სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად იმყოფებიან ქართველი მეზღვაურები, რომლებიც იმ გემზე დააკავეს, რომელსაც 3 ტონა კოკაინი გადაჰქონდა? -  ბორტზე სამართალდამცველების გამოჩენის შემდეგ, ეკიპაჟის წევრებმა გემის ჩაძირვა გადაწყვიტეს
სად იმყოფებიან ქართველი მეზღვაურები, რომლებიც იმ გემზე დააკავეს, რომელსაც 3 ტონა კოკაინი გადაჰქონდა? -  ბორტზე სამართალდამცველების გამოჩენის შემდეგ, ეკიპაჟის წევრებმა გემის ჩაძირვა გადაწყვიტეს

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ეს­პა­ნე­თის წყლებ­ში და­ა­კა­ვეს გემი, რო­მელ­საც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კე­ბი გა­დაჰ­ქონ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გემ­ზე ქარ­თვე­ლი მე­ზღვა­უ­რე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. სპე­ცო­პე­რა­ცია სა­ხე­ლად "ბო­კა­ნეგ­რა“ ეს­პა­ნელ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა პა­ლა­უს რეს­პუბ­ლი­კის დრო­შის ქვეშ მცუ­რავ გემ­ზე 22 თე­ბერ­ვალს ჩა­ა­ტა­რეს.

ად­გი­ლობ­რი­ვი სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად, ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი სქე­მა გა­ი­შიფ­რა - ეს­პა­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ულ წყლებ­ში მცუ­რა­ვი გე­მი­დან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 3 ტონა კო­კა­ი­ნი ამო­ი­ღეს, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც შავ ბა­ზარ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 150 მი­ლი­ონ ევ­როს აღ­წევს.

"რუს­თა­ვი2" -ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გემ­მა სა­ქარ­თვე­ლოს აკ­ვა­ტო­რია 2 იან­ვარს და­ტო­ვა.

ეს­პა­ნუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, მას შემ­დეგ, რაც ბორტზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი გა­მოჩ­ნდნენ, ეკი­პა­ჟის წევ­რებ­მა სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად გე­მის ჩა­ძირ­ვა გა­და­წყვი­ტეს. სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად გემ "ნე­ჰი­რის“ ეკი­პა­ჟის ცხრა წევ­რი და­ა­კა­ვეს, რო­მელ­თა­გან ოთხი სა­ქარ­თვე­ლოს, ხუთი კი თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქეა.

ბარ­სე­ლო­ნას ცი­ხე­ში გა­დაყ­ვა­ნამ­დე ქარ­თველ­მა მე­ზღვა­უ­რებ­მა ოჯა­ხის წევ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბა მო­ა­ხერ­ხეს. ჯერ ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ არის ცნო­ბი­ლი, იცოდ­ნენ თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა, რა ტვირ­თი გა­დაჰ­ქონ­დათ პა­ლა­უს დრო­შის ქვეშ მცუ­რა­ვი სა­ვაჭ­რო სა­ზღვაო გე­მით. მათ მდგო­მა­რე­ო­ბას ამ­ძი­მებს ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ ეკი­პა­ჟის წევ­რებ­მა ტან­კე­რი ეს­პა­ნე­თის სა­ნა­პი­როს­თან ჩა­ძი­რეს. და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სქე­მის მი­ხედ­ვით, კო­კა­ი­ნით დატ­ვირ­თუ­ლი ტან­კე­რი­დან ნარ­კო­ტი­კი მცი­რე გე­მე­ბით ეს­პა­ნე­თის სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში უნდა გა­და­ე­ზი­დათ. და­კა­ვე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ადას­ტუ­რე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­შიც. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­კონ­სუ­ლო მუდ­მივ კონ­ტაქ­ტზეა და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლებ­თან და მათი ოჯა­ხის წევ­რებ­თან. ეს­პა­ნეთ­ში გე­მი­დან დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის გა­და­ზიდ­ვის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მე­ზღვა­უ­რე­ბი ამ­ჟა­მად ბარ­სე­ლო­ნას ცი­ხე­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან.

მათ ინ­ტე­რე­სებს სა­ხა­ზი­ნო ად­ვო­კა­ტი იცავს.

და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ნა­თე­სა­ვე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მათ ეს­პა­ნე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბულ სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ზე ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­დათ, თუმ­ცა ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ ქარ­თვე­ლე­ბი გემ­ზე მხო­ლოდ სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის­თვის იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და არ ჰქონ­დათ ინ­ფორ­მა­ცია იმა­ზე, რომ გე­მით 3 ათა­სი კი­ლოგ­რა­მი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა გა­დაჰ­ქონ­დათ.

