ავტორი:

როგორი იქნება მომავლის ქალაქი, რომელსაც იაპონიაში Toyota აშენებს

როგორი იქნება მომავლის ქალაქი, რომელსაც იაპონიაში Toyota აშენებს

რამდენიმე დღის წინ კომპანია Toyota-მ იაპონიაში მომავლის ქალაქის მშენებლობა დაიწყო, რომელიც ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ცენტრი გახდება.

გამოცემა Independent-ის ინფორმაციით, ქალაქს Woven City-ს დაარქმევენ, რაც "ნაჭრების ქალაქს" ნიშნავს. ახალი ქალაქი ფუჯის მთასთან ახლოს, ტოკიოდან 100 კილომეტრის მოშორებით, 71 ჰექტარზე გაშენდება. ქალაქის ასაშენებლად ძირითადად ხის მასალას გამოიყენებენ. თითოეული სახლის სახურავზე კი, მზის ბატარეები განთავსდება, რომლებიც ქალაქ საკმარისი ელექტროენერგიით მოამარაგებს.

Woven City გახდება ერთ-ერთი უპირველესი დასახლებული პუნქტი სხვადასხვა "ჭკვიანი" სისტემების გამოცდისთვის, რომლებიც კაცობრიობას დაეხმარება უახლოესი ტექნოლოგიები ყოველდღიურობაში დაინერგოს.

ფუტურისტული ქალაქი დანიელმა არქიტექტორმა Bjarke Ingels-მა დააპროექტა. როგორც კომპანიაში ამბობენ, Woven City სრულად ენერგოდამოუკიდებელი იქნება. როგორც ცნობილია, თავდაპირველად საწყის ეტაპზე ქალაქში 360 ადამიანი იცხოვრებს, ახალმოსახლეთა უმეტესობა მეცნიერები, მკვლევარები და მათი ოჯახის წევრები იქნებიან წაიკითხეთ ვრცლად და ნახეთ მეტი ფოტო

ანჯელინა ჯოლი და ელისო ბოლქვაძე - დეპუტატი ჰოლივუდის ვარსკვლავთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და "დაუვიწყარ საღამოს" იხსენებს

გრაგნილები, რომელთა შესწავლის შემდეგ, ისტორიის გადაწერა იქნება საჭირო - რას აცხადებენ მეცნიერები?

13 მარტის ახალმთვარეობაა - ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება ეს დღე მნიშვნელოვანი და რა უნდა გაითვალისწინონ?