მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
70-იანი წლების სოხუმში გადაღებული ფილმი, სადაც 23 წლის თემურ წიკლაურის სამსახიობო დებიუტი შედგა - როგორ იხსნებდა რეჟისორი ახალგაზრდა მომღერალს
70-იანი წლების სოხუმში გადაღებული ფილმი, სადაც 23 წლის თემურ წიკლაურის სამსახიობო დებიუტი შედგა - როგორ იხსნებდა რეჟისორი ახალგაზრდა მომღერალს

„სი­ნათ­ლე ჩვენს ფან­ჯრებ­ში“ რე­ჟი­სორ გუ­გუ­ლი მგე­ლა­ძის ის ნა­მუ­შე­ვა­რია, რო­მელ­შიც მომ­ღე­რალ თე­მურ წიკ­ლა­უ­რის რო­გორც მსა­ხი­ო­ბის დე­ბი­უ­ტი შედ­გა. ცოტა ხნის წინ, ამ ფილ­მის ეპი­ზო­დე­ბი, სხვა­დას­ხვა ტე­ლე­არ­ხის სა­შუ­ა­ლე­ბით, არა­ერ­თხელ ვი­ხი­ლეთ კი­დეც, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო საყ­ვა­რელ მომ­ღე­რალს ეთხო­ვე­ბო­და...

თე­მურ წიკ­ლა­ურ­მა ამ ფილმში ნო­და­რის (ბე­ლა­ფონ­ტე) სახე შექ­მნა და რო­გორც რე­ჟი­სო­რი ამ­ბობ­და, შე­სა­ნიშ­ნა­ვი პარტნი­ო­რო­ბა გა­უ­წია, ქარ­თუ­ლი კი­ნოს ვარ­სკვლა­ვებს... იმის გამო, რომ მისი პერ­სო­ნა­ჟი, სხვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ფილ­მის მსვლე­ლო­ბის მან­ძილ­ზე, მღე­რის და გი­ტა­რა­ზე უკ­რავს, ამი­ტომ, მის­თვის ამე­რი­კე­ლი მომ­ღერ­ლის და მსა­ხი­ო­ბის ბე­ლა­ფონ­ტეს სა­ხე­ლი შე­ურ­ქმე­ვი­ათ...

„მეც არ ვიცი, ვის და­ვე­ძებ, მეც არ ვიცი, რა მინ­და, ამ ძებ­ნა­ში სი­ჭა­ბუ­კის ნა­ხე­ვა­რი გა­ვი­და“ - ეს არის კომ­პო­ზი­ტორ ნუგ­ზარ ვა­წა­ძის სიმ­ღე­რა, რა­საც ბა­ტო­ნი თე­მუ­რის პერ­სო­ნა­ჟი ას­რუ­ლებს.

„სი­ნათ­ლე ჩვენს ფან­ჯრებ­ში“ 1969 წელს გა­და­ი­ღეს. გა­და­ღე­ბე­ბი უმე­ტე­სად სო­ხუმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე. სცე­ნა­რის ავ­ტო­რი ცნო­ბი­ლი კი­ნოდ­რა­მა­ტურ­გი სუ­ლი­კო ჟღენ­ტია. თე­მურ წიკ­ლა­უ­რი პარტნი­ო­რო­ბას უწევს - დოდო აბა­ში­ძეს (ალექ­სან­დრე), ასე­ვე გრი­გოლ წი­ტა­იშ­ვილს (გე­რა­სი­მე), თა­მაზ თო­ლო­რა­ი­ას (ბი­ძი­ნა). ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ მსა­ხი­ო­ბე­ბი - რუ­სუ­დან კიკ­ნა­ძე (ტატა), ლე­ი­ლა ყი­ფი­ა­ნი (მა­რი­ნე), ლალი მეს­ხი (ლია), ნა­ნუ­ლი პირ­ვე­ლი (გა­ლი­ნა)...

ნაჩ­ვე­ნე­ბია გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 60-იანი წლე­ბი, მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მო­მუ­შა­ვე ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლე­ბიც ცხოვ­რე­ბის და­სა­წყის­ში და სა­კუ­თა­რი თა­ვის ძი­ე­ბა­ში არი­ან და ჯერ სირ­თუ­ლე­ე­ბის პი­რის­პირ არცკი აღ­მო­ჩე­ნი­ლან, მაგ­რამ მე­გობ­რის მო­უ­ლოდ­ნე­ლი და­ღუპ­ვა მათ­თვის პირ­ვე­ლი ტკი­ვი­ლი და სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოც­დაა (გე­რა­სი­მე მშე­ნებ­ლო­ბა­ზე უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის მსხვერ­პლი ხდე­ბა, რაც ფილ­მის სი­უ­ჟეტს ამ­ძი­მებს)... თბი­ლი, მხი­ა­რუ­ლი და სევ­დი­ა­ნი ფილ­მი მას­ში მო­ნა­წი­ლე მსა­ხი­ო­ბე­ბით მა­ყუ­რებ­ლის­თვის თა­ვი­დან­ვე საყ­ვა­რე­ლი გახ­და...

„ლა­მის ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნე გა­ვი­და, რაც „სი­ნათ­ლე ჩვენს ფან­ჯრებ­ში“ ტე­ლე­ეკ­რა­ნებ­ზე გა­მოჩ­ნდა და მა­ყუ­რე­ბე­ლი კი­დევ ვერ ივი­წყებს. რას ვი­ფიქ­რებ­დი, რომ გა­ვი­დო­და რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წელი და ხალ­ხში ისევ იცო­ცხლებ­და, გა­მო­დის, ტყუ­ი­ლად არ მიშ­რო­მია... სცე­ნა­რის ავ­ტო­რი ჩემი მე­გო­ბა­რი, კი­ნოდ­რა­მა­ტურ­გი სუ­ლი­კო ჟღენ­ტია. ერთხელ ცკ-ს მე­სა­მე მდი­ვან­მა (ქალ­ბა­ტონ­მა) და­მი­ბა­რა და მკი­თხა, - ბა­ტო­ნო გუ­გუ­ლი, რამე ახა­ლი სი­უ­ჟე­ტი ხომ არ გაქვთ, რომ გა­და­ი­ღოთ? ვუ­თხა­რი, რომ ორი იდეა მქონ­და და ვუ­ამ­ბე ჩემი მე­გო­ბა­რი სცე­ნა­რის­ტის სუ­ლი­კო ჟღენ­ტის შე­სა­ხე­ბაც. მა­შინ სუ­ლი­კო ბა­თუმ­ში იყო. და­ვუ­რე­კე და ჩა­მო­ვი­და. მი­ვა­წო­დე იდეა, რა თე­მა­ზე მინ­დო­და ფილ­მის გა­და­ღე­ბა და და­წე­რა. რა­ღა­ცე­ბი შევ­ცვა­ლე, და­ვუ­მა­ტე, ძი­რი­თა­დი სცე­ნა­რი კი იგი­ვე დარ­ჩა,“ - ყვე­ბო­და რე­ჟი­სო­რი გუ­გუ­ლი მგე­ლა­ძე წლე­ბის წინ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ალექ­სან­დრეს, მთა­ვა­რი გმი­რის როლ­ზე თურ­მე ორი მსა­ხი­ო­ბი მო­ი­აზ­რე­ბო­და: ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძე და დოდო აბა­ში­ძე. ორი­ვე გა­უ­სინ­ჯავთ, მაგ­რამ ერო­სის რომ გა­უ­გია, დო­დოც ამ როლ­ზე უნ­დო­დათ, უარი უთ­ქვამს. მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ და არ უნ­დო­და, დო­დოს შეს­ცი­ლე­ბო­და.

„ერო­სის რომ ეთა­მა­შა, ცხა­დია, სხვა­ნა­ირ პერ­სო­ნაჟს შექ­მნი­და და ფილ­მიც სხვა­ნა­ი­რი გა­მო­ვი­დო­და. რაც შე­ე­ხე­ბა დოდო აბა­ში­ძეს, კარ­გად ითა­მა­შა, და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი სახე შექ­მნა...

...ფილმში „სი­ნათ­ლე ჩვენს ფან­ჯრებ­ში“ მომ­ღე­რალ თე­მურ წიკ­ლა­უ­რის, რო­გორც მსა­ხი­ო­ბის, დე­ბი­უ­ტი შედ­გა. ნო­და­რის (ბე­ლა­ფონ­ტე) როლ­ზე სხვა მსა­ხი­ო­ბი მყავ­და შერ­ჩე­უ­ლი, მაგ­რამ თე­მუ­რი რომ გავ­სინ­ჯე, ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა, ახალ­ბე­და და ნი­ჭი­ე­რი იყო. სინ­ჯებ­ზეც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ითა­მა­შა...

