სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორ ხდება, რომ გავრილოვი ყოველთვის მაშველ რგოლად ევლინება "ნაცმოძრაობას"... ბოდიში აქვს მოსახდელი მელიას" - მამუკა მდინარაძე
"როგორ ხდება, რომ გავრილოვი ყოველთვის მაშველ რგოლად ევლინება "ნაცმოძრაობას"... ბოდიში აქვს მოსახდელი მელიას" - მამუკა მდინარაძე

გავ­რი­ლო­ვის გან­ცხა­დე­ბა არის უკი­დუ­რე­სად პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი და ეხ­მა­რე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმას, რომ „ნაც­მოძ­რა­ო­ბამ“ კი­დევ ერთი მე­სი­ჯი გა­ახ­მო­ვა­ნოს, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რი, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე რუსი დე­პუ­ტა­ტის სერ­გეი გავ­რი­ლო­ვის გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის თქმი­თაც, სა­ქარ­თვე­ლოს მმარ­თვე­ლი პარ­ტია აკე­თებს ყვე­ლა­ფერს, რომ ქვე­ყა­ნა­ში აღარ იყოს სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბე­ბი, სა­ხელ­მწი­ფო ამ­ბო­ხი, რეპ­რე­სი­ე­ბი და დიქ­ტა­ტუ­რა.

რო­გორც მდი­ნა­რა­ძემ გავ­რი­ლო­ვის გან­ცხა­დე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ვი­ღა­ცას, სა­ღად მო­აზ­როვ­ნეს სჯე­რო­დეს, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ და გავ­რი­ლო­ვის მე­სი­ჯ­ბოქ­სი ემ­თხვე­ვა.

„ამ ადა­მი­ანს ყვე­ლამ ერ­თად გა­დავ­ცეთ, რომ მისი შე­ფა­სე­ბე­ბი და და­მოწ­მე­ბე­ბი არა­ვის სჭირ­დე­ბა. მით უმე­ტეს, თუ ის გან­სა­კუთ­რე­ბით სპე­კუ­ლა­ცი­ურ ხა­სი­ათს ატა­რებს. თქვენ თუ და­აკ­ვირ­დე­ბით, რო­გორც კი გა­უ­ჭირ­დე­ბა ხოლ­მე „ნაც­მოძ­რა­ო­ბას“, რო­გორც კი ჩა­მოშ­ლის პი­რას არის მთე­ლი რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცია, შემ­დეგ ხდე­ბა ხოლ­მე დუ­მი­დან და­თან­ხმე­ბე­ბი თით­ქოს ჩვენს სა­სარ­გებ­ლოდ და ასე­თი პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, რო­მე­ლიც კი არ ემ­თხვე­ვა მხო­ლოდ, არა­მედ ისე­თე­ბი, რო­გო­რიც 20 ივ­ნისს მოხ­და, რო­დე­საც დი­ლით და­ი­წყო წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი პრო­ვო­კა­ცია ამ ადა­მი­ან­მა. შეც­დო­მა იყო ის, რომ სა­ერ­თოდ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში მოხ­ვდა, მაგ­რამ შემ­დეგ რაც მოხ­და, ის იყო მისი პრო­ვო­კა­ცია და ეს პრო­ვო­კა­ცია სა­ღა­მოს გა­აგ­რძე­ლეს „ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა. თუ მიზ­ნი­დან გა­მო­ვალთ, პრაქ­ტი­კუ­ლად, ისი­ნი ერთი მიზ­ნი­დან გა­მო­დი­ოდ­ნენ და ერთი შე­დე­გის­თვის იღწ­ვოდ­ნენ - ეს იყო სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს და­სუს­ტე­ბა. დღე­საც კი, რო­დე­საც ვი­ღა­ცე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, ქვეყ­ნის შიგ­ნით კა­ნო­ნის ჩარ­ჩო­ე­ბი­დან გას­ვლას ასე უტიფ­რად აა­ნონ­სე­ბენ, ერთი მხრივ, ეს ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნის ნა­რა­ტი­ვია და მისი ინ­ტე­რე­სია უპი­რა­ტე­სად და უმე­ტეს­წი­ლად, მე­ო­რე მხრივ, თუკი სად­მე ამ ქვე­ყა­ნას შიგ­ნით მტე­რი ჰყავს, მისი ინ­ტე­რე­სი­ცაა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს გან­ცხა­დე­ბა არის უკი­დუ­რე­სად პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი და ეხ­მა­რე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმას, რომ „ნაც­მოძ­რა­ო­ბამ“ კი­დევ ერთი მე­სი­ჯი გა­ახ­მო­ვა­ნოს. მეტს არა­ფერს ემ­სა­ხუ­რე­ბა. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ვი­ღა­ცას, სა­ღად მო­აზ­როვ­ნეს სჯე­რო­დეს, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ და გავ­რი­ლო­ვის მე­სი­ჯ­ბოქ­სი ემ­თხვე­ო­დეს. ხომ არ შე­ვა­თან­ხმეთ კი­დე­ვაც, ამის ეჭვი ხომ არ აქვს შემ­თხვე­ვით ვინ­მეს?!“ - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

