პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თვითნასწავლი ხელოვანი, რომელიც თიხით, თექითა და ტიხრული მინანქრით საოცარ ნამუშევრებს ქმნის
თვითნასწავლი ხელოვანი, რომელიც თიხით, თექითა და ტიხრული მინანქრით საოცარ ნამუშევრებს ქმნის

ნე­ლი­კო ბა­ჩი­აშ­ვი­ლი თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ რუ­ის­პი­რი­და­ნაა. თვით­ნას­წავ­ლი ხე­ლო­ვა­ნია, მუ­შა­ობს თი­ხა­ზე, ტიხ­რულ მი­ნან­ქარ­სა და თე­ქა­ზე... თი­თო­ე­ულ მა­სა­ლა­ზე მუ­შა­ო­ბას მის­თვის სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი ემო­ცია მო­აქვს, თუმ­ცა ერ­თია, რომ ამ ყვე­ლაფ­რით უდი­დეს სი­ა­მოვ­ნე­ბას იღებს.

„სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბა მაქვს, მერე პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯი და­ვამ­თავ­რე სას­ტუმ­რო­ე­ბის მე­ნე­ჯმენ­ტის გან­ხრით. ბავ­შვო­ბა­ში ვძერ­წავ­დი, მომ­წონ­და ფი­გუ­რე­ბის შექ­მნა. ყო­ვე­ლი ახა­ლი ნა­მუ­შევ­რით, დე­ტა­ლით თან­და­თან ახალ ეტაპ­ზე გა­და­ვე­დი. ვცდი­ლობ­დი, ნა­ძერ­წი სულ უფრო და­მეხ­ვე­წა... მოკ­ლედ, პლას­ტე­ლი­ნით მშვე­ნივ­რად ვერ­თო­ბო­დი ისე, რომ ჩემს თო­ჯი­ნებს არც კი ვე­კა­რე­ბო­დი. ახ­ლაც ხე­ლუხ­ლებ­ლა­დაა შე­ნა­ხუ­ლი ისი­ნი. შემ­დეგ ჩემ­თვის მთა­ვა­რი სა­თა­მა­შო­დან უკვე თი­ხა­ზე გა­და­ვერ­თე“ - გვე­უბ­ნე­ბა თვით­ნას­წავ­ლი ხე­ლო­ვა­ნი.

- თქვე­ნი თი­ხის ნა­მუ­შევ­რე­ბი პრი­ა­ლებს. ლა­კით ამუ­შა­ვებთ?

- დიახ, იმის­თვის რომ შე­იკ­რას, შე­ი­ნა­ხოს, არ და­ზი­ან­დეს, ლაკს და წე­ბოს ვუს­ვამ... ვხა­ტავ კი­დეც, მაგ­რამ ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა ჩემ­ში დი­დად არ გან­მი­ვი­თა­რე­ბია, რად­გა­ნაც, ჩემ­თვის ძერ­წვა იყო ყვე­ლა­ფე­რი. მხო­ლოდ პა­ტარ-პა­ტა­რა ჩა­ნა­ხა­ტებს ვა­კე­თებ­დი.

- ტიხ­რუ­ლი მი­ნან­ქრით რო­დის და­ინ­ტე­რე­დით?