ფილ­მს როცა ვი­ღებ­დი, ან­სამ­ბლ „ცი­ცი­ნა­თე­ლა­ში“ მღე­რო­და. მისი ხელ­მძღვა­ნე­ლი გა­და­ღე­ბებ­ზე არ უშ­ვებ­და, რად­გან მის გა­რე­შე იქ ვე­რა­ფერს აკე­თებ­დნენ. ან­სამ­ბლი თით­ქმის ერთი წელი უმოქ­მე­დოდ იყო. ამის გამო „ცი­ცი­ნა­თე­ლას“ ხელ­მძღვა­ნე­ლი ჩემ­ზე გულ­ნატ­კე­ნი გახ­ლდათ. ერთხელ მი­თხრა, - მა­ნა­ხეთ ეგ ფილ­მი, ღირ­და კი, ერთი წელი რომ გაგ­ვა­ჩე­რე­თო? რომ ნახა, თქვა - ღირ­დაო,“ - ამ­ბობ­და რე­ჟი­სო­რი, რო­დე­საც მას ამ თე­მა­ზე ეკი­თხე­ბოდ­ნენ.

„სი­ნათ­ლე ჩვენს ფან­ჯრებ­ში“ პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო არა მხო­ლოდ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში, ფილ­მი უცხო­ეთ­შიც გა­იც­ნეს... 1972 წელს ლონ­დონ­ში ქარ­თუ­ლი ფილ­მე­ბის რეტ­როს­პექ­ტულ ჩვე­ნე­ბა­ზეც წა­რად­გი­ნეს. ნა­მუ­შევ­რე­ბის შე­სარ­ჩე­ვად სა­ქარ­თვე­ლო­ში ცნო­ბი­ლი ბრი­ტა­ნე­ლი კი­ნომ­ცოდ­ნე გი­ლე­ტი ჩა­მო­სუ­ლა, რამ­დე­ნი­მე ქარ­თუ­ლი ფილ­მის ნახ­ვის შემ­დეგ, თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი რა­ი­მე სუ­რა­თის ნახ­ვა მო­უ­თხო­ვია. კი­ნო­მე­ქა­ნი­კოსს „სი­ნათ­ლე ჩვენს ფან­ჯრებ­ში“ ფირი აღ­მო­აჩ­ნდა. კრი­ტი­კოსს ნა­მუშ­ვა­რი მო­ე­წო­ნა...

ლონ­დონ­ში ქარ­თუ­ლი ფილ­მე­ბის ჩვე­ნე­ბას დე­ლე­გა­ცია გაჰ­ყვა გუ­გუ­ლი მგე­ლა­ძის, რეზო ჩხე­ი­ძი­სა და მი­ხე­ილ კო­ბა­ხი­ძის შე­მად­გენ­ლო­ბით... ფილ­მის ჩვე­ნე­ბას 600 ლორ­დი ეს­წრე­ბო­და. ინ­გლი­სე­ლებს „სი­ნათ­ლე ჩვენს ფან­ჯრებ­ში“ მო­ე­წო­ნათ... რე­ჟი­სო­რი ყო­ველ­თვის თბი­ლად და მხი­ა­რუ­ლად იხ­სე­ნებ­და ლონ­დონ­ში გა­ტა­რე­ბულ დღე­ებს და იმა­საც დას­ძენ­და, - ასე მო­მა­ტა­რა ფილმმა „სი­ნათ­ლე ჩვენს ფან­ჯრებ­ში“ ინ­გლი­სიო...

ფაქ­ტია, რომ ეს ნა­მუ­შე­ვა­რი იმ პე­რი­ოდ­ში 23 წლის თე­მურ წიკ­ლა­უ­რის­თვი­საც წარ­მა­ტე­ბუ­ლი დე­ბი­უ­ტი და კა­რი­ე­რა­ში სა­უ­კე­თე­სო სტარ­ტი აღ­მოჩ­ნდა. მალე მომ­ღე­რა­ლი ან­სამ­ბლ „ციც­ნა­თე­ლა­დან“ „ივე­რი­ა­ში“ გა­და­ვი­და, რა­საც შემ­დგომ მისი სა­ინ­ტე­რე­სო და ნა­ყო­ფი­ე­რი კა­რი­ე­რა და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ფილმში კი­ნო­რო­ლი მოჰ­ყვა... გუ­გუ­ლი მგე­ლა­ძის დამ­სა­ხუ­რე­ბით, ქარ­თულ­მა კი­ნომ ასე შე­მო­ი­ნა­ხა 23 წლის თე­მურ წიკ­ლა­უ­რის სახე...

