სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხაშურელი რაგბის მწვრთნელის საოცარი მინიატურები - "სხვისთვის უბრალო ნივთში, მე შეიძლება სახლის კარი ან ფანჯარა დავინახო..."
ხაშურელი რაგბის მწვრთნელის საოცარი მინიატურები - "სხვისთვის უბრალო ნივთში, მე შეიძლება სახლის კარი ან ფანჯარა დავინახო..."

დათო სტე­ფა­ნო­ვი ხა­შუ­რე­ლი კა­ცია. მას მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში რო­გორც რაგ­ბის მწვრთნელს, ისე იც­ნო­ბენ. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი ტა­ლან­ტი ყავს გა­მოზ­რდი­ლი. მისი მოს­წავ­ლე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში და ევ­რო­პის წამ­ყვან ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ში თა­მა­შო­ბენ.

რაგ­ბის მწვრთნე­ლო­ბას დათო კი­დევ ერთ საქ­მეს უთავ­სებს წარ­მა­ტე­ბით - ის ულა­მა­ზეს მი­ნი­ა­ტუ­რებს აკე­თებს. ეს საქ­მე მის­თვის ჰობ­ზე მე­ტია, უყ­ვარს და სი­ა­მოვ­ნე­ბას იღებს. რო­გორ და­ი­წყო და რა მიზ­ნით აკე­თებს მი­ნი­ა­ტუ­რებს - ამა­ზე დათო სტე­ფა­ნო­ვი AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რა:

- მინ­დო­და რამე ღი­რე­ბუ­ლი გა­მე­კე­თე­ბი­ნა, რო­მე­ლიც დარ­ჩე­ბო­და მო­მა­ვალს, სული ჩა­მა­ბე­რა უს­ხე­უ­ლო საგ­ნე­ბის­თვის და თან ჩემს ნა­მუ­შე­ვარ­საც ელა­პა­რა­კა. სულ პა­ტა­რა რა­მით და­ვი­წყე - მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლი სახ­ლი გა­ვა­კე­თე და ისე ჩა­მით­რია, მინ­დო­და, უფრო მეტი და მეტი გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ყვე­ლა­ფე­რი ჩე­მით ვის­წავ­ლე, რა­ღაც დე­ტა­ლის დახ­ვე­წა თუ მინ­და, ხან­და­ხან ინ­ტერ­ნეტ­ში ვი­ძი­ებ ინ­ფორ­მა­ცი­ას.

- რა არის თქვენ­თვის ინ­სპი­რა­ცი­ის წყა­რო?

როცა ბუ­ნე­ბა­ში გავ­დი­ვარ და რამე მო­მე­წო­ნე­ბა, ვნა­ხუ­ლობ მი­ტო­ვე­ბულ სახ­ლს, რო­მე­ლიც ლა­მა­ზია და ა.შ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­ში ილე­ქე­ბა და მინ­და რომ ნა­მუ­შევ­რებ­ში გა­და­ვი­ტა­ნო, ცო­ცხა­ლი სახე მივ­ცე. ყვე­ლა ჩემი შექ­მნი­ლი მი­ნი­ა­ტუ­რა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მიყ­ვარს. მინ­და რომ ამ მი­ნი­ა­ტუ­რე­ბით ქარ­თუ­ლი სული, ქარ­თუ­ლი კუ­თხე­ე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რი სი­ლა­მა­ზე­ე­ბი გა­დავ­ცე მნახ­ვე­ლებს.

ყვე­ლა მიყ­ვარს, ვერც ერთ მი­ნი­ა­ტუ­რას ვერ გა­მო­ვარ­ჩევ, მაგ­რამ არის დე­ტა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვებ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მა­გა­ლი­თად, შე­იძ­ლე­ბა იყოს ჭა, რომ­ლის კე­თე­ბა­შიც ბევ­რი დრო დავ­ხარ­ჯე და სა­ბო­ლო­ოდ ისე­თი მი­ვი­ღე, რო­გო­რიც ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი მქონ­და.

