სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ ვიცი დედაჩემი როგორ გაუმკლავდა ყველაფერს მარტო, ჩვენ ერთმანეთი მაინც გვყავს" - პრინც ჰარის ემოციური  კომენტარი ოპრასთან
"არ ვიცი დედაჩემი როგორ გაუმკლავდა ყველაფერს მარტო, ჩვენ ერთმანეთი მაინც გვყავს" - პრინც ჰარის ემოციური  კომენტარი ოპრასთან

პრინ­ცი ჰარი და მისი მე­უღ­ლე მე­გან მარ­კლი უკვე ერთ წელ­ზე მე­ტია, რაც დიდი ბრი­ტა­ნე­თი­დან წა­ვიდ­ნენ და სა­მე­ფო პრი­ვი­ლე­გი­ებ­ზე უარი თქვეს. თა­ვად ამ­ბო­ბენ, რომ სურთ, უბ­რა­ლოდ ჰარი და მე­გა­ნი იყ­ვნენ, ყო­ველ­გვა­რი რე­გა­ლი­ე­ბის გა­რე­შე, თუმ­ცა ბრი­ტა­ნულ მე­დი­ა­ში მათ ჯერ კი­დევ სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გად და ჰერ­ცო­გი­ნი­ად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ.

წყვი­ლი მე­ო­რე შვილს ელო­დე­ბა. ისი­ნი ბრი­ტა­ნე­თი­დან წას­ვლის შემ­დეგ იშ­ვი­ა­თად ჩნდე­ბი­ან კა­მე­რე­ბის წინ და ცდი­ლო­ბენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის მი­პყრო­ბას თავი აა­რი­დონ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უკვე საკ­მაო დრო გა­ვი­და წყვი­ლის აშშ-ში გა­და­ბარ­გე­ბი­დან, გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში მათ შე­სა­ხებ ამ დრომ­დე ყვე­ლა­ზე მეტს სა­უბ­რო­ბენ და ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წი­ლი აკ­რი­ტი­კებს სა­მე­ფო ოჯა­ხი­დან წას­ვლის გამო.

თუმ­ცა პრინ­ცის­თვის მთა­ვა­რი თა­ვის ოჯახ­ზე ზრუნ­ვა და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბაა. სწო­რედ ეს იყო მი­ზე­ზი, რის გა­მოც ჰა­რიმ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

7 მარტს სა­ზო­გა­დო­ე­ბა ოპრა უინფრის­თან ჰა­რი­სა და მე­გა­ნის ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უს ნა­ხავს, თუმ­ცა წი­ნას­წარ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი 30-წა­მი­ა­ნი თი­ზე­რით უკვე ცნო­ბი­ლია, რის შე­სა­ხებ ისა­უბ­რე­ბენ ისი­ნი.

ინ­ტერ­ვი­უს სა­რეკ­ლა­მო ვი­დე­ორ­გოლ­ში ჩანს, რომ ჰა­რიმ პა­რა­ლე­ლი გა­ავ­ლო დე­დას, პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნა­სა და ცოლს შო­რის იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­გორ მო­ექ­ცა ამ ორ ქალს პრე­სა.

პრინ­ცი ამ­ბობს, რომ ეში­ნო­და ის­ტო­რია არ გა­მე­ო­რე­ბუ­ლი­ყო და ამი­ტო­მაც, მან და მე­გან­მა გა­და­წყვი­ტეს, უკან და­ე­ხი­ათ და ჩა­მო­შო­რე­ბოდ­ნენ სა­მე­ფო ცხოვ­რე­ბას. ინ­ტერ­ვი­უს მი­მართ უკვე დიდი მო­ლო­დი­ნია. ცნო­ბი­ლია, რომ მე­გა­ნი ისა­უბ­რებს ქორ­წი­ნე­ბა­ზე, დე­დო­ბა­ზე, ცხოვ­რე­ბა­ზე სა­მე­ფო რე­გა­ლი­ე­ბით და ასე­ვე სა­მე­ფო ოჯა­ხი­დან წას­ვლა­ზე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან წნეხ­ზე.

პრინც ჰა­რის აქამ­დეც უთ­ქვამს, რომ სა­მე­ფო ოჯა­ხი­დან წას­ვლა გა­და­წყვი­ტა, რათა და­ეც­ვა სა­კუ­თა­რი თავი და ოჯა­ხი არა­ჯან­სა­ღი გა­რე­მოს­გან, რო­მელ­საც მათ დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში პრე­სა უქ­მნი­და.

"წარ­მოდ­გე­ნაც კი მი­ჭირს რო­გორ გა­უმკლავ­და დედა მთელ ამ პრო­ცესს მარ­ტო, რად­გან ყო­ვე­ლი­ვე ჩვენ­თვის, ორი­ვეს­თვის და­უ­ჯე­რებ­ლად მძი­მე იყო, თუმ­ცა ჩვენ ერ­თმა­ნე­თი მა­ინც გვყავ­და. ჩემი მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი იყო, რომ ის­ტო­რია არ გა­მე­ო­რე­ბუ­ლი­ყო“, - ამ­ბობს პრინ­ცი ჰარი ოპ­რას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ცნო­ბის­თვის, რო­დე­საც პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნა ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში მოჰ­ყვა, მის ავ­ტო­მო­ბილს პა­პა­რა­ცე­ბი მის­დევ­დნენ. ჰარი თვლის, რომ დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი პა­პა­რა­ცე­ბი არი­ან. და­ი­ა­ნას ავ­ტო­მო­ბილს პა­პა­რა­ცე­ბი მო­ტო­ციკ­ლით მის­დევ­დნენ, პრინ­ცე­სას მძღოლს ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მიჰ­ყავ­და, საჭე ვე­ღარ და­ი­მორ­ჩი­ლა და დიდი სიჩ­ქა­რით ბოძს შე­ე­ჯა­ხა, გარ­და ამი­სა, და­ი­ა­ნას პრე­სა მარ­ტო არას­დროს ტო­ვებ­და და ის ხში­რად წუხ­და იმის გამო, რომ პი­რად სივ­რცეს არ უტო­ვებ­დნენ. ჰა­რის­თვის ეს ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი თე­მაა, ამი­ტო­მაც და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში წე­რენ, რომ სრუ­ლი­ად ლო­გი­კუ­რია, რა­ტომ ეში­ნია მას ის­ტო­რი­ის გა­მე­ო­რე­ბის და რა­ტომ ცდი­ლობს ასე ძა­ლი­ან ცო­ლის დაც­ვას ტაბ­ლო­ი­დე­ბის­გან.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მართალია ჰარი
37

ნამდვილი კაცი გაიხარეთ და იბედნიერეთ

.
24

სულმოუთქმენლად ველოდით, პრინც ჰარის გამოჩენას. უღრმესი მადლობა, რომ შეგვახსენეთ. ოღონდ სტატია რატომღაც მოკლე მომეჩვენა, მაგრამ მაინც დავკმაყოფილდი. გემუდარებით, რაც შეიძლება, მოკლე მომავალში, მოგვაწოდოთ პრინც ჰარიზე, მეტი სიახლე, სიმძაფრე და კონკრეტულობა. ამ ქვეყანაზე, მეტი არაფერი გვაინტერესებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"არ ვიცი დედაჩემი როგორ გაუმკლავდა ყველაფერს მარტო, ჩვენ ერთმანეთი მაინც გვყავს" - პრინც ჰარის ემოციური  კომენტარი ოპრასთან

"არ ვიცი დედაჩემი როგორ გაუმკლავდა ყველაფერს მარტო, ჩვენ ერთმანეთი მაინც გვყავს" - პრინც ჰარის ემოციური  კომენტარი ოპრასთან

პრინცი ჰარი და მისი მეუღლე მეგან მარკლი უკვე ერთ წელზე მეტია, რაც დიდი ბრიტანეთიდან წავიდნენ და სამეფო პრივილეგიებზე უარი თქვეს. თავად ამბობენ, რომ სურთ, უბრალოდ ჰარი და მეგანი იყვნენ, ყოველგვარი რეგალიების გარეშე, თუმცა ბრიტანულ მედიაში მათ ჯერ კიდევ სასექსის ჰერცოგად და ჰერცოგინიად მოიხსენიებენ.

