სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ელჩი ჰარცელი არ გამოხატავს მხოლოდ "მის პირად აზრს" - რა წერილი გამოუგზავნეს ევროპარლამენტარებმა არჩილ თალაკვაძეს თეა წულუკიანთან დაკავშირებით
"ელჩი ჰარცელი არ გამოხატავს მხოლოდ "მის პირად აზრს" - რა წერილი გამოუგზავნეს ევროპარლამენტარებმა არჩილ თალაკვაძეს თეა წულუკიანთან დაკავშირებით

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძეს წე­რილს უგ­ზავ­ნი­ან.

წე­რილ­ში ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რის, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის მიერ "მთა­ვა­რი არ­ხის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ნიკა გვა­რა­მი­ას ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რის გა­სა­ჯა­რო­ე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბი­ან და აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ "ძა­ლი­ან უსი­ა­მოვ­ნო და არა­ე­თი­კუ­რია, რო­დე­საც პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბა გა­უფრ­თხი­ლებ­ლად ირ­ღვე­ვა პარ­ლა­მენ­ტის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის კედ­ლებ­ში".

გარ­და ამი­სა, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი გაკ­ვირ­ვე­ბას გა­მოთ­ქვა­მენ იმის გამო, რომ მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­კე­თე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბის გამო, სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩს კარლ ჰარ­ცელს თეა წუ­ლუ­კი­ან­მა „ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა მოს­თხო­ვა“.

წე­რილ­ში ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ჰარ­ცე­ლის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა არ გა­მო­ხა­ტავს მხო­ლოდ „მის პი­რად აზრს“ და „გა­მო­ხა­ტავს ევ­რო­კავ­ში­რის იმ ფუნ­და­მენ­ტურ ფა­სე­უ­ლო­ბებს, რომ­ლის­კე­ნაც წე­სით სა­ქარ­თვე­ლოც ის­წრა­ფის“.

წე­რილს, რო­მელ­საც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის, ვი­ო­ლა ვონ კრა­მო­ნის ოფი­სი ავ­რცე­ლებს, უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"პა­ტივ­ცე­მუ­ლო ბა­ტო­ნო თა­ლაკ­ვა­ძე,

გა­სულ კვი­რას, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ახ­ლა­დარ­ჩე­უ­ლი წევ­რე­ბი ბრუ­სელ­ში გვეწ­ვივ­ნენ, მათ გაგ­ვაც­ნეს 2024 წელს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბა­ზე გა­ნა­ცხა­დის გა­კე­თე­ბის ამ­ბი­ცი­უ­რი გეგ­მა. ჩვენ თქვენს კო­ლე­გებს მე­გობ­რუ­ლად შე­ვახ­სე­ნეთ, რომ ამ­ბი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბი ასე­თი­ვე ამ­ბი­ცი­ურ დე­მოკ­რა­ტი­ულ სტან­დარ­ტებს სა­ჭი­რო­ე­ბენ.

მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი სა­შიშ­რო­ე­ბის შე­სამ­სუ­ბუ­ქებ­ლად, თქვე­ნი­ვე ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­გობ­რე­ბი მუდ­მი­ვად მო­ვუ­წო­დებ­დით თქვენს პო­ლი­ტი­კურ ოპო­ნენ­ტებს და­ე­კა­ვე­ბი­ნათ თა­ვი­ან­თი მან­და­ტე­ბი და ამა­ვე დროს მო­ვე­ლო­დით, რომ მხა­რე­ე­ბის­გან ად­გი­ლი აღარ ექ­ნე­ბო­და პო­ლი­ტი­კურ თავ­დამ­სხმებს და და­მა­პი­რის­პი­რე­ბელ გან­ცხა­დე­ბებს.

ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სამ­წუ­ხა­როა, ძა­ლი­ან უსი­ა­მოვ­ნოა და არა­ე­თი­კუ­რია, რო­დე­საც პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბა გა­უფრ­თხი­ლებ­ლად ირ­ღვე­ვა თქვე­ნი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის კედ­ლებ­ში. თა­ნაბ­რად სამ­წუ­ხა­როა და უბ­რა­ლოდ ცუდი ტო­ნია, რო­დე­საც ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩის მიერ მოვ­ლე­ნე­ბის ზუსტ შე­ფა­სე­ბას თქვე­ნი კო­ლე­გე­ბის მხრი­დან მოყ­ვე­ბა ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის მო­თხოვ­ნა.

ელჩი ჰარ­ცე­ლი, რო­მე­ლიც ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ზო­გავ­და ძა­ლის­ხმე­ვას, რათა სა­ქარ­თვე­ლოს ჰქონ­და მოქ­მე­დი, პლუ­რა­ლის­ტუ­რი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტი, არ გა­მო­ხა­ტავს მხო­ლოდ "მის პი­რად აზრს", არა­მედ გა­მო­ხა­ტავს ევ­რო­კავ­ში­რის იმ ფუნ­და­მენ­ტურ ფა­სე­უ­ლო­ბებს, რომ­ლის­კე­ნაც წე­სით თვე­ნი ქვე­ყა­ნაც ის­წრა­ფის.

სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი მხრის მიერ კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მოქ­მე­დე­ბა და ენერ­გი­უ­ლი ძა­ლის­ხმე­ვის ხე­ლახ­ლა გა­მო­ჩე­ნა, რათა მოხ­დეს პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მო­სავ­ლის მო­ძებ­ნა. ამ პრო­ცეს­ში ად­გი­ლი არ უნდა ჰქონ­დეს და­მა­პი­რის­პი­რე­ბელ გან­ცხა­დე­ბებს, პი­რად შე­ტე­ვებს და შე­ვიწ­რო­ე­ბის­კენ წა­ქე­ზე­ბას. თქვე­ნი, რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მან­და­ტი მო­ი­თხოვს, რომ სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში სუ­ფევ­დეს წე­სი­ე­რე­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხი, რათა უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ იქ­ნას კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი დე­ბა­ტე­ბი და სა­კა­ნონ­მდებ­ლო პრო­ცე­სის ეფექ­ტუ­რი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა.

ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ მალე ვი­ხი­ლავთ გამჭვირ­ვა­ლე და პლუ­რა­ლის­ტულ პარ­ლა­მენტს, სწო­რედ ისეთს, რო­გორ­საც ქარ­თვე­ლი ამომ­რჩე­ვე­ლი მო­ე­ლო­და.

პა­ტი­ვის­ცე­მით,

სა­ქარ­თვე­ლოს მე­გობ­რე­ბი, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი“, - ნათ­ქვა­მია არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძის­თვის გაგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში.

მკითხველის კომენტარები / 59 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საღი აზრი
41

არ შეცვალა ტონი ბაიდენის არჩევამ? ჯერ სად ხართ!

gege
91

გაიგე წულუკ, ევროპამ ცოტა ზრდილობა იქონიეო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ელჩი ჰარცელი არ გამოხატავს მხოლოდ "მის პირად აზრს" - რა წერილი გამოუგზავნეს ევროპარლამენტარებმა არჩილ თალაკვაძეს თეა წულუკიანთან დაკავშირებით

"ელჩი ჰარცელი არ გამოხატავს მხოლოდ "მის პირად აზრს" - რა წერილი გამოუგზავნეს ევროპარლამენტარებმა არჩილ თალაკვაძეს თეა წულუკიანთან დაკავშირებით

ევროპარლამენტის წევრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს წერილს უგზავნიან.

წერილში ევროპარლამენტარები უმრავლესობის წევრის, თეა წულუკიანის მიერ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროებას ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ "ძალიან უსიამოვნო და არაეთიკურია, როდესაც პირადი ცხოვრების ფუნდამენტური უფლება გაუფრთხილებლად ირღვევა პარლამენტის დაწესებულების კედლებში".

გარდა ამისა, ევროპარლამენტარები გაკვირვებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასების გამო, საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს თეა წულუკიანმა „ახსნა-განმარტება მოსთხოვა“.

