლე­ში ყვე­ლა­ფე­რი პი­რი­ქით მოხ­და. ქორ­წი­ლის კვი­რა მარ­თლაც ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო, ის რა­ღა­ცის გამო გა­ნა­წყენ­და, კა­მა­თობ­და, მაგ­რამ ამას მიხ­ვდა და ბო­დი­ში მო­ი­ხა­და, ყვა­ვი­ლე­ბი გა­მო­მიგ­ზავ­ნა ბო­დი­შის ბა­რა­თით. მან გა­ა­კე­თა ის, რა­საც მე გა­ვა­კე­თებ­დი რომ მცოდ­ნო­და, ვი­ღა­ცას გული ვატ­კი­ნე“, - თქვა მე­გან­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ საქ­მე ეხე­ბო­და ქორ­წილ­ში მეყ­ვა­ვი­ლე გო­გო­ნე­ბის კა­ბებს, რო­მელ­ზეც ვერ თან­ხმდე­ბოდ­ნენ.

  • სა­სახ­ლე­ში ცხოვ­რე­ბა ისე­თი რთუ­ლი იყო, რომ მე­განს სი­ცო­ცხლე აღარ სურ­და

მე­გან მარ­კლი ბუ­კინ­გე­ბის სა­სახ­ლე­ში ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე რთულ პე­რი­ოდს იხ­სე­ნებს. მისი თქმით, იყო დრო, როცა ფიქ­რობ­და, რომ მხარს არა­ვინ უჭერ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და მე­დი­ის წნე­ხი კი ძა­ლი­ან დიდი იყო და ამ პე­რი­ოდ­ში სურ­და, რომ ცო­ცხა­ლი აღარ ყო­ფი­ლი­ყო. გა­მუდ­მე­ბით სუ­ი­ციდ­ზე ფიქ­რობ­და და ამის შე­სა­ხებ ვე­რა­ვის ეუბ­ნე­ბო­და, თუმ­ცა ბო­ლოს ჰა­რის უამ­ბო.

"როცა ასე­თი ფიქ­რე­ბი მა­წუ­ხებ­და მრცხვე­ნო­და თქმის და მრცხვე­ნია ამის აღი­ა­რე­ბა ჰა­რის­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით იმი­ტომ, რომ ვიცი, რამ­ხე­ლა და­ნა­კარ­გი გა­ნი­ცა­და, მაგ­რამ ვი­ცო­დი, რომ თუ ამას არ ვი­ტყო­დი, ჩემს ფიქ­რებს რე­ა­ლო­ბად ვაქ­ცევ­დი. უბ­რა­ლოდ აღარ მინ­დო­და ცო­ცხა­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ეს იყო ძა­ლი­ან მკა­ფიო, რე­ა­ლუ­რი აზრი, რო­მე­ლიც არ მტო­ვებ­და“, - თქვა მე­გან­მა და გა­იხ­სე­ნა ასე­ვე ის, თუ რო­გორ ანუ­გე­შა ჰა­რიმ, რო­დე­საც ამის შე­სა­ხებ შე­ი­ტყო.

  • ჰა­რის კავ­ში­რი არ აქვს მა­მას­თან და ძმას­თან

ჰა­რის თქმით, არც მამა ელა­პა­რა­კე­ბა და არც ძმა. ჩარლ­ზი მის ზა­რებს არ პა­სუ­ხობს, თუმ­ცა შე­ა­ტყო­ბი­ნა, რომ თუ რა­ი­მე სათ­ქმე­ლი ექ­ნე­ბო­და, შე­ეძ­ლო, წე­რი­ლო­ბით მი­ე­მარ­თა. ამის გამო მა­მა­ზე ძა­ლი­ან ნა­წყე­ნია. ჰა­რის თქმით, ჩარლზ­მა მას ვერ გა­უ­გო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა­ზე უკეთ უნდა სცოდ­ნო­და, თა­ვი­სი წარ­სუ­ლის გამო, ჰა­რის გან­ცდე­ბის შე­სა­ხებ.

