სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მკითხველები ქალ ავტორებზე: 6 წიგნი გამომცემლობა „პალიტრა L“-სგან
მკითხველები ქალ ავტორებზე: 6 წიგნი გამომცემლობა „პალიტრა L“-სგან

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში თა­ნას­წო­რო­ბის იდეა ერთ-ერთი ფუნ­და­მენ­ტუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბაა, მა­ინც არ­სე­ბო­ბენ ქა­ლე­ბი, რომ­ლებ­საც სა­კუ­თა­რი თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბის­თვის, უფ­ლე­ბე­ბის­თვის და, რიგ შემ­თხვე­ვებ­ში, გა­დარ­ჩე­ნის­თვი­საც კი უწევთ ბრძო­ლა. 8 მარ­ტი სწო­რედ ის დღეა, რო­მე­ლიც ქალ­თა ყო­ველ­დღი­ურ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბებს გვახ­სე­ნებს.

მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რა არა­ერთ ძლი­ერ ქალ პერ­სო­ნაჟს ით­ვლის. თუმ­ცა, ამას­თა­ვე, გვინ­და გი­ამ­ბოთ ქალ ავ­ტო­რებ­ზეც, რომ­ლე­ბიც წა­რუშ­ლელ კვალს ტო­ვე­ბენ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე, რო­გორ წე­რის სტი­ლის, ასე­ვე ში­ნა­არ­სობ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სი­თაც.

ბევ­რი ვი­ფიქ­რეთ თუ ცოტა, გი­ზი­ა­რებთ გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“-ის ერ­თგუ­ლი მკი­თხვე­ლე­ბის ფა­ვო­რიტ 6 წიგნს ქალი ავ­ტო­რე­ბის­გან:

მა­დე­ლინ მი­ლე­რი - „კირ­კე“

მთარ­გმნე­ლი: სა­ლო­მე ჩი­ტა­ძე

მკი­თხვე­ლის აზ­რით: „წა­კი­თხვის­თა­ნა­ვე შე­მიყ­ვარ­და! თუ მოგ­წონთ ბერ­ძნუ­ლი მი­თო­ლო­გია, კომ­პლექ­სუ­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბი, თავ­გა­და­სავ­ლე­ბი, სის­ხლისღვრა, ღა­ლა­ტი და ურჩხუ­ლე­ბი - პირ­და­პი­რი და გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბით - აუ­ცი­ლებ­ლად წა­ი­კი­თხეთ ეს წიგ­ნი“.

გა­მომ­ცემ­ლო­ბის აზ­რით: „მი­თო­ლო­გი­ამ ალ­ბათ ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი ქალ­თა სა­ხე­ე­ბი დაგ­ვი­ტო­ვა. კირ­კე, მზის ღმერ­თის, ტი­ტან ჰე­ლი­ო­სის ქა­ლიშ­ვი­ლია, თუმ­ცა ადა­მი­ა­ნურ გრძნო­ბას - მარ­ტო­ო­ბას ებ­რძვის. მა­დე­ლინ მი­ლერ­მა თა­ვის ბესტსე­ლერ­ში შეძ­ლო და სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სო­ნა­ჟი­სა და მის­ტი­უ­რი გა­რე­მოს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბით, თა­ნა­მედ­რო­ვე თვა­ლით დაგ­ვა­ნა­ხა თუ სად ხვდე­ბა ერ­თმა­ნეთს ოლიმ­პო­ე­ლი ღმერ­თე­ბი­სა და უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა“.

ჩი­მა­მან­და ნგო­ზი ადი­ჩი - „ყვე­ლა­ნი ფე­მი­ნის­ტე­ბი უნდა ვი­ყოთ“

მთარ­გმნე­ლი: სა­ლო­მე ბე­ნი­ძე

მკი­თხვე­ლის აზ­რით: „ეს წიგ­ნი ერთი ჩაჯ­დო­მით წა­ვი­კი­თხე, სა­ნამ ბარ­ში მე­გო­ბარს ვე­ლო­დე­ბო­დი და მთე­ლი კი­თხვის მან­ძილ­ზე ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად თავს ვაქ­ნევ­დი. ეს არის ჩემ­თვის ერ­თა­დერ­თი და­მა­ჯე­რე­ბე­ლი ესე ფე­მი­ნიზ­მის შე­სა­ხებ“.

