მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბუსა ციხიდან ერთ წელში გამოვა, დავინდეთ… სხვათა შორის, ლევანს მასთან შერიგებაც უნდოდა" - რას ამბობს თოფაძე ჟვანიას საქმესა და შვილიშვილის მდგომარეობაზე?
"ბუსა ციხიდან ერთ წელში გამოვა, დავინდეთ… სხვათა შორის, ლევანს მასთან შერიგებაც უნდოდა" - რას ამბობს თოფაძე ჟვანიას საქმესა და შვილიშვილის მდგომარეობაზე?

2 ივ­ლისს, ბიზ­ნეს­მე­ნი­სა და პო­ლი­ტი­კო­სის, გოგი თო­ფა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი მძი­მედ დაჭ­რეს. მა­ლე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გარ­დაც­ვლი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ვაჟი, ბე­სა­რი­ონ (ბუსა) ჟვა­ნია იყო.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, თო­ფა­ძეს მის­სა­ვე სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, ცივი ია­რა­ღით სხე­ულ­ზე რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა.

ბუსა ჟვა­ნი­ას სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. რაც შე­ე­ხე­ბა, ლე­ვან თო­ფა­ძის მდგო­მა­რე­ო­ბას, AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში გოგი თო­ფა­ძე ამ­ბობს, რომ თვე­ე­ბის წინ დაჭ­რი­ლი მისი შვი­ლიშ­ვი­ლი თავს უკეთ გრძნობს, თუმ­ცა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის გერ­მა­ნი­ა­ში მის წაყ­ვა­ნას მა­ინც აპი­რე­ბენ.

"ლე­ვა­ნი უკეთ არის, თუმ­ცა ვე­ლო­დე­ბით, რომ ცოტა ჩა­ცხრეს ეს პან­დე­მია და აუ­ცი­ლებ­ლად წა­ვიყ­ვანთ გერ­მა­ნი­ა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა ბუ­სას, მას მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­უ­წყო­ბენ ხელს, ჩვენ ხელს არა­ფერ­ში შე­ვუშ­ლით. ერთ წე­ლი­წად­ში გა­მო­ვა ალ­ბათ (ნა­ხე­ვა­რი წელი მოხ­დი­ლი აქვს) და ჯამ­ში წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის მოხ­და მო­უ­წევს, ამას მეც და­ვუ­ჭერ მხარს. ყვე­ლას ვე­ლა­პა­რა­კე, დე­და­მის­საც და ვუ­თხა­რი, უცებ არა­ფე­რი გა­მო­ვა-თქო.

კაცს 7-დან 15 წლამ­დე მუხ­ლი ჰქონ­და წა­ყე­ნე­ბუ­ლი და წე­ლი­წად­ნა­ხე­ვარს მო­იხ­დის. ჩვენ მხარს და­ვუ­ჭერთ და გა­მო­ვა, და­ნარ­ჩე­ნი თვი­თონ გა­და­წყვი­ტონ, რო­გორ გა­აგ­რძე­ლებს ცხოვ­რე­ბას, კი­დევ ჩა­ი­დენს თუ არა მსგავსს. მა­გის­თვის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა ხომ არ ყო­ფი­ლა?

სხვა­თა შო­რის, ლე­ვანს მას­თან შე­რი­გე­ბაც უნ­დო­და, გულ­ში არა­ფე­რი ჩა­უ­დია. წლის ბო­ლოს და­მირ­ე­კოს, ვი­საც უნდა და ჩა­ვუდ­გე­ბი თავ­დებ­ში, მე ჩემ­სას გა­ვა­კე­თებ. ჩვე­ნი ად­ვო­კა­ტე­ბი იბ­რძოდ­ნენ, მაგ­რამ გა­აფრ­თხი­ლეს ვი­ღა­ცე­ებ­მა, გა­ჩერ­დი­თო. ამ­ხე­ლა სას­ჯე­ლის და­დე­ბა უნ­დო­დათ და ჩვენ არ ვუ­თხა­რით, არ გინ­დათ-თქო? და­ვინ­დეთ,…სხვა რაღა შეგ­ვიძ­ლია?" - აღ­ნიშ­ნა გოგი თო­ფა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 59 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანანა
17

რა მაგალითს აძლევთ ახალგაზრდობას, რა არის ეს , რას გავს ეს საქციელი? რას ქავია აპატიეთ, კანონი არ არსებობს? თქვენ და ღმერთმა აპატიეთ, მაგრამ კანონმა არ უნდა აპატიოს. 