  • წყვილს კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს დე­დო­ფალ­თან

ერ­თა­დერ­თი მხარ­დამ­ჭე­რი და გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ამ ეტაპ­ზე სა­სახ­ლი­დან ბე­ბია, დე­დო­ფა­ლი ელი­სა­ბე­დია და მი­უ­ხე­და­ვად ბრი­ტა­ნე­თი­დან წას­ვლი­სა, ის შვი­ლიშ­ვილ­თან კარგ ურ­თი­ერ­თო­ბას ინარ­ჩუ­ნებს. "გა­სუ­ლი წლის მან­ძილ­ზე იმა­ზე მეტი ვი­სა­უბ­რე ბე­ბი­ას­თან, ვიდ­რე მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩვენ ნამ­დვი­ლად კარ­გად ვუ­გებთ ერ­თმა­ნეთს და მე და ბე­ბი­ას ნამ­დვი­ლად კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გავ­ქვს“, - ამ­ბობს ჰარი. მი­სი­ვე თქმით, ელი­სა­ბედს ზუ­მის სა­შუ­ა­ლე­ბით ხში­რად ესა­უბ­რე­ბი­ან.

  • ჰა­რის სა­მე­ფო ოჯახ­მა ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა შე­უ­წყვი­ტა

პრინ­ცის თქმით, ოჯახ­მა და­ფი­ნან­სე­ბა 2020 წლის და­სა­წყი­სი­დან­ვე შე­უ­წყვი­ტა, რის შემ­დე­გაც, მან და მე­გან­მა Netflix-სა და Spotify-სთან გა­ა­ფორ­მეს კონ­ტრაქ­ტე­ბი, ისი­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ პოდ­კას­ტებ­ში და ფულს ასე გა­მო­ი­მუ­შა­ვებ­დნენ. გარ­და ამი­სა, ისი­ნი იყე­ნებ­დნენ თან­ხას, რო­მე­ლიც ჰა­რის დე­დის­გან, პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნას­გან მემ­კვიდ­რე­ო­ბით ერგო. "მე მი­ვი­ღე თან­ხა, რო­მე­ლიც დე­დამ და­მი­ტო­ვა, მისი მემ­კვიდ­რე­ო­ბის გა­რე­შე ვე­რა­ფერს შევ­ძლებ­დი. ვფიქ­რობ, ის წი­ნას­წარ გრძნობ­და, რომ მისი მხარ­და­ჭე­რა ძა­ლი­ან დამ­ჭირ­დე­ბო­და“, - თქვა პრინცმა.

  • მე­გან­მა და ჰა­რიმ სა­ჯა­რო სა­მე­ფო ქორ­წი­ლამ­დე სამი დღით ადრე სა­ი­დუმ­ლოდ იქორ­წი­ნეს

2018 წელს მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ან­მა ნახა მე­გა­ნი­სა და ჰა­რის ქორ­წი­ლი. ცე­რე­მო­ნია სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში პირ­და­პი­რი ეთე­რით გა­და­ი­ცე­მო­და. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ამ ცე­რე­მო­ნი­ას წინ უძღვო­და სამი დღით ადრე სა­ი­დუმ­ლო ქორ­წი­ნე­ბა, ხალ­ხის თვა­ლის­გან მო­შო­რე­ბით. "და­ვუ­რე­კეთ არ­ქი­ე­პის­კო­პოსს და ვუ­თხა­რით, ეს სა­ნა­ხო­ბა მსოფ­ლი­ოს­თვი­საა, მაგ­რამ ჩვენ გვსურს ჩვენს შო­რის იყოს მხო­ლოდ კავ­ში­რი.“

  • "წა­ვე­დი იმი­ტომ, რომ ოჯა­ხი მხარს არ მი­ჭერ­და“

პრინ­ცის თქმით, ის წა­ვი­და, რად­გა­ნაც ოჯა­ხი ვერ უგებ­და და მხარს არ უჭერ­დნენ. ხე­დავ­და, რომ შე­საძ­ლო იყო და­ი­ა­ნას ის­ტო­რია გა­მე­ო­რე­ბუ­ლი­ყო და მის ცოლს იგი­ვე გა­და­ე­ტა­ნა, რაც დე­დამ. ჰა­რის თქმით, სა­სახ­ლის მცხოვ­რებ­ლე­ბი და პრი­ტა­ნუ­ლი პრე­სა მე­განს ისე ექ­ცე­ო­და, რო­გორც და­ი­ა­ნას. უფრო მე­ტიც, ყვე­ლა­ფერს რა­სის­ტუ­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბიც ემა­ტე­ბო­და.

  • ჰარი ამ­ბობს, რომ სა­მე­ფო ოჯახს ტაბ­ლო­ი­დე­ბის ეში­ნია

პრინ­ცის თქმით, არას­დროს არ აკ­რი­ტი­კებს სა­მე­ფო ოჯა­ხი ყვი­თელ პრე­სას და რომ ტაბ­ლო­ი­დე­ბის ეში­ნი­ათ. თით­ქოს რა­ღაც უხი­ლა­ვი კავ­ში­რია მათ შო­რის. ჰარი მი­იჩ­ნევს, რომ სწო­რედ ამი­ტომ, ხმა­მაღ­ლა არას­დროს და­უ­ჭე­რი­ათ მხა­რი მე­გა­ნის­თვის და სდუმ­დნენ, როცა მის ცოლს პრე­სა აბუ­ლინ­გებ­და.

  • ჰა­რის თქმით, ის ვე­რას­დროს შეძ­ლებ­და სა­მე­ფო ოჯა­ხის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რომ არა მე­გა­ნი

"მე სა­მე­ფო სის­ტე­მის ხა­ფან­გში ვი­ყა­ვი და ვე­რას­დროს შევ­ძლებ­დი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. ისე­ვე ვი­ყა­ვი ხა­ფან­გში, რო­გორც ახლა ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან, თუმ­ცა მათ არ სურთ თა­ვის დაღ­წე­ვა.“

  • პრინ­ცი ბედ­ნი­ე­რია

ოპ­რას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ჰა­რიმ თქვა, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმ ტკი­ვი­ლი­სა, რო­მე­ლიც სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რებ­მა მი­ა­ყე­ნეს, ბედ­ნი­ე­რია სა­კუ­თარ ოჯახ­თან, მე­გან­თან და პა­ტა­რა არ­ჩის­თან ერ­თად. ზრუ­ნა­ვენ ერ­თმა­ნე­თის ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბა აქვთ.

  • მე­გან მარ­კლი კი ამ­ბობს, რომ მის ის­ტო­რი­ას პრინცთან ბედ­ნი­ე­რი და­სას­რუ­ლი ექ­ნე­ბა

"ეს უფრო შე­სა­ნიშ­ნა­ვია, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ე­რი ზღა­პა­რი, რო­მე­ლიც აქამ­დე წა­გი­კი­თხავთ", - ამ­ბობს მე­გა­ნი.

  • და ბო­ლოს, წყვი­ლი გო­გო­ნას მო­ლო­დინ­შია

ზა­ფხულ­ში მე­გან­სა და ჰა­რის მე­ო­რე შვი­ლი ეყო­ლე­ბათ. ოპ­რას­თან კი გა­ამ­ხი­ლეს, რომ ისი­ნი გო­გო­ნას მო­ლო­დინ­ში არი­ან.

ცნო­ბის­თვის, ინ­ტერ­ვიუ CBS-ის ეთერ­ში გა­ვი­და და ეს ტე­ლე­ვი­ზი­ის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვიუ იყო. The Wall Street Journal წერს, რომ 7 მი­ლი­ო­ნი­დან 9 მი­ლი­ონ დო­ლა­რამ­დე გა­და­უ­ხა­და CBS-მა ოპრა უინფრის კომ­პა­ნი­ას Harpo Productions-ს ინ­ტერ­ვი­უს მომ­ზა­დე­ბა­ში. პრინ­ცი ჰა­რი­სა და მე­გან მარ­კლის სპი­კე­რი აცხა­დებს, რომ წყვილს ინ­ტერ­ვი­უს­თვის თან­ხა არ აუ­ღია.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მე
85

არადა, კაცი მეგონა... 7 მილიოონად გაყიდა ოჯახის შიგნით რაც ხდებოდა, ყველაფერი. ნუ, ცოლი რასაც ეტყვის, თორემ თვითონ უკვე ალბათ აზრიც არ გააჩნია არაფერზე :(