გა­მომ­ცემ­ლო­ბის აზ­რით: „თუ ჯერ კი­დევ გე­პა­რე­ბათ ეჭვი, ნი­გე­რი­ე­ლი მწერ­ლის ეს ესე ნამ­დვი­ლად და­გარ­წმუ­ნებთ რომ სი­ტყვა „ფე­მი­ნიზ­მის“ არ უნდა გე­ში­ნო­დეთ. ამ წიგნ­ში ავ­ტო­რი ცდი­ლობს თითი არ გა­იშვრი­ოს და არ და­ა­და­ნა­შა­უ­ლოს მა­მა­კა­ცე­ბი იმ კულ­ტუ­რუ­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბის­თვის, რო­მელ­შიც და­ი­ბად­ნენ. ამის ნაც­ვლად, იგი გთა­ვა­ზობთ წყნარ, მწყობრ და ლო­გი­კურ არ­გუ­მენ­ტებს პო­ზი­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის მი­საღ­წე­ვად, რომ­ლე­ბიც, დაგ­ვე­თან­ხმე­ბით, ნამ­დვი­ლად სჭირ­დე­ბა სამ­ყა­როს”.

სე­ლესტ ინგი - „ყველ­გან ხან­ძრის კე­რე­ბია“

მთარ­გმნე­ლი: ანა ნემ­სიწ­ვე­რი­ძე

მკი­თხვე­ლის აზ­რით: „ამ­ბის სტრუქ­ტუ­რა გა­მარ­თუ­ლია, პერ­სო­ნა­ჟე­ბი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და დახ­ვე­წი­ლი. რა­სიზ­მი, კლა­სობ­რი­ვი უთან­ხმო­ე­ბე­ბი, ხე­ლო­ვა­ნი ქა­ლე­ბის ბედი... მე პი­რა­დად, ვგიჟ­დე­ბი ასე­თი რო­მა­ნე­ბის კი­თხვა­ზე“.

გა­მომ­ცემ­ლო­ბის აზ­რით: “ჩვენც გავ­გიჟ­დით! ამ წიგნ­ში ერ­თმა­ნე­თის­გან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ ქა­ლებს შეხ­ვდე­ბით - იდუ­მა­ლი ხე­ლო­ვანს, მარ­ტო­ხე­ლა დე­და­სა თუ თი­ნე­ი­ჯერ გო­გოს. ამე­რი­კუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი უბ­რა­ლო, მკა­ფიო და დი­ნა­მი­უ­რი თხრო­ბის სტი­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე მკი­თხვე­ლის­თვის ნაც­ნო­ბი გა­რე­მო სე­ლესტ ინ­გის ამ წიგნს ერთ-ერთ გა­მორ­ჩე­ულ სა­კი­თხა­ვად აქ­ცევს. შე­გიძ­ლი­ათ ასე­ვე ნა­ხოთ წიგ­ნის მი­ხედ­ვით გა­და­ღე­ბუ­ლი მი­ნი­სე­რი­ე­ბიც, რო­მელ­შიც მთა­ვარ რო­ლებს რიზ უი­ზერ­სპუ­ნი და კერი ვა­შინგტო­ნი ას­რუ­ლე­ბენ.

ელიფ შა­ფა­ქი - „რო­გორ არ შე­ვი­შა­ლოთ ამ დაქ­სა­სულ მსოფ­ლი­ო­ში“

მთაგ­მნე­ლი: ია ქვა­ჩა­ხია

მკი­თხვე­ლის აზ­რით: „შა­ფა­ქი აქამ­დეც ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და, თუმ­ცა ამ წიგნ­მა პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით გა­და­მა­ტა­ნი­ნა პან­დე­მია და მას­წავ­ლა რო­გორ გავმკლა­ვე­ბო­დი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სი­შო­რის­გან გა­მოწ­ვე­ულ შფოთს“.

გა­მომ­ცემ­ლო­ბის აზ­რით: შა­ფა­ქი ერ­თგან წერს - „არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც შენი ნათ­ქვა­მი არ ეს­მით, მაგ­რამ არი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლებ­საც შენი ფიქ­რიც კი ეს­მით“. თა­ვად ავ­ტო­რიც სწო­რედ უკა­ნას­კნელს მი­ე­კუთ­ვნე­ბა. ის ზუს­ტად ხვდე­ბა რა მშფოთ­ვა­რე სამ­ყა­რო­ში ვცხოვ­რობთ და რო­გორ მოქ­მე­დებს ეს ჩვენს ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ზე. ზუს­ტი გა­მო­სა­ვა­ლი ალ­ბათ არა­ვინ იცის, თუმ­ცა შა­ფა­ქი ცდი­ლობს თა­ვი­სი გა­მოც­დი­ლე­ბა ენერ­გი­უ­ლი­ად, მხი­ა­რუ­ლად გაგ­ვი­ზი­ა­როს და ამ გზით შეგ­ნე­ბუ­ლი ოპ­ტი­მიზ­მის­კენ მოგ­ვი­წო­დოს.

ელი­ზა­ბეტ ჯილ­ბერ­ტი - „ჭამე, ილო­ცე, შე­იყ­ვა­რე“

მთარ­გმნე­ლი: გვან­ცა კე­რე­სე­ლი­ძე

მკი­თხვე­ლის აზ­რით: ლა­მა­ზად მო­ყო­ლი­ლი ამ­ბა­ვია, რო­მე­ლიც წა­კი­თხვი­სას ღი­მილს ხში­რად მოგგვრის. მთა­ვარ­მა გმირ­მა შეძ­ლო და სა­კუ­თარ თავ­ში ნახა უზარ­მა­ზა­რი ძალა მი­ე­ღო წარ­სუ­ლი და ეს­წავ­ლა რო­გორ ყო­ფი­ლი­ყო ბედ­ნი­ე­რი.

გა­მომ­ცემ­ლო­ბის აზ­რით: კარ­ჩა­კე­ტი­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში, ეს წიგ­ნი ნამ­დვი­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლია, რო­მელ­შიც ელი­ზა­ბეტ­თან ერ­თად ინ­დო­ეთ­ში იმოგ­ზა­უ­რებთ და შეძ­ლებთ მო­უს­მი­ნოთ სა­კუ­თარ თავ­სა და სურ­ვი­ლებს, ვინ იცის, სად მი­გიყ­ვა­ნენ?

თი­ნა­თინ ბე­რი­ძე - „მო­პა­რუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი“

მკი­თხვე­ლის აზ­რით: „სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის რომ ეს წიგ­ნი აღვწე­რო, ერთი ამო­სუნ­თქვით იკი­თხე­ბა! წიგნ­მა და­მა­ნა­ხა, რომ თუ თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბი და სა­კუ­თა­რი თა­ვის ფასი გე­ცო­დი­ნე­ბა, ყვე­ლა­ფერს შეძ­ლებ და ყვე­ლას და­უმ­ტკი­ცებ რამ­დე­ნად ძლი­ე­რი ხარ”.

გა­მომ­ცემ­ლო­ბის აზ­რით: ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის „გახ­დი ბესტსე­ლე­რის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი წიგ­ნი კი­დევ ერთხელ გვარ­წმუ­ნებს, რომ ქალ­თა ხმა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ლი­ტე­რა­ტუ­რა­შიც ის­მის. „მო­პა­რუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი“ მსუ­ბუ­ქი სა­კი­თხა­ვია, რო­მელ­შიც ვხვდე­ბით ადა­მი­ა­ნურ დრა­მებს, ტრა­გე­დი­ებს, ტყუ­ი­ლებს.. ავ­ტო­რი ამ ვნე­ბე­ბი­თა და ინ­ტრი­გე­ბით სავ­სე ამ­ბებს ისე ჩამ­თრე­ვად გვიყ­ვე­ბა, სრუ­ლე­ბი­თაც არ არის გა­საკ­ვი­რი, რომ ეს წიგ­ნი მარ­თლაც გახ­და ბესტსე­ლე­რი! აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ თი­ნა­თი­ნის მენ­ტო­რი სამ­წერ­ლო­ბო გზა­ზე შე­სა­ნიშ­ნა­ვი მწე­რა­ლი სა­ლო­მე ბე­ნი­ძე იყო.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“- სთვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ქალ­თა ხმის გაჟ­ღე­რე­ბა, ამი­ტომ გარ­და ამ ტექ­სტე­ბი­სა თუ ავ­ტო­რე­ბი­სა, აპ­რი­ლი­დან მკი­თხველს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა გა­ეც­ნოს ქალ ავ­ტო­რებ­თა წიგ­ნებს სე­რი­ა­ში - „ქა­ლე­ბის კალ­მით“.

