პოლიტიკა
სამხედრო
სამართალი

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ მკაცრად არ გაკონტროლდება რეგულაციების დაცვა, ეს აუცილებლად გამოიწვევს ეპიდაფეთქებას აპრილის თვეში" - რა შეიძლება მოჰყვეს შეზღუდვების მასშტაბურ შემსუბუქებას?
"თუ მკაცრად არ გაკონტროლდება რეგულაციების დაცვა, ეს აუცილებლად გამოიწვევს ეპიდაფეთქებას აპრილის თვეში" - რა შეიძლება მოჰყვეს შეზღუდვების მასშტაბურ შემსუბუქებას?

უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს 24 თე­ბერ­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის გამო შე­მო­ღე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნად შემ­სუ­ბუქ­და.

დღე­ი­დან ამოქ­მედდ­მა სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო ტრან­სპორ­ტი, ამას­თა­ნა­ვე, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტი შა­ბათ-კვი­რა­საც იმუ­შა­ვებს. ასე­ვე, გა­იხ­სნა სამ­თო კუ­რორ­ტე­ბის სას­ტუმ­რო­ე­ბი,სა­ბა­გი­რო­ე­ბი კი 8 მარ­ტი­დან და­ი­წყებს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას.

1-ლი მარ­ტი­დან კერ­ძო და სა­ჯა­რო სა­ბავ­შვო ბაგა-ბა­ღე­ბი მუ­შა­ო­ბას გა­ნა­ახ­ლე­ბენ. უმაღ­ლეს და პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებს 15 მარ­ტი­დან შე­ეძ­ლე­ბათ აუ­დი­ტო­რი­ა­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და­წყე­ბა. 1-ლი მარ­ტი­დან კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბის და ტრე­ნინ­გე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, შე­სა­ბა­მი­სი პრო­ტო­კო­ლის დაც­ვით, და­საშ­ვე­ბი ხდე­ბა. მუ­ზე­უ­მე­ბი და ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი საქ­მი­ა­ნო­ბას ასე­ვე 1-ლი მარ­ტი­დან გა­ნა­ახ­ლე­ბენ. რეს­ტორ­ნე­ბის შიდა სივ­რცე­ე­ბი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას, შა­ბათ-კვი­რის გარ­და, ბა­თუმ­ში 1 -ლი მარ­ტი­დან, ხოლო და­ნარ­ჩენ სა­ქარ­თვე­ლო­ში 8 მარ­ტი­დან გა­ნა­ახ­ლე­ბენ. 8 მარ­ტი­დან სა­ვაჭ­რო მო­ლე­ბი და ბაზ­რო­ბე­ბი შა­ბათ-კვი­რა­საც იმუ­შა­ვე­ბენ. 15 მარ­ტი­დან ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზე­ბი და­ი­წყე­ბენ, ასე­ვე 15 მარ­ტი­დან გა­ნახ­ლდე­ბა სას­კო­ლო წრე­ე­ბი. თე­ატ­რე­ბი, სპორ­ტუ­ლი კლუ­ბე­ბი, პრო­ფე­სი­უ­ლი ან­სამ­ბლე­ბი რე­პე­ტი­ცი­ე­ბის და ვარ­ჯი­შის გა­ნახ­ლე­ბას 15 მარ­ტი­დან შეძ­ლე­ბენ. მთავ­რო­ბამ ე.წ. კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი კვლავ ძა­ლა­ში და­ტო­ვა. შეზ­რუდ­ვე­ბის ამ დო­ზით შემ­სუ­ბუ­ქე­ბის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გაჩ­ნდა კი­თხვა ხომ არ გა­მო­იწ­ვევს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მოხ­სნა ახალ ეპი­და­ფეთ­ქე­ბას?

ambebi.ge ამ საკ­თხზე სპე­ცი­ა­ლის­ტებს და­უ­კავ­შირ­და. ალერ­გო­ლოგ- იმუ­ნო­ლო­გი ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვი მი­იჩ­ნევს, რომ ეპი­და­ფეთ­ქე­ბის რე­ა­ლუ­რი სა­შიშ­რო­ე­ბა შე­იძ­ლე­ბა შე­იქ­მნას აპ­რი­ლის თვი­დან იმ შემ­თხვე­ვე­ვა­ში, თუ შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნის პრო­პორ­ცი­უ­ლად არ გაძ­ლი­ერ­დე­ბა ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა.