დიანა
14

მოჭამა დრო მონარქიამ. გარეთ ლამაზი რიტუალები, შიგნით-სამეფი კარის ინტრიგები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"სამეფო კარის თამაშები" და  ბრიტანული სამეფო ოჯახის  მანკიერი მხარეები - 13 შოკისმომგვრელი ფაქტი ჰარისა და მეგანის 7 მლნ დოლარიანი ინტერვიუდან

"სამეფო კარის თამაშები" და  ბრიტანული სამეფო ოჯახის  მანკიერი მხარეები - 13 შოკისმომგვრელი ფაქტი ჰარისა და მეგანის 7 მლნ დოლარიანი ინტერვიუდან

პრინც ჰარისა და მეგან მარკლის საზოგადოების ყურადღება არასდროს აკლდათ, თუმცა ოპრა უინფრისთან ექსკლუზიური ინტერვიუს შემდეგ, მათი ამბავი კიდევ უფრო სენსაციური გახდა. ბრიტანელთა ნაწილი დღეს მეგანს "დრამის დედოფალს" უწოდებს, წერენ, რომ "ის შესანიშნავად ირგებს დატანჯული ქალის როლს", რომ ჰარი ეცოდებათ მის გვერდით, თუმცა ბევრია ისეთიც, რომელიც სამეფო წყვილს ბრიტანეთიდან წასვლისთვის, დრომოჭმული მონარქიის რეალური სურათის წარმოჩენისა და სამეფო კარის მანკიერი მხარეების გაშიშვლებისთვის აქებს და გადაწყვეტილებას უწონებს.

ინტერვიუში წყვილმა ბევრ ისეთ ფაქტზე ისაუბრა, რომელიც ბრიტანელებისთვის მოულოდნელობა აღმოჩნდა.

  • დისკუსია მეგანისა და ჰარის შვილის კანის ფერზე

მეგან მარკლის თქმით, მათ ვაჟს, არჩის პრინცის ტიტულზე უარი იმის გამო ეთქვა, რომ სამეფო ოჯახში მის დაბადებამდე ღელავდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი კანის ფერი ექნებოდა ბავშვს. მეგან მარკლის თქმით, ჰარის ოჯახის ერთმა წევრმა ჰკითხა, "რამდენად მუქი" შეიძლებოდა ყოფილიყო შვილის კანი. თუმცა სასექსის ჰერცოგინიამ არ დააკონკრეტა, სამეფო ოჯახის რომელმა წევრმა დასვა ეს კითხვა. ცნობისათვის, 39 წლის მეგან მარკლის დედა შავკანიანია, მამა კი თეთრკანიანი.

  • კონფლიქტი ქეით მიდლტონთან და ატირებული მეგანი

მეგან მარკლმა ინტერვიუში ისაუბრა ქეით მიდლტონთან ურთიერთობის შესახებ და გაიხსენა მომენტი, თუ როგორ ატირა ქეითმა ის სამეფო ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე. ცნობისთვის, ქორწილის შემდეგ, ბრიტანულ მედიაში ქეითისა და მეგანის ჩხუბის შესახებ წერდნენ და აღნიშნავდნენ, რომ მეგანის გამო ქეითმა იტირა, მარკლი კი ახლა ამბობს, რომ სინამდვილეში ყველაფერი პირიქით იყო, თუმცა სიმართლე არავინ თქვა და სამეფო ოჯახმა ის არ დაიცვა, მიუხედავად იმისა, რომ პრესა "საშინელებებს წერდა.“

"სინამდვილეში ყველაფერი პირიქით მოხდა. ქორწილის კვირა მართლაც ძალიან რთული იყო, ის რაღაცის გამო განაწყენდა, კამათობდა, მაგრამ ამას მიხვდა და ბოდიში მოიხადა, ყვავილები გამომიგზავნა ბოდიშის ბარათით. მან გააკეთა ის, რასაც მე გავაკეთებდი რომ მცოდნოდა, ვიღაცას გული ვატკინე“, - თქვა მეგანმა და აღნიშნა, რომ საქმე ეხებოდა ქორწილში მეყვავილე გოგონების კაბებს, რომელზეც ვერ თანხმდებოდნენ.

