სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ მეხუთე რაუნდისკენ სინათლის სიჩქარით არ მივდივართ" - რა განაცხადა კარლ ჰარცელმა მელიას საქმეზე?
"ჩვენ მეხუთე რაუნდისკენ სინათლის სიჩქარით არ მივდივართ" - რა განაცხადა კარლ ჰარცელმა მელიას საქმეზე?

მე­ლი­ას საქ­მე­ზე ვრცე­ლი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გნე­ლო­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში კარლ ჰარ­ცელ­მა. ის ში­შობს, რომ ამ საქ­მეს პო­ლი­ტი­კურ ლან­დშაფტ­ზე ექ­ნე­ბა უფრო ფარ­თო გავ­ლე­ნა, რაც შე­უძ­ლე­ბელს გახ­დის სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვას და სა­ერ­თო გა­მო­სავ­ლის პოვ­ნას.

"თვი­თონ იუ­რი­დი­ულ ნა­წილ­ზე კო­მენ­ტარს არ გა­ვა­კე­თებ. ეს არის მიმ­დი­ნა­რე სა­კი­თხი და ყვე­ლას მხრი­დან პრო­ცე­სი­სად­მი პა­ტი­ვის­ცე­მა უნდა იყოს გა­მომ­ჟღავ­ნე­ბუ­ლი. რა თქმა უნდა, უკა­ნას­კნე­ლი რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ვი­ნა­ხე, რომ პო­ლი­ტი­კურ სივ­რცე­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა კვლავ ძა­ლი­ან სწრა­ფად იმა­ტებს. ვხე­დავ რისკს, რომ მოვ­ლე­ნე­ბის არ­სე­ბუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­თა და არ­სე­ბუ­ლი ტრა­ექ­ტო­რი­ით, ჩვენ შე­ვალთ უფრო მეტ გან­ხეთ­ქი­ლე­ბა­ში. ვში­შობ, რომ ამ შემ­თხვე­ვას პო­ლი­ტი­კურ ლან­დშაფტ­ზე ექ­ნე­ბა უფრო ფარ­თო გავ­ლე­ნა, რაც შე­უძ­ლე­ბელს გახ­დის სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვას და სა­ერ­თო გა­მო­სავ­ლის პოვ­ნას.

რაც შე­ე­ხე­ბა არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­მად­გენ­ლებს, რამ­დე­ნი­მე ხაზ­გა­სას­მე­ლი არ­გუ­მენ­ტია. ამ შემ­თხვე­ვა­ში ორი სა­კი­თხი მინ­და წინ წა­მოვ­წიო, ერ­თია სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის მი­მართ უნ­დობ­ლო­ბი­სა და უპა­ტივ­ცემ­ლო­ბის ფაქ­ტო­რი და მე­ო­რე პო­ლა­რი­ზა­ცი­ის მა­ღა­ლი ხა­რის­ხი. ეს ორი ფაქ­ტო­რი ერ­თად და­მან­გრე­ვე­ლი კომ­ბი­ნა­ცი­აა. ვფიქ­რობ, რომ ეს სა­ქარ­თვე­ლო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის სა­ხი­ფა­თო ტრა­ექ­ტო­რი­აა. მო­ვუ­წო­დებ მხა­რე­ებს, რომ გა­ა­კე­თონ გან­ცხა­დე­ბე­ბი, გა­დად­გან ნა­ბი­ჯე­ბი იმის­თვის, რომ უფრო მე­ტად არ გამ­წვავ­დეს არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ჰარ­ცელ­მა.

"ჩვენ მე­ხუ­თე რა­უნ­დის­კენ არ მივ­დი­ვართ", - ასე უპა­სუ­ხა ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა, კარლ ჰარ­ცელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­კი­თხვას, რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა ნიკა მე­ლი­ას და­კა­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მმარ­თველ პარ­ტი­ა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის დი­ა­ლო­გი ჩიხ­ში შე­ვი­დეს.

კარლ ჰარ­ცე­ლი ეჭ­ვობს, რომ მე­ლი­ას საქ­მე სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას გა­არ­თუ­ლებს და კი­დევ უფრო გა­და­წევს მე­ხუ­თე რა­უნ­დის გა­მარ­თვის თა­რიღს.

"რა თქმა უნდა, ეს ყვე­ლას ეჭ­ვია. ვში­შობ, რომ უფრო ფარ­თო შე­დე­გე­ბი ექ­ნე­ბა, რო­მელ­საც ვხე­დავთ ორი­ვე მხა­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა რე­აქ­ცი­ე­ბი­დან. ეს დი­ა­ლოგ­თან დაბ­რუ­ნე­ბი­სა და სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას უფრო გა­არ­თუ­ლებს. მე არ მაქვს ბრო­ლის ბურ­თი, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს არის ჩემი შიში და მო­დით, ვი­მე­დოვ­ნოთ, რომ ჩემს წი­ნას­წარ­მა­ტყვე­ლე­ბა­ში მარ­თა­ლი არ აღ­მოვ­ჩნდე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ხუ­თე რა­უნდს, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ჩვენ სი­ნათ­ლის სიჩ­ქა­რით მე­ხუ­თე რა­უნ­დის­კენ არ მივ­დი­ვართ. ამ უკა­ნას­კნე­ლი კრი­ზი­სი­დან და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს კი­დევ უფრო მე­ტად გა­და­წევს მე­ხუ­თე რა­უნ­დის თა­რიღს“, - გა­ნა­ცხა­და ჰარ­ცელ­მა.

