სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე არ შემშინებია ვირუსის" - რას ამბობს ევროპის უხუცესი ადამიანი, 117 წლის მონაზონი, რომელმაც Covid-19 დაამარცხა
"მე არ შემშინებია ვირუსის" - რას ამბობს ევროპის უხუცესი ადამიანი, 117 წლის მონაზონი, რომელმაც Covid-19 დაამარცხა

ფრან­გი მო­ნა­ზო­ნი, რო­მე­ლიც ევ­რო­პის უხუ­ცე­სი ადა­მი­ა­ნია, Covid-19-ის­გან გა­მო­ჯან­მრთელ­და. რო­გორც BBC წერს, ის 11 თე­ბერ­ვალს 117 წლის გახ­დე­ბა. ლუ­სილ რენ­დონს 1944 წლი­დან და ან­დრეს უწო­დე­ბენ. მას კო­რო­ნა­ვირუ­სი 16 იან­ვარს და­უ­დას­ტურ­და, თუმ­ცა არა­ნა­ი­რი სიმპტო­მი არ გა­მოვ­ლე­ნია.

"ვერც კი მივ­ხვდი, რომ ვირუ­სი მქონ­და“, - თქვა მან მე­დი­ას­თან სა­უბ­რი­სას. ვირუ­სის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­დეგ, მო­ნა­ზო­ნი იზო­ლა­ცი­ა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ახლა კი ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ის სრუ­ლად გა­მო­ჯან­მრთელ­და.

და ან­დრეს არ აქვს მხედ­ვე­ლო­ბა და შშმ პი­რე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ეტ­ლით სარ­გებ­ლობს. ამ­ბობს, რომ მო­უთ­მენ­ლად ელო­დე­ბა თა­ვის და­ბა­დე­ბის დღეს. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, აპი­რებს რომ ადა­მი­ა­ნე­ბის მცი­რე ჯგუფ­თან ერ­თად აღ­ნიშ­ნოს ეს დღე, თუმ­ცა არა ისეთ ხალ­ხმრავ­ლო­ბა­ში, რო­გორც წინა წლებ­ში აღ­ნიშ­ნავ­და ხოლ­მე.

"ძა­ლი­ან გა­უ­მარ­თლა, იღ­ბლი­ა­ნია. მას არ უკი­თხავს ჩემ­თვის არა­ფე­რი თა­ვი­სი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. მხო­ლოდ ის აინ­ტე­რე­სებ­და, შე­იც­ვლე­ბო­და თუ არა ძი­ლის რე­ჟი­მი, ან სა­დი­ლის, ვახ­შმის გრა­ფი­კი. არ გა­მო­უვ­ლე­ნია შიში ამ და­ა­ვა­დე­ბის მი­მართ“, - ამ­ბობს საფ­რან­გე­თის წმინ­და კეტ­რი­ნის პან­სი­ო­ნა­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი დე­ვიდ ტა­ვე­ლა.

რო­დე­საც ფრან­გუ­ლი ტე­ლე­ვი­ზია BFM-ის ჟურ­ნა­ლის­ტმა და ან­დრეს ჰკი­თხა, შე­ე­შინ­და თუ არა ვირუ­სის, მან ასე უპა­სუ­ხა - "არა, არ შემ­ში­ნე­ბია, რად­გა­ნაც არ მე­ში­ნია სიკ­ვდი­ლის. მე ბედ­ნი­ე­რი ვარ თქვენ გვერ­დით ყოფ­ნით, მაგ­რამ ვი­სურ­ვებ­დი ვიყო იქ, სა­დაც არი­ან ჩემი უფ­რო­სი ძმა, ბე­ბია და ბა­ბუა“, - თქვა მო­ნა­ზონ­მა.