ავ­ტო­რი: მა­რი­ამ პა­ი­ჭა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

მკითხველები ქალ ავტორებზე: 6 წიგნი გამომცემლობა „პალიტრა L“-სგან

მკითხველები ქალ ავტორებზე: 6 წიგნი გამომცემლობა „პალიტრა L“-სგან

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამყაროში თანასწორობის იდეა ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულებაა, მაინც არსებობენ ქალები, რომლებსაც საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის, უფლებებისთვის და, რიგ შემთხვევებში, გადარჩენისთვისაც კი უწევთ ბრძოლა. 8 მარტი სწორედ ის დღეა, რომელიც ქალთა ყოველდღიურ წინააღმდეგობებს გვახსენებს.

მსოფლიო ლიტერატურა არაერთ ძლიერ ქალ პერსონაჟს ითვლის. თუმცა, ამასთავე, გვინდა გიამბოთ ქალ ავტორებზეც, რომლებიც წარუშლელ კვალს ტოვებენ ლიტერატურაზე, როგორ წერის სტილის, ასევე შინაარსობრივი თვალსაზრისითაც.

ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა, გიზიარებთ გამომცემლობა „პალიტრა L“-ის ერთგული მკითხველების ფავორიტ 6 წიგნს ქალი ავტორებისგან:

მადელინ მილერი - „კირკე“

მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე

მკითხველის აზრით: „წაკითხვისთანავე შემიყვარდა! თუ მოგწონთ ბერძნული მითოლოგია, კომპლექსური პერსონაჟები, თავგადასავლები, სისხლისღვრა, ღალატი და ურჩხულები - პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით - აუცილებლად წაიკითხეთ ეს წიგნი“.

გამომცემლობის აზრით: „მითოლოგიამ ალბათ ყველაზე შთამბეჭდავი ქალთა სახეები დაგვიტოვა. კირკე, მზის ღმერთის, ტიტან ჰელიოსის ქალიშვილია, თუმცა ადამიანურ გრძნობას - მარტოობას ებრძვის. მადელინ მილერმა თავის ბესტსელერში შეძლო და საინტერესო პერსონაჟისა და მისტიური გარემოს შენარჩუნებით, თანამედროვე თვალით დაგვანახა თუ სად ხვდება ერთმანეთს ოლიმპოელი ღმერთებისა და უბრალო ადამიანების ცხოვრება“.

ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი - „ყველანი ფემინისტები უნდა ვიყოთ“

მთარგმნელი: სალომე ბენიძე

მკითხველის აზრით: „ეს წიგნი ერთი ჩაჯდომით წავიკითხე, სანამ ბარში მეგობარს ველოდებოდი და მთელი კითხვის მანძილზე ძალაუნებურად თავს ვაქნევდი. ეს არის ჩემთვის ერთადერთი დამაჯერებელი ესე ფემინიზმის შესახებ“.

გამომცემლობის აზრით: „თუ ჯერ კიდევ გეპარებათ ეჭვი, ნიგერიელი მწერლის ეს ესე ნამდვილად დაგარწმუნებთ რომ სიტყვა „ფემინიზმის“ არ უნდა გეშინოდეთ. ამ წიგნში ავტორი ცდილობს თითი არ გაიშვრიოს და არ დაადანაშაულოს მამაკაცები იმ კულტურული მოცემულობისთვის, რომელშიც დაიბადნენ. ამის ნაცვლად, იგი გთავაზობთ წყნარ, მწყობრ და ლოგიკურ არგუმენტებს პოზიტიური ცვლილებების მისაღწევად, რომლებიც, დაგვეთანხმებით, ნამდვილად სჭირდება სამყაროს”.

სელესტ ინგი - „ყველგან ხანძრის კერებია“

მთარგმნელი: ანა ნემსიწვერიძე

მკითხველის აზრით: „ამბის სტრუქტურა გამართულია, პერსონაჟები მრავალფეროვანი და დახვეწილი. რასიზმი, კლასობრივი უთანხმოებები, ხელოვანი ქალების ბედი... მე პირადად, ვგიჟდები ასეთი რომანების კითხვაზე“.

გამომცემლობის აზრით: “ჩვენც გავგიჟდით! ამ წიგნში ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ქალებს შეხვდებით - იდუმალი ხელოვანს, მარტოხელა დედასა თუ თინეიჯერ გოგოს. ამერიკული ლიტერატურისთვის დამახასიათებელი უბრალო, მკაფიო და დინამიური თხრობის სტილი და თანამედროვე მკითხველისთვის ნაცნობი გარემო სელესტ ინგის ამ წიგნს ერთ-ერთ გამორჩეულ საკითხავად აქცევს. შეგიძლიათ ასევე ნახოთ წიგნის მიხედვით გადაღებული მინისერიებიც, რომელშიც მთავარ როლებს რიზ უიზერსპუნი და კერი ვაშინგტონი ასრულებენ.

