მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გავაშენოთ კაკლის ბაღი და რა გავაკეთოთ ნარგავების სწორად მოსავლელად? - რჩევებს გვაძლევს ევა ოთარაშვილი, რომელმაც თიანეთში ჯუჯა კაკლის ბაღი გააშენა
როგორ გავაშენოთ კაკლის ბაღი და  რა გავაკეთოთ ნარგავების სწორად მოსავლელად?  - რჩევებს გვაძლევს ევა ოთარაშვილი, რომელმაც თიანეთში ჯუჯა კაკლის ბაღი გააშენა

მშრო­მელ და მუდ­მი­ვად მო­ფუს­ფუ­სე ქალ­ბა­ტონ ევა ოთა­რაშ­ვილს უკვე ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იც­ნობს. მან თი­ა­ნე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ საყ­დრი­ონ­ში ჯუჯა კაკ­ლის ბაღი ერთ-ერ­თმა პირ­ველ­მა გა­ა­შე­ნა, რო­მელ­საც რუ­დუ­ნე­ბით უვ­ლის, თან, ბევრ ადა­მი­ანს აკ­ვა­ლი­ა­ნებს და ამ კულ­ტუ­რის მოვ­ლის წე­სებს ას­წავ­ლის. ვი­ნა­ი­დან გა­ზა­ფხუ­ლი მო­დის და სა­მე­ურ­ნეო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ბა­ღებ­ში უნდა გა­ნახ­ლდეს, რჩე­ვებს იმის შე­სა­ხებ, თუ რა უნდა გა­კეთ­დეს ჯუჯა კაკ­ლის ბაღ­ში, ევა ოთა­რაშ­ვი­ლი გვაძ­ლევს.

- გა­სულ წლამ­დე ჩემი ბაღი კაკ­ლის სამი ჯი­შით იყო შევ­სე­ბუ­ლი. შემ­დეგ 7-8 ჯიში შე­ვი­ძი­ნე და თი­თო­ე­უ­ლი ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­ვის­წვლე. პან­დე­მი­ის გამო, შარ­შან შემ­დე­გი წლის­თვის ბევ­რი ნერ­გი დამ­რჩა, ამი­ტომ, ბა­ღის გაძ­ლი­ე­რე­ბა და გა­დი­დე­ბა გა­დავ­წყვი­ტე. ჯერ შე­მოვ­ღო­ბე, მერე შარ­შან შე­მოდ­გო­მით ტე­რი­ტო­რია მოვ­ხა­ნი, მიწა შე­სა­ბა­მი­სად და­მუ­შავ­და, ორ­მო­ე­ბი გა­კეთ­და და ცოტა ხან­ში იქ 120 ძირი უნდა დავრგო. შე­მოდ­გო­მით მხო­ლოდ 20 ძი­რის ჩარ­გვა მო­ვას­წა­რი, რად­გა­ნაც ამინ­დი გა­ფუჭ­და და დრო­ში ვერ ჩა­ვე­ტიე. ახლა ვე­ლო­დე­ბი, დე­და­მი­წა გათ­ბეს, რომ მომ­ზა­დე­ბულ ორ­მო­ებ­ში ნერ­გე­ბი გა­და­ვი­ტა­ნო.

- იმის­თვის, რომ ჯუჯა კაკ­ლის ბაღი გა­შენ­დეს, ე.ი. ეს სა­მუ­შა­ო­ე­ბია ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი, ხომ?

- კი, ვინც ახლა აპი­რებს ბა­ღის გა­შე­ნე­ბას, ამ თან­მიმ­დევ­რო­ბით უნდა შე­უდ­გეს საქ­მე. ზამ­თრის შემ­დეგ გამ­შრა­ლი მიწა რო­გორც ვთქვი, ისე და­ა­მუ­შა­ოს, მერე სწო­რად და­გეგ­მოს, ნაკ­ვეთ­ში ნერ­გე­ბი რო­გორ გა­ა­ნა­წი­ლოს. სიგ­რძე-სი­გა­ნე კარ­გად უნდა გა­ი­ზო­მოს - 6/6-ზე ნაკ­ლებ და­ცი­ლე­ბით არ უნდა და­ირ­გას, თუმ­ცა 7/7-ზე უკე­თე­სია, მაგ­რამ ზოგს პა­ტა­რა ნაკ­ვე­თი აქვს, ამი­ტომ მათ 6/6-ზე უნდა გათ­ვა­ლონ. ეს იმის­თვის, რომ გაზ­რდილ­მა ხე­ებ­მა ერ­თმა­ნეთს ხელი არ შე­უ­შა­ლოს.

