სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხშირად მწერენ, შეირგე ბავშვობაო... ბევრი რაღაც პატარა ასაკიდანვე ვისწავლე" - როგორ ზრუნავს გარეგნობაზე რუსკა ქარქაშაძე და რას საყვედურობენ სოციალურ ქსელში
"ხშირად მწერენ, შეირგე ბავშვობაო... ბევრი რაღაც პატარა ასაკიდანვე ვისწავლე" - როგორ ზრუნავს გარეგნობაზე რუსკა ქარქაშაძე და რას საყვედურობენ სოციალურ ქსელში

რუს­კა ქარ­ქა­შა­ძე 12 წლის იყო, როცა ტე­ლე­მა­ყუ­რე­ბელ­მა სე­რი­ა­ლი­დან - "ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვა" გა­იც­ნო. ახლა უკვე 17 წლი­საა და კი­დევ უფრო აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს. შე­სა­ბა­მი­სად, გა­რეგ­ნო­ბა­ზეც იმა­ზე მე­ტად ზრუ­ნავს, ვიდ­რე მისი თა­ნა­ტო­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა...

- შე­იძ­ლე­ბა, ვი­ღა­ცე­ბის­თვის გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი ვიყო, ვი­ღა­ცებს კი ასე არ მი­აჩ­ნდეთ... სა­ერ­თოდ, ამ სა­კითხს ძა­ლი­ან სუ­ბი­ექ­ტუ­რი გა­გე­ბა აქვს. პი­რა­დად მე, რო­გორც უფრო კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ თავს, ყვე­ლა­ფერს ისე ვა­კე­თებ.

- ყვე­ლა­ზე ხში­რად, რჩე­ვებს რას­თან და­კავ­ში­რე­ბით გე­კი­თხე­ბი­ან?

- სხვა­თა შო­რის, "ინ­სტაგ­რამ­ზე" სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი სა­კუ­თა­რი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ რჩე­ვებს მე­კი­თხე­ბი­ან. მა­გა­ლი­თად - ბიჭი ძა­ლი­ან მომ­წონს, მაგ­რამ ვერ ვე­უბ­ნე­ბი. რო­გორ მო­ვიქ­ცეო?.. რა­ღა­ცებს ვურ­ჩევ, ვე­სა­უბ­რე­ბი... არ ვიცი, რა­ტომ გა­და­წყვი­ტეს, რომ ასე­თი რა­ღა­ცე­ბი მკი­თხონ, რად­გან ამ სა­კი­თხში თავი ძა­ლი­ან კომ­პე­ტენ­ტუ­რი არა მგო­ნია. მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ მათ­გან და­დე­ბი­თი პა­სუ­ხე­ბი მსი­ა­მოვ­ნებს - დიდი მად­ლო­ბა, რჩე­ვე­ბით ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რეო."ხმა­მა­ღა­ლი" ნათ­ქვა­მი გა­მომ­დის, მაგ­რამ მარ­თლა ბევ­რს ვეხ­მა­რე­ბი: მეც და ჩემს მე­გობ­რებ­საც გვიკ­ვირს, როცა შე­ტყო­ბი­ნე­ბებს პი­რად ცხოვ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მიგ­ზავ­ნი­ან - ჩემი აზრი აინ­ტე­რე­სებთ, თუ რას ვურ­ჩევ ამა თუ იმ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში...

- თა­ვად შენ­თვის პი­რად სა­კი­თხებ­ში ვინ არის მრჩე­ვე­ლი?

- მშობ­ლე­ბი. მათ ჩემ შე­სა­ხებ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი იცი­ან. ასე­ვე და­ვა­სა­ხე­ლებ ჩემს დას და ახლო მე­გობ­რებს. სხვა­თა შო­რის, სულ 2 ძა­ლი­ან ახლო მე­გო­ბა­რი მყავს, ვი­საც შე­მიძ­ლია, ნე­ბის­მი­ერ სა­კი­თხზე რჩე­ვა ვკი­თხო.

- ახლო მე­გობ­რებს შო­რის რო­მე­ლი­მეს შენ­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იმი­ჯი, ცხოვ­რე­ბის სტი­ლი აქვს?