პაკო
50

ნუ გიკვირთ ადამიანების დიდსულოვნება. თოფაძეებმა პატივი სცეს ჟვანიას ხსოვნას და მის ქვრივს, რომელიც ღირსეულად მოიქცა და ზოგიერთებივით შვილის გამართლება არ დაუწყია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ბუსა ციხიდან ერთ წელში გამოვა, დავინდეთ… სხვათა შორის, ლევანს მასთან შერიგებაც უნდოდა" - რას ამბობს თოფაძე ჟვანიას საქმესა და შვილიშვილის მდგომარეობაზე?

"ბუსა ციხიდან ერთ წელში გამოვა, დავინდეთ… სხვათა შორის, ლევანს მასთან შერიგებაც უნდოდა" - რას ამბობს თოფაძე ჟვანიას საქმესა და შვილიშვილის მდგომარეობაზე?

2 ივლისს, ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის, გოგი თოფაძის შვილიშვილი მძიმედ დაჭრეს. მალევე ცნობილი გახდა, რომ დაჭრაში ბრალდებული გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ვაჟი, ბესარიონ (ბუსა) ჟვანია იყო.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თოფაძეს მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

ბუსა ჟვანიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. რაც შეეხება, ლევან თოფაძის მდგომარეობას, AMBEBI.GE-სთან საუბარში გოგი თოფაძე ამბობს, რომ თვეების წინ დაჭრილი მისი შვილიშვილი თავს უკეთ გრძნობს, თუმცა რეაბილიტაციისთვის გერმანიაში მის წაყვანას მაინც აპირებენ.

"ლევანი უკეთ არის, თუმცა ველოდებით, რომ ცოტა ჩაცხრეს ეს პანდემია და აუცილებლად წავიყვანთ გერმანიაში. რაც შეეხება ბუსას, მას მაქსიმალურად შეუწყობენ ხელს, ჩვენ ხელს არაფერში შევუშლით. ერთ წელიწადში გამოვა ალბათ (ნახევარი წელი მოხდილი აქვს) და ჯამში წელიწადნახევრის მოხდა მოუწევს, ამას მეც დავუჭერ მხარს. ყველას ველაპარაკე, დედამისსაც და ვუთხარი, უცებ არაფერი გამოვა-თქო.

კაცს 7-დან 15 წლამდე მუხლი ჰქონდა წაყენებული და წელიწადნახევარს მოიხდის. ჩვენ მხარს დავუჭერთ და გამოვა, დანარჩენი თვითონ გადაწყვიტონ, როგორ გააგრძელებს ცხოვრებას, კიდევ ჩაიდენს თუ არა მსგავსს. მაგისთვის პირველი შემთხვევა ხომ არ ყოფილა?

სხვათა შორის, ლევანს მასთან შერიგებაც უნდოდა, გულში არაფერი ჩაუდია. წლის ბოლოს დამირეკოს, ვისაც უნდა და ჩავუდგები თავდებში, მე ჩემსას გავაკეთებ. ჩვენი ადვოკატები იბრძოდნენ, მაგრამ გააფრთხილეს ვიღაცეებმა, გაჩერდითო. ამხელა სასჯელის დადება უნდოდათ და ჩვენ არ ვუთხარით, არ გინდათ-თქო? დავინდეთ,…სხვა რაღა შეგვიძლია?" - აღნიშნა გოგი თოფაძემ.

კადრები, სადაც ჩანს, როგორ მალავს მცირეწლოვანი გოგონა ნარკოტიკს - შსს ოპერატიულ ვიდეომასალას ავრცელებს

ფონიჭალაში ნარკორეალიზატორებს მძიმე დანაშაულში მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავდათ ჩართული - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

სპეცოპერაცია ფონიჭალაში - არსებული ინფორმაციით, ყოველივე ნარკოდანაშაულს უკავშირდება