კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეა წულუკიანი პარლამენტში დაცვით დადის - კიდევ რომელ დეპუტატებს იცავს დაცვის სახელმწიფო თუ კერძო სამსახურები?
თეა წულუკიანი პარლამენტში დაცვით დადის - კიდევ რომელ დეპუტატებს იცავს დაცვის სახელმწიფო თუ კერძო სამსახურები?

იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­დან პარ­ლა­მენ­ტში გა­და­ნაც­ვლე­ბუ­ლი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში დაც­ვის თან­ხლე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბა, რაც შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არა­ვის დარ­ჩე­ნია. რო­გორც გავ­რკვი­ეთ, ის სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სამ­სა­ხუ­რით სარ­გებ­ლობს. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი გა­ცი­ლე­ბით ადრე და­ი­წყო, ვიდ­რე “მთა­ვა­რი არ­ხის” გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ნიკა გვა­რა­მია და­ი­ქად­ნებ­და - ვიდ­რე ცო­ცხა­ლი ვარ, დე­დას ავუ­ფეთ­ქებ თეა წუ­ლუ­კი­ან­სო.

ეს გვა­რა­მი­ამ მას შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რაც პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ გვა­რა­მი­ას ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნი­დან საქ­ვეყ­ნოდ გა­ა­სა­ჯა­რო­ვა. რო­გორც გვა­რა­მია ამ­ბობს, მას შემ­დეგ მის მო­ბი­ლურ­ზე ზა­რე­ბი არ წყდე­ბა. წუ­ლუ­კი­ან­მა, რა­ტომ­ღაც, გა­ცი­ლე­ბით ადრე ჩათ­ვა­ლა, რომ მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე ემუქ­რე­ბო­და და მუდ­მი­ვად ყველ­გან დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად მოძ­რა­ობს.

"სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ” სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ:

“სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, პერ­სო­ნა­ლუ­რი დაც­ვა შე­იძ­ლე­ბა და­ე­ნიშ­ნოს ან მო­ეხ­სნას: სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს, მის მო­ად­გი­ლეს, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის წევ­რს, სა­ქარ­თვე­ლოს სხვა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღა­ლი რან­გის თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში, აგ­რეთ­ვე მისი ოჯა­ხის წევ­რებს, თუ არ­სე­ბობს საკ­მა­რი­სი მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ მის ან მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის სი­ცო­ცხლე­სა და ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე ემუქ­რე­ბა".

ambebi.ge შე­ე­ცა­და გა­ერ­კვია, პარ­ლა­მენ­ტში ვინ სარ­გებ­ლობს სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის მომ­სა­ხუ­რე­ბით.

სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გვი­თხრეს:

"ამ­ჟა­მად სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის მომ­სა­ხუ­რე­ბით სამი პარ­ლა­მენ­ტა­რი სარ­გებ­ლობს. ესე­ნია: პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე არჩილ თა­ლაკ­ვა­ძე, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე და თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი. და­ნარ­ჩენს, თუ ვინ­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბა, ეს კერ­ძო დაც­ვაა”.

ვცა­დეთ ისიც გაგ­ვერ­კვია, პარ­ლა­მენ­ტარ­თა­გან თუ ვინ სარ­გებ­ლობს კერ­ძო დაც­ვით. რო­გორც არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად გვი­თხრეს, პერ­სო­ნა­ლუ­რი დაც­ვა ჰყავს ან­ტონ ობო­ლაშ­ვილს. "ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მას დაჰ­ყვე­ბა, მისი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რია, ის ერ­თდრო­უ­ლად მისი მძღო­ლი­ცაა და დაც­ვაც", - გვი­თხრა სან­დო წყა­რომ. ობო­ლაშ­ვი­ლის მსგავ­სად, ასე­ვე დაც­ვით და­დი­ან ირაკ­ლი ხა­ხუ­ბია, ბექა ოდი­შა­რია და სხვა დე­პუ­ტატ-ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ქო­ნე­ბაც და სი­ცო­ცხლეც ერ­თდრო­უ­ლად აქვთ და­სა­ცა­ვი.

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
114

გვარამიაზე არა ნაკლებ ნაძირალა ბრძანდებით ქალბატონო

ბედნიერია ერი
60

ასეთი ანგელოზივით წმინდა რომ ეყოლება კულტურის მინისტრი !

უმშვენიერესი, კეთილი, საქმისთვის თავდადებული, წიგნიერი...

სასახლეთა კედელნი არ ჰყოფნის დიპლომების ჩამოსაკიდადო...

ავტორი:

თეა წულუკიანი პარლამენტში დაცვით დადის - კიდევ რომელ დეპუტატებს იცავს დაცვის სახელმწიფო თუ კერძო სამსახურები?

თეა წულუკიანი პარლამენტში დაცვით დადის - კიდევ რომელ დეპუტატებს იცავს დაცვის სახელმწიფო თუ კერძო სამსახურები?

იუსტიციის სამინისტროდან პარლამენტში გადანაცვლებული თეა წულუკიანი საკანონმდებლო ორგანოში დაცვის თანხლებით გადაადგილდება, რაც შეუმჩნეველი არავის დარჩენია. როგორც გავრკვიეთ, ის სახელმწიფო დაცვის სამსახურით სარგებლობს. ეს ყველაფერი კი გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დაიქადნებდა - ვიდრე ცოცხალი ვარ, დედას ავუფეთქებ თეა წულუკიანსო.

ეს გვარამიამ მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გვარამიას ტელეფონის ნომერი პარლამენტის ტრიბუნიდან საქვეყნოდ გაასაჯაროვა. როგორც გვარამია ამბობს, მას შემდეგ მის მობილურზე ზარები არ წყდება. წულუკიანმა, რატომღაც, გაცილებით ადრე ჩათვალა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და მუდმივად ყველგან დაცვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად მოძრაობს.

"სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ვკითხულობთ, რომ:

“საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პერსონალური დაცვა შეიძლება დაენიშნოს ან მოეხსნას: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს, საქართველოს პარლამენტის წევრს, საქართველოს მთავრობის წევრს, საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელს, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში, აგრეთვე მისი ოჯახის წევრებს, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ მის ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება".

ambebi.ge შეეცადა გაერკვია, პარლამენტში ვინ სარგებლობს სახელმწიფო დაცვის სამსახურის მომსახურებით.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ადმინისტრაციაში გვითხრეს:

"ამჟამად სახელმწიფო დაცვის სამსახურის მომსახურებით სამი პარლამენტარი სარგებლობს. ესენია: პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე და თეა წულუკიანი. დანარჩენს, თუ ვინმეს ემსახურება, ეს კერძო დაცვაა”.

ვცადეთ ისიც გაგვერკვია, პარლამენტართაგან თუ ვინ სარგებლობს კერძო დაცვით. როგორც არაოფიციალურად გვითხრეს, პერსონალური დაცვა ჰყავს ანტონ ობოლაშვილს. "ადამიანი, რომელიც მას დაჰყვება, მისი ბავშვობის მეგობარია, ის ერთდროულად მისი მძღოლიცაა და დაცვაც", - გვითხრა სანდო წყარომ. ობოლაშვილის მსგავსად, ასევე დაცვით დადიან ირაკლი ხახუბია, ბექა ოდიშარია და სხვა დეპუტატ-ბიზნესმენები, რომლებსაც ქონებაც და სიცოცხლეც ერთდროულად აქვთ დასაცავი.

"ხინკალზე დავნიძლავდითო", თქვა მარიხუანას პლანტაციის მონამ... თავში წკიპურტების წამორტყმაზე მაინც დაედოთ ნიძლავი" - ჩარკვიანი ხვიჩიას პასუხობს

"შარლ მიშელს რომ ჰკითხო, პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარე ვინ არის, ვერ გეტყვის, მაგრამ იაგო ხვიჩია იცის" - რომან გოცირიძე

"მე და სანდრო რაქვიაშვილს ნიძლავი გვაქვს დადებული სახინკლეზე, რომ თაკო ჩარკვიანი და შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შევლენ" - იაგო ხვიჩია