თი­თო­ე­უ­ლი ნერ­გის და­სარ­გა­ვად სა­ჭი­როა დამ­წვა­რი ნა­კე­ლი, თუ შეძ­ლე­ბენ მო­ი­მა­რა­გონ ტორ­ფი, ნე­შომ­პა­ლაც. ამ ყვე­ლაფ­რით ორმო ფენა-ფენა - მიწა, ნა­კე­ლი, მიწა ნა­კე­ლი - ამ თან­მიმ­დევ­რო­ბით უნდა შე­ივ­სოს. სა­სურ­ვე­ლია, თუ ორ­მო­დან ამო­ღე­ბუ­ლი მი­წის ზედა ნა­წი­ლი ორ­მოს ძირ­ში მო­ექ­ცე­ვა და ქვე­და პი­რი­ქით - ზე­ვით. ნერ­გი დარ­გვი­სას მი­წის პი­რას უნდა და­ვი­ჭი­როთ.

- ორმო რა ზო­მა­ზე უნდა ამო­ი­თხა­როს?

- ორ­მოს ზომა - 50 სმ (სიგრზე) 50 სმ (სი­გა­ნე) უნდა იყოს. ეს იმის­თვის, რომ ნერ­გი ზრდა­ში სწრა­ფად წა­ვი­დეს, თან ფეს­ვიც კარ­გად გან­ვი­თარ­დეს. თუ დარ­გვა­ში ორი ადა­მი­ა­ნი მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, უკე­თე­სია, ერთი ნერგს და­ი­ჭერს და მე­ო­რე მი­წას ჩაყ­რის ორ­მო­ში. მერე უნდა და­იტ­კეპ­ნოს და 1-2 ვედ­რო წყა­ლი და­ას­ხას. თუ წვი­მი­ა­ნი ამინ­დე­ბია, ერთი ვედ­როც ეყო­ფა. ზე­მო­დან ფხვი­ე­რი, მშრა­ლი მიწა უნდა მო­ე­ყა­როს.

- ხოლო მათ, ვი­საც უკვე დარ­გუ­ლი აქვს ხე­ე­ბი და 2-3 წლის ბაღი აქვს, რას ეტყვით?

- თუ შე­მოდ­გო­მით არ და­უყ­რი­ათ ხე­ე­ბის­თვის სა­სუ­ქი (დამ­წვა­რი ნა­კე­ლი) და არ ჩა­უ­ბა­რავთ, ეს გა­ზა­ფხულ­ზე უნდა გა­ა­კე­თონ, კარ­გია ასე­ვე ნაც­რის მოყ­რაც. თუ წელს ამა­საც ვერ შეძ­ლე­ბენ, გა­ი­სის­თვის აუ­ცი­ლებ­ლად გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ. ოღონდ, ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­შინ კეთ­დე­ბა, ვი­მე­ო­რებ, რო­გორც კი მიწა გაშ­რე­ბა და და­ბარ­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. სველ მი­წა­ზე მუ­შა­ო­ბა არ ვარ­გა. ნა­ცა­რიც მშრალ ად­გილ­ზე უნდა იყოს შე­ნა­ხუ­ლი. ადრე გა­რეთ ვაგ­რო­ვებ­დი, მერე შე­ვი­ტყვე, რომ ასეთ დროს ნეს­ტი­ან­დე­ბა, სის­ვე­ლეს იღებს და სა­ჭი­რო მი­ნე­რა­ლებს კარ­გავს...

მოკ­ლედ, გა­ზა­ფხულ­ზე, რო­გორც კი მიწა გაშ­რე­ბა, შე­მო­ბარ­ვით და­ი­წყონ. შე­მო­ბარ­ვის შემ­დეგ თუ ვთქვათ, ხეს ხავ­სი აქვს მო­კი­დე­ბუ­ლი, უნდა მო­შორ­დეს, გა­სუფ­თავ­დეს, ჩა­მო­ი­ფხი­კოს. ხე ხმე­ლი ტო­ტე­ბის­გან უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს. შემ­დეგ ჩა­მო­ი­რე­ცხოს ბორ­დოს 1%-იანი ხსნა­რით. დიდ ხე­ებს შე­იძ­ლე­ბა, ვერ ჩა­ვუ­ტა­როთ ეს პრო­ცე­დუ­რა, მაგ­რამ 3-4 წლის ნარ­გა­ვე­ბის ჩა­მო­რე­ცხვას ამ ხსნა­რით თა­ვი­სუფ­ლად შეძ­ლე­ბენ.

შემ­დეგ ხე კი­რით უნდა შე­თეთრდეს. ეს კა­კალს ძა­ლი­ან შვე­ლის. 10 ლიტრ წყალ­ში 2 კი­ლოგ­რა­მი კირი უნდა გა­იხ­სნას, და­ე­მა­ტე­ბა ერთი კილო თიხ­ნა­რი მიწა, თუ გვაქვს, ნა­ხე­ვა­რი კი­ლოგ­რა­მი შა­ბი­ა­მა­ნიც შეგ­ვიძ­ლია და­ვუ­მა­ტოთ, ხე­ე­ბი ფუნ­ჯით უნდა შე­თეთრდეს. ეს ყვე­ლა­ფე­რი სო­კო­ვან და­ა­ვა­დე­ბებს შვე­ლის. ასე­ვე სპობს ჭი­ან­ჭვე­ლას, რო­მე­ლიც დიდ ხე­ებს უჩ­ნდე­ბა

- ამ­ბო­ბენ, კაკ­ლის ხის გას­ხვლა არ შე­იძ­ლე­ბაო...

- ასე არ არის. სწო­რედ გას­ხვლას უნდა მი­ექ­ცეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა. შიგ­ნით გახ­ში­რე­ბუ­ლი ტო­ტე­ბი ერ­თმა­ნეთ­ში რომ არ აიხ­ლარ­თოს, უნდა გა­ის­ხლას... ტო­ტე­ბი ერ­თმა­ნეთ­ზე გა­და­დის, ის პა­ტა­რა ტო­ტე­ბი ხეს ზრდა­შიც უშ­ლის ხელს და პრობ­ლე­მე­ბიც იქ­მნე­ბა. ოღონდ, შიგ­ნით მი­მა­ვა­ლი ტო­ტე­ბი უნდა გა­ის­ხლას, მათ­გან გა­მოხ­შირ­ვა იქი­დან ხდე­ბა, გა­რე­თა ტო­ტე­ბი კი უნდა დარ­ჩეს.

ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ამას ყვე­ლას ვე­უბ­ნე­ბი, რომ ერ­თწ­ლი­ა­ნი ნერ­გი, რო­მელ­საც რამ­დე­ნი­მე ამო­ნა­ყა­რი აქვს, ბუჩ­ქად არ უნდა გა­ზარ­დონ. რომ გა­იკ­ვირ­ტე­ბა, შე­იძლბა 5-6 ამო­ნა­ყა­რიც ჰქონ­დეს და ისი­ნი უნდა შე­იკ­ვე­ცოს და ხე ერთ ღერ­ზე დარ­ჩეს. ნი­ა­და­გი­დან მთელ საკ­ვებს ეს ძი­რი­თა­დი ღერი წა­მო­ი­ღებს და კარ­გად გა­იზ­რდე­ბა. ამას ორ­წლი­ან ნერ­გებ­ზეც ვურ­ჩევ.