წყვილი მეორე შვილს ელოდება. ისინი ბრიტანეთიდან წასვლის შემდეგ იშვიათად ჩნდებიან კამერების წინ და ცდილობენ, საზოგადოების ყურადღების მიპყრობას თავი აარიდონ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმაო დრო გავიდა წყვილის აშშ-ში გადაბარგებიდან, გაერთიანებულ სამეფოში მათ შესახებ ამ დრომდე ყველაზე მეტს საუბრობენ და ადამიანების ნაწილი აკრიტიკებს სამეფო ოჯახიდან წასვლის გამო.

თუმცა პრინცისთვის მთავარი თავის ოჯახზე ზრუნვა და საყვარელი ადამიანების უსაფრთხოებაა. სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც ჰარიმ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.

7 მარტს საზოგადოება ოპრა უინფრისთან ჰარისა და მეგანის ექსკლუზიურ ინტერვიუს ნახავს, თუმცა წინასწარ გავრცელებული 30-წამიანი თიზერით უკვე ცნობილია, რის შესახებ ისაუბრებენ ისინი.

ინტერვიუს სარეკლამო ვიდეორგოლში ჩანს, რომ ჰარიმ პარალელი გაავლო დედას, პრინცესა დაიანასა და ცოლს შორის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოექცა ამ ორ ქალს პრესა.

პრინცი ამბობს, რომ ეშინოდა ისტორია არ გამეორებულიყო და ამიტომაც, მან და მეგანმა გადაწყვიტეს, უკან დაეხიათ და ჩამოშორებოდნენ სამეფო ცხოვრებას. ინტერვიუს მიმართ უკვე დიდი მოლოდინია. ცნობილია, რომ მეგანი ისაუბრებს ქორწინებაზე, დედობაზე, ცხოვრებაზე სამეფო რეგალიებით და ასევე სამეფო ოჯახიდან წასვლაზე, საზოგადოების მხრიდან წნეხზე.

პრინც ჰარის აქამდეც უთქვამს, რომ სამეფო ოჯახიდან წასვლა გადაწყვიტა, რათა დაეცვა საკუთარი თავი და ოჯახი არაჯანსაღი გარემოსგან, რომელსაც მათ დიდ ბრიტანეთში პრესა უქმნიდა.

"წარმოდგენაც კი მიჭირს როგორ გაუმკლავდა დედა მთელ ამ პროცესს მარტო, რადგან ყოველივე ჩვენთვის, ორივესთვის დაუჯერებლად მძიმე იყო, თუმცა ჩვენ ერთმანეთი მაინც გვყავდა. ჩემი მთავარი საზრუნავი იყო, რომ ისტორია არ გამეორებულიყო“, - ამბობს პრინცი ჰარი ოპრასთან ინტერვიუში.

ცნობისთვის, როდესაც პრინცესა დაიანა ავტოავარიაში მოჰყვა, მის ავტომობილს პაპარაცები მისდევდნენ. ჰარი თვლის, რომ დედის გარდაცვალების მიზეზი პაპარაცები არიან. დაიანას ავტომობილს პაპარაცები მოტოციკლით მისდევდნენ, პრინცესას მძღოლს ავტომობილი გადაჭარბებული სიჩქარით მიჰყავდა, საჭე ვეღარ დაიმორჩილა და დიდი სიჩქარით ბოძს შეეჯახა, გარდა ამისა, დაიანას პრესა მარტო არასდროს ტოვებდა და ის ხშირად წუხდა იმის გამო, რომ პირად სივრცეს არ უტოვებდნენ. ჰარისთვის ეს ყველაზე მტკივნეული თემაა, ამიტომაც დასავლურ მედიაში წერენ, რომ სრულიად ლოგიკურია, რატომ ეშინია მას ისტორიის გამეორების და რატომ ცდილობს ასე ძალიან ცოლის დაცვას ტაბლოიდებისგან.

ალექსეი ნავალნი შიმშილობას წყვეტს

თუ ბაიდენი სომეხთა გენოციდს აღიარებს, როგორ შეიძლება ეს ჩვენს რეგიონზე აისახოს ? - "ვვარაუდობ, რომ აშშ-მა გარკვეული მესიჯი გაგზავნა და თურქეთს რაღაც დაათმობინა“

"მხარს ვუჭერ პროტესტს "ნამახვანჰესის" აშენების წინააღმდეგ" - რას წერს ევროპარლამენტის ვიცე - პრეზიდენტი