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
alex
5

 სხვა თემურ წიკალურია,მომღერალი არა!

ტერეზა მეი
0

ძალიან კარგი, თბილი ფილმია. დიდებულად თამაშობს ყველა.. ისეთი ფილმია, ყველა თაობის ადამიანმა რომ უნდა უყუროს..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

70-იანი წლების სოხუმში გადაღებული ფილმი, სადაც 23 წლის თემურ წიკლაურის სამსახიობო დებიუტი შედგა - როგორ იხსნებდა რეჟისორი ახალგაზრდა მომღერალს

70-იანი წლების სოხუმში გადაღებული ფილმი, სადაც 23 წლის თემურ წიკლაურის სამსახიობო დებიუტი შედგა - როგორ იხსნებდა რეჟისორი ახალგაზრდა მომღერალს

„სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ რეჟისორ გუგული მგელაძის ის ნამუშევარია, რომელშიც მომღერალ თემურ წიკლაურის როგორც მსახიობის დებიუტი შედგა. ცოტა ხნის წინ, ამ ფილმის ეპიზოდები, სხვადასხვა ტელეარხის საშუალებით, არაერთხელ ვიხილეთ კიდეც, როდესაც საქართველო საყვარელ მომღერალს ეთხოვებოდა...

თემურ წიკლაურმა ამ ფილმში ნოდარის (ბელაფონტე) სახე შექმნა და როგორც რეჟისორი ამბობდა, შესანიშნავი პარტნიორობა გაუწია, ქართული კინოს ვარსკვლავებს... იმის გამო, რომ მისი პერსონაჟი, სხვებისგან განსხვავებით, ფილმის მსვლელობის მანძილზე, მღერის და გიტარაზე უკრავს, ამიტომ, მისთვის ამერიკელი მომღერლის და მსახიობის ბელაფონტეს სახელი შეურქმევიათ...

„მეც არ ვიცი, ვის დავეძებ, მეც არ ვიცი, რა მინდა, ამ ძებნაში სიჭაბუკის ნახევარი გავიდა“ - ეს არის კომპოზიტორ ნუგზარ ვაწაძის სიმღერა, რასაც ბატონი თემურის პერსონაჟი ასრულებს.

„სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ 1969 წელს გადაიღეს. გადაღებები უმეტესად სოხუმში მიმდინარეობდა, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაზე. სცენარის ავტორი ცნობილი კინოდრამატურგი სულიკო ჟღენტია. თემურ წიკლაური პარტნიორობას უწევს - დოდო აბაშიძეს (ალექსანდრე), ასევე გრიგოლ წიტაიშვილს (გერასიმე), თამაზ თოლორაიას (ბიძინა). ფილმში მონაწილეობენ მსახიობები - რუსუდან კიკნაძე (ტატა), ლეილა ყიფიანი (მარინე), ლალი მესხი (ლია), ნანული პირველი (გალინა)...

ნაჩვენებია გასული საუკუნის 60-იანი წლები, მშენებლობაზე მომუშავე ახალგაზრდები, რომლებიც ცხოვრების დასაწყისში და საკუთარი თავის ძიებაში არიან და ჯერ სირთულეების პირისპირ არცკი აღმოჩენილან, მაგრამ მეგობრის მოულოდნელი დაღუპვა მათთვის პირველი ტკივილი და სერიოზული გამოცდაა (გერასიმე მშენებლობაზე უბედური შემთხვევის მსხვერპლი ხდება, რაც ფილმის სიუჟეტს ამძიმებს)... თბილი, მხიარული და სევდიანი ფილმი მასში მონაწილე მსახიობებით მაყურებლისთვის თავიდანვე საყვარელი გახდა...

„ლამის ნახევარი საუკუნე გავიდა, რაც „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ ტელეეკრანებზე გამოჩნდა და მაყურებელი კიდევ ვერ ივიწყებს. რას ვიფიქრებდი, რომ გავიდოდა რამდენიმე ათეული წელი და ხალხში ისევ იცოცხლებდა, გამოდის, ტყუილად არ მიშრომია... სცენარის ავტორი ჩემი მეგობარი, კინოდრამატურგი სულიკო ჟღენტია. ერთხელ ცკ-ს მესამე მდივანმა (ქალბატონმა) დამიბარა და მკითხა, - ბატონო გუგული, რამე ახალი სიუჟეტი ხომ არ გაქვთ, რომ გადაიღოთ? ვუთხარი, რომ ორი იდეა მქონდა და ვუამბე ჩემი მეგობარი სცენარისტის სულიკო ჟღენტის შესახებაც. მაშინ სულიკო ბათუმში იყო. დავურეკე და ჩამოვიდა. მივაწოდე იდეა, რა თემაზე მინდოდა ფილმის გადაღება და დაწერა. რაღაცები შევცვალე, დავუმატე, ძირითადი სცენარი კი იგივე დარჩა,“ - ყვებოდა რეჟისორი გუგული მგელაძე წლების წინ ერთ-ერთ ინტერვიუში.