  • სასახლეში ცხოვრება ისეთი რთული იყო, რომ მეგანს სიცოცხლე აღარ სურდა

მეგან მარკლი ბუკინგების სასახლეში ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდს იხსენებს. მისი თქმით, იყო დრო, როცა ფიქრობდა, რომ მხარს არავინ უჭერდა, საზოგადოებისა და მედიის წნეხი კი ძალიან დიდი იყო და ამ პერიოდში სურდა, რომ ცოცხალი აღარ ყოფილიყო. გამუდმებით სუიციდზე ფიქრობდა და ამის შესახებ ვერავის ეუბნებოდა, თუმცა ბოლოს ჰარის უამბო.

"როცა ასეთი ფიქრები მაწუხებდა მრცხვენოდა თქმის და მრცხვენია ამის აღიარება ჰარისთან, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ვიცი, რამხელა დანაკარგი განიცადა, მაგრამ ვიცოდი, რომ თუ ამას არ ვიტყოდი, ჩემს ფიქრებს რეალობად ვაქცევდი. უბრალოდ აღარ მინდოდა ცოცხალი ვყოფილიყავი. ეს იყო ძალიან მკაფიო, რეალური აზრი, რომელიც არ მტოვებდა“, - თქვა მეგანმა და გაიხსენა ასევე ის, თუ როგორ ანუგეშა ჰარიმ, როდესაც ამის შესახებ შეიტყო.

  • ჰარის კავშირი არ აქვს მამასთან და ძმასთან

ჰარის თქმით, არც მამა ელაპარაკება და არც ძმა. ჩარლზი მის ზარებს არ პასუხობს, თუმცა შეატყობინა, რომ თუ რაიმე სათქმელი ექნებოდა, შეეძლო, წერილობით მიემართა. ამის გამო მამაზე ძალიან ნაწყენია. ჰარის თქმით, ჩარლზმა მას ვერ გაუგო, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე უკეთ უნდა სცოდნოდა, თავისი წარსულის გამო, ჰარის განცდების შესახებ.

  • წყვილს კარგი ურთიერთობა აქვს დედოფალთან

ერთადერთი მხარდამჭერი და გულშემატკივარი ამ ეტაპზე სასახლიდან ბებია, დედოფალი ელისაბედია და მიუხედავად ბრიტანეთიდან წასვლისა, ის შვილიშვილთან კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს. "გასული წლის მანძილზე იმაზე მეტი ვისაუბრე ბებიასთან, ვიდრე მთელი ცხოვრების განმავლობაში, ჩვენ ნამდვილად კარგად ვუგებთ ერთმანეთს და მე და ბებიას ნამდვილად კარგი ურთიერთობა გავქვს“, - ამბობს ჰარი. მისივე თქმით, ელისაბედს ზუმის საშუალებით ხშირად ესაუბრებიან.

  • ჰარის სამეფო ოჯახმა ფინანსური დახმარება შეუწყვიტა

პრინცის თქმით, ოჯახმა დაფინანსება 2020 წლის დასაწყისიდანვე შეუწყვიტა, რის შემდეგაც, მან და მეგანმა Netflix-სა და Spotify-სთან გააფორმეს კონტრაქტები, ისინი მონაწილეობდნენ პოდკასტებში და ფულს ასე გამოიმუშავებდნენ. გარდა ამისა, ისინი იყენებდნენ თანხას, რომელიც ჰარის დედისგან, პრინცესა დაიანასგან მემკვიდრეობით ერგო. "მე მივიღე თანხა, რომელიც დედამ დამიტოვა, მისი მემკვიდრეობის გარეშე ვერაფერს შევძლებდი. ვფიქრობ, ის წინასწარ გრძნობდა, რომ მისი მხარდაჭერა ძალიან დამჭირდებოდა“, - თქვა პრინცმა.

