სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმნაძეს და ცერცვაძეს ჩინური ვაქცინის შემომტანების ლობირება სურთ, ეს ადამიანები იქცნენ ფულის საჭრელი დაზგის ჩინოვნიკებად" - სერგო ჩიხლაძე
"იმნაძეს და ცერცვაძეს ჩინური ვაქცინის შემომტანების ლობირება სურთ, ეს ადამიანები იქცნენ ფულის საჭრელი დაზგის ჩინოვნიკებად" - სერგო ჩიხლაძე

„გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ჩი­ნურ ვაქ­ცი­ნა­ზე გარ­კვე­უ­ლი წრე­ე­ბი მუ­შა­ო­ბენ და პა­ა­ტა იმ­ნა­ძეს და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძეს უნ­დათ, რომ ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნის შე­მომ­ტა­ნე­ბის ლო­ბი­რე­ბა მო­ახ­დი­ნონ“, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, სერ­გო ჩიხ­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

ჩიხ­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, „ეს ადა­მი­ა­ნე­ბი იქ­ცნენ არა ჯან­მრთე­ლო­ბის მუ­შა­კე­ბად, არა­მედ ფუ­ლის საჭ­რე­ლი დაზ­გის ჩი­ნოვ­ნი­კე­ბად“. მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნის შე­მო­ტა­ნა­ზე სა­უ­ბა­რი „უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და მავ­ნებ­ლო­ბაა“.

„ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნა არ არის ავ­ტო­რი­ზი­რე­ბუ­ლი არ­ცერ­თი რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო თუ რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის ჯან­დაც­ვის მა­რე­გუ­ლი­რებ­ლე­ბის მიერ, არც რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის, ევ­რო­კავ­ში­რის ან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის სხვა მა­რე­გუ­ლი­რებ­ლე­ბის მიერ, ამი­ტომ ამა­ზე სა­უ­ბა­რი არ მგო­ნია სწო­რი იყოს ახლა. ჩი­ნურ ვაქ­ცი­ნა­ზე თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე დიდი ხნის წინ სა­უბ­რობ­და. გუ­შინ ძა­ლი­ან მკვეთ­რად თქვა პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ, შეც­დო­მა იყო ჩი­ნურ ვაქ­ცი­ნა­ზე რომ არ დავ­ფიქ­რდი­თო, ეს უბ­რა­ლოდ არის უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­კუ­თა­რი ხალ­ხის წი­ნა­შე, ხა­რის­ხი­ა­ნი ვაქ­ცი­ნა რომ ვერ შე­მო­გაქვს, ამი­ტომ გინ­და „შე­ტე­ნო“ ჩი­ნუ­რი ან რუ­სუ­ლი ვაქ­ცი­ნა. ახლა ბა­ტო­ნი თენ­გი­ზი კი მო­მი­ძღვნის წე­რილს, მაგ­რამ ერთი მხრივ, ეს არის მავ­ნებ­ლო­ბა, მე­ო­რე მხრივ, გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ჩი­ნურ ვაქ­ცი­ნა­ზე გარ­კვე­უ­ლი წრე­ე­ბი მუ­შა­ო­ბენ და პა­ა­ტა იმ­ნა­ძეს და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძეს უნ­დათ, რომ ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნის შე­მომ­ტა­ნე­ბის ლო­ბი­რე­ბა მო­ახ­დი­ნონ, მარ­ტო უუ­ნა­რო­ბა და არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი კი არა, აქ კო­მერ­ცი­უ­ლი და ფი­ნან­სუ­რი სქე­მე­ბის და­ლა­გე­ბაც მი­დის, ვინ იხე­ი­რებს ვაქ­ცი­ნის შე­მო­ტა­ნა­ზე და ვის აქვს გზა გაჭ­რი­ლი ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნის შე­მო­ტა­ნა­ზე. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი იქ­ცნენ არა ჯან­მრთე­ლო­ბის მუ­შა­კე­ბად, არა­მედ ფუ­ლის საჭ­რე­ლი დაზ­გის ჩი­ნოვ­ნი­კე­ბად და ახლა ლო­ბი­რე­ბენ ჩი­ნურ ვაქ­ცი­ნას.

