პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოლფის ლეგენდამ სიკვდილს თვალებში ჩახედა - ტაიგერ ვუდსის მდიდრული ცხოვრება, სასახლეები და სასიყვარულო სკანდალები
გოლფის ლეგენდამ სიკვდილს თვალებში ჩახედა - ტაიგერ ვუდსის მდიდრული ცხოვრება, სასახლეები და სასიყვარულო სკანდალები

ამე­რი­კე­ლი სპორ­ტსმე­ნი, ტა­ი­გერ ვუდსი მსოფ­ლი­ო­ში გოლ­ფის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­თა­მა­შეა, რო­მელ­საც სრუ­ლი­ად სა­მარ­თლი­ა­ნად უწო­დე­ბენ გოლ­ფის ლე­გენ­დას. ის ასე­ვე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღალ­შე­მო­სავ­ლი­ა­ნი სპორ­ტსმე­ნია მსოფ­ლი­ო­ში და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­სა­ბა­მის სი­ა­ში პირ­ველ ად­გილ­საც კი იკა­ვებ­და.

გარ­და კა­რი­ე­რუ­ლი წარ­მა­ტე­ბი­სა, ვუდსი ცნო­ბი­ლია სკან­და­ლუ­რი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით, სიმ­დიდ­რი­სა და ფუ­ფუ­ნე­ბის საგ­ნე­ბი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლით, ასე­ვე ავ­ტო­ა­ვა­რი­ე­ბით, რო­მელ­თა გა­მოც სიკ­ვდილს არა­ერ­თხელ ჩა­ხე­და თვა­ლებ­ში.

სულ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, 23 თე­ბერ­ვალს ვუდსს მო­რი­გი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა შე­ემ­თხვა. ლოს ან­ჯე­ლეს­ში, დი­ლის 07:00 სა­ათ­ზე ავ­ტო­მო­ბი­ლით ხევ­ში გა­და­ი­ჩე­ხა. მან­ქა­ნა იმ­დე­ნად და­ზი­ან­და, რომ სპორ­ტსმე­ნი პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ქა­რე მი­ნი­დან გად­მო­იყ­ვა­ნეს.

"სპორ­ტსმე­ნი ყვე­ლა­ზე მშფოთ­ვა­რე ცხოვ­რე­ბით" - ასე ახა­სი­ა­თე­ბენ მას მე­დი­ა­ში. ტა­ი­გერ ვუდსის ცხოვ­რე­ბას თან ახ­ლავს არა­ერ­თი და­ცე­მა, თუმ­ცა ის ყო­ველ­თვის ახერ­ხებს წა­მოდ­გო­მას და სპორ­ტში ახა­ლი მწვერ­ვა­ლე­ბის და­პყრო­ბას. ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მას ზურ­გზე ოთხი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, ასე­ვე ცი­ხე­ში მოხ­ვდა - ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, 2020 წელს სპორ­ტს და­უბ­რუნ­და.

სპორ­ტსმე­ნი გა­ტა­ცე­ბუ­ლია მდიდ­რუ­ლი იახ­ტე­ბით

ტა­ი­გერ ვუდსის მთა­ვა­რი მის­წრა­ფე­ბა იახ­ტე­ბი, ვერ­ტმფრე­ნე­ბი, მეგა სა­სახ­ლე­ე­ბი და ასე­ვე ვი­დე­ო­თა­მა­შე­ბია და ეს არის ის, რა­შიც სპორ­ტსმენს ფული არ ენა­ნე­ბა. მისი ყო­ველ­წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი 100 მი­ლი­ონს აღე­მა­ტე­ბა, თუმ­ცა 2020 წელს შე­და­რე­ბით შემ­ცირ­და და 60 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა. ამ თან­ხას ვუდსი მხო­ლოდ გოლ­ფის ტურ­ნი­რე­ბის მო­გე­ბის წყა­ლო­ბით არ გა­მო­ი­მუ­შა­ვებს. მას აკავ­ში­რებს მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი კონ­ტრაქ­ტე­ბი სხვა­დას­ხვა სპორ­ტულ კომ­პა­ნი­ებ­თან, მა­გა­ლი­თად, Nike-თან.

ტა­ი­გერ ვუდსი მდიდ­რუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის კო­ლექ­ცი­ის მფლო­ბე­ლია

გოლ­ფის ვარ­სკვლა­ვი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო ნორ­ვე­გი­ელ მო­დელ­ზე ერინ ნორ­დეგ­რენ­ზე. წყვილ­მა 2004 წელს იქორ­წი­ნა და ორი შვი­ლი ჰყავთ - გო­გო­ნა, სემი და ვაჟი, ჩარ­ლი.