ალექსანდრეს, მთავარი გმირის როლზე თურმე ორი მსახიობი მოიაზრებოდა: ეროსი მანჯგალაძე და დოდო აბაშიძე. ორივე გაუსინჯავთ, მაგრამ ეროსის რომ გაუგია, დოდოც ამ როლზე უნდოდათ, უარი უთქვამს. მეგობრები იყვნენ და არ უნდოდა, დოდოს შესცილებოდა.

„ეროსის რომ ეთამაშა, ცხადია, სხვანაირ პერსონაჟს შექმნიდა და ფილმიც სხვანაირი გამოვიდოდა. რაც შეეხება დოდო აბაშიძეს, კარგად ითამაშა, დასამახსოვრებელი სახე შექმნა...

...ფილმში „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ მომღერალ თემურ წიკლაურის, როგორც მსახიობის, დებიუტი შედგა. ნოდარის (ბელაფონტე) როლზე სხვა მსახიობი მყავდა შერჩეული, მაგრამ თემური რომ გავსინჯე, ძალიან მომეწონა. სრულიად ახალგაზრდა, ახალბედა და ნიჭიერი იყო. სინჯებზეც არაჩვეულებრივად ითამაშა...

ფილმს როცა ვიღებდი, ანსამბლ „ციცინათელაში“ მღეროდა. მისი ხელმძღვანელი გადაღებებზე არ უშვებდა, რადგან მის გარეშე იქ ვერაფერს აკეთებდნენ. ანსამბლი თითქმის ერთი წელი უმოქმედოდ იყო. ამის გამო „ციცინათელას“ ხელმძღვანელი ჩემზე გულნატკენი გახლდათ. ერთხელ მითხრა, - მანახეთ ეგ ფილმი, ღირდა კი, ერთი წელი რომ გაგვაჩერეთო? რომ ნახა, თქვა - ღირდაო,“ - ამბობდა რეჟისორი, როდესაც მას ამ თემაზე ეკითხებოდნენ.

„სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ პოპულარული იყო არა მხოლოდ საბჭოთა კავშირში, ფილმი უცხოეთშიც გაიცნეს... 1972 წელს ლონდონში ქართული ფილმების რეტროსპექტულ ჩვენებაზეც წარადგინეს. ნამუშევრების შესარჩევად საქართველოში ცნობილი ბრიტანელი კინომცოდნე გილეტი ჩამოსულა, რამდენიმე ქართული ფილმის ნახვის შემდეგ, თანამედროვე ცხოვრების ამსახველი რაიმე სურათის ნახვა მოუთხოვია. კინომექანიკოსს „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ ფირი აღმოაჩნდა. კრიტიკოსს ნამუშვარი მოეწონა...

ლონდონში ქართული ფილმების ჩვენებას დელეგაცია გაჰყვა გუგული მგელაძის, რეზო ჩხეიძისა და მიხეილ კობახიძის შემადგენლობით... ფილმის ჩვენებას 600 ლორდი ესწრებოდა. ინგლისელებს „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ მოეწონათ... რეჟისორი ყოველთვის თბილად და მხიარულად იხსენებდა ლონდონში გატარებულ დღეებს და იმასაც დასძენდა, - ასე მომატარა ფილმმა „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ ინგლისიო...

ფაქტია, რომ ეს ნამუშევარი იმ პერიოდში 23 წლის თემურ წიკლაურისთვისაც წარმატებული დებიუტი და კარიერაში საუკეთესო სტარტი აღმოჩნდა. მალე მომღერალი ანსამბლ „ციცნათელადან“ „ივერიაში“ გადავიდა, რასაც შემდგომ მისი საინტერესო და ნაყოფიერი კარიერა და კიდევ რამდენიმე ფილმში კინოროლი მოჰყვა... გუგული მგელაძის დამსახურებით, ქართულმა კინომ ასე შემოინახა 23 წლის თემურ წიკლაურის სახე...