  • მეგანმა და ჰარიმ საჯარო სამეფო ქორწილამდე სამი დღით ადრე საიდუმლოდ იქორწინეს

2018 წელს მილიონობით ადამიანმა ნახა მეგანისა და ჰარის ქორწილი. ცერემონია სხვადასხვა ქვეყნებში პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. როგორც აღმოჩნდა, ამ ცერემონიას წინ უძღვოდა სამი დღით ადრე საიდუმლო ქორწინება, ხალხის თვალისგან მოშორებით. "დავურეკეთ არქიეპისკოპოსს და ვუთხარით, ეს სანახობა მსოფლიოსთვისაა, მაგრამ ჩვენ გვსურს ჩვენს შორის იყოს მხოლოდ კავშირი.“

  • "წავედი იმიტომ, რომ ოჯახი მხარს არ მიჭერდა“

პრინცის თქმით, ის წავიდა, რადგანაც ოჯახი ვერ უგებდა და მხარს არ უჭერდნენ. ხედავდა, რომ შესაძლო იყო დაიანას ისტორია გამეორებულიყო და მის ცოლს იგივე გადაეტანა, რაც დედამ. ჰარის თქმით, სასახლის მცხოვრებლები და პრიტანული პრესა მეგანს ისე ექცეოდა, როგორც დაიანას. უფრო მეტიც, ყველაფერს რასისტული გამონათქვამებიც ემატებოდა.

  • ჰარი ამბობს, რომ სამეფო ოჯახს ტაბლოიდების ეშინია

პრინცის თქმით, არასდროს არ აკრიტიკებს სამეფო ოჯახი ყვითელ პრესას და რომ ტაბლოიდების ეშინიათ. თითქოს რაღაც უხილავი კავშირია მათ შორის. ჰარი მიიჩნევს, რომ სწორედ ამიტომ, ხმამაღლა არასდროს დაუჭერიათ მხარი მეგანისთვის და სდუმდნენ, როცა მის ცოლს პრესა აბულინგებდა.

  • ჰარის თქმით, ის ვერასდროს შეძლებდა სამეფო ოჯახისგან გათავისუფლებას, რომ არა მეგანი

"მე სამეფო სისტემის ხაფანგში ვიყავი და ვერასდროს შევძლებდი გათავისუფლებას. ისევე ვიყავი ხაფანგში, როგორც ახლა ჩემი ოჯახის წევრები არიან, თუმცა მათ არ სურთ თავის დაღწევა.“

  • პრინცი ბედნიერია

ოპრასთან ინტერვიუში ჰარიმ თქვა, რომ მიუხედავად იმ ტკივილისა, რომელიც სამეფო ოჯახის წევრებმა მიაყენეს, ბედნიერია საკუთარ ოჯახთან, მეგანთან და პატარა არჩისთან ერთად. ზრუნავენ ერთმანეთის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, უსაფრთხოებაზე და ჩვეულებრივი ცხოვრება აქვთ.

  • მეგან მარკლი კი ამბობს, რომ მის ისტორიას პრინცთან ბედნიერი დასასრული ექნება

"ეს უფრო შესანიშნავია, ვიდრე ნებისმიერი ზღაპარი, რომელიც აქამდე წაგიკითხავთ", - ამბობს მეგანი.

  • და ბოლოს, წყვილი გოგონას მოლოდინშია

ზაფხულში მეგანსა და ჰარის მეორე შვილი ეყოლებათ. ოპრასთან კი გაამხილეს, რომ ისინი გოგონას მოლოდინში არიან.

ცნობისთვის, ინტერვიუ CBS-ის ეთერში გავიდა და ეს ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ინტერვიუ იყო. The Wall Street Journal წერს, რომ 7 მილიონიდან 9 მილიონ დოლარამდე გადაუხადა CBS-მა ოპრა უინფრის კომპანიას Harpo Productions-ს ინტერვიუს მომზადებაში. პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის სპიკერი აცხადებს, რომ წყვილს ინტერვიუსთვის თანხა არ აუღია.

პრინცმა ჰარიმ მუშაობა დაიწყო - თანაც ორ სამსახურში: სად დასაქმდა სასექსის ჰერცოგი?

"ჩემი ქვეყნის ნაკრების ღირსების დაცვაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი...დიდხანს არ მიფიქრია" - რას ამბობს გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც ეროვნულ ნაკრებთან პირველად ივარჯიშა

"დათვი, რომელიც შემოეჩვია ოჯახს და ყოველ დღე აკითხავს საკვებისთვის" - ვიდეო, რომელიც ინტერნეტჰიტად იქცა