ელიფ შაფაქი - „როგორ არ შევიშალოთ ამ დაქსასულ მსოფლიოში“

მთაგმნელი: ია ქვაჩახია

მკითხველის აზრით: „შაფაქი აქამდეც ძალიან მიყვარდა, თუმცა ამ წიგნმა პირდაპირი მნიშვნელობით გადამატანინა პანდემია და მასწავლა როგორ გავმკლავებოდი საყვარელი ადამიანების სიშორისგან გამოწვეულ შფოთს“.

გამომცემლობის აზრით: შაფაქი ერთგან წერს - „არიან ადამიანები, რომლებსაც შენი ნათქვამი არ ესმით, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც შენი ფიქრიც კი ესმით“. თავად ავტორიც სწორედ უკანასკნელს მიეკუთვნება. ის ზუსტად ხვდება რა მშფოთვარე სამყაროში ვცხოვრობთ და როგორ მოქმედებს ეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ზუსტი გამოსავალი ალბათ არავინ იცის, თუმცა შაფაქი ცდილობს თავისი გამოცდილება ენერგიულიად, მხიარულად გაგვიზიაროს და ამ გზით შეგნებული ოპტიმიზმისკენ მოგვიწოდოს.

ელიზაბეტ ჯილბერტი - „ჭამე, ილოცე, შეიყვარე“

მთარგმნელი: გვანცა კერესელიძე

მკითხველის აზრით: ლამაზად მოყოლილი ამბავია, რომელიც წაკითხვისას ღიმილს ხშირად მოგგვრის. მთავარმა გმირმა შეძლო და საკუთარ თავში ნახა უზარმაზარი ძალა მიეღო წარსული და ესწავლა როგორ ყოფილიყო ბედნიერი.

გამომცემლობის აზრით: კარჩაკეტილობის პირობებში, ეს წიგნი ნამდვილი თავგადასავალია, რომელშიც ელიზაბეტთან ერთად ინდოეთში იმოგზაურებთ და შეძლებთ მოუსმინოთ საკუთარ თავსა და სურვილებს, ვინ იცის, სად მიგიყვანენ?

თინათინ ბერიძე - „მოპარული სიყვარული“

მკითხველის აზრით: „სიტყვები არ მყოფნის რომ ეს წიგნი აღვწერო, ერთი ამოსუნთქვით იკითხება! წიგნმა დამანახა, რომ თუ თავდაჯერებული იქნები და საკუთარი თავის ფასი გეცოდინება, ყველაფერს შეძლებ და ყველას დაუმტკიცებ რამდენად ძლიერი ხარ”.

გამომცემლობის აზრით: ლიტერატურული კონკურსის „გახდი ბესტსელერის“ გამარჯვებული წიგნი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ქალთა ხმა ჩვენი ქვეყნის ლიტერატურაშიც ისმის. „მოპარული სიყვარული“ მსუბუქი საკითხავია, რომელშიც ვხვდებით ადამიანურ დრამებს, ტრაგედიებს, ტყუილებს.. ავტორი ამ ვნებებითა და ინტრიგებით სავსე ამბებს ისე ჩამთრევად გვიყვება, სრულებითაც არ არის გასაკვირი, რომ ეს წიგნი მართლაც გახდა ბესტსელერი! აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თინათინის მენტორი სამწერლობო გზაზე შესანიშნავი მწერალი სალომე ბენიძე იყო.

გამომცემლობა „პალიტრა L“- სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლიტერატურაში ქალთა ხმის გაჟღერება, ამიტომ გარდა ამ ტექსტებისა თუ ავტორებისა, აპრილიდან მკითხველს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს ქალ ავტორებთა წიგნებს სერიაში - „ქალების კალმით“.

ავტორი: მარიამ პაიჭაძე

გურამ გეგეშიძის 6-ტომეულის მესამე ტომი 11 მარტიდან ჟურნალ „გზასთან“ ერთად გამოვა

Top 5 აუდიოწიგნი, რომლებიც მოსაწყენ მგზავრობებს გაგიხალისებთ და დროის ნაყოფიერად გატარებაში დაგეხმარებათ

გამომცემლობა „პალიტრა L“  „დიდი მხატვრების“ სერიას იწყებს - ხმა მიეცით საყვარელ მხატვარს და მიიღეთ მისი ალბომი ყოველთვე