პოლიტიკა
მსოფლიო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Buongiorno იტალიიდან: ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ყველის – „მოცარელას“ ისტორია (+ შემწვარი ყველის სენდვიჩის რეცეპტი)
Buongiorno იტალიიდან: ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ყველის – „მოცარელას“ ისტორია (+ შემწვარი ყველის სენდვიჩის რეცეპტი)

იტა­ლია – ჩემი ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი ქვე­ყა­ნაა, თა­ვი­სი ულა­მა­ზე­სი ად­გი­ლე­ბით, ნა­გე­ბო­ბე­ბი­თა და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი კერ­ძე­ბით. იტა­ლი­ა­ზე და­უს­რუ­ლებ­ლად შე­მიძ­ლია ვი­სა­უბ­რო, მაგ­რამ ამ ბლოგ­ში მინ­და ყვე­ლა­ზე რბი­ლი, „წვნი­ა­ნი“, ახა­ლი და გემ­რი­ე­ლი იტა­ლი­უ­რი ყვე­ლის – „მო­ცა­რე­ლას“ შე­სა­ხებ მო­გიყ­ვეთ.

მო­ცა­რე­ლა (Mozzarella) – ახა­ლი, სწრა­ფად „დამ­წი­ფე­ბუ­ლი“ ყვე­ლია, რო­მე­ლიც ფაქ­ტობ­რი­ვად მომ­ზა­დე­ბის­თა­ნა­ვე უნდა მი­ირ­თვათ. ის წარ­მო­შო­ბით კამ­პა­ნი­ას რე­გი­ო­ნი­და­ნაა და ბოჭ­კო­ვა­ნი ყვე­ლის (pasta filata) ოჯახს მი­ე­კუთ­ვნე­ბა. რბილ ყველს მთელს მსოფ­ლი­ო­ში, უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჰყავს.

მომ­ზა­დე­ბის სი­მარ­ტი­ვი­სა და უნი­ვერ­სა­ლუ­რო­ბის გამო, მას იტა­ლი­ურ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მთა­ვა­რი როლი უჭი­რავს და ევ­რო­პულ სამ­ზა­რე­უ­ლო­შიც მყა­რად მო­ი­კი­და ფეხი. თა­ვად სი­ტყვა „მო­ცა­რე­ლა“, ჩვენს ენა­ზე ითარ­გმნე­ბა რო­გორც „მოჭ­რი­ლი“, გა­წყვე­ტი­ლი“. დღემ­დე, ყვე­ლის ქარ­ხნებ­სა და კერ­ძო ფერ­მებ­ში, სა­დაც ყვე­ლის და­მუ­შა­ვე­ბა ხე­ლით ხდე­ბა, მომ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში კვლა­ვაც ძველ „მოჭ­რის“ მე­თოდს იყე­ნე­ბენ.

თუ ერთხელ მა­ინც გა­სინ­ჯავთ მო­ცა­რე­ლას, მას­ზე უარს ვე­ღა­რა­სო­დეს იტყვით.

თავ­და­პირ­ვე­ლად, „მო­ცა­რე­ლას“ კა­მე­ჩის რძის­გან ამ­ზა­დებ­დნენ. მისი წარ­მო­შო­ბის ზუს­ტი ის­ტო­რია დღემ­დე უც­ნო­ბია. ზოგი ამ­ბობს, რომ კა­მე­ჩე­ბი იტა­ლი­ა­ში პირ­ვე­ლად ჰა­ნი­ბალ ბარ­კამ შე­მო­იყ­ვა­ნა, რო­მე­ლიც კარ­თა­გე­ნის მხე­დარ­თმთა­ვა­რი და რო­მის რეს­პუბ­ლი­კის მო­სის­ხლე მტე­რი იყო. სხვა ვერ­სი­ით, კა­მე­ჩე­ბი არა­ბებ­მა, ან ინ­დუ­სებ­მა შე­მო­იყ­ვა­ნეს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, ყვე­ლის ეს სა­ხე­ო­ბა მე-12 სა­უ­კუ­ნე­ში გა­მოჩ­ნდა და ის სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით გა­მო­ი­გო­ნეს. იმ პე­რი­ოდ­ში, რო­გორც ცნო­ბი­ლია არ იყო მა­ცივ­რე­ბი და პა­ტა­რა ქა­ლა­ქი კამ­პა­ნი­ას ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა, რძეს სარ­დაფ­ში ინა­ხავ­და. ერთხე­ლაც, ვი­ღა­ცას და­ა­ვი­წყდა შე­ნა­ხუ­ლი რძე და რო­დე­საც გა­ახ­სენ­და, აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ის მრგვა­ლი ფორ­მის ყვე­ლად გა­დაქ­ცე­უ­ლი­ყო, რო­მელ­საც შიგ­ნით ნაზი ხა­ჭოს მასა ჰქონ­და.

დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, ყვე­ლი იტა­ლი­ის ყვე­ლა რე­გი­ონ­ში გავ­რცელ­და. დღე­ი­სათ­ვის, სა­უ­კე­თე­სო მო­ცა­რე­ლას კა­ზერ­ტა­სა და ბატ­ტი­ფა­ლი­ას რე­გი­ო­ნებ­ში ამ­ზა­დე­ბენ. მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში, იტა­ლი­ამ ჭა­ო­ბი­ა­ნი ად­გი­ლე­ბის გა­მოშ­რო­ბის რე­ფორ­მა წა­მო­ი­წყო. კა­მე­ჩე­ბის­თვის კი ასე­თი გა­რე­მო იდე­ა­ლუ­რია. ამ მხრივ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­და კა­მე­ჩე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და გლე­ხებ­მაც, მო­ცა­რე­ლას წარ­მო­ე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ძრო­ხის რძი­სა­გან და­ი­წყეს.

ამ ყვე­ლის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი თვი­სე­ბა მისი წელ­ვა­დი ტექ­სტუ­რაა. რძე გან­სა­ზღვრულ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე იხარ­შე­ბა, რის შემ­დე­გაც, შრა­ტი იწყებს გა­მო­ყო­ფას. მა­სას გა­ნუ­წყვეტ­ლივ ურე­ვენ. ნელ-ნელა ფორ­მუ­ლირ­დე­ბა ბლან­ტი მასა – pasta filata. რაც ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სოა, მწარ­მო­ებ­ლე­ბი იწყე­ბენ ბურ­თე­ბის ძერ­წვას და ყვე­ლის მოჭ­რას (mozzare). პრო­ცე­სი არ არის მარ­ტი­ვი. ყვე­ლის ოს­ტა­ტე­ბი დიდი სი­ნა­ზი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით წე­ლა­ვენ ყველს, აკე­თე­ბენ გლუვ ბურ­თუ­ლებს, რომ­ლე­ბიც ერთი ზო­მის და თა­ნა­ბა­რი უნდა იყოს. შემ­დეგ, მო­ცა­რე­ლას მა­რი­ლი­ან ხსნარ­ში ათავ­სე­ბენ, რომ სირ­ბი­ლე და წვნი­ა­ნო­ბა დიდი ხნით შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს.

ახალ მო­ცა­რე­ლას აქვს ნა­ღე­ბის გემო, რბი­ლი ტექ­სტუ­რა და ფა­ფუკ ღრუ­ბელს მოგ­ვა­გო­ნებს. რო­დე­საც ბურ­თუ­ლას და­ნით გაჭ­რით, იქი­დან თეთ­რი რძე უნდა გად­მო­ვი­დეს. ეს პრო­დუქ­ტი აუ­ცი­ლებ­ლად ახა­ლი მომ­ზა­დე­ბუ­ლი უნდა მი­ირ­თვათ, ამი­ტომ, ყვე­ლის სხვა სა­ხე­ო­ბე­ბი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით, მისი ტრან­სპორ­ტი­რე­ბის სა­კი­თხი შე­და­რე­ბით პრობ­ლე­მა­ტუ­რია და ბევ­რი ქვე­ყა­ნა უპი­რა­ტე­სო­ბას ად­გი­ლობ­რივ წარ­მო­ე­ბას ანი­ჭებს, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა ყვე­ლი ახა­ლი მი­ირ­თვათ და ამას­თან, მისი ფა­სიც საგ­რძნობ­ლად მცირ­დე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში „მო­ცა­რე­ლას“ წარ­მო­ე­ბა­ზე ექ­სკლუ­ზი­ვი კომ­პა­ნია „ნი­კო­რას“ ეკუთ­ვნის. „დღის პრო­დუქ­ტე­ბი“ – „ნი­კო­რას“ ჰოლ­დინ­გის ქვეშ შე­მა­ვა­ლი რძის პრო­დუქ­ტე­ბის ქარ­თუ­ლი ბრენ­დია, რო­მე­ლიც „მო­ცა­რე­ლას“ აწარ­მო­ებს. რო­გორც თა­ვად კომ­პა­ნი­ას­თან გა­ვარ­კვიე, ქარ­თუ­ლი მო­ცა­რე­ლას დამ­ზა­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გია იტა­ლი­უ­რის იდენ­ტუ­რია და იგი­ვე წე­სე­ბის დაც­ვით მიმ­დი­ნა­რე­ობს. გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ძრო­ხის პას­ტე­რი­ლე­ბურ რძე­ზე დამ­ზა­დე­ბუ­ლი ნედ­ლე­უ­ლი. იტა­ლი­უ­რი მე­თო­დის მსგავ­სად, ყვე­ლის ბურ­თუ­ლე­ბი მა­რი­ლი­ა­ნი წყლის ხსნარ­ში იდე­ბა და მა­ღა­ზი­ის დახ­ლებ­ზე შე­ფუ­თულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მი­დის.

