მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საუზმედ სოსისს ნუ მიირთმევთ, კვებამდე ნახევარი საათით ადრე ორი ჭიქა წყალი დალიეთ - ჯანსაღი კვების წესები ენდოკრინოლოგისგან
საუზმედ სოსისს ნუ მიირთმევთ, კვებამდე ნახევარი საათით ადრე ორი ჭიქა წყალი დალიეთ - ჯანსაღი კვების წესები ენდოკრინოლოგისგან

ჯან­სა­ღად კვე­ბა არამ­ხო­ლოდ წო­ნის გა­კონ­ტრო­ლე­ბის­თვის, არა­მედ, პირ­ველ რიგ­ში, ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვი­ცო­დეთ, კონ­კრე­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი დღის რო­მელ მო­ნაკ­ვეთ­ში მი­ვირ­თვათ - Allnews.ge-მ კი­თხვე­ბით ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ ქე­თე­ვან ტა­ბა­ტა­ძეს მი­მარ­თა.

  • წყა­ლი

ენ­დოკ­რი­ლო­გის თქმით, სა­სურ­ვე­ლია, ყო­ვე­ლი კვე­ბის წინ, ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით ადრე, ორ ჭი­ქამ­დე წყა­ლი მი­ვი­ღოთ.

  • ოთხჯე­რა­დი კვე­ბა

დღე­ში ერთხელ ან ორ­ჯერ კვე­ბა და დი­ე­ტის დაც­ვა, ორ­გა­ნიზ­მის­თვის სა­სურ­ვე­ლი არ არის. ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი გვირ­ჩევს, რომ საკ­ვე­ბი დღე­ში 4-ჯერ და სა­ა­თობ­რი­ვად მი­ვი­ღოთ.

"შუ­ა­ლე­დე­ბი ყო­ვე­ლი ულუ­ფის მი­ღე­ბას შო­რის 3-დან 3,5 სა­ა­თამ­დე უნდა იყოს. სა­სურ­ვე­ლია, 7 სა­ათ­ზე გვი­ან არ ვი­ვახ­შმოთ. ასე­ვე უმ­ჯო­ბე­სია, კვე­ბის დროს დავ­ნაყ­რდეთ, ვიდ­რე შუ­ა­ლე­დებ­ში წა­ვი­ხემ­სოთ, ამ პე­რი­ოდ­ში სა­სურ­ვე­ლი მხო­ლოდ სი­თხის მი­ღე­ბაა."

  • სა­უზ­მე

ქე­თე­ვან ტა­ბა­ტა­ძის თქმით, ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მი ყვე­ლა­ზე დიდი სტრე­სის ქვეშ მა­ში­ნაა, რო­დე­საც სა­უზ­მეს ვტო­ვებთ.

"სა­უზ­მე­ზე რა პრო­დუქ­ტებს მი­ი­ღებთ, ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია, მაგ­რამ უმ­ჯო­ბე­სია, შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქად და კა­ლო­რი­უ­ლად მი­ირ­თვათ. არ გირ­ჩევთ, დი­ლით შემ­წვა­რი, ცხი­მე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი ან მა­ი­ო­ნე­ზი მი­ი­ღოთ. ასე­ვე, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტებ­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი არ უნდა მი­ირ­თვათ," - აღ­ნიშ­ნავს ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი.

მისი თქმით, დი­ლით სა­სურ­ვე­ლია ბურ­ღუ­ლე­უ­ლის, წი­წი­ბუ­რას, მო­ხარ­შუ­ლი კვერ­ცხის, რძის პრო­დუქ­ტე­ბის, ბუ­ტერბრო­დის მი­ღე­ბა კა­რა­ქი­თა და ყვე­ლით, ან ცოტა თაფ­ლით.

"პირ­ველ ულუ­ფად სო­სის­სა და მსგავს პრო­დუქ­ტებს ნუ მი­ირ­თმევთ. შემ­წვა­რი ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლა­ზე არა­სა­სურ­ვე­ლად მოქ­მე­დებს, ნელა შე­ი­წო­ვე­ბა და ხელს წო­ნა­ში მა­ტე­ბა­საც უწყობს."

  • რძის პრო­დუქ­ტე­ბის მი­ღე­ბა ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად შე­ამ­ცი­რეთ

ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი გან­მარ­ტავს, რომ რძის პრო­დუქ­ტე­ბის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ასაკს და ლაქ­ტო­ზის მი­მართ ამ­ტა­ნო­ბას აქვს, რად­გან დღე­ვან­დელ რე­ა­ლო­ბა­ში, პო­პუ­ლა­ცი­ის დიდ ნა­წილს ლაქ­ტო­ზის მი­მართ აუ­ტან­ლო­ბა აქვს ანუ, რძის პრო­დუქ­ტის მი­ღე­ბის შემ­დეგ, ალერ­გი­უ­ლი ფონი უვი­თარ­დე­ბა. ქე­თე­ვან ტა­ბა­ტა­ძის თქმით, 30 წლის შემ­დეგ, რძის პრო­დუქ­ტე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი მი­ღე­ბა სა­სურ­ვე­ლი არ არის.

"25 წლამ­დე რძის პრო­დუქ­ტე­ბის მი­ღე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რა­დაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, ამ ასა­კის შემ­დეგ უმ­ჯო­ბე­სია, თუ შე­ვამ­ცი­რებთ, ხოლო 30 წლი­დან რძის ნა­წარ­მი კი­დევ უფრო იშ­ვი­ა­თად უნდა მი­ვირ­თვათ, რად­გან ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად ლაქ­ტო­ზის აუ­ტან­ლო­ბა იზ­რდე­ბა. სა­სურ­ვე­ლია, რომ ეს პრო­დუქ­ტე­ბი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ვირ­თვათ და არა დი­ლით".

  • ხი­ლის მი­ღე­ბა უმ­ჯო­ბე­სი დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­შია

მო­სა­ნე­ლებ­ლად და ორ­გა­ნიზ­მის­თვის შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი, სა­ზამ­თრო, ნეს­ვი, ბალი, ალუ­ბა­ლი და მარ­წყვია, თუმ­ცა, ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი გვირ­ჩევს, რომ მათი ულუ­ფე­ბი დღე­ში ნა­ხე­ვარ კი­ლოგ­რამ­ზე მეტი არ უნდა იყოს.

"დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სა­ზამ­თროს მი­ღე­ბაც კი არაა რე­კო­მენ­დე­ბულ, რად­გან ის ფრუქ­ტო­ზა­სა და ნიტ­რა­ტებს შე­ი­ცავს, რაც ორ­გა­ნიზ­მის­თვის ად­ვი­ლად­შე­წო­ვა­დია და უმ­ჯო­ბე­სია, თუ ნორ­მის ფარ­გლებ­ში მი­ვი­ღებთ," - აღ­ნიშ­ნავს ენ­დოკ­რი­ლო­გი. ქე­თე­ვან ტა­ბა­ტა­ძის თქმით, თუ ჭარ­ბი წონა გვა­წუ­ხებს, ხი­ლის დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში მი­ღე­ბა სა­სურ­ვე­ლი არ არის.

"უმ­ჯო­ბე­სია, რომ კვე­ბამ­დე მი­ვირ­თვათ, რად­გან ასე, მისი მო­ნე­ლე­ბა უფრო სწრა­ფად ხდე­ბა, ვიდ­რე სა­დი­ლის შემ­დეგ. ულუ­ფა­ზე ხი­ლის და­მა­ტე­ბით, ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლა­ზე უარ­ყო­ფით ზე­გავ­ლე­ნას ვახ­დენთ.

კერ­ძოდ, დი­დია ალ­ბა­თო­ბა, რომ მა­ნამ­დე მი­ღე­ბუ­ლი ძი­რი­თა­დი სა­დი­ლის სრულ­ფა­სოვ­ნად გა­და­მუ­შა­ვე­ბა არ მოხ­დეს, ამი­ტომ ულუ­ფის მი­ღე­ბი­დან ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი მა­ინც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს გა­სუ­ლი, რათა ხილი მი­ვირ­თვათ... წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

ლექსო
1

მომეწონა და საჭიროა ესეთი ტიპის სტატიები ხშირად რომ გააზიაროთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

საუზმედ სოსისს ნუ მიირთმევთ, კვებამდე ნახევარი საათით ადრე ორი ჭიქა წყალი დალიეთ - ჯანსაღი კვების წესები ენდოკრინოლოგისგან

საუზმედ სოსისს ნუ მიირთმევთ, კვებამდე ნახევარი საათით ადრე ორი ჭიქა წყალი დალიეთ - ჯანსაღი კვების წესები ენდოკრინოლოგისგან

ჯანსაღად კვება არამხოლოდ წონის გაკონტროლებისთვის, არამედ, პირველ რიგში, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად არის აუცილებელი. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, კონკრეტული პროდუქტები დღის რომელ მონაკვეთში მივირთვათ - Allnews.ge-მ კითხვებით ენდოკრინოლოგ ქეთევან ტაბატაძეს მიმართა.

  • წყალი

ენდოკრილოგის თქმით, სასურველია, ყოველი კვების წინ, ნახევარი საათით ადრე, ორ ჭიქამდე წყალი მივიღოთ.

  • ოთხჯერადი კვება

დღეში ერთხელ ან ორჯერ კვება და დიეტის დაცვა, ორგანიზმისთვის სასურველი არ არის. ენდოკრინოლოგი გვირჩევს, რომ საკვები დღეში 4-ჯერ და საათობრივად მივიღოთ.

"შუალედები ყოველი ულუფის მიღებას შორის 3-დან 3,5 საათამდე უნდა იყოს. სასურველია, 7 საათზე გვიან არ ვივახშმოთ. ასევე უმჯობესია, კვების დროს დავნაყრდეთ, ვიდრე შუალედებში წავიხემსოთ, ამ პერიოდში სასურველი მხოლოდ სითხის მიღებაა."

  • საუზმე

ქეთევან ტაბატაძის თქმით, ჩვენი ორგანიზმი ყველაზე დიდი სტრესის ქვეშ მაშინაა, როდესაც საუზმეს ვტოვებთ.

"საუზმეზე რა პროდუქტებს მიიღებთ, ეს აბსოლუტურად ინდივიდუალურია, მაგრამ უმჯობესია, შედარებით მსუბუქად და კალორიულად მიირთვათ. არ გირჩევთ, დილით შემწვარი, ცხიმებით დატვირთული პროდუქტები ან მაიონეზი მიიღოთ. ასევე, არავითარ შემთხვევაში სწრაფი კვების ობიექტებში დამზადებული პროდუქტები არ უნდა მიირთვათ," - აღნიშნავს ენდოკრინოლოგი.

მისი თქმით, დილით სასურველია ბურღულეულის, წიწიბურას, მოხარშული კვერცხის, რძის პროდუქტების, ბუტერბროდის მიღება კარაქითა და ყველით, ან ცოტა თაფლით.

"პირველ ულუფად სოსისსა და მსგავს პროდუქტებს ნუ მიირთმევთ. შემწვარი ნივთიერებათა ცვლაზე არასასურველად მოქმედებს, ნელა შეიწოვება და ხელს წონაში მატებასაც უწყობს."

  • რძის პროდუქტების მიღება ასაკის მატებასთან ერთად შეამცირეთ

ენდოკრინოლოგი განმარტავს, რომ რძის პროდუქტების მიღების შემთხვევაში, დიდი მნიშვნელობა ასაკს და ლაქტოზის მიმართ ამტანობას აქვს, რადგან დღევანდელ რეალობაში, პოპულაციის დიდ ნაწილს ლაქტოზის მიმართ აუტანლობა აქვს ანუ, რძის პროდუქტის მიღების შემდეგ, ალერგიული ფონი უვითარდება. ქეთევან ტაბატაძის თქმით, 30 წლის შემდეგ, რძის პროდუქტების ყოველდღიური მიღება სასურველი არ არის.

"25 წლამდე რძის პროდუქტების მიღება ყოველდღიურადაა შესაძლებელი, ამ ასაკის შემდეგ უმჯობესია, თუ შევამცირებთ, ხოლო 30 წლიდან რძის ნაწარმი კიდევ უფრო იშვიათად უნდა მივირთვათ, რადგან ასაკის მატებასთან ერთად ლაქტოზის აუტანლობა იზრდება. სასურველია, რომ ეს პროდუქტები დღის განმავლობაში მივირთვათ და არა დილით".

  • ხილის მიღება უმჯობესი დღის პირველ ნახევარშია

მოსანელებლად და ორგანიზმისთვის შედარებით მსუბუქი, საზამთრო, ნესვი, ბალი, ალუბალი და მარწყვია, თუმცა, ენდოკრინოლოგი გვირჩევს, რომ მათი ულუფები დღეში ნახევარ კილოგრამზე მეტი არ უნდა იყოს.

"დიდი რაოდენობით საზამთროს მიღებაც კი არაა რეკომენდებულ, რადგან ის ფრუქტოზასა და ნიტრატებს შეიცავს, რაც ორგანიზმისთვის ადვილადშეწოვადია და უმჯობესია, თუ ნორმის ფარგლებში მივიღებთ," - აღნიშნავს ენდოკრილოგი. ქეთევან ტაბატაძის თქმით, თუ ჭარბი წონა გვაწუხებს, ხილის დღის მეორე ნახევარში მიღება სასურველი არ არის.

"უმჯობესია, რომ კვებამდე მივირთვათ, რადგან ასე, მისი მონელება უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე სადილის შემდეგ. ულუფაზე ხილის დამატებით, ნივთიერებათა ცვლაზე უარყოფით ზეგავლენას ვახდენთ.

კერძოდ, დიდია ალბათობა, რომ მანამდე მიღებული ძირითადი სადილის სრულფასოვნად გადამუშავება არ მოხდეს, ამიტომ ულუფის მიღებიდან ნახევარი საათი მაინც აუცილებლად უნდა იყოს გასული, რათა ხილი მივირთვათ... წაიკითხეთ ვრცლად

"ის დარჩება ბაბუად, რომელიც ბარბექიუს სპეციალისტი იყო და საოცარი იუმორი ჰქონდა...მე და მეგანს მუდამ გვემახსოვრება" - როგორ ემშვიდობებიან ჰარი და უილიამი პრინც ფილიპს

რა გავლენას მოახდენს 12 აპრილის ახალმთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე და რას უნდა ველოდოთ პოლიტიკური ცხოვრების ჭრილში - ასტროლოგ რამაზ გიგაურის განმარტება

"ჩემ თავთანაც ძალიან დიდი ცინიკოსი ვარ... რწმენა მეხმარება...ამ ყველაფერს ეს ერთი ქათმის წონა ქალი ვერ შევძლებდი" - თეა წულუკიანი