საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მისი დისკრედიტაციისთვის ყველა ბინძურ მეთოდს გამოიყენებენ" - ვინ შეიძლება იდგეს გიორგი გახარიას წინააღმდეგ დაწყებული შავი პიარის უკან?
"მისი დისკრედიტაციისთვის ყველა ბინძურ მეთოდს გამოიყენებენ" - ვინ შეიძლება იდგეს გიორგი გახარიას წინააღმდეგ დაწყებული შავი პიარის უკან?

ნიკა მე­ლი­ას საქ­მე­სა და მთავ­რო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ცვლი­ლე­ბებ­ზე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სა­უბ­რი­სას, ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და:

- თუ ვი­ვა­რა­უ­დებთ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გარ­კვე­ულ ჯგუფს მარ­თლაც ჰქონ­და გა­ხა­რი­ას მო­შო­რე­ბის გეგ­მა, მა­შინ მისი გა­დად­გო­მა მათ­თვის, შე­საძ­ლოა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­დე­გი იყოს. ამ თე­ო­რი­ის თა­ნახ­მად, შე­იძ­ლე­ბა და­ვუშ­ვათ ისიც, რომ ყვე­ლა­ფე­რი სწო­რედ ამის­თვის გა­კეთ­და. თუ ამ მსჯე­ლო­ბას გავ­ყვე­ბით, სცე­ნა­რი შე­იძ­ლე­ბა ცოტა სხვა­ნა­ი­რად ყო­ფი­ლი­ყო და­გეგ­მი­ლი, ანუ შესაძ­ლოა ვი­ღა­ცას სურ­და, ეს სპე­ცო­პე­რა­ცია სწო­რედ გა­ხა­რი­ას ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა და მერე ჯერ 20 ივ­ნი­სის ამ­ბე­ბის და ახლა უკვე მე­ლი­ას საქ­მის გამო მისი სრუ­ლი დის­კრე­დი­ტა­ცია მომ­ხდა­რი­ყო, რა­საც ის გა­დაჰ­ყვე­ბო­და კი­დეც...

ფაქ­ტია, რომ გა­ხა­რია არა­კომ­ფორ­ტუ­ლი ფი­გუ­რა იყო იმ მმარ­თვე­ლო­ბი­თი ფი­ლო­სო­ფი­ის­თვის, რა­საც ერთი ადა­მი­ა­ნის ხელ­ში კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი აბ­სო­ლუ­ტუ­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბა ჰქვია. არა­ვის­თვის არის და­სა­მა­ლი, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­არ­ჩევ­ნო შე­დეგ­ში ლო­მის წილი სწო­რედ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ ითა­მა­შა, ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი აი­კი­და ზურ­გზე, რო­მელ­თაც აჩუ­ქა ძა­ლა­უფ­ლე­ბა. არ ვამ­ბობ, რომ მხო­ლოდ გა­ხა­რია იყო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, მაგ­რამ მოდი, გულ­წრფე­ლად ვთქვათ - "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ამომ­რჩე­ველ­მა" ორ ადა­მი­ანს - მას და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს მის­ცა ხმა, დღეს კი არ­ცერ­თი მათ­გა­ნი ფორ­მა­ლუ­რად ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში აღარ არის. პო­ლი­ტი­კა­ში არი­ან თუ არა, ეს სხვა სა­კი­თხია...

შე­საძ­ლოა, გა­ხა­რი­ამ და­ი­ნა­ხა ეს საფრ­თხე და ამი­ტო­მაც გა­დად­გა, რა­საც მოჰ­ყვა მოვ­ლე­ნე­ბის სხვა გზით გან­ვი­თა­რე­ბა. რად­გან პირ­ვე­ლი გეგ­მა ჩა­ი­შა­ლა, მერე უკვე გან­ხორ­ცი­ელ­და მე­ო­რე, ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. ახალ­მა პრე­მი­ერ­მა ცნო­ბი­ლი გა­მოს­ვლის შემ­დეგ მო­ა­ხერ­ხა და ქვე­ყა­ნა რამ­დე­ნი­მე წლით უკან გა­და­აგ­დო... არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ იმ ჯგუფს, რო­მელ­საც ეს ხა­ლი­ჩის­ქვე­შა თა­მა­შე­ბი ჰქონ­და ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, ვერ წარ­მო­ედ­გი­ნა, თუ ასეთ მძი­მე შე­დე­გებს მი­ი­ღებ­და, თუმ­ცა, ვი­მე­ო­რებ - რაც გა­ხა­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვთქვი, მხო­ლოდ ვა­რა­უ­დია. რა თქმა უნდა, ვერც იმას გა­მოვ­რი­ცხავთ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ეს ქცე­ვა იყო მხო­ლოდ და მხო­ლოდ სიბ­რიყ­ვე და კუნ­თე­ბის თა­მა­ში, ქვე­ტექ­სტის გა­რე­შე...

- თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რა ტი­პის შავი პი­ა­რი - ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბა და­ი­წყო გა­ხა­რი­ას წი­ნა­აღ­მდეგ, ვერ გა­მოვ­რი­ცხავთ, რომ თქვე­ნი ნა­ვა­რა­უ­დე­ვი გეგ­მა მარ­თლაც არ­სე­ბობ­და...

- სამ­წუ­ხა­როდ, ეს მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო. ჩვენ ვი­ცით ეს ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ხაზი. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გა­დის სის­ტე­მი­დან, ამ სის­ტე­მის­თვის პო­ტენ­ცი­ურ საფრ­თხედ იქ­ცე­ვა, მით უფრო, ისე­თი ფი­გუ­რა, რომ­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი წონა დარ­ჩე­ნი­ლი სის­ტე­მის პო­ლი­ტი­კურ წო­ნას აჭარ­ბებს. ამი­ტო­მაც იწყე­ბა მისი პო­ლი­ტი­კუ­რი მკვლე­ლო­ბის ოპე­რა­ცია.

ბუ­ნებ­რი­ვია, ეს შავი პი­ა­რი მო­დის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან. ნა­ხეთ, რა ვი­თა­რე­ბა მი­ვი­ღეთ - ადა­მი­ა­ნის მი­მართ, რო­მელ­მაც ამ გა­უ­გე­ბარ მა­სას ძა­ლა­უფ­ლე­ბა აჩუ­ქა, ელე­მენ­ტა­რუ­ლი მად­ლი­ე­რე­ბაც არა­ვის გა­მო­უ­ხა­ტავს. ბუ­ნებ­რი­ვია, დღეს მისი დის­კრე­დი­ტა­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ამო­ცა­ნაა, ამის­თვის კი ყვე­ლა ბინ­ძურ მე­თოდს გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ. ისი­ნი ამ ეტაპ­ზე არა­პირ­და­პირ იმოქ­მე­დე­ბენ, არ გა­მოჩ­ნდე­ბი­ან და ამ ურა­პატ­რი­ო­ტუ­ლი, ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბის მეშ­ვე­ო­ბით წარ­მარ­თა­ვენ გა­ხა­რი­ას გა­სა­შა­ვე­ბელ" კამ­პა­ნი­ას, რომ ემანდ არა­ფე­რი გა­ბე­დოს და პო­ლი­ტი­კა­ში არ შე­მობ­რუნ­დეს. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ უფრო შორ­საც წა­ვიდ­ნენ.

- ბა­რემ აქვე გკი­თხავთ - რას ფიქ­რობთ გა­ხა­რი­ას პო­ლი­ტი­კურ პერ­სპექ­ტი­ვა­ზე?

- დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან მისი გა­აქ­ტი­უ­რე­ბა ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დო მგო­ნია. მე­ეჭ­ვე­ბა, ის ამას აპი­რებ­დეს, თუმ­ცა პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლა რთუ­ლი პრო­ცე­სია, სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბით ვიცი. თა­ვი­დან­ვე გა­და­წყვე­ტი­ლი მქონ­და, რომ 2012 წლის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ წა­ვი­დო­დი პო­ლი­ტი­კი­დან, მაგ­რამ ვერ წა­ვე­დი... ქარ­თულ სის­ტე­მას აქვს ასე­თი ფსი­ქო­ლო­გია, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ნა­ხევ­რად კრი­მი­ნა­ლუ­რიც, როცა სის­ტე­მი­დან გას­ვლა ღა­ლა­ტად ფას­დე­ბა და სის­ტე­მა იწყებს შენ წი­ნა­აღ­მდეგ მოქ­მე­დე­ბას. სწო­რედ ეს ხდე­ბა ახლა გა­ხა­რი­ას შემ­თხვე­ვა­ში და ეს ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო პრო­ცე­სია. სწო­რედ ამ მი­ზე­ზით მა­ვანს უწევს პო­ლი­ტი­კა­ში დარ­ჩე­ნა, რათა თავი და­იც­ვას.

გა­ხა­რი­ას აქვს სე­რი­ო­ზუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­პი­ტა­ლი, რომ­ლის რე­ა­ლი­ზე­ბა შე­უძ­ლია, მაგ­რამ თუ ამ ნა­ბიჯს გა­დად­გამს, მა­ინც მგო­ნია, რომ ეს იძუ­ლე­ბი­თი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა. მის პო­ლი­ტი­კა­ში შე­მობ­რუ­ნე­ბის შანსს ასე შე­ვა­ფა­სებ­დი - 50/50. წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 73 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნოდო
11

დახე დახე როგორ გააპარა

ხვიჩა
110

მოაშორეთ ეს ხუხაშვილი,ერთი რამე მითხარით ამის გარტყმული,მოდებაშიცკიარარის,ამის თუმ და ვარაუდმაი და იქნებმა და ვნახოთმა ტვინი წაიღორაა,ნაცებზე ნაკლები კიარარის ,გუბაზას გადაუჯოკრა ბიძინას გინებაში,ვერ დატყუა მაყუთი და იგინება.კაირა დაგვანებერა თავი.ამ პალიტრამ კიდე მოაშოროს ეს კაცი

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"მისი დისკრედიტაციისთვის ყველა ბინძურ მეთოდს გამოიყენებენ" - ვინ შეიძლება იდგეს გიორგი გახარიას წინააღმდეგ დაწყებული შავი პიარის უკან?

"მისი დისკრედიტაციისთვის ყველა ბინძურ მეთოდს გამოიყენებენ" - ვინ შეიძლება იდგეს გიორგი გახარიას წინააღმდეგ დაწყებული შავი პიარის უკან?

ნიკა მელიას საქმესა და მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბრისას, ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა:

- თუ ვივარაუდებთ, რომ ხელისუფლების გარკვეულ ჯგუფს მართლაც ჰქონდა გახარიას მოშორების გეგმა, მაშინ მისი გადადგომა მათთვის, შესაძლოა, მნიშვნელოვანი შედეგი იყოს. ამ თეორიის თანახმად, შეიძლება დავუშვათ ისიც, რომ ყველაფერი სწორედ ამისთვის გაკეთდა. თუ ამ მსჯელობას გავყვებით, სცენარი შეიძლება ცოტა სხვანაირად ყოფილიყო დაგეგმილი, ანუ შესაძლოა ვიღაცას სურდა, ეს სპეცოპერაცია სწორედ გახარიას ჩაეტარებინა და მერე ჯერ 20 ივნისის ამბების და ახლა უკვე მელიას საქმის გამო მისი სრული დისკრედიტაცია მომხდარიყო, რასაც ის გადაჰყვებოდა კიდეც...

ფაქტია, რომ გახარია არაკომფორტული ფიგურა იყო იმ მმართველობითი ფილოსოფიისთვის, რასაც ერთი ადამიანის ხელში კონცენტრირებული აბსოლუტური ძალაუფლება ჰქვია. არავისთვის არის დასამალი, რომ "ქართული ოცნების" საარჩევნო შედეგში ლომის წილი სწორედ გიორგი გახარიამ ითამაშა, ძალიან ბევრი ადამიანი აიკიდა ზურგზე, რომელთაც აჩუქა ძალაუფლება. არ ვამბობ, რომ მხოლოდ გახარია იყო მნიშვნელოვანი, მაგრამ მოდი, გულწრფელად ვთქვათ - "ქართული ოცნების" ამომრჩეველმა" ორ ადამიანს - მას და ბიძინა ივანიშვილს მისცა ხმა, დღეს კი არცერთი მათგანი ფორმალურად ხელისუფლებაში აღარ არის. პოლიტიკაში არიან თუ არა, ეს სხვა საკითხია...

შესაძლოა, გახარიამ დაინახა ეს საფრთხე და ამიტომაც გადადგა, რასაც მოჰყვა მოვლენების სხვა გზით განვითარება. რადგან პირველი გეგმა ჩაიშალა, მერე უკვე განხორციელდა მეორე, ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. ახალმა პრემიერმა ცნობილი გამოსვლის შემდეგ მოახერხა და ქვეყანა რამდენიმე წლით უკან გადააგდო... არ გამოვრიცხავ, რომ იმ ჯგუფს, რომელსაც ეს ხალიჩისქვეშა თამაშები ჰქონდა ჩაფიქრებული, ვერ წარმოედგინა, თუ ასეთ მძიმე შედეგებს მიიღებდა, თუმცა, ვიმეორებ - რაც გახარიასთან დაკავშირებით ვთქვი, მხოლოდ ვარაუდია. რა თქმა უნდა, ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ ხელისუფლების ეს ქცევა იყო მხოლოდ და მხოლოდ სიბრიყვე და კუნთების თამაში, ქვეტექსტის გარეშე...

- თუ გავითვალისწინებით, რა ტიპის შავი პიარი - ყალბი ინფორმაციების გავრცელება დაიწყო გახარიას წინააღმდეგ, ვერ გამოვრიცხავთ, რომ თქვენი ნავარაუდევი გეგმა მართლაც არსებობდა...

- სამწუხაროდ, ეს მოსალოდნელი იყო. ჩვენ ვიცით ეს ტექნოლოგიური ხაზი. ადამიანი, რომელიც გადის სისტემიდან, ამ სისტემისთვის პოტენციურ საფრთხედ იქცევა, მით უფრო, ისეთი ფიგურა, რომლის პოლიტიკური წონა დარჩენილი სისტემის პოლიტიკურ წონას აჭარბებს. ამიტომაც იწყება მისი პოლიტიკური მკვლელობის ოპერაცია.

ბუნებრივია, ეს შავი პიარი მოდის ხელისუფლებიდან. ნახეთ, რა ვითარება მივიღეთ - ადამიანის მიმართ, რომელმაც ამ გაუგებარ მასას ძალაუფლება აჩუქა, ელემენტარული მადლიერებაც არავის გამოუხატავს. ბუნებრივია, დღეს მისი დისკრედიტაცია "ქართული ოცნების" ამოცანაა, ამისთვის კი ყველა ბინძურ მეთოდს გამოიყენებენ. ისინი ამ ეტაპზე არაპირდაპირ იმოქმედებენ, არ გამოჩნდებიან და ამ ურაპატრიოტული, ანგაჟირებული ჯგუფების მეშვეობით წარმართავენ გახარიას გასაშავებელ" კამპანიას, რომ ემანდ არაფერი გაბედოს და პოლიტიკაში არ შემობრუნდეს. არ გამოვრიცხავ, რომ უფრო შორსაც წავიდნენ.

- ბარემ აქვე გკითხავთ - რას ფიქრობთ გახარიას პოლიტიკურ პერსპექტივაზე?

- დღევანდელი გადასახედიდან მისი გააქტიურება ნაკლებად სავარაუდო მგონია. მეეჭვება, ის ამას აპირებდეს, თუმცა პოლიტიკიდან წასვლა რთული პროცესია, საკუთარი გამოცდილებით ვიცი. თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ წავიდოდი პოლიტიკიდან, მაგრამ ვერ წავედი... ქართულ სისტემას აქვს ასეთი ფსიქოლოგია, შეიძლება ითქვას, ნახევრად კრიმინალურიც, როცა სისტემიდან გასვლა ღალატად ფასდება და სისტემა იწყებს შენ წინააღმდეგ მოქმედებას. სწორედ ეს ხდება ახლა გახარიას შემთხვევაში და ეს ძალიან სახიფათო პროცესია. სწორედ ამ მიზეზით მავანს უწევს პოლიტიკაში დარჩენა, რათა თავი დაიცვას.

გახარიას აქვს სერიოზული პოლიტიკური კაპიტალი, რომლის რეალიზება შეუძლია, მაგრამ თუ ამ ნაბიჯს გადადგამს, მაინც მგონია, რომ ეს იძულებითი ნაბიჯი იქნება. მის პოლიტიკაში შემობრუნების შანსს ასე შევაფასებდი - 50/50. წაიკითხეთ სტატია სრულად

"როდესაც მოვა დრო, გაიგებთ, მივიღებ, თუ არა არჩევნებში მონაწილეობას" - ტოვებს თუ არა "ოცნებას" კახა კალაძე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"