ამას­თან მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ამა­ვე კონ­ტექ­სტში გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა:

"ისე მე დავ­ფიქ­რდე­ბო­დი, რო­გორ ხდე­ბა, რომ ეს გავ­რი­ლო­ვი ყო­ველ­თვის მაშ­ველ რგო­ლად ევ­ლი­ნე­ბა ნაც. მოძ­რა­ო­ბას და მათ "პატ­რი­ოტ" ლი­დე­რებს. მით უმე­ტეს მათ ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში მათ­თვის­ვე ძა­ლი­ან სა­სურ­ვე­ლი "ვორ­დინ­გით" ", - და­წე­რა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მდი­ნა­რა­ძემ.

მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ მე­ლი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ბო­დი­ში აქვს მო­სახ­დე­ლი, რად­გან, მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, მე­ლი­ამ გა­ბე­და და ღიად და­ა­ა­ნონ­სა კა­ნო­ნის ჩარ­ჩო­ე­ბი­დან გას­ვლა და მო­რა­ლი კა­ნონს და­უ­პი­რის­პი­რა.

„რა თქმა უნდა, ბო­დი­ში აქვს მო­სახ­დე­ლი მე­ლი­ას და ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც გა­ბე­და და ღიად და­ა­ა­ნონ­სა კა­ნო­ნის ჩარ­ჩო­ე­ბი­დან გას­ვლა და მო­რა­ლი და­უ­პი­რის­პი­რა კა­ნონს, და­ა­ლა­გა მე­სი­ჯი, თით­ქოს კა­ნო­ნის ნორ­მე­ბის შეს­რუ­ლე­ბა არის ამო­რა­ლუ­რი. იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი ფა­სობს, შე­უძ­ლე­ბე­ლია მო­რა­ლი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­დეს კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბას და კა­ნო­ნის ჩარ­ჩო­ე­ბი­დან გას­ვლა იყოს მო­რა­ლუ­რი საქ­ცი­ე­ლი. თა­ვის დრო­ზე მაქვს ნათ­ქვა­მი და დღე­ვან­დე­ლი ამ­ბა­ვი არ არის, 17 წლის წინ ვთქვი. არა მარ­ტო კა­ნო­ნის წი­ნა­შე ვართ მარ­თლე­ბი, მარ­თლე­ბი ვართ მო­რა­ლის და ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის წი­ნა­შე. თუკი ძა­ლი­ან აინ­ტე­რე­სებთ პო­ლიტ­დევ­ნი­ლი რას ნიშ­ნავს, 17 წლის წინ პი­რა­დად ჩემს ამ­ბავს გა­ვახ­სე­ნებ! რო­დე­საც გი­რა­ოს გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო ადა­მი­ა­ნი თვი­თონ იმ­ძი­მებს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბას, თუ მარ­თლაც ეს ასეა და ამ ნა­ბიჯს გა­დად­გამს სა­ბო­ლო­ოდ, ამ ადა­მი­ა­ნის მო­ნათ­ვლა რო­დე­საც უნ­დათ პო­ლიტ­დევ­ნი­ლად და პო­ლიტ­პა­ტიმ­რად, ამ შემ­თხვე­ვა­ში ლო­გი­კა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ობი­ექ­ტუ­რად აკ­ვირ­დე­ბი­ან პრო­ცესს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არა­ვის შეყ­ვე­ბი­ან“, - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