შე­მო­ბარ­ვის დროს, ხის გარ­შე­მო ჯა­მი­სე­ბუ­რი ჩაღ­რმა­ვე­ბა უნდა გა­კეთ­დეს, რომ მორ­წყვი­სას წყა­ლი იქ კარ­გად ჩად­გეს, თან მაგ დროს შე­მო­ბარ­ვის რა­დი­უ­სიც უნდა გა­დიდ­დეს.

ეს სა­მუ­შაო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გან­სა­კუთ­რე­ბით მაის-ივ­ნის­ში, რად­გა­ნაც ამ პე­რი­ოდ­ში ნერგს, პირ­ვე­ლი სამი წელი მა­ინც მეტი ხელ­შე­წყო­ბა და ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბა. ნერ­გე­ბის წყლით მო­მა­რა­გე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ხეს წყა­ლი ზრდის. ამი­ტომ, და­უშ­ვე­ბე­ლია, გვალ­ვა­ში არ მო­ირ­წყას. ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში, როცა სი­ცხე­ე­ბი და­ი­წყე­ბა, გამ­ხმა­რი თივა, რო­გორც მულ­ჩი, უნდა და­ვა­ფი­ნოთ, რომ ნეს­ტი მალე არ აორ­თქლდეს.

კაკ­ლის ხე იქ­ნე­ბა, თუ თხი­ლი, ისი­ნი წყალ­მა და შე­მო­ბარ­ვამ უნდა გა­ზარ­დოს. ამას თუ სა­სუქ­საც მი­ვუ­მა­ტებთ, არა­ფე­რი ჯო­ბია.

- კერ­ძოდ, რა სა­სუ­ქი უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ?

- გა­დამ­წვა­რი ნა­კე­ლი. მის­გან ე.წ. წუნ­წუ­ხი ასე მზად­დე­ბა - 4 ვედ­რო სა­ქონ­ლის ნა­კე­ლი 200-ლიტ­რი­ან წყა­ლით სავ­სე კას­რში უნდა გა­იხ­სნას, ასე სამი კვი­რა უნდა გა­ჩერ­დეს, ოღონდ, ყო­ველ­დღე უნდა ვუ­რი­ოთ, სა­ნამ არ "და­დუღ­დე­ბა“... ქათ­მის სკინ­ტლი კი - 200-ლიტ­რი­ან კას­რში 2 ვედ­რო­ზე მეტი არ უნდა გა­იხ­სნას. თითო ნერგს ნა­ხე­ვა­რი ვედ­რო ყოფ­ნის, ზედ­მე­ტის მი­წო­დე­ბაც არ ვარ­გა, რად­გა­ნაც მას­ში აზო­ტია მო­ჭარ­ბე­ბუ­ლი.

ხეს სა­სუ­ქი შე­მოდ­გო­მა­ზე რომ და­ვუ­მა­ტოთ, ეს დი­დად არა­ფერს ნიშ­ნავს, - ამის მი­წო­დე­ბა კარ­გია, რო­დე­საც კვირ­ტი და ყლორ­ტი იზ­რდე­ბა.

და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის კი­დევ ერთი რჩე­ვის მი­ცე­მა შე­მიძ­ლია - კაკ­ლის ბაღ­ში, მწკრი­ვებს შო­რის ად­გი­ლი რო­მაა, იქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რა­ი­მე პარ­კო­სა­ნი მცე­ნა­რის, მა­გა­ლი­თად, ლო­ბი­ოს და­თეს­ვა. ნერ­გებს ეს თურ­მე ძა­ლი­ან ეხ­მა­რე­ბა. მე ჩემს ბაღ­ში ლო­ბი­ოს ვთე­სავ, ხე­ე­ბიც კარ­გად გრძნო­ბენ თავს და თან, ლო­ბი­ოს მო­სა­ვა­ლიც მო­დის.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნია
2

გაიხარეთ ბებო!!!! მე აუცილებლად გავითვალუსწინებ თქვენს რჩევებს როცა ნერგების დარგვას გადავწყვეტ !!

დიდხანს სიცოცხლე ყველა კეთილ ფა მშრომელ ქართველს!!!