ბო­ნუ­სად, გთა­ვა­ზობთ უგემ­რი­ე­ლე­სი მო­ცა­რე­ლას სენდვი­ჩის რე­ცეპტს, რო­მე­ლიც დიდი ალ­ბა­თო­ბით, ჯერ არ გა­გი­სინ­ჯავთ.

ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი:

მო­ცა­რე­ლა 140 გრ.

ტოს­ტის პური 8 ნა­ჭე­რი

კვერ­ცხი 3 ცალი

რძე 3 ს/კ.

სე­ზა­მის ან სი­მინ­დის ზეთი 1 ჭიქა

პილ­პი­ლი 1 ჩ/კ

მა­რი­ლი გე­მოვ­ნე­ბით

მომ­ზა­დე­ბის წესი:

ტოს­ტის პურს ჩა­მო­ა­ჭე­რით კი­დე­ე­ბი. მო­ცა­რე­ლა და­ჭე­რით პუ­რის სის­ქე­ზე და მო­ა­ყა­რეთ ცო­ტა­ო­დე­ნი მა­რი­ლი. და­ა­ლა­გეთ სა­წურ­ზე, რომ წვე­ნი გა­მო­უ­ვი­დეს.

გა­ა­კე­თეთ 4 ბუ­ტერბრო­დი.

კვერ­ცხე­ბი ათ­ქვი­ფეთ რძეს­თან ერ­თად, და­უ­მა­ტეთ მა­რი­ლი.

ბუ­ტერბრო­დე­ბი ამო­ავ­ლეთ ფქვილ­ში, მსუ­ბუ­ქად და­ფერ­თხეთ და სწრა­ფად ამო­ა­წეთ კვერ­ცხის მა­სა­ში და შეწ­ვით ცხელ ზე­თი­ან ტა­ფა­ში, ორი­ვე მხრი­დან.

სენდვი­ჩე­ბი და­ა­ლა­გეთ ქა­ღალ­დის ხელ­სა­ხოც­ზე, რომ ზედ­მე­ტი ცხი­მი შე­ი­წო­ვოს. მი­ირ­თვით ცხელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, სა­ნამ ყვე­ლი წელ­ვა­დო­ბას არ და­კარ­გავს.

მო­ცა­რე­ლა­თი მომ­ზა­დე­ბუ­ლი გემ­რი­ე­ლო­ბე­ბის სია უსას­რუ­ლოა. ის იდე­ა­ლუ­რია სა­ლა­თებ­ში, პი­ცის­თვის, პას­ტა­ში და სხვ. ეს ყვე­ლი იდე­ა­ლუ­რი და სა­უ­კე­თე­სოა.