კი­თხვა­ზე - რო­გორ და­ემ­თხვა ერ­თმა­ნეთს სერ­გეი გავ­რი­ლო­ვი­სა და მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ ნიკა მე­ლი­ას ბო­დი­ში აქვს მო­სახ­დე­ლი? მდი­ნა­რა­ძემ უპა­სუ­ხა: „მე და­ვუ­რე­კე გავ­რი­ლოვს და ვთხო­ვე, იქ­ნებ ჩემ­ნა­ი­რად გა­ე­მე­ო­რე­ბი­ნა“.

„წარ­მო­უდ­გე­ნელ სი­გი­ჟე­ში შევ­დი­ვართ ასე­თი კი­თხვე­ბით, რომ ბო­დი­ში აქვს მო­სახ­დე­ლი მე­ლი­ას ეს მდი­ნა­რა­ძე­მაც თქვა და გავ­რი­ლოვ­მაც გა­ი­მე­ო­რა. ეტყო­ბა, ჩემი მე­სი­ჯ­ბოქ­სე­ბით სარ­გებ­ლობს. უბ­რა­ლოდ, არა­ვის სჭირ­დე­ბა. პრო­ვო­კა­ცი­უ­ლია ყვე­ლა მისი ნა­ბი­ჯი და იმას აკე­თებს, რაც „ნაც­მოძ­რა­ო­ბას“ აწყობს. ძა­ლი­ან ახლო კონ­ტაქ­ტე­ბი გაქვთ „მთა­ვარ არხს“ და „ტვ პირ­ველს“ რო­გორც ჩანს, რად­გან მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­ტერ­ვიუ ინ­ტერ­ვი­უ­ზე გა­მო­დის“, - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, რო­გორც გავ­რი­ლოვ­მა „ტვ პირ­ველ­თან“ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, ის სიც­რუე, რო­მე­ლიც ნიკა მე­ლი­ას მიერ 20 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნე­ბის ინ­ტერპრე­ტი­რე­ბი­სას იღ­ვრე­ბა, ადას­ტუ­რებს, რომ სიც­რუ­ის ხარ­ჯზე ცდი­ლო­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს იმი­ჯი მისი მე­ზობ­ლე­ბის თვალ­ში შე­ლა­ხონ.

ამას­თან, გავ­რი­ლო­ვის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს მმარ­თვე­ლი პარ­ტია აკე­თებს ყვე­ლა­ფერს, რომ ქვე­ყა­ნა­ში აღარ იყოს სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბე­ბი, სა­ხელ­მწი­ფო ამ­ბო­ხი, რეპ­რე­სი­ე­ბი და დიქ­ტა­ტუ­რა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
18

 შენ კი არ დაურეკე, იმან დაგირეკა!

მმმ
9

მდინარაძე რეგვენი რომ ხარ თუ ივი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"როგორ ხდება, რომ გავრილოვი ყოველთვის მაშველ რგოლად ევლინება "ნაცმოძრაობას"... ბოდიში აქვს მოსახდელი მელიას" - მამუკა მდინარაძე

"როგორ ხდება, რომ გავრილოვი ყოველთვის მაშველ რგოლად ევლინება "ნაცმოძრაობას"... ბოდიში აქვს მოსახდელი მელიას" - მამუკა მდინარაძე

გავრილოვის განცხადება არის უკიდურესად პროვოკაციული და ეხმარება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ „ნაცმოძრაობამ“ კიდევ ერთი მესიჯი გაახმოვანოს, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის განცხადებას, რომლის თქმითაც, საქართველოს მმართველი პარტია აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში აღარ იყოს სახელმწიფო გადატრიალებები, სახელმწიფო ამბოხი, რეპრესიები და დიქტატურა.

როგორც მდინარაძემ გავრილოვის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, წარმოუდგენელია, ვიღაცას, საღად მოაზროვნეს სჯეროდეს, რომ „ქართული ოცნების“ და გავრილოვის მესიჯბოქსი ემთხვევა.

„ამ ადამიანს ყველამ ერთად გადავცეთ, რომ მისი შეფასებები და დამოწმებები არავის სჭირდება. მით უმეტეს, თუ ის განსაკუთრებით სპეკულაციურ ხასიათს ატარებს. თქვენ თუ დააკვირდებით, როგორც კი გაუჭირდება ხოლმე „ნაცმოძრაობას“, როგორც კი ჩამოშლის პირას არის მთელი რადიკალური ოპოზიცია, შემდეგ ხდება ხოლმე დუმიდან დათანხმებები თითქოს ჩვენს სასარგებლოდ და ასეთი პროვოკაციული ნაბიჯები, რომელიც კი არ ემთხვევა მხოლოდ, არამედ ისეთები, როგორიც 20 ივნისს მოხდა, როდესაც დილით დაიწყო წარმოუდგენელი პროვოკაცია ამ ადამიანმა. შეცდომა იყო ის, რომ საერთოდ საქართველოს პარლამენტის შენობაში მოხვდა, მაგრამ შემდეგ რაც მოხდა, ის იყო მისი პროვოკაცია და ეს პროვოკაცია საღამოს გააგრძელეს „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა. თუ მიზნიდან გამოვალთ, პრაქტიკულად, ისინი ერთი მიზნიდან გამოდიოდნენ და ერთი შედეგისთვის იღწვოდნენ - ეს იყო საქართველოს სახელმწიფოს დასუსტება. დღესაც კი, როდესაც ვიღაცები, სამწუხაროდ, ქვეყნის შიგნით კანონის ჩარჩოებიდან გასვლას ასე უტიფრად აანონსებენ, ერთი მხრივ, ეს ოკუპანტი ქვეყნის ნარატივია და მისი ინტერესია უპირატესად და უმეტესწილად, მეორე მხრივ, თუკი სადმე ამ ქვეყანას შიგნით მტერი ჰყავს, მისი ინტერესიცაა. აქედან გამომდინარე, ეს განცხადება არის უკიდურესად პროვოკაციული და ეხმარება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ „ნაცმოძრაობამ“ კიდევ ერთი მესიჯი გაახმოვანოს. მეტს არაფერს ემსახურება. წარმოუდგენელია, ვიღაცას, საღად მოაზროვნეს სჯეროდეს, რომ „ქართული ოცნების“ და გავრილოვის მესიჯბოქსი ემთხვეოდეს. ხომ არ შევათანხმეთ კიდევაც, ამის ეჭვი ხომ არ აქვს შემთხვევით ვინმეს?!“ - განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში ამავე კონტექსტში განცხადება გააკეთა:

"ისე მე დავფიქრდებოდი, როგორ ხდება, რომ ეს გავრილოვი ყოველთვის მაშველ რგოლად ევლინება ნაც. მოძრაობას და მათ "პატრიოტ" ლიდერებს. მით უმეტეს მათ ტელევიზიებში მათთვისვე ძალიან სასურველი "ვორდინგით" ", - დაწერა სოციალურ ქსელში მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ მელიას საზოგადოებისთვის ბოდიში აქვს მოსახდელი, რადგან, მისივე შეფასებით, მელიამ გაბედა და ღიად დააანონსა კანონის ჩარჩოებიდან გასვლა და მორალი კანონს დაუპირისპირა.