- და­ახ­ლო­ე­ბით რამ­დე­ნი ხანი გრძელ­დე­ბა კე­თე­ბის პრო­ცე­სი?

- ასე თქმა რთუ­ლია. შე­იძ­ლე­ბა უცებ მო­მი­ვი­დეს მუზა, და­ვი­წყო კე­თე­ბა და და­ვას­რუ­ლო, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა წლე­ბი გაგ­რძელ­დეს. ყვე­ლა ნა­მუ­შე­ვარს ვუდ­გე­ბი ისე, რო­გორც გან­სა­კუთ­რე­ბულს და ვცდი­ლობ რამე დე­ტა­ლი მე­ო­რედ აღარ გან­მე­ორ­დეს.

- თქვე­ნი ნა­მუ­შევ­რე­ბის შე­საქ­მნე­ლად, რა მა­სა­ლას იყე­ნებთ?

- აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფერს. გა­დაყ­რი­ლი ნივ­თე­ბი, მუ­ყა­ოს ქა­ღალ­დი, ყვე­ლა­ფე­რი რა­საც ვე­ხე­ბით, შე­იძ­ლე­ბა მა­სა­ლად გა­მო­ვი­ყე­ნო. აი, მა­გა­ლი­თად სხვის­თვის შე­იძ­ლე­ბა იყოს უბ­რა­ლო ნივ­თი, მაგ­რამ მე მას­ში სახ­ლის კა­რე­ბი, ფან­ჯა­რა ან სხვა რამე და­ვი­ნა­ხო.

- რას გრძნობს ხე­ლო­ვა­ნი როცა ას­რუ­ლებს თა­ვის ნა­მუ­შე­ვარს?

- ეს არის ყვე­ლა­ზე დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა, სა­ო­ცა­რი, ენით აღუ­წე­რე­ლი გან­ცდა. ყვე­ლა­ნა­ი­რი დაღ­ლი­ლო­ბა, სტრე­სი გა­ვი­წყდე­ბა. შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც უმ­ცი­რეს დე­ტალ­ზე მო­გი­წი­ოს სა­ა­თო­ბით მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ ეს იმ­დე­ნად სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სია, რომ დაღ­ლი­ლო­ბას სა­ერ­თოდ ვერ გრძნობ. ამ ყვე­ლაფ­რის კულ­მი­ნა­ცი­აა დას­რუ­ლე­ბა. ყვე­ლა­ზე მა­გა­რი პრო­ცე­სია, როცა უკვე დას­რუ­ლე­ბულ ნა­მუ­შე­ვარს უყუ­რებ და ფიქ­რობ - რა დე­ტა­ლი შე­იძ­ლე­ბა და­ე­მა­ტოს ან პი­რი­ქით, მო­აკ­ლდეს. მქო­ნია შემ­თხვე­ვა, როცა და­მის­რუ­ლე­ბია, მერე დავკვირ­ვე­ბი­ვარ და რა­ღაც სხვა დე­ტა­ლიც მი­მი­მა­ტე­ბია.

- რამ­დე­ნი მი­ნი­ა­ტუ­რა გაქვთ გა­კე­თე­ბუ­ლი?

- ასამ­დე მა­ინც. ყვე­ლა არაა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბევ­რი უცხო­ეთ­შია გა­ტა­ნი­ლი. მქო­ნია შემ­თხვე­ვა, როცა წა­უ­ღი­ათ ჩემი ნა­მუ­შე­ვა­რი უცხო­ეთ­ში და უთხო­ვი­ათ, რომ მყიდ­ვე­ლის ვი­ნა­ო­ბა არ მეთ­ქვა.

- შე­მო­სავ­ლის წყა­რო­ცაა თქვენ­თვის ეს მი­ნი­ა­ტუ­რე­ბი?

- ძი­რი­თა­დად უცხო­ურ ბა­ზარ­ზე მქონ­და გათ­ვლი­ლი, რად­გან რო­გორც უკვე ვთქვი, მინ­და ყვე­ლამ ნა­ხოს თუ რა ლა­მა­ზი სოფ­ლე­ბი და კუ­თხე­ე­ბი გვაქვს ქარ­თვე­ლებს. ნა­ხონ და ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა სხვა კუ­თხი­თაც და­ი­ნა­ხონ, თა­ნაც არ მო­ვი­ტყუ­ე­ბი და ვი­ტყვი, რომ ფი­ნან­სუ­რა­დაც სა­ინ­ტე­რე­სოა უცხო­უ­რი შეკ­ვე­თე­ბი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ა­ნებს ლუკ­მა-პური უჭირთ და არა­ვის უნდა შენი მი­ნი­ა­ტუ­რე­ბი...

უცხო­ეთ­ში წას­ვლა­ზე ბევ­რი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მქონ­და, ფი­ნან­სუ­რა­დაც ძა­ლი­ან მომ­ხიბ­ვლე­ლი, მარ­თლა ყვე­ლა­ნა­ირ პი­რო­ბას მიქ­მნიდ­ნენ სა­მუ­შა­ოდ, მაგ­რამ არ წა­ვე­დი. ხა­შუ­რის ბავ­შვთა რაგ­ბის კლუბ "ლე­გი­ონს" ვა­ვარ­ჯი­შებ, რაგ­ბის ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი მწვრთნე­ლი ვარ. რაგ­ბი სხვა სამ­ყა­როა ჩემ­თვის და ბავ­შვებს ვერ მი­ვა­ტო­ვებ­დი. და­მერ­წმუ­ნეთ, რომ ის სიყ­ვა­რუ­ლი, რა­საც მე ჩემი მოს­წავ­ლე­ე­ბის­გან ვი­ღებ, მთელ ქო­ნე­ბად მი­ღირს, ამი­ტო­მაც დავ­რჩი და ერთი წა­მით არ ვნა­ნობ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. მე ჩემი ბი­ჭე­ბით, ჩემი "ლე­გი­ო­ნით" ვარ მი­ლი­ო­ნე­რი.

- რაგ­ბი დიდ დროს მო­ი­თხოვს და რო­გორ უთავ­სებთ ამ ორ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბულ სფე­როს ერ­თმა­ნეთს?

- ხე­ლოვ­ნე­ბას ვუ­თავ­სებ რაგბს თუ რაგბს ვუ­თავ­სებ ხე­ლოვ­ნე­ბას, უკვე ვე­ღარ ვხვდე­ბი. მი­ნი­ა­ტუ­რე­ბის წვრილ დე­ტა­ლებ­ზე მუ­შა­ო­ბამ, სა­ოც­რად და­მიმ­შვი­და ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სრუ­ლად მყოფ­ნის ნერ­ვე­ბი რომ ორი­ვე საქ­მე გუ­ლით ვა­კე­თო. თუ რამე პრობ­ლე­მაა ან ცოტა რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა, მა­შინ­ვე მი­ნი­ა­ტუ­რებ­ზე მუ­შა­ო­ბას ვი­წყებ და მო­მენ­ტა­ლუ­რად მეხ­სნე­ბა სტრე­სი.

ავ­ტო­რი: ლადო გო­გო­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
...
0

გაიხარე. ბევრი შეგექმნას. წარმატებები. 

ტუა
0

გაიხარე .გვიმრავლოს შენნაირები.ღმერთმა ხელი მოგიმართოს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ხაშურელი რაგბის მწვრთნელის საოცარი მინიატურები - "სხვისთვის უბრალო ნივთში, მე შეიძლება სახლის კარი ან ფანჯარა დავინახო..."

ხაშურელი რაგბის მწვრთნელის საოცარი მინიატურები - "სხვისთვის უბრალო ნივთში, მე შეიძლება სახლის კარი ან ფანჯარა დავინახო..."

დათო სტეფანოვი ხაშურელი კაცია. მას მუნიციპალიტეტში როგორც რაგბის მწვრთნელს, ისე იცნობენ. წლების განმავლობაში არაერთი ტალანტი ყავს გამოზრდილი. მისი მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და ევროპის წამყვან ჩემპიონატებში თამაშობენ.

რაგბის მწვრთნელობას დათო კიდევ ერთ საქმეს უთავსებს წარმატებით - ის ულამაზეს მინიატურებს აკეთებს. ეს საქმე მისთვის ჰობზე მეტია, უყვარს და სიამოვნებას იღებს. როგორ დაიწყო და რა მიზნით აკეთებს მინიატურებს - ამაზე დათო სტეფანოვი AMBEBI.GE-ს ესაუბრა:

- მინდოდა რამე ღირებული გამეკეთებინა, რომელიც დარჩებოდა მომავალს, სული ჩამაბერა უსხეულო საგნებისთვის და თან ჩემს ნამუშევარსაც ელაპარაკა. სულ პატარა რამით დავიწყე - მინიატურული სახლი გავაკეთე და ისე ჩამითრია, მინდოდა, უფრო მეტი და მეტი გამეკეთებინა. ყველაფერი ჩემით ვისწავლე, რაღაც დეტალის დახვეწა თუ მინდა, ხანდახან ინტერნეტში ვიძიებ ინფორმაციას.

- რა არის თქვენთვის ინსპირაციის წყარო?

როცა ბუნებაში გავდივარ და რამე მომეწონება, ვნახულობ მიტოვებულ სახლს, რომელიც ლამაზია და ა.შ. ეს ყველაფერი ჩემში ილექება და მინდა რომ ნამუშევრებში გადავიტანო, ცოცხალი სახე მივცე. ყველა ჩემი შექმნილი მინიატურა განსაკუთრებულად მიყვარს. მინდა რომ ამ მინიატურებით ქართული სული, ქართული კუთხეების თავისებური სილამაზეები გადავცე მნახველებს.

ყველა მიყვარს, ვერც ერთ მინიატურას ვერ გამოვარჩევ, მაგრამ არის დეტალები, რომლებიც სხვებზე მნიშვნელოვანია. მაგალითად, შეიძლება იყოს ჭა, რომლის კეთებაშიც ბევრი დრო დავხარჯე და საბოლოოდ ისეთი მივიღე, როგორიც ჩაფიქრებული მქონდა.

- დაახლოებით რამდენი ხანი გრძელდება კეთების პროცესი?

- ასე თქმა რთულია. შეიძლება უცებ მომივიდეს მუზა, დავიწყო კეთება და დავასრულო, მაგრამ შეიძლება წლები გაგრძელდეს. ყველა ნამუშევარს ვუდგები ისე, როგორც განსაკუთრებულს და ვცდილობ რამე დეტალი მეორედ აღარ განმეორდეს.

- თქვენი ნამუშევრების შესაქმნელად, რა მასალას იყენებთ?

- აბსოლუტურად ყველაფერს. გადაყრილი ნივთები, მუყაოს ქაღალდი, ყველაფერი რასაც ვეხებით, შეიძლება მასალად გამოვიყენო. აი, მაგალითად სხვისთვის შეიძლება იყოს უბრალო ნივთი, მაგრამ მე მასში სახლის კარები, ფანჯარა ან სხვა რამე დავინახო.

- რას გრძნობს ხელოვანი როცა ასრულებს თავის ნამუშევარს?

- ეს არის ყველაზე დიდი სიამოვნება, საოცარი, ენით აღუწერელი განცდა. ყველანაირი დაღლილობა, სტრესი გავიწყდება. შეიძლება რაღაც უმცირეს დეტალზე მოგიწიოს საათობით მუშაობა, მაგრამ ეს იმდენად სასიამოვნო პროცესია, რომ დაღლილობას საერთოდ ვერ გრძნობ. ამ ყველაფრის კულმინაციაა დასრულება. ყველაზე მაგარი პროცესია, როცა უკვე დასრულებულ ნამუშევარს უყურებ და ფიქრობ - რა დეტალი შეიძლება დაემატოს ან პირიქით, მოაკლდეს. მქონია შემთხვევა, როცა დამისრულებია, მერე დავკვირვებივარ და რაღაც სხვა დეტალიც მიმიმატებია.

- რამდენი მინიატურა გაქვთ გაკეთებული?

- ასამდე მაინც. ყველა არაა საქართველოში, ბევრი უცხოეთშია გატანილი. მქონია შემთხვევა, როცა წაუღიათ ჩემი ნამუშევარი უცხოეთში და უთხოვიათ, რომ მყიდველის ვინაობა არ მეთქვა.

- შემოსავლის წყაროცაა თქვენთვის ეს მინიატურები?

- ძირითადად უცხოურ ბაზარზე მქონდა გათვლილი, რადგან როგორც უკვე ვთქვი, მინდა ყველამ ნახოს თუ რა ლამაზი სოფლები და კუთხეები გვაქვს ქართველებს. ნახონ და ჩვენი ქვეყანა სხვა კუთხითაც დაინახონ, თანაც არ მოვიტყუები და ვიტყვი, რომ ფინანსურადაც საინტერესოა უცხოური შეკვეთები. საქართველოში ადამიანებს ლუკმა-პური უჭირთ და არავის უნდა შენი მინიატურები...

უცხოეთში წასვლაზე ბევრი შემოთავაზება მქონდა, ფინანსურადაც ძალიან მომხიბვლელი, მართლა ყველანაირ პირობას მიქმნიდნენ სამუშაოდ, მაგრამ არ წავედი. ხაშურის ბავშვთა რაგბის კლუბ "ლეგიონს" ვავარჯიშებ, რაგბის ლიცენზირებული მწვრთნელი ვარ. რაგბი სხვა სამყაროა ჩემთვის და ბავშვებს ვერ მივატოვებდი. დამერწმუნეთ, რომ ის სიყვარული, რასაც მე ჩემი მოსწავლეებისგან ვიღებ, მთელ ქონებად მიღირს, ამიტომაც დავრჩი და ერთი წამით არ ვნანობ ამ გადაწყვეტილებას. მე ჩემი ბიჭებით, ჩემი "ლეგიონით" ვარ მილიონერი.

- რაგბი დიდ დროს მოითხოვს და როგორ უთავსებთ ამ ორ, აბსოლუტურად განსხვავებულ სფეროს ერთმანეთს?

- ხელოვნებას ვუთავსებ რაგბს თუ რაგბს ვუთავსებ ხელოვნებას, უკვე ვეღარ ვხვდები. მინიატურების წვრილ დეტალებზე მუშაობამ, საოცრად დამიმშვიდა ნერვული სისტემა და აქედან გამომდინარე, სრულად მყოფნის ნერვები რომ ორივე საქმე გულით ვაკეთო. თუ რამე პრობლემაა ან ცოტა რთული სიტუაციაა, მაშინვე მინიატურებზე მუშაობას ვიწყებ და მომენტალურად მეხსნება სტრესი.

ავტორი: ლადო გოგოლაძე

დღის ფოტო - "მფრინავი" ვასილ ლობჟანიძე რუს მორაგბეებთან დაპირისპირებისას

ქართველმა მორაგბეებმა რუსი მეტოქეები კვლავ დაამარცხეს

"სათივედან ხმა რომ შემომესმა, შევიხედე და ვნახე, როგორ უსმენდა ბუნების გაკვეთილს" -  8 წლის ილიკოს ამბავი, რომელიც ინტერნეტვარსკვლავი გახდა