ამა­ზე იან­ვრი­დან არის სა­უ­ბა­რი, უბ­რა­ლოდ დიდი პრო­ტეს­ტი იყო და მათ ვე­ღარ გა­ბე­დეს. ახლა რომ ვე­ღარ შე­მო­დის ვაქ­ცი­ნა, ისევ ამო­ი­ღეს ხმა იმ­ნა­ძე­ებ­მა, ცერ­ცვა­ძე­ებ­მა და სხვებ­მა. ჩი­ნუ­რის შემ­დეგ რუ­სულ­საც იტყვი­ან და ასეთ ჩი­ნოვ­ნი­კებ­თან გვაქვს საქ­მე, რო­მე­ლიც ერთი მხრივ, არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, ნა­ჩუ­ქარ­საც კი ვერ იღე­ბენ და მე­ო­რე მხრივ, თა­ვი­ანთ ფი­ნან­სურ სქე­მებს ალა­გე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და ჩიხ­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, სჯობს „ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვაქ­ცი­ნის იმე­დის­მომ­ცემ და რე­პუ­ტა­ცი­ულ“ მწარ­მო­ებ­ლებ­თან და­ი­წყოს ურ­თი­ერ­თო­ბა.

„არ მგო­ნია ეს სქე­მა გა­მო­ვი­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ნამ, ვიდ­რე რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი და სან­დო ორ­გა­ნოს მიერ არ იქ­ნე­ბა ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნა. ამ ადა­მი­ა­ნებ­მა უმ­ჯო­ბე­სია პო­ტენ­ცი­ურ და იმე­დის მომ­ცემ ვაქ­ცი­ნის მწარ­მო­ებ­ლებ­თან და­ი­წყონ საქ­მე, მა­გა­ლი­თად, „ჯონ­სო­ნი“, „ნოვა ვაქ­სი“ და სხვე­ბი, რომ­ლე­ბიც კარგ შე­დე­გებს აჩ­ვე­ნე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და ჩიხ­ლა­ძემ.

ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი­ი­სა და კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ცი­ნის ასო­ცი­ა­ცი­ის დამ­ფუძ­ნებ­ლის, ექიმ ვახ­ტანგ კა­ლო­ი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით კი, ჩი­ნურ ვაქ­ცი­ნას არ აქვს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბა და სან­დო­ო­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ტა­ნა „კა­ნონ­დარ­ღვე­ვა და საკ­მა­ოდ დიდი ხი­ფა­თი იქ­ნე­ბა“.

რო­გორც კა­ლო­ი­ა­ნი “ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას აცხა­დებს, ჩი­ნურ ვაქ­ცი­ნას არ აქვს გავ­ლი­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ყვე­ლა სა­ფე­ხუ­რი, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი კო­რო­ნა­ვირუს­ზე ვაქ­ცი­ნა­ცია მხო­ლოდ ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი და ნე­ბა­დარ­თუ­ლი ვაქ­ცი­ნით უნდა და­ი­წყოს.

„ჩი­ნურ ვაქ­ცი­ნას არ აქვს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბა და სან­დო­ო­ბა, მას არ აქვს ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი საკ­რე­დი­ტა­ციო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის დო­კუ­მენ­ტე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, მისი გა­მო­ყე­ნე­ბა არ არის უსაფრ­თხო.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი იმის შე­სა­ხებ, თუ რო­მე­ლი ვაქ­ცი­ნა შე­მო­ვი­დეს, უნდა ხდე­ბო­დეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბით და არა პი­ა­რუ­ლი კამ­პა­ნი­ით, ან პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბით. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, კვლე­ვებ­ზე დაყ­რდნო­ბით, უსაფრ­თხო­ე­ბის პრო­ფი­ლის ნახ­ვით მოხ­დეს ვაქ­ცი­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში, კა­ნონ­მდებ­ლო­ბით აკ­რძა­ლუ­ლია ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ვაქ­ცი­ნე­ბის შე­მო­ტა­ნა, შე­სა­ბა­მი­სად, ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ამ ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბა კა­ნონ­დარ­ღვე­ვა და საკ­მა­ოდ დიდი ხი­ფა­თი იქ­ნე­ბა.