"რა­ღაც დროს ეს შემ­სუ­ბუ­ქე­ბა უნდა მომ­ხდა­რი­ყო, ჩვენ ავ­სტრია და გერ­მა­ნია არ ვართ, ვერ გა­უძ­ლებს ქვე­ყა­ნის ეკო­ნო­მი­კა ამ­დენხნი­ან ჩა­კეტ­ვას. რა­ღაც ეტაპ­ზე ალ­ბათ სა­ჭი­როა ამო­სუნ­თქვა, შემ­დეგ თუ მო­ი­მა­ტებს შემ­თხვე­ვე­ბი, ისევ შე­მო­ღე­ბა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის, ისევ გამ­კაც­რე­ბა და ა.შ. ასე აკე­თებს მთე­ლი მსოფ­ლიო. მაგ­რამ ახლა მთა­ვა­რია ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის კარ­გი სის­ტე­მის შე­მუ­შა­ვე­ბა.

თუ მკაც­რად არ იქ­ნე­ბა გა­კონ­ტრო­ლე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვა, ეს აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­იწ­ვევს ეპი­და­ფეთ­ქე­ბას აპ­რი­ლის თვე­ში. ამის დიდი შან­სია, მით უფრო, რომ ქვე­ყა­ნა­ში ახა­ლი შტა­მე­ბი და­ფიქ­სირ­და და მას­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი კლას­ტე­რე­ბი გაჩ­ნდა... ინ­ფექ­ცი­ას გავ­რცე­ლე­ბის მა­ღა­ლი რის­კია, ვაქ­ცი­ნა ჯერ­ჯე­რო­ბით არ ჩანს, პირ­ბა­დის ტა­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 72%- დან 66 % -მდე ჩა­მო­ვარ­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი სე­რი­ო­ზუ­ლად აი­სა­ხე­ბა ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ა­ზე, თუ არ გაძ­ლი­ერ­და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა. ახლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დე­ტა­ლი­ზა­ცია, რო­გო­რი პი­რო­ბით გა­იხ­სნას ესა თუ ის სივ­რცე, რო­გო­რი იქ­ნე­ბა იქ დატ­ვირ­თვა, მო­ბი­ლო­ბა და მათ­ზე მე­თყ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა. ვაქ­ცი­ნა­ცი­ას რაც შე­ე­ხე­ბა, ალ­ბათ კი­დევ დიდ ხანს არ აი­სა­ხე­ბა მისი გავ­ლნა ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე. ეს რომ მოხ­დეს, სა­ჭი­როა 15-30 % მა­ინც აიც­რას, ამ რა­ო­დე­ნო­ბის აც­რას კი ალ­ბათ ზა­ფხუ­ლის ბო­ლომ­დე და­აგ­ვი­ან­დე­ბა. ამი­ტომ რე­ა­ლუ­რი სა­შიშ­რო­ე­ბის წი­ნა­შე ვდგა­ვართ. ახლა ჩვენ უნდა ვი­ყოთ მხო­ლოდ ჩვე­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის იმე­დად. თუ ყვე­ლა გა­მო­ვი­ყე­ნებთ პირ­ბა­დეს, რის­კე­ბი მი­ნი­მუ­მამ­დე შემ­ცირ­დე­ბა", - ამ­ბობს ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვი.

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვა, ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­იჩ­ნევს, რომ შეზ­რუდ­ვე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ეპი­და­ფეთ­ქე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა ამ ეტაპ­ზე არ არ­სე­ბობს.

"ეს არ გა­მო­იწ­ვევ ეპი­და­ფეთ­ქე­ბას, შე­საძ­ლოა მცი­რე­დით გა­უ­ა­რეს­დეს ვი­თა­რე­ბა, მაგ­რამ არ მი­ვი­ღებთ ისეთ სცე­ნარს, რო­გო­რიც გვქონ­და გვი­ან შე­მოდ­გო­მა­ზე და ზამ­თრის და­სა­წყის­ში. რად­გა­ნაც, პირ­ვე­ლი - მო­სახ­ლე­ო­ბის გარ­კვე­ულ­მა ნა­წილ­მა გა­და­ი­ტა­ნა და­ა­ვა­დე­ბა. მე­ო­რე - არის მო­ლო­დი­ნი, რომ ვაქ­ცი­ნა მარ­ტის ბო­ლო­დან გვექ­ნე­ბა. ვფიქ­რობ, რომ ზა­ფხულ­ში და გვი­ან გა­ზა­ფხულ­ზე შე­იძ­ლე­ბა ცო­ტა­თი გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლი ეპიდსი­ტუ­ა­ცია მი­ვი­ღოთ, მაგ­რამ არა სა­გან­გა­შო.