წერილში ევროპარლამენტარები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ჰარცელის მიერ გაკეთებული განცხადება არ გამოხატავს მხოლოდ „მის პირად აზრს“ და „გამოხატავს ევროკავშირის იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლისკენაც წესით საქართველოც ისწრაფის“.

წერილს, რომელსაც ევროპარლამენტის წევრის, ვიოლა ვონ კრამონის ოფისი ავრცელებს, უცვლელად გთავაზობთ:

"პატივცემულო ბატონო თალაკვაძე,

გასულ კვირას, როდესაც საქართველოს პარლამენტის ახლადარჩეული წევრები ბრუსელში გვეწვივნენ, მათ გაგვაცნეს 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების ამბიციური გეგმა. ჩვენ თქვენს კოლეგებს მეგობრულად შევახსენეთ, რომ ამბიციური პოლიტიკური მიზნები ასეთივე ამბიციურ დემოკრატიულ სტანდარტებს საჭიროებენ.

მიმდინარე პოლიტიკური კრიზისით გამოწვეული საშიშროების შესამსუბუქებლად, თქვენივე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ, საქართველოს საერთაშორისო მეგობრები მუდმივად მოვუწოდებდით თქვენს პოლიტიკურ ოპონენტებს დაეკავებინათ თავიანთი მანდატები და ამავე დროს მოველოდით, რომ მხარეებისგან ადგილი აღარ ექნებოდა პოლიტიკურ თავდამსხმებს და დამაპირისპირებელ განცხადებებს.

ამის გათვალისწინებით, სამწუხაროა, ძალიან უსიამოვნოა და არაეთიკურია, როდესაც პირადი ცხოვრების ფუნდამენტური უფლება გაუფრთხილებლად ირღვევა თქვენი დაწესებულების კედლებში. თანაბრად სამწუხაროა და უბრალოდ ცუდი ტონია, როდესაც ევროკავშირის ელჩის მიერ მოვლენების ზუსტ შეფასებას თქვენი კოლეგების მხრიდან მოყვება ახსნა-განმარტების მოთხოვნა.

ელჩი ჰარცელი, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში არ ზოგავდა ძალისხმევას, რათა საქართველოს ჰქონდა მოქმედი, პლურალისტური და დემოკრატიული პარლამენტი, არ გამოხატავს მხოლოდ "მის პირად აზრს", არამედ გამოხატავს ევროკავშირის იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლისკენაც წესით თვენი ქვეყანაც ისწრაფის.

საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკური მხრის მიერ კეთილსინდისიერი მოქმედება და ენერგიული ძალისხმევის ხელახლა გამოჩენა, რათა მოხდეს პოლიტიკური გამოსავლის მოძებნა. ამ პროცესში ადგილი არ უნდა ჰქონდეს დამაპირისპირებელ განცხადებებს, პირად შეტევებს და შევიწროებისკენ წაქეზებას. თქვენი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მანდატი მოითხოვს, რომ სხდომათა დარბაზში სუფევდეს წესიერების მაღალი ხარისხი, რათა უზრუნველყოფილ იქნას კონსტრუქციული დებატები და საკანონმდებლო პროცესის ეფექტური ზედამხედველობა.

ვიმედოვნებთ, რომ მალე ვიხილავთ გამჭვირვალე და პლურალისტულ პარლამენტს, სწორედ ისეთს, როგორსაც ქართველი ამომრჩეველი მოელოდა.

პატივისცემით,

საქართველოს მეგობრები, ევროპარლამენტის წევრები“, - ნათქვამია არჩილ თალაკვაძისთვის გაგზავნილ წერილში.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"გახარია სისტემაში აღმოჩნდა ასე: მამამისმა მომიტანა CV, გავესაუბრე და გავაცანი ივანიშვილს..." - რას იხსენებს გია ხუხაშვილი?

პარლამენტმა მეორე მოსმენით 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით "ოცნების" მიერ მომზადებული "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი მიიღო