ნინო
3

უუუმაგრესი ქალბატონი, უთბილესი, უსაყვარლესი, შარშან ნერგები წამოვიღეთ მისგან, არ ვიცი, როგორ გვიმასპინძლა, მთელი სოფლის ნობათი გამოგვატანა, ერთი ნახვით შეგვაყვარა თავი, საყვარელო ევა დეიდა, ჯანმრთელად იყავი და დიდ ხანს, დიდ ხანს იცოცხლე <3 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

როგორ გავაშენოთ კაკლის ბაღი და რა გავაკეთოთ ნარგავების სწორად მოსავლელად? - რჩევებს გვაძლევს ევა ოთარაშვილი, რომელმაც თიანეთში ჯუჯა კაკლის ბაღი გააშენა

როგორ გავაშენოთ კაკლის ბაღი და  რა გავაკეთოთ ნარგავების სწორად მოსავლელად?  - რჩევებს გვაძლევს ევა ოთარაშვილი, რომელმაც თიანეთში ჯუჯა კაკლის ბაღი გააშენა

მშრომელ და მუდმივად მოფუსფუსე ქალბატონ ევა ოთარაშვილს უკვე ბევრი ადამიანი იცნობს. მან თიანეთის რაიონის სოფელ საყდრიონში ჯუჯა კაკლის ბაღი ერთ-ერთმა პირველმა გააშენა, რომელსაც რუდუნებით უვლის, თან, ბევრ ადამიანს აკვალიანებს და ამ კულტურის მოვლის წესებს ასწავლის. ვინაიდან გაზაფხული მოდის და სამეურნეო სამუშაოები ბაღებში უნდა განახლდეს, რჩევებს იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს ჯუჯა კაკლის ბაღში, ევა ოთარაშვილი გვაძლევს.

- გასულ წლამდე ჩემი ბაღი კაკლის სამი ჯიშით იყო შევსებული. შემდეგ 7-8 ჯიში შევიძინე და თითოეული ყველანაირად შევისწვლე. პანდემიის გამო, შარშან შემდეგი წლისთვის ბევრი ნერგი დამრჩა, ამიტომ, ბაღის გაძლიერება და გადიდება გადავწყვიტე. ჯერ შემოვღობე, მერე შარშან შემოდგომით ტერიტორია მოვხანი, მიწა შესაბამისად დამუშავდა, ორმოები გაკეთდა და ცოტა ხანში იქ 120 ძირი უნდა დავრგო. შემოდგომით მხოლოდ 20 ძირის ჩარგვა მოვასწარი, რადგანაც ამინდი გაფუჭდა და დროში ვერ ჩავეტიე. ახლა ველოდები, დედამიწა გათბეს, რომ მომზადებულ ორმოებში ნერგები გადავიტანო.

- იმისთვის, რომ ჯუჯა კაკლის ბაღი გაშენდეს, ე.ი. ეს სამუშაოებია ჩასატარებელი, ხომ?

- კი, ვინც ახლა აპირებს ბაღის გაშენებას, ამ თანმიმდევრობით უნდა შეუდგეს საქმე. ზამთრის შემდეგ გამშრალი მიწა როგორც ვთქვი, ისე დაამუშაოს, მერე სწორად დაგეგმოს, ნაკვეთში ნერგები როგორ გაანაწილოს. სიგრძე-სიგანე კარგად უნდა გაიზომოს - 6/6-ზე ნაკლებ დაცილებით არ უნდა დაირგას, თუმცა 7/7-ზე უკეთესია, მაგრამ ზოგს პატარა ნაკვეთი აქვს, ამიტომ მათ 6/6-ზე უნდა გათვალონ. ეს იმისთვის, რომ გაზრდილმა ხეებმა ერთმანეთს ხელი არ შეუშალოს.