- სა­ერ­თოდ, მე­გობ­რე­ბი მა­შინ ხართ, როცა სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი გაქვთ, ერ­თმა­ნე­თის­გან დი­დად არ გან­სხვავ­დე­ბით. მე და ჩემი ძა­ლი­ან ახლო მე­გობ­რე­ბი "ერთ ტალ­ღა­ზე" ვართ. შე­სა­ბა­მი­სად, რა­დი­კა­ლუ­რად არ გან­ვსხვავ­დე­ბით. თუმ­ცა ცხა­დია, ხა­სი­ა­თი ყვე­ლას ერ­თნა­ი­რი ვერ გვექ­ნე­ბა. შე­იძ­ლე­ბა, ზოგ­ჯერ გე­მოვ­ნე­ბის სა­კი­თხშიც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი გვქონ­დეს... ასე­ვე, მყავს ისე­თი მე­გობ­რე­ბი და ნაც­ნო­ბე­ბი, რომ­ლებ­საც ჩემ­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი აქვთ. ამა­ში უც­ნა­უ­რი არა­ფე­რია: რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნიც არის, იმ­დენ­ნა­ი­რი გე­მოვ­ნე­ბა და აზრი არ­სე­ბობს.

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მო­ზარ­დი ხარ, ხში­რად იკე­თებ მა­კი­აჟს, იც­ვლი ვარ­ცხნი­ლო­ბას... ამას საქ­მის გამო აკე­თებ თუ მოგ­წონს კი­დეც?

- გა­და­ღე­ბე­ბის გამო, ყო­ველ­დღე მძი­მე მა­კი­ა­ჟის გა­კე­თე­ბა მი­წევს. ვერ ვი­ტყვი, ამ პრო­ცეს­ზე ვგიჟ­დე­ბი-მეთ­ქი და სა­ხის კა­ნის­თვი­საც არ არის კარ­გი. შე­სა­ბა­მი­სად, ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში, თუკი მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვარ, სა­ხე­ზე სა­ერ­თოდ არა­ფერს ვის­ვამ... პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­დაც მი­მაჩ­ნია: როცა ადა­მი­ა­ნი ტე­ლე­ეკ­რან­ზე ჩან­ხარ, ყვე­ლა­ნა­ი­რად უნდა ეცა­დო, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი იყო... იმიჯს რაც შე­ე­ხე­ბა, ხში­რად არ ვიც­ვლი. უბ­რა­ლოდ, გა­რეგ­ნო­ბა­ზე ზრუნ­ვას ნამ­დვი­ლად ბევრ დროს ვუთ­მობ. თა­ვა­დაც მიყ­ვარს, როცა კარ­გად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი.

ამ მხრივ, ჩემი და ჩემ­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია: მა­გა­ლი­თად, ფრჩხი­ლის დი­ზა­ინს 2 კვი­რა­ში ერთხელ თუ ვიც­ვლი, ის ასე არ იქ­ცე­ვა. თავს ვალ­დე­ბუ­ლა­დაც მი­ვიჩ­ნევ, ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თო, თუნ­დაც - ტე­ლე­ვი­ზი­ის, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აქ­ტი­უ­რო­ბის გამო, მაგ­რამ პირ­ველ რიგ­ში - იმი­ტომ, რომ თა­ვა­დაც მომ­წონს. ერ­თა­დერ­თი, რაც ცო­ტა­თი დის­კომ­ფორ­ტს მიქ­მნის, მა­კი­ა­ჟია, რად­გან კარ­გად ვი­ცით, ამას რა უკუჩ­ვე­ნე­ბე­ბი აქვს. შემ­დეგ სა­ხის კან­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზრუნ­ვა მი­წევს... არა უშავს. ჩემს პრო­ფე­სი­ას ეს სჭირ­დე­ბა, სხვა გზა არ არის.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ხუ­ჭუ­ჭთ­მი­ან გო­გო­ნად გა­გიც­ნო. ბოლო დროს სწო­რი თმით ხში­რად ჩნდე­ბი. მგო­ნი, სიგ­რძეც და­ი­მოკ­ლე...

- მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ხუ­ჭუ­ჭა ვარ და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­მაც ასე გა­მიც­ნო. ერ­თფე­როვ­ნე­ბა ცო­ტა­თი მომ­ბეზ­რდა და გა­დავ­წყვი­ტე, თმა გა­მეს­წო­რე­ბი­ნა. მო­მე­წო­ნა. ამი­ტომ ბოლო დროს უფრო ხში­რად, სწორ თმას ვა­ტა­რებ.