რაც შე­ე­ხე­ბა მთავ­რო­ბის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ეს გა­მარ­თლე­ბუ­ლია, რად­გან ეპიდსი­ტუ­ა­ცია იძ­ლე­ო­და ამის სა­შუ­ა­ლე­ბას. რამ­დე­ნი­მე კვი­რაა და­დე­ბი­თო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლი 2-3 % არ სცდე­ბა, ეს იძ­ლე­ო­და იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ მოგ­ვეხ­სნა გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა კონ­ტროლს, მე სამ სეგ­მენტს გა­მოვ­ყოფ­დი, სა­ი­თაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა უნდა იყოს მი­მარ­თუ­ლი - სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, ტრან­სპორ­ტი და ბარ-რეს­ტორ­ნე­ბი", - გვე­უბ­ნე­ბა ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
qeTo
18

ნუ წაიღეთ ტვინი! ახლა უსაქმოდ რჩებით და ისევ "მგელი"-ს ძახილი დაიწყეთ?

xyz
15

ყვავებივით ნუ დაგვჩხავით.

ავტორი:

"თუ მკაცრად არ გაკონტროლდება რეგულაციების დაცვა, ეს აუცილებლად გამოიწვევს ეპიდაფეთქებას აპრილის თვეში" - რა შეიძლება მოჰყვეს შეზღუდვების მასშტაბურ შემსუბუქებას?

"თუ მკაცრად არ გაკონტროლდება რეგულაციების დაცვა, ეს აუცილებლად გამოიწვევს ეპიდაფეთქებას აპრილის თვეში" - რა შეიძლება მოჰყვეს შეზღუდვების მასშტაბურ შემსუბუქებას?

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 24 თებერვლის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გამო შემოღებული შეზღუდვები მნიშვნელოვანად შემსუბუქდა.

დღეიდან ამოქმედდმა საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, ამასთანავე, მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს. ასევე, გაიხსნა სამთო კურორტების სასტუმროები,საბაგიროები კი 8 მარტიდან დაიწყებს ფუნქციონირებას.

1-ლი მარტიდან კერძო და საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღები მუშაობას განაახლებენ. უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებს 15 მარტიდან შეეძლებათ აუდიტორიაში სასწავლო პროცესის დაწყება. 1-ლი მარტიდან კონფერენციების და ტრენინგების ჩატარება, შესაბამისი პროტოკოლის დაცვით, დასაშვები ხდება. მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას ასევე 1-ლი მარტიდან განაახლებენ. რესტორნების შიდა სივრცეები ფუნქციონირებას, შაბათ-კვირის გარდა, ბათუმში 1 -ლი მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან განაახლებენ. 8 მარტიდან სავაჭრო მოლები და ბაზრობები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ. 15 მარტიდან ფუნქციონირებას სპორტული დარბაზები დაიწყებენ, ასევე 15 მარტიდან განახლდება სასკოლო წრეები. თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას 15 მარტიდან შეძლებენ. მთავრობამ ე.წ. კომენდანტის საათი კვლავ ძალაში დატოვა. შეზრუდვების ამ დოზით შემსუბუქების შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა ხომ არ გამოიწვევს რეგულაციების მოხსნა ახალ ეპიდაფეთქებას?

ambebi.ge ამ საკთხზე სპეციალისტებს დაუკავშირდა. ალერგოლოგ- იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ ეპიდაფეთქების რეალური საშიშროება შეიძლება შეიქმნას აპრილის თვიდან იმ შემთხვევევაში, თუ შეზღუდვების მოხსნის პროპორციულად არ გაძლიერდება ზედამხედველობა.