წყა­რო: https://teasblogi.wordpress.com

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mari
3

ქართული ჩეჩილი ბევრად ჯობია და უფრო კარგი ტექსტურა აქვს, უფრო იაფია და ნაკლები დაფასება აქვს

თემური
4

სულგუნთან ახლოსაც ვერ მიდის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

Buongiorno იტალიიდან: ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ყველის – „მოცარელას“ ისტორია (+ შემწვარი ყველის სენდვიჩის რეცეპტი)

Buongiorno იტალიიდან: ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ყველის – „მოცარელას“ ისტორია (+ შემწვარი ყველის სენდვიჩის რეცეპტი)

იტალია – ჩემი ყველაზე საყვარელი ქვეყანაა, თავისი ულამაზესი ადგილებით, ნაგებობებითა და განუმეორებელი კერძებით. იტალიაზე დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ ამ ბლოგში მინდა ყველაზე რბილი, „წვნიანი“, ახალი და გემრიელი იტალიური ყველის – „მოცარელას“ შესახებ მოგიყვეთ.

მოცარელა (Mozzarella) – ახალი, სწრაფად „დამწიფებული“ ყველია, რომელიც ფაქტობრივად მომზადებისთანავე უნდა მიირთვათ. ის წარმოშობით კამპანიას რეგიონიდანაა და ბოჭკოვანი ყველის (pasta filata) ოჯახს მიეკუთვნება. რბილ ყველს მთელს მსოფლიოში, უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს.

მომზადების სიმარტივისა და უნივერსალურობის გამო, მას იტალიურ სამზარეულოში მთავარი როლი უჭირავს და ევროპულ სამზარეულოშიც მყარად მოიკიდა ფეხი. თავად სიტყვა „მოცარელა“, ჩვენს ენაზე ითარგმნება როგორც „მოჭრილი“, გაწყვეტილი“. დღემდე, ყველის ქარხნებსა და კერძო ფერმებში, სადაც ყველის დამუშავება ხელით ხდება, მომზადების პროცესში კვლავაც ძველ „მოჭრის“ მეთოდს იყენებენ.

თუ ერთხელ მაინც გასინჯავთ მოცარელას, მასზე უარს ვეღარასოდეს იტყვით.

თავდაპირველად, „მოცარელას“ კამეჩის რძისგან ამზადებდნენ. მისი წარმოშობის ზუსტი ისტორია დღემდე უცნობია. ზოგი ამბობს, რომ კამეჩები იტალიაში პირველად ჰანიბალ ბარკამ შემოიყვანა, რომელიც კართაგენის მხედართმთავარი და რომის რესპუბლიკის მოსისხლე მტერი იყო. სხვა ვერსიით, კამეჩები არაბებმა, ან ინდუსებმა შემოიყვანეს. გავრცელებული ლეგენდის თანახმად, ყველის ეს სახეობა მე-12 საუკუნეში გამოჩნდა და ის სრულიად შემთხვევით გამოიგონეს. იმ პერიოდში, როგორც ცნობილია არ იყო მაცივრები და პატარა ქალაქი კამპანიას ადგილობრივი მოსახლეობა, რძეს სარდაფში ინახავდა. ერთხელაც, ვიღაცას დაავიწყდა შენახული რძე და როდესაც გაახსენდა, აღმოაჩინა, რომ ის მრგვალი ფორმის ყველად გადაქცეულიყო, რომელსაც შიგნით ნაზი ხაჭოს მასა ჰქონდა.

დროთა განმავლობაში, ყველი იტალიის ყველა რეგიონში გავრცელდა. დღეისათვის, საუკეთესო მოცარელას კაზერტასა და ბატტიფალიას რეგიონებში ამზადებენ. მეოცე საუკუნის დასაწყისში, იტალიამ ჭაობიანი ადგილების გამოშრობის რეფორმა წამოიწყო. კამეჩებისთვის კი ასეთი გარემო იდეალურია. ამ მხრივ მნიშვნელოვნად შემცირდა კამეჩების რაოდენობა და გლეხებმაც, მოცარელას წარმოება ჩვეულებრივი ძროხის რძისაგან დაიწყეს.

ამ ყველის დამახასიათებელი და გამორჩეული თვისება მისი წელვადი ტექსტურაა. რძე განსაზღვრულ ტემპერატურაზე იხარშება, რის შემდეგაც, შრატი იწყებს გამოყოფას. მასას განუწყვეტლივ ურევენ. ნელ-ნელა ფორმულირდება ბლანტი მასა – pasta filata. რაც ყველაზე საინტერესოა, მწარმოებლები იწყებენ ბურთების ძერწვას და ყველის მოჭრას (mozzare). პროცესი არ არის მარტივი. ყველის ოსტატები დიდი სინაზითა და სიყვარულით წელავენ ყველს, აკეთებენ გლუვ ბურთულებს, რომლებიც ერთი ზომის და თანაბარი უნდა იყოს. შემდეგ, მოცარელას მარილიან ხსნარში ათავსებენ, რომ სირბილე და წვნიანობა დიდი ხნით შეინარჩუნოს.

ახალ მოცარელას აქვს ნაღების გემო, რბილი ტექსტურა და ფაფუკ ღრუბელს მოგვაგონებს. როდესაც ბურთულას დანით გაჭრით, იქიდან თეთრი რძე უნდა გადმოვიდეს. ეს პროდუქტი აუცილებლად ახალი მომზადებული უნდა მიირთვათ, ამიტომ, ყველის სხვა სახეობებისაგან განსხვავებით, მისი ტრანსპორტირების საკითხი შედარებით პრობლემატურია და ბევრი ქვეყანა უპირატესობას ადგილობრივ წარმოებას ანიჭებს, რაც საშუალებას იძლევა ყველი ახალი მიირთვათ და ამასთან, მისი ფასიც საგრძნობლად მცირდება.

საქართველოში „მოცარელას“ წარმოებაზე ექსკლუზივი კომპანია „ნიკორას“ ეკუთვნის. „დღის პროდუქტები“ – „ნიკორას“ ჰოლდინგის ქვეშ შემავალი რძის პროდუქტების ქართული ბრენდია, რომელიც „მოცარელას“ აწარმოებს. როგორც თავად კომპანიასთან გავარკვიე, ქართული მოცარელას დამზადების ტექნოლოგია იტალიურის იდენტურია და იგივე წესების დაცვით მიმდინარეობს. გამოიყენება ძროხის პასტერილებურ რძეზე დამზადებული ნედლეული. იტალიური მეთოდის მსგავსად, ყველის ბურთულები მარილიანი წყლის ხსნარში იდება და მაღაზიის დახლებზე შეფუთულ მდგომარეობაში მიდის.

ბონუსად, გთავაზობთ უგემრიელესი მოცარელას სენდვიჩის რეცეპტს, რომელიც დიდი ალბათობით, ჯერ არ გაგისინჯავთ.

ინგრედიენტები:

მოცარელა 140 გრ.

ტოსტის პური 8 ნაჭერი

კვერცხი 3 ცალი

რძე 3 ს/კ.

სეზამის ან სიმინდის ზეთი 1 ჭიქა

პილპილი 1 ჩ/კ

მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

ტოსტის პურს ჩამოაჭერით კიდეები. მოცარელა დაჭერით პურის სისქეზე და მოაყარეთ ცოტაოდენი მარილი. დაალაგეთ საწურზე, რომ წვენი გამოუვიდეს.

გააკეთეთ 4 ბუტერბროდი.

კვერცხები ათქვიფეთ რძესთან ერთად, დაუმატეთ მარილი.

ბუტერბროდები ამოავლეთ ფქვილში, მსუბუქად დაფერთხეთ და სწრაფად ამოაწეთ კვერცხის მასაში და შეწვით ცხელ ზეთიან ტაფაში, ორივე მხრიდან.

სენდვიჩები დაალაგეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რომ ზედმეტი ცხიმი შეიწოვოს. მიირთვით ცხელ მდგომარეობაში, სანამ ყველი წელვადობას არ დაკარგავს.

მოცარელათი მომზადებული გემრიელობების სია უსასრულოა. ის იდეალურია სალათებში, პიცისთვის, პასტაში და სხვ. ეს ყველი იდეალური და საუკეთესოა.

წყარო: https://teasblogi.wordpress.com

რა არის და როგორ უწყობს ხელს საკონკურსო პროექტი "დიდგორელი" განათლებას?

კერძი, რომელიც საუკუნეებს ითვლის - უგემრიელესი უელსის რეარბიტსის სწრაფი რეცეპტი შეფისგან

MIT-ს სამეწარმეო ქსელში გაწევრიანების შემდეგ, BTU-ს სტარტაპ ფონდი მასშტაბებს აფართოებს