სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ვუმკურნალოთ რევმატოიდულ ართრიტს, რომ მან უნარშეზღუდულობა არ გამოიწვიოს
როგორ ვუმკურნალოთ რევმატოიდულ ართრიტს, რომ მან უნარშეზღუდულობა არ გამოიწვიოს

4 თე­ბერ­ვა­ლი რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი ართრი­ტის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის დღეა.ის ქრო­ნი­კულ,ან­თე­ბით,აუ­ტო­ი­მუ­ნურ რევ­მა­ტულ და­ა­ვა­დე­ბებს შო­რის ერთ-ერთი ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი ართრი­ტის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბა არც ისე მა­ღა­ლია. სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რია დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი მი­მარ­თვი­ა­ნო­ბის, არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი, რაც სა­ბო­ლო­ოდ პა­ცი­ენ­ტის უნარ­შე­ზღუ­დუ­ლო­ბას იწ­ვევს. ამ და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი უც­ნო­ბია.

სა­ქარ­თვე­ლო­ში რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი ართრი­ტის გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­ხებ­მო­ნა­ცე­მე­ბი არ არ­სე­ბობს.სხვა ქვეყ­ნე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით გავ­რცე­ლე­ბის სიხ­ში­რე მა­ღა­ლია: მა­გა­ლი­თად აშშ-ში და­ა­ვა­დე­ბუ­ლია მო­სახ­ლე­ო­ბის 1%. „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ მოზ­რდილ­თა და ბავ­შვთა რევ­მა­ტო­ლო­გი­ის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი ,მაკა იო­სე­ლი­ა­ნი აღ­ნიშ­ნავს, რომ ამ და­ა­ვა­დე­ბით მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი ართრი­ტით უმე­ტე­სად ახალ­გაზ­რდა და სა­შუ­ა­ლო ასა­კის ქა­ლე­ბი ავა­დო­ბენ.

რა არის რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი ართრი­ტი?

რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი ართრი­ტი არი­სა­უ­ტო­ი­მუ­ნუ­რი,ან­თე­ბი­თი,ქრო­ნი­კუ­ლი პა­თო­ლო­გია, რომ­ლის დრო­საც ზი­ან­დე­ბა უპი­რა­ტე­სადწვრი­ლი სახ­სრე­ბი, ვი­თარ­დე­ბა ართრი­ტი. შე­საძ­ლე­ბე­ლია და­ა­ვა­დე­ბა და­ი­წყოს რამ­დე­ნი­მე სახ­სრის ან­თე­ბით, თუმ­ცა, რო­გორც წესი, ის მიმ­დი­ნა­რე­ობს პო­ლი­არ­ტი­კუ­ლუ­რი ფორ­მით, ზი­ან­დე­ბა­ხუ­თი ან მეტი სახ­სა­რი.

და­ა­ვა­დე­ბა ხში­რია მოზ­რდილ ასაკ­ში, თუმ­ცა ვი­თარ­დე­ბა ბავ­შვთა ასაკ­შიც. 16 წლამ­დე და­წყე­ბულ რევ­მა­ტო­ი­დულ ართრიტს იუ­ვე­ნი­ლურს უწო­დე­ბენ.

რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი ართრი­ტი თა­ვი­სი გავ­რცე­ლე­ბის,მუდ­მივ პროგ­რე­სი­რე­ბა­დი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სა და გა­მო­სავ­ლის გამო მსოფ­ლიო პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­გორც დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კა, ასე­ვე ად­რე­უ­ლი ე.წ. აგ­რე­სი­უ­ლი თე­რა­პი­ის და­წყე­ბა.

რამ­დე­ნად რთუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი ართრი­ტი?

რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი ართრი­ტი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც ექიმ­თან დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი მი­მარ­თვი­სა და არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში სახ­სრე­ბის და­ზი­ა­ნე­ბას და შემ­დგომ­ში­შე­უქ­ცე­ვად დე­ფორ­მა­ცი­ას იწ­ვევს. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ად­რე­უ­ლი,სწო­რი დი­აგ­ნოს­ტი­კა და ადეკ­ვა­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა. სწო­რე­დამ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა ართრი­ტის მსოფ­ლიო დღე, რო­მე­ლიც მთელ მსოფ­ლი­ო­სა და მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოც აღი­ნიშ­ნე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თი­თო­ე­ულ ადა­მი­ა­ნამ­დე მი­ვი­ტა­ნოთ ინ­ფორ­მა­ცია, თუ რას უნდა მი­აქ­ცი­ოს ყუ­რა­დღე­ბა, რა არის პირ­ვე­ლა­დი სიმპტო­მე­ბი, რო­დის უნდა მი­მარ­თოს ექიმს, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დრო­უ­ლი, სწო­რი და ადეკ­ვა­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა.

რა არის პირ­ვე­ლა­დი სიმპტო­მე­ბი, რომ­ლის დრო­საც ექიმ­თან მი­მარ­თვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია?

პირ­ვე­ლა­დი სიმპტო­მე­ბი არის სახ­სრის არე­ში ტკი­ვი­ლი, შე­შუ­პე­ბა და მოძ­რა­ო­ბის შე­ზღუდ­ვა. ეს ყვე­ლა­ფე­რი უმე­ტე­სად გა­მო­ხა­ტუ­ლია დი­ლის სა­ა­თებ­ში, რაც ამ და­ა­ვა­დე­ბას არა­ან­თე­ბი­თი რევ­მა­ტი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან გა­ნას­ხვა­ვებს. დი­ლის შე­ბო­ჭი­ლო­ბა გრძელ­დე­ბა ერთი სა­ა­თის ან უფრო მეტი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში. რაც უფრო აქ­ტი­უ­რია და­ა­ვა­დე­ბა, მით ხან­გრძლი­ვია შე­ბო­ჭი­ლო­ბა.

აქვე მინ­და გი­თხრათ, რომ რევ­მა­ტი­უ­ლი ართრი­ტის დროს იშ­ვი­ა­თად,თუმ­ცა შე­საძ­ლე­ბე­ლია და­ზი­ან­დეს ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბიც, მა­გა­ლი­თად, ფილ­ტვე­ბი,გულ­სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მა, თვა­ლი.

რა ხდე­ბა ამ და­ა­ვა­დე­ბის დრო სახ­სარ­ში?

რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი ართრი­ტის დროს ზი­ან­დე­ბა სი­ნო­ვი­ა­ლუ­რი გარ­სი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვი­თარ­დე­ბა სახ­სრის სრუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა:ერო­ზი­ე­ბი, ამო­ვარ­დნი­ლო­ბე­ბი, ქვე­ა­მო­ვარ­დნი­ლო­ბე­ბი. რო­გორც ზე­მოთ მო­გახ­სე­ნეთ ამ და­ა­ვა­დე­ბის დროს უპი­რა­ტე­სად­ზი­ან­დე­ბა წვრი­ლი სახ­სრე­ბი,თუმ­ცა იგი­ვე ცვლი­ლე­ბე­ბი ვი­თარ­დე­ბა მსხვი­ლი სახ­სრე­ბის არე­შიც (მუხ­ლი, მენჯ–ბარ­ძა­ყი, კოჭ-წვი­ვი) რაც თა­ვის­თა­ვად ზღუ­დავს გა­და­ად­გი­ლე­ბას, თვით­მომ­სა­ხუ­რე­ბას და სა­ბო­ლო­ოდ იწ­ვევს უნარ­შე­ზღუ­დუ­ლო­ბას.

რო­გორ ხდე­ბა და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კა?

დი­აგ­ნო­ზის დას­მის დროს ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ ჩი­ვი­ლებს, და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მებს, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სახ­სრე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას და ლო­კა­ლი­ზა­ცი­ას.აუ­ცი­ლე­ბე­ლია ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა:სის­ხლის სა­ერ­თო ანა­ლი­ზი და C-რე­აქ­ტი­უ­ლი ცილა (CRP). რო­გორც წესი ან­თე­ბის მარ­კე­რე­ბი მო­მა­ტე­ბუ­ლია.დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის მიზ­ნით ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი ართრი­ტის­თვის სპე­ცი­ფი­უ­რი და სენ­სი­ტი­უ­რი მარ­კე­რე­ბის RF (რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი ფაქ­ტო­რი) და anti CCP (ციკ­ლუ­რი ციტ­რუ­ლი­ნე­ბუ­ლი პეპ­ტი­დის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის) გან­სა­ზღვრა.

რო­გორ ხდე­ბა რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი ართრი­ტის მკურ­ნა­ლო­ბა?

სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით დი­აგ­ნო­ზის ვე­რი­ფი­ცი­რე­ბის­თა­ნა­ვემ­კურ­ნა­ლო­ბა იწყე­ბა და­ა­ვა­დე­ბის მა­მო­დი­ფიც­რე­ბე­ლი პრე­პა­რა­ტე­ბით, თუმ­ცა მათი მოქ­მე­დე­ბის და­წყე­ბამ­დე ტკი­ვი­ლის მარ­თვის მიზ­ნით ინიშ­ნე­ბა ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არას­ტე­რო­ი­დუ­ლიპ­რე­პა­რა­ტე­ბი. ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია სტე­რო­ი­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, თუმ­ცა თა­ნა­მედ­რო­ვე რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით, სტე­რო­ი­დუ­ლი თე­რა­პია უნდა გრძელ­დე­ბო­დეს ხან­მოკ­ლე დრო­ით და და­ბა­ლი დო­ზით. ის გა­ნი­ხი­ლე­ბა რო­გორც „ხიდი“ და­ა­ვა­დე­ბის მა­მო­დი­ფიც­რე­ბე­ლიპ­რე­პა­რა­ტე­ბის­მოქ­მე­დე­ბის­და­წყე­ბამ­დე. არ­სე­ბობს აღ­ნიშ­ნუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი­სო­რი ჯგუ­ფი: სინ­თე­ზუ­რი და ბი­ო­ლო­გი­უ­რი. მკურ­ნა­ლო­ბას ვი­წყებთ ე.წ. სინ­თე­ზუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბით და თუ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის, 3-6 თვის,შემ­დეგ მდგო­მა­რე­ო­ბა არ უმ­ჯო­ბეს­დე­ბა მა­შინ ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­მო­დი­ფი­ცი­რე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ.

მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ და­ა­ვა­დე­ბის კვლავ გამ­წვა­ვე­ბის შან­სი არ­სე­ბობს?

რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი ართრი­ტი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა. თუმ­ცა ად­რე­უ­ლი და ადეკ­ვა­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის ფონ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია მიღ­წე­უ­ლი იქ­ნას ხან­გრძლი­ვი რე­მი­სია(მდგო­მა­რე­ო­ბა, როცა პა­ცი­ენტს არ აღე­ნიშ­ნე­ბა ჩი­ვი­ლე­ბი, კლი­ნი­კუ­რი და ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი არის ნორ­მა). არ­სე­ბობს მე­დი­კა­მენ­ტუ­რი რე­მი­სია და რე­მი­სია მკურ­ნა­ლო­ბის გა­რე­შე. ეს უკა­ნას­კნე­ლი ძნე­ლად მი­საღ­წე­ვია. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მკურ­ნა­ლო­ბის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ იღებს ექი­მი. თა­ვი­დან ვამ­ცი­რებთ დო­ზას,ვა­კონ­ტრო­ლებთ პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბას და ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ მო­ნა­ცე­მებს. მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გის მი­ხედ­ვით ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, მო­იხ­სნას თუ არა მკურ­ნა­ლო­ბა სრუ­ლად. ამ შემ­თხვე­ვა­ში პა­ცი­ენ­ტი დე­ტა­ლუ­რად უნდა იყოს ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი, რომ გამ­წვა­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­მარ­თოს ექიმს.

კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე ჩა­სა­წე­რად და­უ­კავ­შირ­დით ნიუ ჰოს­პი­ტალსს 2 190 190

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

როგორ ვუმკურნალოთ რევმატოიდულ ართრიტს, რომ მან უნარშეზღუდულობა არ გამოიწვიოს

როგორ ვუმკურნალოთ რევმატოიდულ ართრიტს, რომ მან უნარშეზღუდულობა არ გამოიწვიოს

4 თებერვალი რევმატოიდული ართრიტის ცნობიერების ამაღლების დღეა.ის ქრონიკულ,ანთებით,აუტოიმუნურ რევმატულ დაავადებებს შორის ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. მიუხედავად ამისა, რევმატოიდული ართრიტის შესახებ ცნობიერება არც ისე მაღალია. სამწუხაროდ, ხშირია დაგვიანებული მიმართვიანობის, არაადეკვატური მკურნალობის შემთხვევები, რაც საბოლოოდ პაციენტის უნარშეზღუდულობას იწვევს. ამ დაავადების გამომწვევი მიზეზი უცნობია.

საქართველოში რევმატოიდული ართრიტის გავრცელების შესახებმონაცემები არ არსებობს.სხვა ქვეყნების მონაცემებით გავრცელების სიხშირე მაღალია: მაგალითად აშშ-ში დაავადებულია მოსახლეობის 1%. „ნიუ ჰოსპიტალსის“ მოზრდილთა და ბავშვთა რევმატოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი ,მაკა იოსელიანი აღნიშნავს, რომ ამ დაავადებით მომართვიანობა საკმაოდ მაღალია. მისივე განმარტებით, რევმატოიდული ართრიტით უმეტესად ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ქალები ავადობენ.

რა არის რევმატოიდული ართრიტი?

რევმატოიდული ართრიტი არისაუტოიმუნური,ანთებითი,ქრონიკული პათოლოგია, რომლის დროსაც ზიანდება უპირატესადწვრილი სახსრები, ვითარდება ართრიტი. შესაძლებელია დაავადება დაიწყოს რამდენიმე სახსრის ანთებით, თუმცა, როგორც წესი, ის მიმდინარეობს პოლიარტიკულური ფორმით, ზიანდებახუთი ან მეტი სახსარი.

დაავადება ხშირია მოზრდილ ასაკში, თუმცა ვითარდება ბავშვთა ასაკშიც. 16 წლამდე დაწყებულ რევმატოიდულ ართრიტს იუვენილურს უწოდებენ.

რევმატოიდული ართრიტი თავისი გავრცელების,მუდმივ პროგრესირებადი მიმდინარეობისა და გამოსავლის გამო მსოფლიო პრობლემას წარმოადგენს. ძალიან მნიშვნელოვანია როგორც დროული დიაგნოსტიკა, ასევე ადრეული ე.წ. აგრესიული თერაპიის დაწყება.

რამდენად რთული დაავადებაა რევმატოიდული ართრიტი?

რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული დაავადება, რომელიც ექიმთან დაგვიანებული მიმართვისა და არაადეკვატური მკურნალობის შემთხვევაში სახსრების დაზიანებას და შემდგომშიშეუქცევად დეფორმაციას იწვევს. ძალიან მნიშვნელოვანია ადრეული,სწორი დიაგნოსტიკა და ადეკვატური მკურნალობა. სწორედამ მიზანს ემსახურება ართრიტის მსოფლიო დღე, რომელიც მთელ მსოფლიოსა და მათ შორის, საქართველოც აღინიშნება. მნიშვნელოვანია, თითოეულ ადამიანამდე მივიტანოთ ინფორმაცია, თუ რას უნდა მიაქციოს ყურადღება, რა არის პირველადი სიმპტომები, როდის უნდა მიმართოს ექიმს, რამდენად მნიშვნელოვანია დროული, სწორი და ადეკვატური მკურნალობა.

რა არის პირველადი სიმპტომები, რომლის დროსაც ექიმთან მიმართვა აუცილებელია?

პირველადი სიმპტომები არის სახსრის არეში ტკივილი, შეშუპება და მოძრაობის შეზღუდვა. ეს ყველაფერი უმეტესად გამოხატულია დილის საათებში, რაც ამ დაავადებას არაანთებითი რევმატიული დაავადებებისგან განასხვავებს. დილის შებოჭილობა გრძელდება ერთი საათის ან უფრო მეტი დროის განმავლობაში. რაც უფრო აქტიურია დაავადება, მით ხანგრძლივია შებოჭილობა.

აქვე მინდა გითხრათ, რომ რევმატიული ართრიტის დროს იშვიათად,თუმცა შესაძლებელია დაზიანდეს შინაგანი ორგანოებიც, მაგალითად, ფილტვები,გულსისხლძარღვთა სისტემა, თვალი.

რა ხდება ამ დაავადების დრო სახსარში?

რევმატოიდული ართრიტის დროს ზიანდება სინოვიალური გარსი. მოგვიანებით ვითარდება სახსრის სრული დაზიანება:ეროზიები, ამოვარდნილობები, ქვეამოვარდნილობები. როგორც ზემოთ მოგახსენეთ ამ დაავადების დროს უპირატესადზიანდება წვრილი სახსრები,თუმცა იგივე ცვლილებები ვითარდება მსხვილი სახსრების არეშიც (მუხლი, მენჯ–ბარძაყი, კოჭ-წვივი) რაც თავისთავად ზღუდავს გადაადგილებას, თვითმომსახურებას და საბოლოოდ იწვევს უნარშეზღუდულობას.

როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტიკა?

დიაგნოზის დასმის დროს ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩივილებს, დაავადების სიმპტომებს, დაზიანებული სახსრების რაოდენობას და ლოკალიზაციას.აუცილებელია ლაბორატორიული კვლევების ჩატარება:სისხლის საერთო ანალიზი და C-რეაქტიული ცილა (CRP). როგორც წესი ანთების მარკერები მომატებულია.დიაგნოსტირების მიზნით ასევე მნიშვნელოვანია რევმატოიდული ართრიტისთვის სპეციფიური და სენსიტიური მარკერების RF (რევმატოიდული ფაქტორი) და anti CCP (ციკლური ციტრულინებული პეპტიდის საწინააღმდეგო ანტისხეულების) განსაზღვრა.

როგორ ხდება რევმატოიდული ართრიტის მკურნალობა?

საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით დიაგნოზის ვერიფიცირებისთანავემკურნალობა იწყება დაავადების მამოდიფიცრებელი პრეპარატებით, თუმცა მათი მოქმედების დაწყებამდე ტკივილის მართვის მიზნით ინიშნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულიპრეპარატები. ასევე შესაძლებელია სტეროიდების გამოყენება, თუმცა თანამედროვე რეკომენდაციების მიხედვით, სტეროიდული თერაპია უნდა გრძელდებოდეს ხანმოკლე დროით და დაბალი დოზით. ის განიხილება როგორც „ხიდი“ დაავადების მამოდიფიცრებელიპრეპარატებისმოქმედებისდაწყებამდე. არსებობს აღნიშნული პრეპარატებისორი ჯგუფი: სინთეზური და ბიოლოგიური. მკურნალობას ვიწყებთ ე.წ. სინთეზური პრეპარატებით და თუ გარკვეული პერიოდის, 3-6 თვის,შემდეგ მდგომარეობა არ უმჯობესდება მაშინ ვიღებთ გადაწყვეტილებასბიოლოგიური მამოდიფიცირებელი საშუალებების გამოყენების შესახებ.

მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ დაავადების კვლავ გამწვავების შანსი არსებობს?

რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული დაავადებაა. თუმცა ადრეული და ადეკვატური მკურნალობის ფონზე შესაძლებელია მიღწეული იქნას ხანგრძლივი რემისია(მდგომარეობა, როცა პაციენტს არ აღენიშნება ჩივილები, კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემები არის ნორმა). არსებობს მედიკამენტური რემისია და რემისია მკურნალობის გარეშე. ეს უკანასკნელი ძნელად მისაღწევია. გადაწყვეტილებას მკურნალობის შეწყვეტის შესახებ იღებს ექიმი. თავიდან ვამცირებთ დოზას,ვაკონტროლებთ პაციენტის მდგომარეობას და ლაბორატორიულ მონაცემებს. მიღებული შედეგის მიხედვით ვიღებთ გადაწყვეტილებას, მოიხსნას თუ არა მკურნალობა სრულად. ამ შემთხვევაში პაციენტი დეტალურად უნდა იყოს ინფორმირებული, რომ გამწვავების შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.

კონსულტაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით ნიუ ჰოსპიტალსს 2 190 190

„ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამირიცხეს თანხა, რომელსაც არ ველოდებოდი“- ტაქსის მძღოლის ისტორია

Samsung Galaxy S21-ის გაყიდვების ტემპმა მოლოდინს გადააჭარბა

როგორ შეიქმნა ყველაზე გამძლე პლანშეტი, რომლის დაზიანებაც თითქმის შეუძლებელია