„რა თქმა უნდა, ბოდიში აქვს მოსახდელი მელიას და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც გაბედა და ღიად დააანონსა კანონის ჩარჩოებიდან გასვლა და მორალი დაუპირისპირა კანონს, დაალაგა მესიჯი, თითქოს კანონის ნორმების შესრულება არის ამორალური. იმ ქვეყანაში, სადაც დემოკრატიული ღირებულებები ფასობს, შეუძლებელია მორალი ეწინააღმდეგებოდეს კანონის აღსრულებას და კანონის ჩარჩოებიდან გასვლა იყოს მორალური საქციელი. თავის დროზე მაქვს ნათქვამი და დღევანდელი ამბავი არ არის, 17 წლის წინ ვთქვი. არა მარტო კანონის წინაშე ვართ მართლები, მართლები ვართ მორალის და ყველა ადამიანის წინაშე. თუკი ძალიან აინტერესებთ პოლიტდევნილი რას ნიშნავს, 17 წლის წინ პირადად ჩემს ამბავს გავახსენებ! როდესაც გირაოს გადაუხდელობის გამო ადამიანი თვითონ იმძიმებს აღკვეთის ღონისძიებას, თუ მართლაც ეს ასეა და ამ ნაბიჯს გადადგამს საბოლოოდ, ამ ადამიანის მონათვლა როდესაც უნდათ პოლიტდევნილად და პოლიტპატიმრად, ამ შემთხვევაში ლოგიკაში ადამიანები, რომლებიც ობიექტურად აკვირდებიან პროცესს, დარწმუნებული ვარ, არავის შეყვებიან“, - განაცხადა მდინარაძემ.

კითხვაზე - როგორ დაემთხვა ერთმანეთს სერგეი გავრილოვისა და მამუკა მდინარაძის განცხადებები, რომ ნიკა მელიას ბოდიში აქვს მოსახდელი? მდინარაძემ უპასუხა: „მე დავურეკე გავრილოვს და ვთხოვე, იქნებ ჩემნაირად გაემეორებინა“.

„წარმოუდგენელ სიგიჟეში შევდივართ ასეთი კითხვებით, რომ ბოდიში აქვს მოსახდელი მელიას ეს მდინარაძემაც თქვა და გავრილოვმაც გაიმეორა. ეტყობა, ჩემი მესიჯბოქსებით სარგებლობს. უბრალოდ, არავის სჭირდება. პროვოკაციულია ყველა მისი ნაბიჯი და იმას აკეთებს, რაც „ნაცმოძრაობას“ აწყობს. ძალიან ახლო კონტაქტები გაქვთ „მთავარ არხს“ და „ტვ პირველს“ როგორც ჩანს, რადგან მთელი დღის განმავლობაში ინტერვიუ ინტერვიუზე გამოდის“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, როგორც გავრილოვმა „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა, ის სიცრუე, რომელიც ნიკა მელიას მიერ 20 ივნისის მოვლენების ინტერპრეტირებისას იღვრება, ადასტურებს, რომ სიცრუის ხარჯზე ცდილობენ საქართველოს იმიჯი მისი მეზობლების თვალში შელახონ.

ამასთან, გავრილოვის თქმით, საქართველოს მმართველი პარტია აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში აღარ იყოს სახელმწიფო გადატრიალებები, სახელმწიფო ამბოხი, რეპრესიები და დიქტატურა.

"გვაქვს ინფორმაციები, რომ 2-3 დღის განმავლობაში ოპოზიცია კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგამს" - მამუკა მდინარაძე

როგორ ეხმაურება აშშ-ს საელჩო ეუთო/ოდირის ანგარიშს, რომელიც საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ეხება

"2011 წელს არის გაკეთებული, რაღაც ფრაგმენტები ამოღებული და შეკოწიწებული" - როგორ აფასებენ პოლიტიკოსები და ომბუდსმენი გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს