მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
13 ქალაქიდან მოსწავლეთა 12% სწავლას დისტანციურად განაგრძობს - რა სიახლეებია სკოლებში
13 ქალაქიდან მოსწავლეთა 12% სწავლას დისტანციურად განაგრძობს - რა სიახლეებია სკოლებში

გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის ეკა­ტე­რი­ნე დგე­ბუ­ა­ძის გან­ცხა­დე­ბით 13 ქა­ლა­ქი­დან მოს­წავ­ლე­თა 12%-მა გა­მოთ­ქვა სურ­ვი­ლი, რომ სწავ­ლა დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში გა­ნაგ­რძოს.

რო­გორც დგე­ბუ­ა­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, ყო­ველ ოთხშა­ბათს მშო­ბელს აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, არა მხო­ლოდ დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე და­რე­გის­ტრირ­დეს, არა­მედ უარი თქვას ამა­ზე.

„მხო­ლოდ ყო­ველ ოთხშა­ბათს, 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იხ­სნე­ბა ფან­ჯა­რა და ამ შემ­თხვე­ვა­ში არა მხო­ლოდ რე­გის­ტრა­ცია ხდე­ბა იმის­თვის, რომ მოს­წავ­ლე დარ­ჩეს დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე, ასე­ვე ეძ­ლე­ვათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა უარი თქვან და მათ შვი­ლე­ბი საკ­ლა­სო ოთახ­ში დაბ­რუნ­დნენ. ეს პრო­ცე­სი 13 ქა­ლაქ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. აქ არის მთლი­ა­ნო­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 297 767 მოს­წავ­ლე, 12%-ია, ვინც სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლა­ზე დარ­ჩე­ნის“, - გა­ნა­ცხა­და დგე­ბუ­ა­ძემ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, თუ მხო­ლოდ ერთი მოს­წავ­ლე აირ­ჩევს დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბას, მის­თვის და­ორ­გა­ნიზ­დე­ბა დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა. ამას­თან, მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ვირ­ტუ­ა­ლურ საკ­ლა­სო ოთახ­ზეც ისა­უბ­რა.

„იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ სკო­ლა­ში არის 2,3,4 ან 5 პა­რა­ლე­ლუ­რი კლა­სი, პირ­ველკ­ლა­სე­ლე­ბის­თვის იქ­მნე­ბა ვირ­ტუ­ა­ლუ­რი საკ­ლა­სო ოთა­ხი, სა­დაც თა­ვი­სი­ვე სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბი ას­წავ­ლი­ან პირ­ველკ­ლა­სე­ლებს“, - აცხა­დებს დგე­ბუ­ა­ძე.

  • რისკ-ჯგუფ­ში მყო­ფი პე­და­გო­გე­ბი

გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო რისკ ჯგუფ­ში მყოფ მას­წავ­ლებ­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს, კონ­კრე­ტუ­ლად მათი სა­გა­ნი დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე გა­და­ვი­დეს.

ეკა­ტე­რი­ნე დგე­ბუ­ა­ძის თქმით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სკო­ლა­ში ვირუ­სის შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, რა­ი­ო­ნუ­ლი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრე­ბი მი­ი­ღე­ბენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, კონ­კრე­ტუ­ლი კლა­სი გა­და­ვი­დეს დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე თუ მთლი­ა­ნად სკო­ლა.

„მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, სა­მი­ნის­ტრო შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს რისკ ჯგუფ­ში მყოფ მას­წავ­ლებ­ლებს, თუ მათ აქვთ ჯან­მრთე­ლო­ბის მო­წყვლა­დი მდგო­მა­რე­ო­ბა, შე­საძ­ლე­ბე­ლია კონ­კრე­ტუ­ლად მათი სა­გა­ნი გა­და­ვი­დეს დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე. აქვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო ის პრო­ცე­დუ­რე­ბი, რომ­ლებ­საც რო­მელ­საც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო ახორ­ცი­ე­ლებს. ეს არის წერ­ტი­ლო­ვა­ნი მარ­თვა სკო­ლე­ბის, რო­დე­საც იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ვირუ­სი და­ფიქ­სირ­დე­ბა სკო­ლა­ში, ეს იქ­ნე­ბა მოს­წავ­ლე, მას­წავ­ლე­ბე­ლი თუ სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცია, ამ შემ­თხვე­ვა­ში ერ­თვე­ბა რა­ი­ო­ნუ­ლი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრე­ბი და სწო­რედ ჯან­დაც­ვის ცენ­ტრე­ბი მი­ი­ღე­ბენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას კონ­კრე­ტუ­ლი კლა­სი გა­და­ვი­დეს დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე თუ მთლი­ა­ნად სკო­ლა“, - გა­ნა­ცხა­და ეკა­ტე­რი­ნე დგე­ბუ­ა­ძემ.

  • პირ­ბა­დე

გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, ეკა­ტე­რი­ნე დგე­ბუ­ა­ძის გან­ცხა­დე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე, ვისი მშო­ბე­ლიც სკო­ლას შე­სა­ბა­მი­სი თხოვ­ნით მი­მარ­თავს, პირ­ბა­დის ტა­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა.