- რო­გორ ფიქ­რობ, თა­ნა­ტო­ლე­ბის­გან მკვეთ­რად რა გან­გას­ხვა­ვებს?

- არ მი­მაჩ­ნია, რომ ვინ­მეს­გან გან­ვსხვავ­დე­ბი. ისე­თი­ვე მო­ზარ­დი ვარ, რო­გო­რიც ჩემი თა­ნა­ტო­ლე­ბი არი­ან. ალ­ბათ, პრო­ფე­სი­ის გამო, დრო­ზე ადრე გაზ­რდამ მო­მი­წია. ეს ჩემი ბრა­ლი არაა, ასე მოხ­და. მა­გა­ლი­თად, 12 წლი­დან გა­და­ღე­ბებ­ში აქ­ტი­უ­რად ვმო­ნა­წი­ლე­ობ. დღე და ღამე ვმუ­შა­ობ­დი, როცა ჩემი და და ახლო მე­გობ­რე­ბი ერ­თო­ბოდ­ნენ - შე­იძ­ლე­ბა, თა­ნა­ტო­ლე­ბის­გან მხო­ლოდ ამით გან­ვსხვავ­დე­ბი...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
13

შეირგე მერე ბიძიკო რო გეუბნებიან, არსად არ დაგეკარგება ის, მოესწრები ყველაფერს )))

გიორგი
2
ახალგაზრდა კაცის სახე აქვს...
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ხშირად მწერენ, შეირგე ბავშვობაო... ბევრი რაღაც პატარა ასაკიდანვე ვისწავლე" - როგორ ზრუნავს გარეგნობაზე რუსკა ქარქაშაძე და რას საყვედურობენ სოციალურ ქსელში

"ხშირად მწერენ, შეირგე ბავშვობაო... ბევრი რაღაც პატარა ასაკიდანვე ვისწავლე" - როგორ ზრუნავს გარეგნობაზე რუსკა ქარქაშაძე და რას საყვედურობენ სოციალურ ქსელში

რუსკა ქარქაშაძე 12 წლის იყო, როცა ტელემაყურებელმა სერიალიდან - "ხელოვნური სუნთქვა" გაიცნო. ახლა უკვე 17 წლისაა და კიდევ უფრო აქტიურად მუშაობს. შესაბამისად, გარეგნობაზეც იმაზე მეტად ზრუნავს, ვიდრე მისი თანატოლების უმრავლესობა...

- შეიძლება, ვიღაცებისთვის გემოვნებიანი ადამიანი ვიყო, ვიღაცებს კი ასე არ მიაჩნდეთ... საერთოდ, ამ საკითხს ძალიან სუბიექტური გაგება აქვს. პირადად მე, როგორც უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს, ყველაფერს ისე ვაკეთებ.

- ყველაზე ხშირად, რჩევებს რასთან დაკავშირებით გეკითხებიან?

- სხვათა შორის, "ინსტაგრამზე" სრულიად უცხო ადამიანები საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ რჩევებს მეკითხებიან. მაგალითად - ბიჭი ძალიან მომწონს, მაგრამ ვერ ვეუბნები. როგორ მოვიქცეო?.. რაღაცებს ვურჩევ, ვესაუბრები... არ ვიცი, რატომ გადაწყვიტეს, რომ ასეთი რაღაცები მკითხონ, რადგან ამ საკითხში თავი ძალიან კომპეტენტური არა მგონია. მაგრამ ფაქტია, რომ მათგან დადებითი პასუხები მსიამოვნებს - დიდი მადლობა, რჩევებით ძალიან დაგვეხმარეო."ხმამაღალი" ნათქვამი გამომდის, მაგრამ მართლა ბევრს ვეხმარები: მეც და ჩემს მეგობრებსაც გვიკვირს, როცა შეტყობინებებს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით მიგზავნიან - ჩემი აზრი აინტერესებთ, თუ რას ვურჩევ ამა თუ იმ სიტუაციაში...

- თავად შენთვის პირად საკითხებში ვინ არის მრჩეველი?

- მშობლები. მათ ჩემ შესახებ აბსოლუტურად ყველაფერი იციან. ასევე დავასახელებ ჩემს დას და ახლო მეგობრებს. სხვათა შორის, სულ 2 ძალიან ახლო მეგობარი მყავს, ვისაც შემიძლია, ნებისმიერ საკითხზე რჩევა ვკითხო.