- ტიხ­რუ­ლი მი­ნან­ქრის ძა­ლი­ან მა­გარ სა­ხე­ლოს­ნო­ში კარ­გმა ადა­მი­ან­მა, რუ­სუ­დან ძა­მუ­კაშ­ვილ­მა მი­მიყ­ვა­ნა, რო­მე­ლიც თე­ლა­ვის მე­რი­ა­ში მუ­შა­ობს. ყვე­ლამ, რო­გორც შეძ­ლო, ხელი ისე შე­მი­წყო. მერე გა­ლე­რე­ა­ში „სხი­ვი“ კარგ პე­და­გოგ­თან, თეა ზუ­კა­კიშ­ვილ­თან მი­ვე­დი. ეს გა­ლე­რეა სამი წე­ლია, ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და სულ უფრო ფარ­თოვ­დე­ბა, იღებს მოს­წავ­ლე­ებს. იქ ხატ­ვის ნი­ჭის მქო­ნე ადა­მი­ანს შე­უძ­ლია მი­ვი­დეს და პრო­ფე­სი­ო­ნალ მე­მი­ნან­ქრედ იქ­ცეს. მეც ასე ავით­ვი­სე მი­ნან­ქა­რი. გა­ვიხ­სე­ნე ხატ­ვის უნა­რე­ბი, რაც მქონ­და. ასე გა­და­ვე­დი მი­ნან­ქრის ნა­კე­თო­ბებ­ზე. თა­ვი­დან გა­მი­ჭირ­და, რთუ­ლია, სხვა სპე­ცი­ფი­კა აქვს, მაგ­რამ ნელ-ნელა ყვე­ლა­ფე­რი ავით­ვი­სე...

- მი­ნან­ქრით პორ­ტრე­ტე­ბი გაქვთ შექ­მნი­ლი...

- დიახ, მი­ნან­ქარ­ში პორ­ტრე­ტე­ბის კე­თე­ბა­ზე გა­და­ვე­დი. შემ­დეგ იყო შეკ­ვე­თე­ბი, რო­მელ­საც გა­ლე­რეა იღებ­და და ვას­რუ­ლებ­დით. ერთხელ ასე­თი რამ შეგ­ვიკ­ვე­თეს - ია­პო­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პორ­ტრე­ტი უნდა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო. შეკ­ვე­თის სირ­თუ­ლე იმა­ში მდგო­მა­რე­ობ­და, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ღვი­ნის ბოთლზე ეტი­კე­ტად უნდა დაგ­ვეს­ვა.

წარ­მოდ­გე­ნა არ მქონ­და, რა უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, საკ­მა­ოდ რთუ­ლი სა­მუ­შაო იყო... პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა უშე­დე­გო აღ­მოჩ­ნდა, მაგ­რამ ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, რომ ეს ნა­მუ­შე­ვა­რი შემ­დეგ საკ­მა­ოდ კარ­გად შე­ვას­რუ­ლე და გა­მო­ვი­და. ახლა მინ­და, ასე­თი ნა­მუ­შევ­რის შექ­მნა­ზე მეტი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მი­ვი­ღო. მად­ლო­ბა გა­ლე­რე­ას, რომ ამის შან­სი მომ­ცა.

- თე­ქა­ზე მუ­შა­ო­ბას რა უძღო­და წინ და სა­ბო­ლო­ოდ, რას უწო­დებთ თქვენს თავს?

- ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩემი ოჯა­ხი საქ­მი­ა­ნობს - ქსო­ვენ და მშვე­ნი­ერ ნა­მუ­შევ­რებს ქმნი­ან. მეც მოვ­სინ­ჯე ძა­ლე­ბი და მო­ვა­ხერ­ხე, შე­მექ­მნა თე­ქის სა­თა­მა­შო­ე­ბი - ბა­ჭი­ე­ბი, და­თუ­ნი­ე­ბი, მე­ლი­ე­ბი.

თიხა, ტიხ­რუ­ლი მი­ნან­ქა­რი, თექა - რა ვუ­წო­დო ჩემს თავს, არც ვიცი, - თვით­ნას­წავ­ლი ხე­ლო­ვა­ნი ვარ, ვა­კე­თებ იმას, რაც მსი­ა­მოვ­ნებს და უფრო მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლი ქან­და­კე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მივ­დი­ვარ.

- თქვე­ნი ნა­მუ­შევ­რე­ბით რას ამ­ბობთ?

- თი­თო­ე­უ­ლი სხვა­დას­ხვა რა­ღა­ცას ამ­ბობს. მა­გა­ლი­თად, თე­ქის სა­თა­მა­შო­ე­ბით ჩანს, ცხო­ვე­ლე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. როცა რა­ღაც ძა­ლი­ან გიყ­ვარს, გინ­და, ეს თუნ­დაც თე­ქი­თაც გა­მო­ხა­ტო. ამ მა­სა­ლით იმას ვამ­ბობ, რომ ცხო­ვე­ლე­ბი უსაყ­ვარ­ლე­სე­ბი არი­ან.

რაც შე­ე­ხე­ბა ტიხ­რულ მი­ნან­ქარს, ეს უძ­ვე­ლე­სი საქ­მეა და ნე­ბის­მი­ე­რი ნა­მუ­შე­ვა­რი თა­ვის თავ­ზე თვი­თონ ყვე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ქან­და­კე­ბებს, მაგ საქ­მე­ში სხვა­დას­ხვა­ნა­ირ გრძნო­ბას ვდებ... 2008 წლის ომის თე­მა­ზე შევ­ქმე­ნი "მათ მოკ­ლეს მშვი­დო­ბა". რამ­დენ­ჯერ­მე კი­ნოგ­მი­რე­ბი შევ­ქმე­ნი - ფილ­მე­ბი­დან "ქვევ­რი", თან კა­ხე­ლი ვარ, ქვევ­რის, ღვი­ნის კულ­ტუ­რა და ტრა­დი­ცია ახ­ლო­საა ჩემ­თან, ალ­ბათ უფრო ამი­ტომ... "ჯა­რის­კა­ცის მა­მაც" გა­ვა­კე­თე. ეს ნა­მუ­შე­ვა­რი მიყ­ვარს. მას­ში ბევ­რი თემა იყო - ომი, კა­ხე­ლი გლე­ხი და მისი ვე­ნა­ხი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი, რაც ფილ­მის მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლებ­ლის, სერ­გო ზა­ქა­რი­ა­ძის სა­ხით გა­მოვ­ხა­ტე.

ამ კუ­თხით მინ­და, წა­ვი­დე და კი­ნო­ფილ­მე­ბი­დან ბევ­რი ნა­მუ­შე­ვა­რი შევ­ქმნა. ეს იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მე­ტად და­ა­მახ­სოვ­რდე­ბა რო­გორც ჩემს თა­ო­ბას, ასე­ვე ძველ თა­ო­ბა­საც, თან, რა­ღაც­ნა­ი­რად ქარ­თულ ფილ­მებს ასე და­ვუ­კავ­შირ­დე­ბი.

- გარ­და ამი­სა, სა­მო­მავ­ლოდ რა გეგ­მე­ბი გაქვთ?

- ძა­ლი­ან მინ­და, რომ ტიხ­რუ­ლი მი­ნან­ქა­რი - ეს სფე­რო უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მე­ტად გან­ვი­თარ­დეს, და­ა­ფა­სონ, მეტი მნახ­ვე­ლი ჰყავ­დეს და და­ინ­ტე­რეს­დნენ. კი­დევ, გუ­ლით მინ­და, მო­ვა­წყო ჩემი გა­მო­ფე­ნა, მთა­ვა­რია, ამის­თვის და­ფი­ნან­სე­ბა მო­ვი­პო­ვო, რომ ეს შევ­ძლო... მოკ­ლედ, სფე­რო­ე­ბი, რო­მელ­შიც ვსაქ­მი­ა­ნობ, ძა­ლი­ან მიყ­ვარს და მსი­ა­მოვ­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mari*
0

ძალიან მომეწონა. წარმატებებს ვუსურვებ ამ ნიჭიერ ადამიანს. 

საოცრება
0

ძალიან მაგარია.

წარმატებები. უმაგრსი ხარ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

თვითნასწავლი ხელოვანი, რომელიც თიხით, თექითა და ტიხრული მინანქრით საოცარ ნამუშევრებს ქმნის

თვითნასწავლი ხელოვანი, რომელიც თიხით, თექითა და ტიხრული მინანქრით საოცარ ნამუშევრებს ქმნის

ნელიკო ბაჩიაშვილი თელავის რაიონის სოფელ რუისპირიდანაა. თვითნასწავლი ხელოვანია, მუშაობს თიხაზე, ტიხრულ მინანქარსა და თექაზე... თითოეულ მასალაზე მუშაობას მისთვის სხვადასხვანაირი ემოცია მოაქვს, თუმცა ერთია, რომ ამ ყველაფრით უდიდეს სიამოვნებას იღებს.

„საშუალო განათლება მაქვს, მერე პროფესიული კოლეჯი დავამთავრე სასტუმროების მენეჯმენტის განხრით. ბავშვობაში ვძერწავდი, მომწონდა ფიგურების შექმნა. ყოველი ახალი ნამუშევრით, დეტალით თანდათან ახალ ეტაპზე გადავედი. ვცდილობდი, ნაძერწი სულ უფრო დამეხვეწა... მოკლედ, პლასტელინით მშვენივრად ვერთობოდი ისე, რომ ჩემს თოჯინებს არც კი ვეკარებოდი. ახლაც ხელუხლებლადაა შენახული ისინი. შემდეგ ჩემთვის მთავარი სათამაშოდან უკვე თიხაზე გადავერთე“ - გვეუბნება თვითნასწავლი ხელოვანი.

- თქვენი თიხის ნამუშევრები პრიალებს. ლაკით ამუშავებთ?

- დიახ, იმისთვის რომ შეიკრას, შეინახოს, არ დაზიანდეს, ლაკს და წებოს ვუსვამ... ვხატავ კიდეც, მაგრამ ეს მიმართულება ჩემში დიდად არ განმივითარებია, რადგანაც, ჩემთვის ძერწვა იყო ყველაფერი. მხოლოდ პატარ-პატარა ჩანახატებს ვაკეთებდი.

- ტიხრული მინანქრით როდის დაინტერედით?

- ტიხრული მინანქრის ძალიან მაგარ სახელოსნოში კარგმა ადამიანმა, რუსუდან ძამუკაშვილმა მიმიყვანა, რომელიც თელავის მერიაში მუშაობს. ყველამ, როგორც შეძლო, ხელი ისე შემიწყო. მერე გალერეაში „სხივი“ კარგ პედაგოგთან, თეა ზუკაკიშვილთან მივედი. ეს გალერეა სამი წელია, ფუნქციონირებს და სულ უფრო ფართოვდება, იღებს მოსწავლეებს. იქ ხატვის ნიჭის მქონე ადამიანს შეუძლია მივიდეს და პროფესიონალ მემინანქრედ იქცეს. მეც ასე ავითვისე მინანქარი. გავიხსენე ხატვის უნარები, რაც მქონდა. ასე გადავედი მინანქრის ნაკეთობებზე. თავიდან გამიჭირდა, რთულია, სხვა სპეციფიკა აქვს, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი ავითვისე...

- მინანქრით პორტრეტები გაქვთ შექმნილი...

- დიახ, მინანქარში პორტრეტების კეთებაზე გადავედი. შემდეგ იყო შეკვეთები, რომელსაც გალერეა იღებდა და ვასრულებდით. ერთხელ ასეთი რამ შეგვიკვეთეს - იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის პორტრეტი უნდა შესრულებულიყო. შეკვეთის სირთულე იმაში მდგომარეობდა, რომ ეს ყველაფერი ღვინის ბოთლზე ეტიკეტად უნდა დაგვესვა.

წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა გამეკეთებინა, საკმაოდ რთული სამუშაო იყო... პირველი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, მაგრამ ბედნიერი ვიყავი, რომ ეს ნამუშევარი შემდეგ საკმაოდ კარგად შევასრულე და გამოვიდა. ახლა მინდა, ასეთი ნამუშევრის შექმნაზე მეტი შემოთავაზება მივიღო. მადლობა გალერეას, რომ ამის შანსი მომცა.

- თექაზე მუშაობას რა უძღოდა წინ და საბოლოოდ, რას უწოდებთ თქვენს თავს?

- ამ მიმართულებით ჩემი ოჯახი საქმიანობს - ქსოვენ და მშვენიერ ნამუშევრებს ქმნიან. მეც მოვსინჯე ძალები და მოვახერხე, შემექმნა თექის სათამაშოები - ბაჭიები, დათუნიები, მელიები.

თიხა, ტიხრული მინანქარი, თექა - რა ვუწოდო ჩემს თავს, არც ვიცი, - თვითნასწავლი ხელოვანი ვარ, ვაკეთებ იმას, რაც მსიამოვნებს და უფრო მინიატურული ქანდაკებების მიმართულებით მივდივარ.

- თქვენი ნამუშევრებით რას ამბობთ?

- თითოეული სხვადასხვა რაღაცას ამბობს. მაგალითად, თექის სათამაშოებით ჩანს, ცხოველები ძალიან მიყვარს. როცა რაღაც ძალიან გიყვარს, გინდა, ეს თუნდაც თექითაც გამოხატო. ამ მასალით იმას ვამბობ, რომ ცხოველები უსაყვარლესები არიან.

რაც შეეხება ტიხრულ მინანქარს, ეს უძველესი საქმეა და ნებისმიერი ნამუშევარი თავის თავზე თვითონ ყვება.

რაც შეეხება ქანდაკებებს, მაგ საქმეში სხვადასხვანაირ გრძნობას ვდებ... 2008 წლის ომის თემაზე შევქმენი "მათ მოკლეს მშვიდობა". რამდენჯერმე კინოგმირები შევქმენი - ფილმებიდან "ქვევრი", თან კახელი ვარ, ქვევრის, ღვინის კულტურა და ტრადიცია ახლოსაა ჩემთან, ალბათ უფრო ამიტომ... "ჯარისკაცის მამაც" გავაკეთე. ეს ნამუშევარი მიყვარს. მასში ბევრი თემა იყო - ომი, კახელი გლეხი და მისი ვენახისადმი სიყვარული, რაც ფილმის მთავარი როლის შემსრულებლის, სერგო ზაქარიაძის სახით გამოვხატე.

ამ კუთხით მინდა, წავიდე და კინოფილმებიდან ბევრი ნამუშევარი შევქმნა. ეს იქნება მიმართულება, რომელიც მეტად დაამახსოვრდება როგორც ჩემს თაობას, ასევე ძველ თაობასაც, თან, რაღაცნაირად ქართულ ფილმებს ასე დავუკავშირდები.

- გარდა ამისა, სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- ძალიან მინდა, რომ ტიხრული მინანქარი - ეს სფერო უახლოეს მომავალში მეტად განვითარდეს, დააფასონ, მეტი მნახველი ჰყავდეს და დაინტერესდნენ. კიდევ, გულით მინდა, მოვაწყო ჩემი გამოფენა, მთავარია, ამისთვის დაფინანსება მოვიპოვო, რომ ეს შევძლო... მოკლედ, სფეროები, რომელშიც ვსაქმიანობ, ძალიან მიყვარს და მსიამოვნებს.

როგორი იქნებოდა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ცხოვრება, პრინცესა დაიანას რომ ეცოცხლა - ნამუშევრები, რომლებსაც უემოციოდ ვერ ნახავთ

გიორგი ფარეშიშვილს ლეიკემიის დასამარცხებლად საზოგადოების თანადგომა სჭირდება

როგორი სახლი დახვდა კალიფორნიელ ქალს იტალიაში, რომელმაც ის ერთ დოლარად შეიძინა - "სახლები შვილებისთვისაც ვიყიდე და მეგობრებიც წამოვიყვანე" (ფოტოები)