თითოეული ნერგის დასარგავად საჭიროა დამწვარი ნაკელი, თუ შეძლებენ მოიმარაგონ ტორფი, ნეშომპალაც. ამ ყველაფრით ორმო ფენა-ფენა - მიწა, ნაკელი, მიწა ნაკელი - ამ თანმიმდევრობით უნდა შეივსოს. სასურველია, თუ ორმოდან ამოღებული მიწის ზედა ნაწილი ორმოს ძირში მოექცევა და ქვედა პირიქით - ზევით. ნერგი დარგვისას მიწის პირას უნდა დავიჭიროთ.

- ორმო რა ზომაზე უნდა ამოითხაროს?

- ორმოს ზომა - 50 სმ (სიგრზე) 50 სმ (სიგანე) უნდა იყოს. ეს იმისთვის, რომ ნერგი ზრდაში სწრაფად წავიდეს, თან ფესვიც კარგად განვითარდეს. თუ დარგვაში ორი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, უკეთესია, ერთი ნერგს დაიჭერს და მეორე მიწას ჩაყრის ორმოში. მერე უნდა დაიტკეპნოს და 1-2 ვედრო წყალი დაასხას. თუ წვიმიანი ამინდებია, ერთი ვედროც ეყოფა. ზემოდან ფხვიერი, მშრალი მიწა უნდა მოეყაროს.

- ხოლო მათ, ვისაც უკვე დარგული აქვს ხეები და 2-3 წლის ბაღი აქვს, რას ეტყვით?

- თუ შემოდგომით არ დაუყრიათ ხეებისთვის სასუქი (დამწვარი ნაკელი) და არ ჩაუბარავთ, ეს გაზაფხულზე უნდა გააკეთონ, კარგია ასევე ნაცრის მოყრაც. თუ წელს ამასაც ვერ შეძლებენ, გაისისთვის აუცილებლად გაითვალისწინონ. ოღონდ, ეს ყველაფერი მაშინ კეთდება, ვიმეორებ, როგორც კი მიწა გაშრება და დაბარვა შესაძლებელი იქნება. სველ მიწაზე მუშაობა არ ვარგა. ნაცარიც მშრალ ადგილზე უნდა იყოს შენახული. ადრე გარეთ ვაგროვებდი, მერე შევიტყვე, რომ ასეთ დროს ნესტიანდება, სისველეს იღებს და საჭირო მინერალებს კარგავს...

მოკლედ, გაზაფხულზე, როგორც კი მიწა გაშრება, შემობარვით დაიწყონ. შემობარვის შემდეგ თუ ვთქვათ, ხეს ხავსი აქვს მოკიდებული, უნდა მოშორდეს, გასუფთავდეს, ჩამოიფხიკოს. ხე ხმელი ტოტებისგან უნდა გათავისუფლდეს. შემდეგ ჩამოირეცხოს ბორდოს 1%-იანი ხსნარით. დიდ ხეებს შეიძლება, ვერ ჩავუტაროთ ეს პროცედურა, მაგრამ 3-4 წლის ნარგავების ჩამორეცხვას ამ ხსნარით თავისუფლად შეძლებენ.

შემდეგ ხე კირით უნდა შეთეთრდეს. ეს კაკალს ძალიან შველის. 10 ლიტრ წყალში 2 კილოგრამი კირი უნდა გაიხსნას, დაემატება ერთი კილო თიხნარი მიწა, თუ გვაქვს, ნახევარი კილოგრამი შაბიამანიც შეგვიძლია დავუმატოთ, ხეები ფუნჯით უნდა შეთეთრდეს. ეს ყველაფერი სოკოვან დაავადებებს შველის. ასევე სპობს ჭიანჭველას, რომელიც დიდ ხეებს უჩნდება

- ამბობენ, კაკლის ხის გასხვლა არ შეიძლებაო...

- ასე არ არის. სწორედ გასხვლას უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება. შიგნით გახშირებული ტოტები ერთმანეთში რომ არ აიხლართოს, უნდა გაისხლას... ტოტები ერთმანეთზე გადადის, ის პატარა ტოტები ხეს ზრდაშიც უშლის ხელს და პრობლემებიც იქმნება. ოღონდ, შიგნით მიმავალი ტოტები უნდა გაისხლას, მათგან გამოხშირვა იქიდან ხდება, გარეთა ტოტები კი უნდა დარჩეს.