"გემ­ზე შემ­თხვე­ვით მოხ­ვდნენ. 45 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემს შვილ­თან კონ­ტაქ­ტი არ მქო­ნია, არც ერთი ზარი არ შე­მო­სუ­ლა მის­გან. იმ დღეს და­მი­რე­კა და თქვა, ვი­ძი­რე­ბი­თო. ჩემს შვილს ეს რომ სცოდ­ნო­და, შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თოდ გა­დამხტა­რი­ყო ზღვა­ში,"- ამ­ბობს ნუკ­რი გო­გი­ტი­ძის მამა ნუგ­ზარ გო­გი­ტი­ძე "რუს­თა­ვი 2"-თან სა­უბ­რი­სას.

ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლის, სუ­ლი­კო ბე­რი­ძის ად­ვო­კატ­მა კი ამვე ტელ­ცი­ზი­ას­თან გა­ნა­ცხა­და, რომ მან მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი გა­აფრ­თხი­ლა, რომ ბრა­ლი მა­ნამ არ აღი­ა­როს, ვიდ­რე ბრალ­დე­ბას არ გა­ეც­ნო­ბა. "უკვე გან­ვა­ცხა­დე წე­რი­ლო­ბით, რომ მისი ტრან­სპორ­ტი­რე­ბა მოხ­დეს. მე ის გა­ვაფრ­თხი­ლე, რომ ბრა­ლი არ ეღი­ა­რე­ბი­ნა, სა­ნამ მე თვი­თონ არ გა­ვაც­ნობ­დი ბრალ­დე­ბას,"- აცხა­დებს სუ­ლი­კო ბე­რი­ძის ად­ვო­კა­ტი ბილ­მა ვი­ო­ლე­ტა ბე­ნელ­კალ­დე­რო­ნი.”

რო­გორც შუ­ა­მა­ვა­ლი კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნელი ხა­თუ­ნა ფუტ­კა­რა­ძე “რუს­თა­ვი-2”-თან ამ­ბობს, მას და­უ­კავ­შირ­და თურ­ქუ­ლი კომ­პა­ნია, რო­მელ­მაც უთხრა, რომ გემ­ზე 4 პი­რის და­საქ­მე­ბა სურ­და, რის შემ­დე­გაც ის ქარ­თვე­ლებს და­უ­კავ­შირ­და და სამ­სა­ხუ­რი შეს­თა­ვა­ზა. რო­გორც ფუტ­კა­რა­ძე ჰყვე­ბა, ის მუდ­მივ კონ­ტაქ­ტზე იყო ქარ­თვე­ლებ­თან, რომ­ლე­ბიც ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ კარგ პი­რო­ბებ­ში და სამ­სა­ხუ­რით კმა­ყო­ფი­ლე­ბი იყ­ვნენ და მას ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სმს-ებიც გა­აჩ­ნია.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ioska
1

ყველგან თქვენ ხართ, ხმელეთზეც, ზღვაზეც კოსმოსი დაგრჩათ მარტო

qobuleTio sameba
39

ამასაც ივანიშვილს და ქართულ ოცნებას დაბრალებენ აბა ნახეთ.........................

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

სად იმყოფებიან ქართველი მეზღვაურები, რომლებიც იმ გემზე დააკავეს, რომელსაც 3 ტონა კოკაინი გადაჰქონდა? -  ბორტზე სამართალდამცველების გამოჩენის შემდეგ, ეკიპაჟის წევრებმა გემის ჩაძირვა გადაწყვიტეს

სად იმყოფებიან ქართველი მეზღვაურები, რომლებიც იმ გემზე დააკავეს, რომელსაც 3 ტონა კოკაინი გადაჰქონდა? -  ბორტზე სამართალდამცველების გამოჩენის შემდეგ, ეკიპაჟის წევრებმა გემის ჩაძირვა გადაწყვიტეს

რამდენიმე დღის წინ ესპანეთის წყლებში დააკავეს გემი, რომელსაც დიდი რაოდენობით ნარკოტიკები გადაჰქონდა. გავრცელებული ინფორმაციით, გემზე ქართველი მეზღვაურებიც იმყოფებოდნენ. სპეცოპერაცია სახელად "ბოკანეგრა“ ესპანელმა სამართალდამცველებმა პალაუს რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავ გემზე 22 თებერვალს ჩაატარეს.

ადგილობრივი საგამოძიებო უწყებების ინფორმაციით, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ნარკოდანაშაულის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სქემა გაიშიფრა - ესპანეთის ტერიტორიულ წყლებში მცურავი გემიდან სამართალდამცავებმა 3 ტონა კოკაინი ამოიღეს, რომლის ღირებულებაც შავ ბაზარზე დაახლოებით 150 მილიონ ევროს აღწევს.

"რუსთავი2" -ის ინფორმაციით, გემმა საქართველოს აკვატორია 2 იანვარს დატოვა.

ესპანური მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც ბორტზე სამართალდამცველები გამოჩნდნენ, ეკიპაჟის წევრებმა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად გემის ჩაძირვა გადაწყვიტეს. სპეცოპერაციის შედეგად გემ "ნეჰირის“ ეკიპაჟის ცხრა წევრი დააკავეს, რომელთაგან ოთხი საქართველოს, ხუთი კი თურქეთის მოქალაქეა.

ბარსელონას ციხეში გადაყვანამდე ქართველმა მეზღვაურებმა ოჯახის წევრებთან დაკავშირება მოახერხეს. ჯერ ოფიციალურად არ არის ცნობილი, იცოდნენ თუ არა საქართველოს მოქალაქეებმა, რა ტვირთი გადაჰქონდათ პალაუს დროშის ქვეშ მცურავი სავაჭრო საზღვაო გემით. მათ მდგომარეობას ამძიმებს ის გარემოება, რომ ეკიპაჟის წევრებმა ტანკერი ესპანეთის სანაპიროსთან ჩაძირეს. დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, კოკაინით დატვირთული ტანკერიდან ნარკოტიკი მცირე გემებით ესპანეთის სხვადასხვა ქალაქში უნდა გადაეზიდათ. დაკავებული ქართველების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. მათი ინფორმაციით, საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა დაკავებულების ინტერესების დამცველებთან და მათი ოჯახის წევრებთან. ესპანეთში გემიდან დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების გადაზიდვისთვის დაკავებული ქართველი მეზღვაურები ამჟამად ბარსელონას ციხეში იმყოფებიან.

მათ ინტერესებს სახაზინო ადვოკატი იცავს.

დაკავებულების ნათესავების განცხადებით, მათ ესპანელი სამართალდამცავების მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა ირწმუნებიან, რომ ქართველები გემზე მხოლოდ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისთვის იმყოფებოდნენ და არ ჰქონდათ ინფორმაცია იმაზე, რომ გემით 3 ათასი კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება გადაჰქონდათ.

"გემზე შემთხვევით მოხვდნენ. 45 დღის განმავლობაში ჩემს შვილთან კონტაქტი არ მქონია, არც ერთი ზარი არ შემოსულა მისგან. იმ დღეს დამირეკა და თქვა, ვიძირებითო. ჩემს შვილს ეს რომ სცოდნოდა, შეიძლება საერთოდ გადამხტარიყო ზღვაში,"- ამბობს ნუკრი გოგიტიძის მამა ნუგზარ გოგიტიძე "რუსთავი 2"-თან საუბრისას.

🚩Intervenidas tres toneladas de #cocaína en un buque en alta mar frente a las costas de Ribadeo #Lugo

El mercante tenía previsto transbordar la droga a otras embarcaciones menores a su paso por las costas gallegas para distribuirlo posteriormente por otros países de #Europa pic.twitter.com/LFLkqgi0oF
— Policía Nacional (@policia) February 23, 2021

ერთ-ერთი დაკავებულის, სულიკო ბერიძის ადვოკატმა კი ამვე ტელციზიასთან განაცხადა, რომ მან მისი დაცვის ქვეშ მყოფი გააფრთხილა, რომ ბრალი მანამ არ აღიაროს, ვიდრე ბრალდებას არ გაეცნობა. "უკვე განვაცხადე წერილობით, რომ მისი ტრანსპორტირება მოხდეს. მე ის გავაფრთხილე, რომ ბრალი არ ეღიარებინა, სანამ მე თვითონ არ გავაცნობდი ბრალდებას,"- აცხადებს სულიკო ბერიძის ადვოკატი ბილმა ვიოლეტა ბენელკალდერონი.”

როგორც შუამავალი კომპანიის წარმომადგენელი ხათუნა ფუტკარაძე “რუსთავი-2”-თან ამბობს, მას დაუკავშირდა თურქული კომპანია, რომელმაც უთხრა, რომ გემზე 4 პირის დასაქმება სურდა, რის შემდეგაც ის ქართველებს დაუკავშირდა და სამსახური შესთავაზა. როგორც ფუტკარაძე ჰყვება, ის მუდმივ კონტაქტზე იყო ქართველებთან, რომლებიც ეუბნებოდნენ, რომ კარგ პირობებში და სამსახურით კმაყოფილები იყვნენ და მას ამის დამადასტურებელი სმს-ებიც გააჩნია.

"თვითონ დაურეკავს პოლიციაში, მოდით, მშობლები დავხოცეო" - თელავში მომხდარი სამმაგი მკვლელობის რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი

2020 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოში 19 ქალი მოკლეს, 20 - ის მიმართ კი მკვლელობის მცდელობას ჰქონდა ადგილი - საია

"ხურვალეთთან პოლიციამ  საქართველოს მოქალაქის დაკავების მცდელობა აღკვეთა... საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები დაკავებულები არ არიან" - სუს-ი