პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
24 წლის ბიჭი, რომელმაც 14 წლის გოგონა გააუპატიურა, დააკავეს - ძალადობის მსხვერპლმა, სავარაუდოდ თავი მოიკლა
24 წლის ბიჭი, რომელმაც 14 წლის გოგონა გააუპატიურა, დააკავეს - ძალადობის მსხვერპლმა, სავარაუდოდ თავი მოიკლა

პო­ლი­ცი­ამ ქო­ბუ­ლეთ­ში მა­მა­კა­ცი 16 წლის ასაკს მი­უღ­წევ­ლის სხე­ულ­ში სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის შეღ­წე­ვის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, უწყე­ბის აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ქო­ბუ­ლე­თის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.ტ. მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ა­კა­ვეს.

"მას ბრა­ლად ედე­ბა სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის შეღ­წე­ვა თექ­ვსმე­ტი წლის ასაკს მი­უღ­წევ­ლის სხე­ულ­ში. და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 9 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით 16 წლის ასაკს მი­უღ­წე­ველ, 2006 წელს და­ბა­დე­ბულ გო­გო­ნას­თან სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი და­ამ­ყა­რა.

დამ­ნა­შა­ვი­სათ­ვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით თექ­ვსმე­ტი წლის ასაკს მი­უღ­წევ­ლის სხე­ულ­ში სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის შეღ­წე­ვის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 140-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ, ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ქა­ქუთ­ში 14 წლის გო­გო­ნა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ზარ­დმა თავი ჩა­მო­იხ­რჩო.

რო­გორც AMBEBI.GE-სთან გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას ბა­ბუა აცხა­დებს, არას­რულ­წლო­ვა­ნი ექ­ვსი თვის წინ გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს, ოჯახ­მა კი ამის შე­სა­ხებ ორი თვის წინ გა­ი­გო. მი­სი­ვე თქმით, ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო და მო­ძა­ლა­დე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ახლა და­ა­კა­ვეს:

"სახ­ლში, რომ დავ­ბრუნ­დი, ბა­ლის ხეზე ჩა­მო­კი­დუ­ლი ვნა­ხე. იგი გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს, რის გა­მოც ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ტარ­და და დას­კვნას თბი­ლი­სი­დან ვე­ლო­დე­ბო­დით. და­იგ­ვი­ა­ნა პა­სუხ­მა, ეს ბიჭი კი და­კა­ვე­ბუ­ლი არ იყო... რო­გორც ვიცი, ბიჭი ჩაქ­ვე­ლია... ბავ­შვი, ამ ამ­ბავს დარ­დობ­და და ამა­ზე არ სა­უბ­რობ­და... სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი ივ­ლის­ში მოხ­და. აქამ­დე ბავ­შვი არა­ფერს ამ­ბობ­და, ალ­ბათ ის ბიჭი ემუქ­რე­ბო­და. ფაქ­ტის შე­სა­ხებ გა­ვი­გეთ ექ­ვსი თვის შემ­დეგ, ანუ ორი თვეა, რაც გა­ი­გო ოჯახ­მა გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის შე­სა­ხებ" - აცხა­დებს გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას ბა­ბუა.

კი­დევ ერთი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას შემ­დეგ რაც ოჯახ­მა გო­გო­ნას გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის შე­სა­ხებ შე­ი­ტყო, არას­რულ­წლო­ვან­ზე ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­დეს, რა­საც ბა­ბუა უარ­ყოფს.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
0

ღმერთოო გაგიჟდა ხალხი,უნამუსო ბიჭი, საწყალი გოგო 

ალექსანდრე
2

პედოფილიის მუხლი უფრო მიესადაგება მაგ ბიჭს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

24 წლის ბიჭი, რომელმაც 14 წლის გოგონა გააუპატიურა, დააკავეს - ძალადობის მსხვერპლმა, სავარაუდოდ თავი მოიკლა

24 წლის ბიჭი, რომელმაც 14 წლის გოგონა გააუპატიურა, დააკავეს - ძალადობის მსხვერპლმა, სავარაუდოდ თავი მოიკლა

პოლიციამ ქობულეთში მამაკაცი 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ბრალდებით დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყების აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ნ.ტ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

"მას ბრალად ედება სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში. დანაშაული 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ, 2006 წელს დაბადებულ გოგონასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა.

დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, გუშინ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში 14 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მოზარდმა თავი ჩამოიხრჩო.

როგორც AMBEBI.GE-სთან გარდაცვლილი გოგონას ბაბუა აცხადებს, არასრულწლოვანი ექვსი თვის წინ გააუპატიურეს, ოჯახმა კი ამის შესახებ ორი თვის წინ გაიგო. მისივე თქმით, ფაქტზე გამოძიება დაიწყო და მოძალადე სამართალდამცავებმა ახლა დააკავეს:

"სახლში, რომ დავბრუნდი, ბალის ხეზე ჩამოკიდული ვნახე. იგი გააუპატიურეს, რის გამოც ექსპერტიზა ჩატარდა და დასკვნას თბილისიდან ველოდებოდით. დაიგვიანა პასუხმა, ეს ბიჭი კი დაკავებული არ იყო... როგორც ვიცი, ბიჭი ჩაქველია... ბავშვი, ამ ამბავს დარდობდა და ამაზე არ საუბრობდა... სექსუალური ძალადობის ფაქტი ივლისში მოხდა. აქამდე ბავშვი არაფერს ამბობდა, ალბათ ის ბიჭი ემუქრებოდა. ფაქტის შესახებ გავიგეთ ექვსი თვის შემდეგ, ანუ ორი თვეა, რაც გაიგო ოჯახმა გაუპატიურების შესახებ" - აცხადებს გარდაცვლილი გოგონას ბაბუა.

კიდევ ერთი ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ოჯახმა გოგონას გაუპატიურების შესახებ შეიტყო, არასრულწლოვანზე ფიზიკურად იძალადეს, რასაც ბაბუა უარყოფს.