“პირ­ბა­დე­ე­ბის მოხ­მა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცია მი­ე­წო­და სკო­ლებს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ბის მქო­ნე მოს­წვა­ლე­ებ­თან მი­მარ­თე­ბით. თუ მშო­ბე­ლი მი­მარ­თავს სკო­ლას, პირ­ბა­დის ტა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა თქმა უნდა, სკო­ლა იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მოს­წავ­ლის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე თა­ვი­სუფ­ლდე­ბა პირ­ბა­დის ტა­რე­ბის­გან”, - გა­ნა­ცხა­და დგე­ბუ­ა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მე-5-დან მე-12 კლა­სის ჩათ­ვლით მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის სკო­ლა­ში პირ­ბა­დის ტა­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

13 ქალაქიდან მოსწავლეთა 12% სწავლას დისტანციურად განაგრძობს - რა სიახლეებია სკოლებში

13 ქალაქიდან მოსწავლეთა 12% სწავლას დისტანციურად განაგრძობს - რა სიახლეებია სკოლებში

განათლების მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განცხადებით 13 ქალაქიდან მოსწავლეთა 12%-მა გამოთქვა სურვილი, რომ სწავლა დისტანციურ რეჟიმში განაგრძოს.

როგორც დგებუაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ყოველ ოთხშაბათს მშობელს აქვს შესაძლებლობა, არა მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში სწავლის გაგრძელების თაობაზე დარეგისტრირდეს, არამედ უარი თქვას ამაზე.

„მხოლოდ ყოველ ოთხშაბათს, 24 საათის განმავლობაში იხსნება ფანჯარა და ამ შემთხვევაში არა მხოლოდ რეგისტრაცია ხდება იმისთვის, რომ მოსწავლე დარჩეს დისტანციურ სწავლებაზე, ასევე ეძლევათ შესაძლებლობა უარი თქვან და მათ შვილები საკლასო ოთახში დაბრუნდნენ. ეს პროცესი 13 ქალაქში მიმდინარეობს. აქ არის მთლიანობაში დაახლოებით 297 767 მოსწავლე, 12%-ია, ვინც სურვილი გამოთქვა დისტანციურ სწავლაზე დარჩენის“, - განაცხადა დგებუაძემ.

მისივე განმარტებით, თუ მხოლოდ ერთი მოსწავლე აირჩევს დისტანციურ სწავლებას, მისთვის დაორგანიზდება დისტანციური სწავლება. ამასთან, მინისტრის მოადგილემ ვირტუალურ საკლასო ოთახზეც ისაუბრა.

„იმ შემთხვევაში თუ სკოლაში არის 2,3,4 ან 5 პარალელური კლასი, პირველკლასელებისთვის იქმნება ვირტუალური საკლასო ოთახი, სადაც თავისივე სკოლის მასწავლებლები ასწავლიან პირველკლასელებს“, - აცხადებს დგებუაძე.

  • რისკ-ჯგუფში მყოფი პედაგოგები

განათლების სამინისტრო რისკ ჯგუფში მყოფ მასწავლებლებს შესაძლებლობას აძლევს, კონკრეტულად მათი საგანი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდეს.

ეკატერინე დგებუაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში ვირუსის შემთხვევა დაფიქსირდა, რაიონული ჯანდაცვის ცენტრები მიიღებენ გადაწყვეტილებას, კონკრეტული კლასი გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე თუ მთლიანად სკოლა.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს რისკ ჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, თუ მათ აქვთ ჯანმრთელობის მოწყვლადი მდგომარეობა, შესაძლებელია კონკრეტულად მათი საგანი გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე. აქვე მინდა აღვნიშნო ის პროცედურები, რომლებსაც რომელსაც განათლების სამინისტრო ახორციელებს. ეს არის წერტილოვანი მართვა სკოლების, როდესაც იმ შემთხვევაში, თუ ვირუსი დაფიქსირდება სკოლაში, ეს იქნება მოსწავლე, მასწავლებელი თუ სკოლის ადმინისტრაცია, ამ შემთხვევაში ერთვება რაიონული ჯანდაცვის ცენტრები და სწორედ ჯანდაცვის ცენტრები მიიღებენ გადაწყვეტილებას კონკრეტული კლასი გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე თუ მთლიანად სკოლა“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

  • პირბადე

განათლების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, ვისი მშობელიც სკოლას შესაბამისი თხოვნით მიმართავს, პირბადის ტარების ვალდებულებისგან გათავისუფლდება.

“პირბადეების მოხმარებასთან დაკავშირებით განსხვავებული რეკომენდაცია მიეწოდა სკოლებს საგანმანათლებლო საჭირობის მქონე მოსწვალეებთან მიმართებით. თუ მშობელი მიმართავს სკოლას, პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სკოლა იღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შემთხვევაში საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე თავისუფლდება პირბადის ტარებისგან”, - განაცხადა დგებუაძემ.

შეგახსენებთ, რომ მე-5-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია ვირუსის გავრცელების დადებითობის დღიური მაჩვენებელი

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში 19 345 ტესტი ჩატარდა - რამდენი ახალი ინფიცირებულია რეგიონების მიხედვით

სოსო გოგაშვილი ეჭვობს, რომ 5 წლის წინ სამებაში ხანძარი შეგნებულად გააჩინეს, რათა "ფული მოეტეხათ" - ვის ადებს ხელს ექსმაღალჩინოსანი?