სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შემთხვევაში ექნება ნიკა მელიას საკანში ტელევიზორით სარგებლობის უფლება - პენიტენციური სამსახურის განცხადება
რა შემთხვევაში ექნება ნიკა მელიას საკანში ტელევიზორით სარგებლობის უფლება - პენიტენციური სამსახურის განცხადება

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რეს ნი­კა­ნორ მე­ლი­ას, ნე­ბის­მი­ე­რი სხვა პა­ტიმ­რის მსგავ­სად, ტე­ლე­ვი­ზო­რით სარ­გებ­ლო­ბა გარ­კვე­უ­ლი ტექ­ნი­კუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლის შემ­დეგ შე­ეძ­ლე­ბა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ნიკა მე­ლი­ას, ისე­ვე რო­გორც სხვა პა­ტიმ­რებს, ტე­ლე­ვი­ზო­რით სარ­გებ­ლო­ბა მისი შე­ძე­ნის შემ­თხვე­ვა­ში შე­უძ­ლია.

"2020 წლის 23 თე­ბერ­ვალს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა ნინო ლომ­ჯა­რი­ამ, ბრალ­დე­ბულ ნი­კა­ნორ მე­ლი­ას პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ მე­დი­ას­თან გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა და აღ­ნიშ­ნა, რომ ბრალ­დე­ბულს სა­კან­ში არ აქვს ტე­ლე­ვი­ზო­რი. მან იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია ამ ლო­ჯის­ტი­კურ სა­კითხს დრო­უ­ლად მო­აგ­ვა­რებს.

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი გან­მარ­ტავს, რომ ბრალ­დე­ბულ ნი­კა­ნორ მე­ლი­ას, ისე­ვე რო­გორც პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მა­ში მყოფ ნე­ბის­მი­ერ სხვა პა­ტი­მარს, ექ­ნე­ბა ტე­ლე­ვი­ზო­რით სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ იგი შე­ი­ძენს ტე­ლე­ვი­ზორს პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არ­სე­ბულ მა­ღა­ზი­ა­ში. ნე­ბის­მი­ერ პა­ტი­მარს, მათ შო­რის ნი­კა­ნორ მე­ლი­ას, პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მა­ში მოხ­ვედ­რის შემ­დეგ უნდა და­უმ­ზად­დეს სა­ბან­კო ბა­რა­თი, რომ­ლი­თაც ის შეძ­ლებს პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მა­ღა­ზი­ა­ში ან­გა­რიშს­წო­რე­ბას.

ამის­თვის პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია პა­ტიმ­რის მო­ნა­ცე­მებს დად­გე­ნი­ლი წე­სით აწ­ვდის ბანკს, რაც დღეს უკვე გა­კეთ­და და რამ­დე­ნი­მე დღე­ში დამ­ზად­დე­ბა სა­ბან­კო ბა­რა­თი, ისე­ვე რო­გორც ცი­ხის გა­რეთ მყო­ფი სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რის შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა. სწო­რედ ამ პრო­ცე­დუ­რის გავ­ლა არის სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ ბრალ­დე­ბულ­მა შეძ­ლოს ტე­ლე­ვი­ზო­რის შე­ძე­ნა“,- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
00
22

მაცივარი ააქვს?! ძალიან მაღელვებს ეს საკითხი.

მე
13
იქაც დაიწყებს ურჩობას, არ ვიყიდი, მაინცდამაინც სახელმწიფომ მომართვას-ო და ალბათ ელისაშვილი კვლავაც გულმოწყალეობას გამოიჩენს და გაუგზავნის.
ავტორი:

რა შემთხვევაში ექნება ნიკა მელიას საკანში ტელევიზორით სარგებლობის უფლება - პენიტენციური სამსახურის განცხადება

რა შემთხვევაში ექნება ნიკა მელიას საკანში ტელევიზორით სარგებლობის უფლება - პენიტენციური სამსახურის განცხადება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ნიკანორ მელიას, ნებისმიერი სხვა პატიმრის მსგავსად, ტელევიზორით სარგებლობა გარკვეული ტექნიკური პროცედურების გავლის შემდეგ შეეძლება. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნიკა მელიას, ისევე როგორც სხვა პატიმრებს, ტელევიზორით სარგებლობა მისი შეძენის შემთხვევაში შეუძლია.

"2020 წლის 23 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, ბრალდებულ ნიკანორ მელიას პენიტენციურ დაწესებულებაში მონახულების შემდეგ მედიასთან გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ბრალდებულს საკანში არ აქვს ტელევიზორი. მან იმედი გამოთქვა, რომ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია ამ ლოჯისტიკურ საკითხს დროულად მოაგვარებს.

ამასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ბრალდებულ ნიკანორ მელიას, ისევე როგორც პენიტენციურ სისტემაში მყოფ ნებისმიერ სხვა პატიმარს, ექნება ტელევიზორით სარგებლობის უფლება იმ შემთხვევაში, თუ იგი შეიძენს ტელევიზორს პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ მაღაზიაში. ნებისმიერ პატიმარს, მათ შორის ნიკანორ მელიას, პენიტენციურ სისტემაში მოხვედრის შემდეგ უნდა დაუმზადდეს საბანკო ბარათი, რომლითაც ის შეძლებს პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში ანგარიშსწორებას.

ამისთვის პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია პატიმრის მონაცემებს დადგენილი წესით აწვდის ბანკს, რაც დღეს უკვე გაკეთდა და რამდენიმე დღეში დამზადდება საბანკო ბარათი, ისევე როგორც ციხის გარეთ მყოფი სამოქალაქო პირის შემთხვევაში ხდება. სწორედ ამ პროცედურის გავლა არის საჭირო იმისთვის, რომ ბრალდებულმა შეძლოს ტელევიზორის შეძენა“,- ნათქვამია განცხადებაში.

ყაჩაღობა ზუგდიდის ოქროს ბირჟაზე - თავდამსხმელი ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა

ვახო სანაიას საქმეზე დაკავებულ 3 პირს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

ვინ არიან ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები და რას ამბობს მათზე მეზობელი - "იცით რა წყნარები არიან? გაკვირვებულია ყველა"