ტა­ი­გერ ვუდსის ყო­ფი­ლი ცოლი და შვი­ლე­ბი

წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს და­შორ­და, რად­გა­ნაც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სპორ­ტსმე­ნი ცოლს ღა­ლა­ტობ­და. 2010 წელს წყვი­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ქორ­წი­ნე­ბა შედ­გა. სპორ­ტსმე­ნის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში არა­ერ­თი ქა­ლია, რომ­ლებ­თა­ნაც ხან­მოკ­ლე სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა ხოლ­მე.

ტა­ი­გერ ვუდსის სა­სახ­ლე ფლო­რი­და­ში

ტა­ი­გერ ვუდსი, რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, ცნო­ბი­ლია ავ­ტო­ა­ვა­რი­ე­ბით. პირ­ვე­ლად 2009 წელს მო­ექ­ცა ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში, რო­დე­საც ავ­ტო­მო­ბი­ლით სა­კუ­თარ სახ­ლთან ხეს შე­ე­ჯა­ხა. სპორ­ტსმე­ნი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. თვე­ნა­ხე­ვა­რი კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობ­და. სა­ბო­ლო­ოდ, გა­მო­ჯან­მრთელ­და და სპორ­ტს 2010 წელს და­უბ­რუნ­და, შემ­დე­გი ავა­რია 2017 წელს მოხ­და, ის ავ­ტო­მო­ბილს ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მარ­თავ­და, პო­ლი­ცი­ას არ და­ე­მორ­ჩი­ლა და დიდი სის­წრა­ფით მოძ­რა­ობ­და. ბო­ლოს მან­ქა­ნას ძრა­ვა და­უ­ზი­ან­და და ერთ-ერთ გზატ­კე­ცილ­ზე ავა­რი­უ­ლად გა­ჩერ­და. რო­დე­საც პო­ლი­ცი­ამ იპო­ვა, სპორ­ტსმენს მან­ქა­ნა­ში ეძი­ნა. ყო­ვე­ლი­ვეს შემ­დეგ ვუდსი და­ა­კა­ვეს.

რაც შე­ე­ხე­ბა 23 თე­ბერ­ვალს მომ­ხდარ ავა­რი­ას, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის მი­ხედ­ვით სპორ­ტსმე­ნი არც ალ­კოჰო­ლის და არც ნარ­კო­ტი­კუ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ არ ყო­ფი­ლა, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ­ჟა­მად სტა­ბი­ლუ­რად მძი­მე­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი.

მე­დი­ა­ში ავ­ტო­ა­ვა­რი­ის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი ვრცელ­დე­ბა, სა­დაც უკი­დუ­რე­სად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მან­ქა­ნაა ჩანს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის გაკ­ვირ­ვე­ბას იწ­ვევს, თუ რო­გორ გა­და­ურ­ჩა ვუდსი მო­რიგ, მძი­მე ავა­რი­ას.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კარგით რაა
1

ტაიგერა, იმდენჯერაა დამტვრეული სიმთვრალის გამო, ეტყობა ჭკუა ვერ ისწავლა და ვერც მანქანის ტარება..მამამისის სიკვდილის მერე (ვისი დამსახურებაცაა მისი წარმატება), სულ აიშვა და აი, შედეგიც.

გია
0

რა მარკის მანქანაა არვიცი მარა მალადეც მანქანის მარკას და მოდელს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

გოლფის ლეგენდამ სიკვდილს თვალებში ჩახედა - ტაიგერ ვუდსის მდიდრული ცხოვრება, სასახლეები და სასიყვარულო სკანდალები

გოლფის ლეგენდამ სიკვდილს თვალებში ჩახედა - ტაიგერ ვუდსის მდიდრული ცხოვრება, სასახლეები და სასიყვარულო სკანდალები

ამერიკელი სპორტსმენი, ტაიგერ ვუდსი მსოფლიოში გოლფის ყველაზე ცნობილი და წარმატებული მოთამაშეა, რომელსაც სრულიად სამართლიანად უწოდებენ გოლფის ლეგენდას. ის ასევე ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენია მსოფლიოში და წლების განმავლობაში შესაბამის სიაში პირველ ადგილსაც კი იკავებდა.

გარდა კარიერული წარმატებისა, ვუდსი ცნობილია სკანდალური სასიყვარულო ურთიერთობებით, სიმდიდრისა და ფუფუნების საგნებისადმი სიყვარულით, ასევე ავტოავარიებით, რომელთა გამოც სიკვდილს არაერთხელ ჩახედა თვალებში.

სულ რამდენიმე დღის წინ, 23 თებერვალს ვუდსს მორიგი ავტოსაგზაო შემთხვევა შეემთხვა. ლოს ანჯელესში, დილის 07:00 საათზე ავტომობილით ხევში გადაიჩეხა. მანქანა იმდენად დაზიანდა, რომ სპორტსმენი პოლიციელებმა ავტომობილის საქარე მინიდან გადმოიყვანეს.

"სპორტსმენი ყველაზე მშფოთვარე ცხოვრებით" - ასე ახასიათებენ მას მედიაში. ტაიგერ ვუდსის ცხოვრებას თან ახლავს არაერთი დაცემა, თუმცა ის ყოველთვის ახერხებს წამოდგომას და სპორტში ახალი მწვერვალების დაპყრობას. ოთხი წლის განმავლობაში მას ზურგზე ოთხი ოპერაცია ჩაუტარდა, ასევე ციხეში მოხვდა - ყველაფრის მიუხედავად, 2020 წელს სპორტს დაუბრუნდა.

სპორტსმენი გატაცებულია მდიდრული იახტებით

ტაიგერ ვუდსის მთავარი მისწრაფება იახტები, ვერტმფრენები, მეგა სასახლეები და ასევე ვიდეოთამაშებია და ეს არის ის, რაშიც სპორტსმენს ფული არ ენანება. მისი ყოველწლიური შემოსავალი 100 მილიონს აღემატება, თუმცა 2020 წელს შედარებით შემცირდა და 60 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ თანხას ვუდსი მხოლოდ გოლფის ტურნირების მოგების წყალობით არ გამოიმუშავებს. მას აკავშირებს მაღალანაზღაურებადი კონტრაქტები სხვადასხვა სპორტულ კომპანიებთან, მაგალითად, Nike-თან.

ტაიგერ ვუდსი მდიდრული ავტომობილების კოლექციის მფლობელია

გოლფის ვარსკვლავი დაქორწინებული იყო ნორვეგიელ მოდელზე ერინ ნორდეგრენზე. წყვილმა 2004 წელს იქორწინა და ორი შვილი ჰყავთ - გოგონა, სემი და ვაჟი, ჩარლი.

ტაიგერ ვუდსის ყოფილი ცოლი და შვილები

წყვილი ერთმანეთს დაშორდა, რადგანაც ცნობილი გახდა, რომ სპორტსმენი ცოლს ღალატობდა. 2010 წელს წყვილის ოფიციალური განქორწინება შედგა. სპორტსმენის პირად ცხოვრებაში არაერთი ქალია, რომლებთანაც ხანმოკლე სასიყვარულო ურთიერთობით შემოიფარგლება ხოლმე.

ტაიგერ ვუდსის სასახლე ფლორიდაში

ტაიგერ ვუდსი, როგორც აღვნიშნეთ, ცნობილია ავტოავარიებით. პირველად 2009 წელს მოექცა ყურადღების ცენტრში, როდესაც ავტომობილით საკუთარ სახლთან ხეს შეეჯახა. სპორტსმენი მძიმე მდგომარეობაში იყო. თვენახევარი კლინიკაში მკურნალობდა. საბოლოოდ, გამოჯანმრთელდა და სპორტს 2010 წელს დაუბრუნდა, შემდეგი ავარია 2017 წელს მოხდა, ის ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, პოლიციას არ დაემორჩილა და დიდი სისწრაფით მოძრაობდა. ბოლოს მანქანას ძრავა დაუზიანდა და ერთ-ერთ გზატკეცილზე ავარიულად გაჩერდა. როდესაც პოლიციამ იპოვა, სპორტსმენს მანქანაში ეძინა. ყოველივეს შემდეგ ვუდსი დააკავეს.

რაც შეეხება 23 თებერვალს მომხდარ ავარიას, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სპორტსმენი არც ალკოჰოლის და არც ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ არ ყოფილა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურად მძიმედაა შეფასებული.

მედიაში ავტოავარიის ამსახველი ფოტოები ვრცელდება, სადაც უკიდურესად დაზიანებული მანქანაა ჩანს და საზოგადოების გაკვირვებას იწვევს, თუ როგორ გადაურჩა ვუდსი მორიგ, მძიმე ავარიას.

ნახევარი მილიონი ჩეჩენისა და ინგუშის დეპორტაცია საქონლისთვის განკუთვნილი ვაგონებით - ოპერაცია "ჩეჩევიცას" უმძიმესი შედეგები

რატომ იხატავდნენ ქალები ფეხებზე სწორ ხაზებს მეორე მსოფლიო ომის დროს?

ტეხასელები ამტკიცებენ, რომ ბილ გეითსმა ხალხს ყალბი თოვლი მოუვლინა - სოციალური ქსელები შეთქმულების ახალმა თეორიამ მოიცვა