ჩვენ უნდა მი­ვი­ღოთ უსაფრ­თხო ვაქ­ცი­ნე­ბი. ეს უნდა იყოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ამო­ცა­ნა და არა სხვა­დას­ხვა პი­არ­კამ­პა­ნი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ჩი­ნურ ვაქ­ცი­ნას არ აქვს გავ­ლი­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ყვე­ლა სა­ფე­ხუ­რი“, - აცხა­დებს კა­ლო­ი­ა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
19

არ არის გამორიცხული ამ.ხუმრობაში სიმართლეც იყოს

ილკარი
7

მიდი რა შენი უფროსის ბიტკოინებს მიხედე... სწრაფ ტესტებზე ფულის გაკეთება რომ უნდოდა... გაუმაძღრებო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"იმნაძეს და ცერცვაძეს ჩინური ვაქცინის შემომტანების ლობირება სურთ, ეს ადამიანები იქცნენ ფულის საჭრელი დაზგის ჩინოვნიკებად" - სერგო ჩიხლაძე

"იმნაძეს და ცერცვაძეს ჩინური ვაქცინის შემომტანების ლობირება სურთ, ეს ადამიანები იქცნენ ფულის საჭრელი დაზგის ჩინოვნიკებად" - სერგო ჩიხლაძე

„გვაქვს ინფორმაცია, რომ ჩინურ ვაქცინაზე გარკვეული წრეები მუშაობენ და პაატა იმნაძეს და თენგიზ ცერცვაძეს უნდათ, რომ ჩინური ვაქცინის შემომტანების ლობირება მოახდინონ“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განუცხადა.

ჩიხლაძის განცხადებით, „ეს ადამიანები იქცნენ არა ჯანმრთელობის მუშაკებად, არამედ ფულის საჭრელი დაზგის ჩინოვნიკებად“. მისივე შეფასებით, ჩინური ვაქცინის შემოტანაზე საუბარი „უპასუხისმგებლობა და მავნებლობაა“.

„ჩინური ვაქცინა არ არის ავტორიზირებული არცერთი რეპუტაციული საერთაშორისო თუ რომელიმე ქვეყნის ჯანდაცვის მარეგულირებლების მიერ, არც რომელიმე ქვეყნის, ევროკავშირის ან განვითარებული ქვეყნების სხვა მარეგულირებლების მიერ, ამიტომ ამაზე საუბარი არ მგონია სწორი იყოს ახლა. ჩინურ ვაქცინაზე თენგიზ ცერცვაძე დიდი ხნის წინ საუბრობდა. გუშინ ძალიან მკვეთრად თქვა პაატა იმნაძემ, შეცდომა იყო ჩინურ ვაქცინაზე რომ არ დავფიქრდითო, ეს უბრალოდ არის უპასუხისმგებლობა საკუთარი ხალხის წინაშე, ხარისხიანი ვაქცინა რომ ვერ შემოგაქვს, ამიტომ გინდა „შეტენო“ ჩინური ან რუსული ვაქცინა. ახლა ბატონი თენგიზი კი მომიძღვნის წერილს, მაგრამ ერთი მხრივ, ეს არის მავნებლობა, მეორე მხრივ, გვაქვს ინფორმაცია, რომ ჩინურ ვაქცინაზე გარკვეული წრეები მუშაობენ და პაატა იმნაძეს და თენგიზ ცერცვაძეს უნდათ, რომ ჩინური ვაქცინის შემომტანების ლობირება მოახდინონ, მარტო უუნარობა და არაპროფესიონალიზმი კი არა, აქ კომერციული და ფინანსური სქემების დალაგებაც მიდის, ვინ იხეირებს ვაქცინის შემოტანაზე და ვის აქვს გზა გაჭრილი ჩინური ვაქცინის შემოტანაზე. ეს ადამიანები იქცნენ არა ჯანმრთელობის მუშაკებად, არამედ ფულის საჭრელი დაზგის ჩინოვნიკებად და ახლა ლობირებენ ჩინურ ვაქცინას.

ამაზე იანვრიდან არის საუბარი, უბრალოდ დიდი პროტესტი იყო და მათ ვეღარ გაბედეს. ახლა რომ ვეღარ შემოდის ვაქცინა, ისევ ამოიღეს ხმა იმნაძეებმა, ცერცვაძეებმა და სხვებმა. ჩინურის შემდეგ რუსულსაც იტყვიან და ასეთ ჩინოვნიკებთან გვაქვს საქმე, რომელიც ერთი მხრივ, არაპროფესიონალია, ნაჩუქარსაც კი ვერ იღებენ და მეორე მხრივ, თავიანთ ფინანსურ სქემებს ალაგებენ“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

მისივე თქმით, სჯობს „ხელისუფლებამ ვაქცინის იმედისმომცემ და რეპუტაციულ“ მწარმოებლებთან დაიწყოს ურთიერთობა.

„არ მგონია ეს სქემა გამოვიდეს საქართველოში მანამ, ვიდრე რეპუტაციული და სანდო ორგანოს მიერ არ იქნება ავტორიზებული ჩინური ვაქცინა. ამ ადამიანებმა უმჯობესია პოტენციურ და იმედის მომცემ ვაქცინის მწარმოებლებთან დაიწყონ საქმე, მაგალითად, „ჯონსონი“, „ნოვა ვაქსი“ და სხვები, რომლებიც კარგ შედეგებს აჩვენებენ“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებლის, ექიმ ვახტანგ კალოიანის განცხადებით კი, ჩინურ ვაქცინას არ აქვს დადასტურებული უსაფრთხოება და სანდოობა, შესაბამისად, მისი საქართველოში შემოტანა „კანონდარღვევა და საკმაოდ დიდი ხიფათი იქნება“.

როგორც კალოიანი “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ჩინურ ვაქცინას არ აქვს გავლილი უსაფრთხოების ყველა საფეხური, საქართველოში კი კორონავირუსზე ვაქცინაცია მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტებული და ნებადართული ვაქცინით უნდა დაიწყოს.

„ჩინურ ვაქცინას არ აქვს დადასტურებული უსაფრთხოება და სანდოობა, მას არ აქვს ავტორიტეტული საკრედიტაციო ორგანიზაციების მიერ დამტკიცებული უსაფრთხოების დოკუმენტები, შესაბამისად, მისი გამოყენება არ არის უსაფრთხო.

გადაწყვეტილებები იმის შესახებ, თუ რომელი ვაქცინა შემოვიდეს, უნდა ხდებოდეს მტკიცებულებებზე დაფუძნებით და არა პიარული კამპანიით, ან პოლიტიკურად ანგაჟირებული საკითხებით. მნიშვნელოვანია, კვლევებზე დაყრდნობით, უსაფრთხოების პროფილის ნახვით მოხდეს ვაქცინების გამოყენება. საქართველოში, კანონმდებლობით აკრძალულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არაკვალიფიციური ვაქცინების შემოტანა, შესაბამისად, ადამიანებისთვის ამ ვაქცინის გაკეთება კანონდარღვევა და საკმაოდ დიდი ხიფათი იქნება.

ჩვენ უნდა მივიღოთ უსაფრთხო ვაქცინები. ეს უნდა იყოს ხელისუფლების ამოცანა და არა სხვადასხვა პიარკამპანიებში მონაწილეობა. ჩინურ ვაქცინას არ აქვს გავლილი უსაფრთხოების ყველა საფეხური“, - აცხადებს კალოიანი.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"საქართველო და ევროკავშირი დიდებული წყვილია!" - რა ფოტოებით გამოხატა ევროპარლამენტარმა საქართველოს მიმართ მხარდაჭერა

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"