საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შეზღუდვები იხსნება 1-ლი მარტიდან და როგორია შეზღუდვების შემსუბუქების სამომავლო გეგმა
რა შეზღუდვები იხსნება 1-ლი მარტიდან და როგორია შეზღუდვების შემსუბუქების სამომავლო გეგმა

სა­ქარ­თვე­ლო­ში ხვა­ლი­დან, 1-ელი მარ­ტი­დან კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის ნა­წი­ლი იხ­სნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კო­რო­ნა­ვი­სუ­რის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით შექ­მნილ­მა სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ მი­ი­ღო.

კერ­ძოდ, შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის გეგ­მა, რო­მე­ლიც ხვა­ლი­დან შე­დის ძა­ლა­ში ასე­თია:

  • რეს­ტორ­ნე­ბი შიდა სივ­რცე­ებ­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას გა­ნა­ახ­ლე­ბენ, შა­ბათ-კვი­რის გარ­და, ბა­თუმ­ში 1-ელი მარ­ტი­დან, ხოლო და­ნარ­ჩენ სა­ქარ­თვე­ლო­ში 8 მარ­ტი­დან;
  • სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი რო­გორც სა­ჯა­რო, ისე კერ­ძო, ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას აღად­გე­ნენ 1-ელი მარ­ტი­დან 2 კვი­რა­ში ერთხელ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის 20 %-ის სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტეს­ტი­რე­ბის პი­რო­ბით;
  • უმაღ­ლე­სი და პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბი კლი­ნი­კუ­რი, პრაქ­ტი­კუ­ლი, ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას და გა­მოც­დე­ბის არა­დის­ტან­ცი­ურ ფორ­მატ­ში ჩა­ტა­რე­ბას შეძ­ლე­ბენ 1 მარ­ტი­დან, ხოლო სას­წავ­ლო პრო­ცე­სის აუ­დი­ტო­რი­ებ­ში აღ­დგე­ნას - 15 მარ­ტი­დან;
  • კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი და ტრე­ნინ­გე­ბი შე­სა­ბა­მი­სი პრო­ტო­კო­ლის დაც­ვით გა­ნახ­ლდე­ბა 1 მარ­ტი­დან;
  • მუ­ზე­უ­მე­ბი და ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი საქ­მი­ა­ნო­ბას გა­ნა­ახ­ლე­ბენ 1 მარ­ტი­დან;
  • სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო­ზე მი­ღე­ბუ­ლია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ქვე­ყა­ნა­ში ვი­ზი­ტო­რე­ბის დაშ­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შემ­დგომ შემ­სუ­ბუ­ქე­ბა­ზე, კერ­ძოდ იმ ქვეყ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს, რო­მელ­თა მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჰა­ე­რო სა­ზღვრის გავ­ლით ქვე­ყა­ნა­ში შე­მოს­ვლა შე­უძ­ლი­ათ PCR ტეს­ტის ნე­გა­ტი­უ­რი პა­სუ­ხით 1 მარ­ტი­დან ემა­ტე­ბა შემ­დე­გი ქვეყ­ნე­ბი: სომ­ხე­თი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, უკ­რა­ი­ნა, ყა­ზა­ხე­თი, რუ­სე­თი, ბე­ლა­რუ­სი. სახ­მე­ლე­თო სა­ზღვრებ­ზე ამ ეტაპ­ზე ისევ ნარ­ჩუნმდე­ბა დღეს მოქ­მე­დი რე­ჟი­მი.
  • ამას­თან, ძა­ლა­ში რჩე­ბა 21:00 სა­ა­თი­დან დი­ლის 5:00 სა­ა­თამ­დე გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვა;

რაც შე­ე­ხე­ბა შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის შემ­დგომ ეტაპს:

  • სამ­თო კუ­რორ­ტებ­ზე არ­სე­ბუ­ლი სა­ბა­გი­რო­ე­ბი გა­იხ­სნე­ბა 8 მარ­ტი­დან, ასე­ვე ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სტან­დარ­ტე­ბი­სა და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის სრუ­ლი დაც­ვით;
  • სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზე­ბი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას გა­ნა­ახ­ლე­ბენ 15 მარ­ტი­დან გან­სა­ზღვრუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვით;
  • სას­კო­ლო წრე­ე­ბი ასე­ვე გა­ნახ­ლდე­ბა 15 მარ­ტი­დან;
  • თე­ატ­რე­ბი, სპორ­ტუ­ლი კლუ­ბე­ბი, პრო­ფე­სი­უ­ლი ან­სამ­ბლე­ბი რე­პე­ტი­ცი­ე­ბის და ვარ­ჯი­შის გა­ნახ­ლე­ბას შეძ­ლე­ბენ 15 მარ­ტი­დან, ხოლო საქ­მი­ა­ნო­ბის სრუ­ლად აღ­დგე­ნას (თე­ატ­რა­ლუ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბი, სპორ­ტუ­ლი შე­ჯიბ­რე­ბე­ბი მა­ყუ­რებ­ლის დას­წრე­ბით) 1 აპ­რი­ლი­დან;
  • არა­სა­სურ­სა­თო სა­ცა­ლო ვაჭ­რო­ბა შა­ბათ-კვი­რის ჩათ­ვლით, იგუ­ლის­ხმე­ბა რო­გორც სა­ვაჭ­რო მო­ლე­ბი, ისე ბაზ­რო­ბე­ბი, მუ­შა­ო­ბას გა­ნა­ახ­ლე­ბენ 8 მარ­ტი­დან.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

რა შეზღუდვები იხსნება 1-ლი მარტიდან და როგორია შეზღუდვების შემსუბუქების სამომავლო გეგმა

რა შეზღუდვები იხსნება 1-ლი მარტიდან და როგორია შეზღუდვების შემსუბუქების სამომავლო გეგმა

საქართველოში ხვალიდან, 1-ელი მარტიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება. შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავისურის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო.

კერძოდ, შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა, რომელიც ხვალიდან შედის ძალაში ასეთია:

  • რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ, შაბათ-კვირის გარდა, ბათუმში 1-ელი მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან;
  • სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ 1-ელი მარტიდან 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 %-ის სავალდებულო ტესტირების პირობით;
  • უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ 1 მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას - 15 მარტიდან;
  • კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება 1 მარტიდან;
  • მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ 1 მარტიდან;
  • საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულია გადაწყვეტილება, ქვეყანაში ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემდგომ შემსუბუქებაზე, კერძოდ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ PCR ტესტის ნეგატიური პასუხით 1 მარტიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი. სახმელეთო საზღვრებზე ამ ეტაპზე ისევ ნარჩუნმდება დღეს მოქმედი რეჟიმი.
  • ამასთან, ძალაში რჩება 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა;

რაც შეეხება შეზღუდვების შემსუბუქების შემდგომ ეტაპს:

  • სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები გაიხსნება 8 მარტიდან, ასევე ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით;
  • სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ 15 მარტიდან განსაზღვრული რეგულაციების დაცვით;
  • სასკოლო წრეები ასევე განახლდება 15 მარტიდან;
  • თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) 1 აპრილიდან;
  • არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ 8 მარტიდან.

"ვფიქრობ, მარტის ბოლოდან შეგვეძლება ვაქცინაცია "ასტრაზენეკას“ ვაქცინით დავიწყოთ...შესაძლოა, მანამდე "ფაიზერმაც“ მოგვისწროს" - თამარ გაბუნია

გერმანიაში დასაქმების სურვილი ამ დროისთვის 94 281-მა ადამიანმა გამოთქვა

საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი