სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორონავირუსის 740 ახალი შემთხვევა და 14 გარდაცვლილი - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო 24 საათში
კორონავირუსის 740 ახალი შემთხვევა და 14 გარდაცვლილი - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო 24 საათში

ბოლო 24 სა­ათ­ში გა­მოვ­ლინ­და ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 740 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა, - ამის შე­სა­ხებ უწყე­ბა­თა­შო­რის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს­თან არ­სე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­უ­ლი შტა­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ, ბერ­დია სი­ჭი­ნა­ვამ, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მან კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით არ­სე­ბულ უახ­ლეს სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცე­მებ­ზე ისა­უბ­რა.

„გა­გაც­ნობთ კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით, 16 თე­ბერ­ვლის მდგო­მა­რე­ო­ბით არ­სე­ბულ უახ­ლეს სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცე­მებს, რო­მე­ლიც უკვე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია Stopcov.ge-ზე.

ინ­ტენ­სი­უ­რი ტეს­ტი­რე­ბის ფარ­გლებ­ში, ბოლო 24 სა­ათ­ში ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ჩა­ტარ­და 20 549 კვლე­ვა ტეს­ტით, მათ შო­რის 14 802 კვლე­ვა ან­ტი­გე­ნის ტეს­ტით და 5 747 PCR ტეს­ტით.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გად, ბოლო 24 სა­ათ­ში გა­მოვ­ლინ­და ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 740 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა. ქვე­ყა­ნა­ში კო­ვიდ-19-ის პან­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბი­დან დღემ­დე გა­მოვ­ლე­ნი­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა შე­ად­გენს 266 462-ს.

რაც შე­ე­ხე­ბა და­დე­ბი­თო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელს, 15 თე­ბერ­ვლის მდგო­მა­რე­ო­ბით, და­დე­ბი­თო­ბის დღი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არის 3.6%, ბოლო 14 დღის მან­ძილ­ზე - 2.9%, ხოლო 7 დღის მან­ძილ­ზე - 2.4%.

ბოლო 24 სა­ათ­ში ვირუ­სის­გან გა­მო­ჯან­მრთელ­და 496 პირი, ხოლო ჯამ­ში გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და - 259 228-მდე.

სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო 24 სა­ათ­ში გვაქვს კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის 14 ახა­ლი შემ­თხვე­ვა. პან­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბი­დან დღემ­დე ვირუსს ჯამ­ში 3 377 პირი ემსხვერ­პლა.

დღეს ქვე­ყა­ნა­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბის 740 ახა­ლი შემ­თხვე­ვი­დან: თბი­ლის­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლია 328 შემ­თხვე­ვა, აჭა­რა - 32, იმე­რე­თი - 138, ქვე­მო ქარ­თლი - 25, შიდა ქარ­თლი - 69, გუ­რია - 55, სა­მეგ­რე­ლო - ზემო სვა­ნე­თი - 41, კა­ხე­თი - 33, მცხე­თა-მთი­ა­ნე­თი - 9, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი - 7, რაჭა-ლე­ჩხუ­მი და ქვე­მო სვა­ნე­თი - 3.

ამ ეტაპ­ზე ინ­ფი­ცი­რე­ბის მიმ­დი­ნა­რე აქ­ტი­უ­რი შემ­თხვე­ვა არის 3 831, სა­ი­და­ნაც: 1 848 ადა­მი­ა­ნი მკურ­ნა­ლობს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მათ შო­რის, თბი­ლი­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში - 816, აჭა­რა­ში - 152, იმე­რეთ­ში - 446. ამ ეტაპ­ზე მძი­მე პა­ცი­ენ­ტია 395 პირი, მათ შო­რის, თბი­ლის­ში - 168, აჭა­რა­ში - 38, იმე­რეთ­ში - 114. ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რატ­ზე იმ­ყო­ფე­ბა 103 პირი, მათ­გან თბი­ლის­ში - 69, აჭა­რა­ში- 6, იმე­რეთ­ში - 14. 230 ადა­მი­ა­ნი მო­თავ­სე­ბუ­ლია კლი­ნი­კურ-სას­ტუმ­რო­ებ­ში, მათ შო­რის 112 - თბი­ლის­ში, 102 - აჭა­რა­ში, 12 - იმე­რეთ­ში. 1 753 პირი ვირუ­სის მკურ­ნა­ლო­ბის კურსს გა­დის სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ზე.

სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე­ებ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლია 242 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის, თბი­ლის­ში - 113, ხოლო აჭა­რა­ში - 44.

სულ 6 ოქ­ტომ­ბრი­დან - 15 თე­ბერ­ვლის პე­რი­ოდ­ში, სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრი­დან სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე­ებ­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლია - 22 864 პირი.

ამ ეტა­პის­თვის თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა 11 020 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის თბი­ლის­ში - 6 112 პირი, აჭა­რა­ში - 609, იმე­რეთ­ში - 1 204”, - გა­ნა­ცხა­და ბერ­დია სი­ჭი­ნა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თედო
5

ეგეც შენი გახსნა,,,,,,

ლია
6

არაუშავს რამოდენიმე (ათასი) დღე დარჩა და შემოვა თებერვალში დაპირებული ვაქცინა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

კორონავირუსის 740 ახალი შემთხვევა და 14 გარდაცვლილი - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო 24 საათში

კორონავირუსის 740 ახალი შემთხვევა და 14 გარდაცვლილი - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო 24 საათში

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 740 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

„გაგაცნობთ კორონავირუსთან დაკავშირებით, 16 თებერვლის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია Stopcov.ge-ზე.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 549 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 802 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 747 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 740 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 266 462-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.6%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.9%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.4%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 496 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 259 228-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 377 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 740 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 328 შემთხვევა, აჭარა - 32, იმერეთი - 138, ქვემო ქართლი - 25, შიდა ქართლი - 69, გურია - 55, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 41, კახეთი - 33, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 831, საიდანაც: 1 848 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 816, აჭარაში - 152, იმერეთში - 446. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 395 პირი, მათ შორის, თბილისში - 168, აჭარაში - 38, იმერეთში - 114. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 103 პირი, მათგან თბილისში - 69, აჭარაში- 6, იმერეთში - 14. 230 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 112 - თბილისში, 102 - აჭარაში, 12 - იმერეთში. 1 753 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 242 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 113, ხოლო აჭარაში - 44.

სულ 6 ოქტომბრიდან - 15 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 864 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 020 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 112 პირი, აჭარაში - 609, იმერეთში - 1 204”, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

"როდესაც დავინტერესდი ჩემი პერსონაჟის ბედით, მაშ, იქნებაო, მითხრა ირაკლიმ" - ნიკა ქავთარაძე ჩცდ-ს ახალი სეზონზე

"სასიამოვნო ამბავი მაქვს... კოვიდინფექცია ზოგიერთი სიმსივნის დროს, მავნე კი არა, სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს" - გიორგი ღოღობერიძე

გიორგი გახარიას და მისი მეუღლის უცნობი ფოტო, რომელიც “ფეისბუქზე” ვრცელდება