- ახლო მეგობრებს შორის რომელიმეს შენგან რადიკალურად განსხვავებული იმიჯი, ცხოვრების სტილი აქვს?

- საერთოდ, მეგობრები მაშინ ხართ, როცა საერთო ინტერესები გაქვთ, ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებით. მე და ჩემი ძალიან ახლო მეგობრები "ერთ ტალღაზე" ვართ. შესაბამისად, რადიკალურად არ განვსხვავდებით. თუმცა ცხადია, ხასიათი ყველას ერთნაირი ვერ გვექნება. შეიძლება, ზოგჯერ გემოვნების საკითხშიც განსხვავებული აზრი გვქონდეს... ასევე, მყავს ისეთი მეგობრები და ნაცნობები, რომლებსაც ჩემგან რადიკალურად განსხვავებული ცხოვრების სტილი აქვთ. ამაში უცნაური არაფერია: რამდენი ადამიანიც არის, იმდენნაირი გემოვნება და აზრი არსებობს.

- მიუხედავად იმისა, რომ მოზარდი ხარ, ხშირად იკეთებ მაკიაჟს, იცვლი ვარცხნილობას... ამას საქმის გამო აკეთებ თუ მოგწონს კიდეც?

- გადაღებების გამო, ყოველდღე მძიმე მაკიაჟის გაკეთება მიწევს. ვერ ვიტყვი, ამ პროცესზე ვგიჟდები-მეთქი და სახის კანისთვისაც არ არის კარგი. შესაბამისად, ყოველდღიურ ცხოვრებაში, თუკი მეგობრებთან ერთად ვარ, სახეზე საერთოდ არაფერს ვისვამ... პასუხისმგებლობადაც მიმაჩნია: როცა ადამიანი ტელეეკრანზე ჩანხარ, ყველანაირად უნდა ეცადო, მოწესრიგებული იყო... იმიჯს რაც შეეხება, ხშირად არ ვიცვლი. უბრალოდ, გარეგნობაზე ზრუნვას ნამდვილად ბევრ დროს ვუთმობ. თავადაც მიყვარს, როცა კარგად გამოვიყურები.

ამ მხრივ, ჩემი და ჩემგან განსხვავებულია: მაგალითად, ფრჩხილის დიზაინს 2 კვირაში ერთხელ თუ ვიცვლი, ის ასე არ იქცევა. თავს ვალდებულადაც მივიჩნევ, ეს ყველაფერი გავაკეთო, თუნდაც - ტელევიზიის, სოციალურ ქსელებში აქტიურობის გამო, მაგრამ პირველ რიგში - იმიტომ, რომ თავადაც მომწონს. ერთადერთი, რაც ცოტათი დისკომფორტს მიქმნის, მაკიაჟია, რადგან კარგად ვიცით, ამას რა უკუჩვენებები აქვს. შემდეგ სახის კანზე განსაკუთრებული ზრუნვა მიწევს... არა უშავს. ჩემს პროფესიას ეს სჭირდება, სხვა გზა არ არის.

- საზოგადოებამ ხუჭუჭთმიან გოგონად გაგიცნო. ბოლო დროს სწორი თმით ხშირად ჩნდები. მგონი, სიგრძეც დაიმოკლე...

- მთელი ცხოვრება ხუჭუჭა ვარ და საზოგადოებამაც ასე გამიცნო. ერთფეროვნება ცოტათი მომბეზრდა და გადავწყვიტე, თმა გამესწორებინა. მომეწონა. ამიტომ ბოლო დროს უფრო ხშირად, სწორ თმას ვატარებ.

- როგორ ფიქრობ, თანატოლებისგან მკვეთრად რა განგასხვავებს?

- არ მიმაჩნია, რომ ვინმესგან განვსხვავდები. ისეთივე მოზარდი ვარ, როგორიც ჩემი თანატოლები არიან. ალბათ, პროფესიის გამო, დროზე ადრე გაზრდამ მომიწია. ეს ჩემი ბრალი არაა, ასე მოხდა. მაგალითად, 12 წლიდან გადაღებებში აქტიურად ვმონაწილეობ. დღე და ღამე ვმუშაობდი, როცა ჩემი და და ახლო მეგობრები ერთობოდნენ - შეიძლება, თანატოლებისგან მხოლოდ ამით განვსხვავდები...წაიკითხეთ სრულად