"რაღაც დროს ეს შემსუბუქება უნდა მომხდარიყო, ჩვენ ავსტრია და გერმანია არ ვართ, ვერ გაუძლებს ქვეყანის ეკონომიკა ამდენხნიან ჩაკეტვას. რაღაც ეტაპზე ალბათ საჭიროა ამოსუნთქვა, შემდეგ თუ მოიმატებს შემთხვევები, ისევ შემოღება რეგულაციების, ისევ გამკაცრება და ა.შ. ასე აკეთებს მთელი მსოფლიო. მაგრამ ახლა მთავარია ზედამხედველობის კარგი სისტემის შემუშავება.

თუ მკაცრად არ იქნება გაკონტროლებული რეგულაციების დაცვა, ეს აუცილებლად გამოიწვევს ეპიდაფეთქებას აპრილის თვეში. ამის დიდი შანსია, მით უფრო, რომ ქვეყანაში ახალი შტამები დაფიქსირდა და მასთან ასოცირებული კლასტერები გაჩნდა... ინფექციას გავრცელების მაღალი რისკია, ვაქცინა ჯერჯერობით არ ჩანს, პირბადის ტარების მაჩვენებელი 72%- დან 66 % -მდე ჩამოვარდა, ეს ყველაფერი სერიოზულად აისახება ეპიდსიტუაციაზე, თუ არ გაძლიერდა ზედამხედველობა. ახლა მნიშვნელოვანია დეტალიზაცია, როგორი პირობით გაიხსნას ესა თუ ის სივრცე, როგორი იქნება იქ დატვირთვა, მობილობა და მათზე მეთყვალყურეობა. ვაქცინაციას რაც შეეხება, ალბათ კიდევ დიდ ხანს არ აისახება მისი გავლნა ჩვენს მოსახლეობაზე. ეს რომ მოხდეს, საჭიროა 15-30 % მაინც აიცრას, ამ რაოდენობის აცრას კი ალბათ ზაფხულის ბოლომდე დააგვიანდება. ამიტომ რეალური საშიშროების წინაშე ვდგავართ. ახლა ჩვენ უნდა ვიყოთ მხოლოდ ჩვენი პასუხისმგებლობის იმედად. თუ ყველა გამოვიყენებთ პირბადეს, რისკები მინიმუმამდე შემცირდება", - ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა, ერთმნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ შეზრუდვების შემსუბუქების მიუხედავად, ეპიდაფეთქების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს.

"ეს არ გამოიწვევ ეპიდაფეთქებას, შესაძლოა მცირედით გაუარესდეს ვითარება, მაგრამ არ მივიღებთ ისეთ სცენარს, როგორიც გვქონდა გვიან შემოდგომაზე და ზამთრის დასაწყისში. რადგანაც, პირველი - მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა გადაიტანა დაავადება. მეორე - არის მოლოდინი, რომ ვაქცინა მარტის ბოლოდან გვექნება. ვფიქრობ, რომ ზაფხულში და გვიან გაზაფხულზე შეიძლება ცოტათი გაუარესებული ეპიდსიტუაცია მივიღოთ, მაგრამ არა საგანგაშო.

რაც შეეხება მთავრობის ამ გადაწყვეტილებას, ეს გამართლებულია, რადგან ეპიდსიტუაცია იძლეოდა ამის საშუალებას. რამდენიმე კვირაა დადებითობის მაჩვენებლი 2-3 % არ სცდება, ეს იძლეოდა იმის საშუალებას, რომ მოგვეხსნა გარკვეული შეზღუდვები. რაც შეეხება კონტროლს, მე სამ სეგმენტს გამოვყოფდი, საითაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა იყოს მიმართული - სასწავლო დაწესებულებები, ტრანსპორტი და ბარ-რესტორნები", - გვეუბნება ინფექციონისტი.

რა შეზღუდვები იხსნება 1 მარტიდან და როგორია შეზღუდვების შემსუბუქების სამომავლო გეგმა

"ძალიან მიხარია, რომ შოთა, ჩემი შვილი ნახევრად ქართველი და ნახევრად იაპონელია - ქართველ ხალხს უამრავი ღირსება აქვს" - იაპონელი მთარგმნელი, რომელიც საქართველოს მეორე სამშობლოდ მიიჩნევს

"გახშირდა აუწყობელი ოჯახური ურთიერთობები, გაუწვრთნელნი არიან შვილები, ადამიანებს ბედნიერება აკლიათ" - მიტროპოლიტი შიო