და ან­დრე 1904 წლის 11 თე­ბერ­ვალს და­ი­ბა­და. ის არის ევ­რო­პის ყვე­ლა­ზე უხუ­ცე­სი და, ხოლო მსოფ­ლი­ო­ში - მე­ო­რე უხუ­ცე­სი ადა­მი­ა­ნი.

წყა­რო: BBC.com

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მე
28

რაღა გაუმართლა. ამდენი ხანი რომ ვიცოცხლო ყველაზე დიდი უიღბლობა ეგ იქნება

დ გ
15

ამას რა ვირუსი დაამარცხებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"მე არ შემშინებია ვირუსის" - რას ამბობს ევროპის უხუცესი ადამიანი, 117 წლის მონაზონი, რომელმაც Covid-19 დაამარცხა

"მე არ შემშინებია ვირუსის" - რას ამბობს ევროპის უხუცესი ადამიანი, 117 წლის მონაზონი, რომელმაც Covid-19 დაამარცხა

ფრანგი მონაზონი, რომელიც ევროპის უხუცესი ადამიანია, Covid-19-ისგან გამოჯანმრთელდა. როგორც BBC წერს, ის 11 თებერვალს 117 წლის გახდება. ლუსილ რენდონს 1944 წლიდან და ანდრეს უწოდებენ. მას კორონავირუსი 16 იანვარს დაუდასტურდა, თუმცა არანაირი სიმპტომი არ გამოვლენია.

"ვერც კი მივხვდი, რომ ვირუსი მქონდა“, - თქვა მან მედიასთან საუბრისას. ვირუსის დადასტურების შემდეგ, მონაზონი იზოლაციაში გადაიყვანეს. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ის სრულად გამოჯანმრთელდა.

და ანდრეს არ აქვს მხედველობა და შშმ პირებისთვის განკუთვნილი ეტლით სარგებლობს. ამბობს, რომ მოუთმენლად ელოდება თავის დაბადების დღეს. მიუხედავად ყველაფრისა, აპირებს რომ ადამიანების მცირე ჯგუფთან ერთად აღნიშნოს ეს დღე, თუმცა არა ისეთ ხალხმრავლობაში, როგორც წინა წლებში აღნიშნავდა ხოლმე.

"ძალიან გაუმართლა, იღბლიანია. მას არ უკითხავს ჩემთვის არაფერი თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მხოლოდ ის აინტერესებდა, შეიცვლებოდა თუ არა ძილის რეჟიმი, ან სადილის, ვახშმის გრაფიკი. არ გამოუვლენია შიში ამ დაავადების მიმართ“, - ამბობს საფრანგეთის წმინდა კეტრინის პანსიონატის წარმომადგენელი დევიდ ტაველა.

როდესაც ფრანგული ტელევიზია BFM-ის ჟურნალისტმა და ანდრეს ჰკითხა, შეეშინდა თუ არა ვირუსის, მან ასე უპასუხა - "არა, არ შემშინებია, რადგანაც არ მეშინია სიკვდილის. მე ბედნიერი ვარ თქვენ გვერდით ყოფნით, მაგრამ ვისურვებდი ვიყო იქ, სადაც არიან ჩემი უფროსი ძმა, ბებია და ბაბუა“, - თქვა მონაზონმა.

და ანდრე 1904 წლის 11 თებერვალს დაიბადა. ის არის ევროპის ყველაზე უხუცესი და, ხოლო მსოფლიოში - მეორე უხუცესი ადამიანი.

წყარო: BBC.com

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ბოლო 30 დღეში ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 31%-ით შემცირდა - რას წერს Reuters-ი

მასშტაბური ავარია ტეხასში - ერთმანეთს 130-ზე მეტი ავტომობილი შეეხაჯა, გარდაიცვალა 6 და დაშავდა ათობით ადამიანი (ფოტოები)

"ბიოტერორიზმი და კლიმატის ცვლილება სამომავლოდ მთავარი გამოწვევა იქნება" - ბილ გეითსი საზოგადოებას აფრთხილებს