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gia
226

ბატონო ელჩო პირველ რიგში გააკეთეთ განცხადება ამხანაგი ნიკანორი არღვევს თუ არა კანონს? ამის შემდგომ საინტერესო იქნებათქვენი მოწოდება, განცხადება.

-
181

და რაკი ეჭვობთ ესე იგი უნდა შერჩევითი სამართალი იყოს?

წადი რა შენს ქვეყანას მიხედე! 

ქართველ ხალხს არ დაუვალებია შენთვის საქმეები გვირჩიო!

შენი ქვეყნის საქმეებში რომ ასე ჩარეულიყვნენ როგორც თქვენ ერევით მოგეწონებოდათ?

თქვენ უნდა გადაგვიწყვიტოთ დამნაშავე დავიჭიროთ თუ არა?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ჩვენ მეხუთე რაუნდისკენ სინათლის სიჩქარით არ მივდივართ" - რა განაცხადა კარლ ჰარცელმა მელიას საქმეზე?

"ჩვენ მეხუთე რაუნდისკენ სინათლის სიჩქარით არ მივდივართ" - რა განაცხადა კარლ ჰარცელმა მელიას საქმეზე?

მელიას საქმეზე ვრცელი კომენტარი გააკეთა ევროკავშირის წარმომადგნელობის ხელმძღვანელმა საქართველოში კარლ ჰარცელმა. ის შიშობს, რომ ამ საქმეს პოლიტიკურ ლანდშაფტზე ექნება უფრო ფართო გავლენა, რაც შეუძლებელს გახდის საერთო ენის გამონახვას და საერთო გამოსავლის პოვნას.

"თვითონ იურიდიულ ნაწილზე კომენტარს არ გავაკეთებ. ეს არის მიმდინარე საკითხი და ყველას მხრიდან პროცესისადმი პატივისცემა უნდა იყოს გამომჟღავნებული. რა თქმა უნდა, უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში დავინახე, რომ პოლიტიკურ სივრცეში ტემპერატურა კვლავ ძალიან სწრაფად იმატებს. ვხედავ რისკს, რომ მოვლენების არსებული განვითარებითა და არსებული ტრაექტორიით, ჩვენ შევალთ უფრო მეტ განხეთქილებაში. ვშიშობ, რომ ამ შემთხვევას პოლიტიკურ ლანდშაფტზე ექნება უფრო ფართო გავლენა, რაც შეუძლებელს გახდის საერთო ენის გამონახვას და საერთო გამოსავლის პოვნას.

რაც შეეხება არსებული სიტუაციის შემადგენლებს, რამდენიმე ხაზგასასმელი არგუმენტია. ამ შემთხვევაში ორი საკითხი მინდა წინ წამოვწიო, ერთია სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობისა და უპატივცემლობის ფაქტორი და მეორე პოლარიზაციის მაღალი ხარისხი. ეს ორი ფაქტორი ერთად დამანგრეველი კომბინაციაა. ვფიქრობ, რომ ეს საქართველოსა და საქართველოს დემოკრატიისთვის სახიფათო ტრაექტორიაა. მოვუწოდებ მხარეებს, რომ გააკეთონ განცხადებები, გადადგან ნაბიჯები იმისთვის, რომ უფრო მეტად არ გამწვავდეს არსებული ვითარება“, - აღნიშნა ჰარცელმა.

"ჩვენ მეხუთე რაუნდისკენ არ მივდივართ", - ასე უპასუხა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტების შეკითხვას, რამდენად შეიძლება ნიკა მელიას დაკავების შემთხვევაში მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგი ჩიხში შევიდეს.

კარლ ჰარცელი ეჭვობს, რომ მელიას საქმე საერთო ენის გამონახვის შესაძლებლობას გაართულებს და კიდევ უფრო გადაწევს მეხუთე რაუნდის გამართვის თარიღს.

"რა თქმა უნდა, ეს ყველას ეჭვია. ვშიშობ, რომ უფრო ფართო შედეგები ექნება, რომელსაც ვხედავთ ორივე მხარის წარმომადგენელთა რეაქციებიდან. ეს დიალოგთან დაბრუნებისა და საერთო ენის გამონახვის შესაძლებლობას უფრო გაართულებს. მე არ მაქვს ბროლის ბურთი, აქედან გამომდინარე, ეს არის ჩემი შიში და მოდით, ვიმედოვნოთ, რომ ჩემს წინასწარმატყველებაში მართალი არ აღმოვჩნდები.

რაც შეეხება მეხუთე რაუნდს, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ სინათლის სიჩქარით მეხუთე რაუნდისკენ არ მივდივართ. ამ უკანასკნელი კრიზისიდან და განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ეს კიდევ უფრო მეტად გადაწევს მეხუთე რაუნდის თარიღს“, - განაცხადა ჰარცელმა.

"ჩვენ მოლაპარაკებისთვის მზად ვართ" - ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის აქციების გადადებაზე

"ეს არ იყო ჩავარდნილი ოპერაცია...ოპერაციის დღეს მე ამაყი წამოვედი იქიდან" - ვახტანგ გომელაური ბადრი ესებუაზე

ოპოზიცია მზად არის, 25 თებერვალს დაანონსებული აქცია გადადოს