ასევე მნიშვნელოვანია და ამას ყველას ვეუბნები, რომ ერთწლიანი ნერგი, რომელსაც რამდენიმე ამონაყარი აქვს, ბუჩქად არ უნდა გაზარდონ. რომ გაიკვირტება, შეიძლბა 5-6 ამონაყარიც ჰქონდეს და ისინი უნდა შეიკვეცოს და ხე ერთ ღერზე დარჩეს. ნიადაგიდან მთელ საკვებს ეს ძირითადი ღერი წამოიღებს და კარგად გაიზრდება. ამას ორწლიან ნერგებზეც ვურჩევ.

შემობარვის დროს, ხის გარშემო ჯამისებური ჩაღრმავება უნდა გაკეთდეს, რომ მორწყვისას წყალი იქ კარგად ჩადგეს, თან მაგ დროს შემობარვის რადიუსიც უნდა გადიდდეს.

ეს სამუშაო მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მაის-ივნისში, რადგანაც ამ პერიოდში ნერგს, პირველი სამი წელი მაინც მეტი ხელშეწყობა და ყურადღება სჭირდება. ნერგების წყლით მომარაგება აუცილებელია. ხეს წყალი ზრდის. ამიტომ, დაუშვებელია, გვალვაში არ მოირწყას. ზაფხულის პერიოდში, როცა სიცხეები დაიწყება, გამხმარი თივა, როგორც მულჩი, უნდა დავაფინოთ, რომ ნესტი მალე არ აორთქლდეს.

კაკლის ხე იქნება, თუ თხილი, ისინი წყალმა და შემობარვამ უნდა გაზარდოს. ამას თუ სასუქსაც მივუმატებთ, არაფერი ჯობია.

- კერძოდ, რა სასუქი უნდა გამოვიყენოთ?

- გადამწვარი ნაკელი. მისგან ე.წ. წუნწუხი ასე მზადდება - 4 ვედრო საქონლის ნაკელი 200-ლიტრიან წყალით სავსე კასრში უნდა გაიხსნას, ასე სამი კვირა უნდა გაჩერდეს, ოღონდ, ყოველდღე უნდა ვურიოთ, სანამ არ "დადუღდება“... ქათმის სკინტლი კი - 200-ლიტრიან კასრში 2 ვედროზე მეტი არ უნდა გაიხსნას. თითო ნერგს ნახევარი ვედრო ყოფნის, ზედმეტის მიწოდებაც არ ვარგა, რადგანაც მასში აზოტია მოჭარბებული.

ხეს სასუქი შემოდგომაზე რომ დავუმატოთ, ეს დიდად არაფერს ნიშნავს, - ამის მიწოდება კარგია, როდესაც კვირტი და ყლორტი იზრდება.

დაინტერესებული ადამიანებისთვის კიდევ ერთი რჩევის მიცემა შემიძლია - კაკლის ბაღში, მწკრივებს შორის ადგილი რომაა, იქ მნიშვნელოვანია, რაიმე პარკოსანი მცენარის, მაგალითად, ლობიოს დათესვა. ნერგებს ეს თურმე ძალიან ეხმარება. მე ჩემს ბაღში ლობიოს ვთესავ, ხეებიც კარგად გრძნობენ თავს და თან, ლობიოს მოსავალიც მოდის.

ბოლო დღე-ღამეში 29 341 კორონავირუსის ტესტი ჩატარდა - რამდენი ახალი ინფიცირებულია და რამდენმა დაამარცხა ვირუსი

"აცრამდე რაიმე ტიპის კვლევების ჩატარების რეკომენდაცია მსოფლიოში არსად არსებობს" - რა მიზეზით შეიძლება ადამიანს უარი უთხრან აცრაზე და ვისთვის არის ვაქცინის გაკეთება უფრო საყურადღებო?

ბაგები-წყნეთის გზაზე, მეწყრული ზონის გამო, შეწყვეტილი საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია - რა ზომები მიიღო მერიამ უსაფრთხოებისთვის?