კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სერგეი შამბა: "საქართველოსთან ვაჭრობა ლეგალური უნდა გახდეს" -  რა გამოხმაურება მოჰყვა ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის  წინადადებას აფხაზეთში
სერგეი შამბა: "საქართველოსთან ვაჭრობა ლეგალური უნდა გახდეს" -  რა გამოხმაურება მოჰყვა ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის  წინადადებას აფხაზეთში

(ფო­ტო­ზე: სერ­გეი შამ­ბა. ავ­ტო­რი: ელე­ნა ზა­ვოდსკა­ია)

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის სერ­გეი შამ­ბას წი­ნა­და­დე­ბით, კონ­ტრა­ბან­დას­თან საბ­რძოლ­ვე­ლად სა­ჭი­როა სა­ქარ­თვე­ლოს­თან სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­კა­ნონ­დეს, მაგ­რამ მის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­დის ვე­ტე­რან­თა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცია "არუაა" და თვლის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თან ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია მა­ნამ, სა­ნამ თბი­ლი­სი აფხა­ზე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას არ აღი­ა­რებს. ამის თა­ო­ბა­ზე სტა­ტია გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვე­ბპორ­ტალ­მა ekhokavkaza.com-მა, რო­მელ­შიც ვკი­თხუ­ლობთ:

აფხა­ზე­თის ტე­ლე­ვი­ზი­ი­სათ­ვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში სერ­გეი შამ­ბამ მხა­რი და­უ­ჭი­რა სა­ქარ­თვე­ლოს­თან სა­ვაჭ­რო ბრუნ­ვის ლე­გა­ლი­ზე­ბას, რო­მე­ლიც უკვე სამი ათე­უ­ლი წე­ლია დე - ფაქ­ტოდ არ­სე­ბობს:

"მო­დით, იქ შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი და­ვა­ყე­ნოთ, და­ვა­კა­ნო­ნოთ ეს პრო­ცე­სი. ეს იმი­ტომ, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ ყვე­ლაფ­რი­დან, რაც კი სა­ქარ­თვე­ლოს­თან სა­ზღვრის გავ­ლით შე­მო­დის (მე სა­ქო­ნე­ლი მაქვს მხედ­ვე­ლო­ბა­ში), სა­ხელ­მწი­ფო ხა­ზი­ნა­ში კი არ ხვდე­ბა, არა­მედ, ცალ­კე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ჯი­ბე­ში, რომ­ლე­ბის­თვი­საც ასე­თი რე­ჟი­მი მომ­გე­ბი­ა­ნია. პირ­ველ რიგ­ში სწო­რედ ისი­ნი გა­მო­დი­ან იმის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარ­ზე ვაჭ­რო­ბის რე­ჟი­მი ლე­გა­ლუ­რი გახ­დეს. ეს ახ­ლაც კი ხდე­ბა, როცა ასე­თი სი­ტუ­ა­ცი­აა "კო­ვიდ-19"-თან და­კავ­ში­რე­ბით, როცა სა­ზღვა­რი, ფაქ­ტობ­რი­ვად, და­ხუ­რუ­ლია, მაგ­რამ ჩვენს ბა­ზარ­ზე სა­ქო­ნე­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ტე­ბი, მა­ინც შე­მო­დის და ეს ყვე­ლა­ფე­რი სრუ­ლი­ად აშ­კა­რაა, რომ ჩვენ­თან სა­ქო­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან ხვდე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი ისაა, რომ ეს ვაჭ­რო­ბა და­კა­ნო­ნე­ბუ­ლი იქ­ნას. მინ­და, რომ ამა­ზე მო­სახ­ლე­ო­ბაც და­ფიქ­რდეს. რა­ტომ გა­მო­დი­ან ზო­გი­ერ­თე­ბი ამის წი­ნა­აღ­მდეგ? იმი­ტომ, რომ თვი­თონ ისი­ნი არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი".

სერ­გეი შამ­ბას ნათ­ქვამს ვე­ტე­რან­თა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცია "არუაა" გა­მო­ეხ­მა­უ­რა. ვე­ტე­რა­ნე­ბი იმოწ­მე­ბენ პრე­ზი­დენტ სერ­გეი ბა­ღაფ­შის 2009 წლის გან­კარ­გუ­ლე­ბას "სა­ქარ­თვე­ლოს­თან ვაჭ­რო­ბის შე­სა­ხებ", რო­მე­ლიც დღე­საც ძა­ლა­შია და, შე­სა­ბა­მი­სად, მისი გა­უქ­მე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ­ნი არი­ან.

"არუა­ას" თავ­მჯდო­მა­რე თე­მურ გუ­ლია მი­იჩ­ნევს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თან ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, ვიდ­რე თბი­ლი­სი აფხა­ზეთს თა­ვის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­უ­ლად თვლის და რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ად მი­იჩ­ნევს:

"მტრუ­ლად გან­წყო­ბილ სა­ქარ­თვე­ლოს­თან ჩვენ არა­ნა­ი­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი და სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არ უნდა გვქონ­დეს - იმი­ტომ, რომ ჩვენ დო­კუ­მენ­ტიც კი არ გვაქვს ომის არ­გა­ნახ­ლე­ბის შე­სა­ხებ. ზო­გი­ერ­თი ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი თა­ვი­ანთ გან­ცხა­დე­ბებ­ში ღიად ამ­ბო­ბენ იმას, რომ ჩვენ, აფხა­ზე­ბი, თურ­მე ხალ­ხი კი არ ვართ, არა­მედ რა­ღაც პა­ტა­რა თემი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ისი­ნი ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­უ­ლად გვთვლი­ან, ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ად. ვთქვათ და ვაჭ­რო­ბა და­კა­ნონ­და. რო­გო­რი იქ­ნე­ბა ტვირ­თე­ბის მარ­კი­რე­ბა? მათ ხომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ბა­ჟო კონ­ტრო­ლი უნდა გა­ი­ა­რონ და ბაჟი უნდა იქ­ნეს გა­დახ­დი­ლი? რო­გო­რი ბე­ჭე­დი და­ეს­მე­ბა დო­კუ­მენ­ტებს? ისი­ნი ხომ არ და­თან­ხმდე­ბი­ან იმას, რომ აფხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კას­თან ვაჭ­რო­ბენ? მათ დო­კუ­მენ­ტებ­ში ჩა­წე­რი­ლი იქ­ნე­ბა "აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კა" ან "სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ-ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ერ­თე­უ­ლი", ჩვენს დო­კუ­მენ­ტებ­ში კი - "სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო" და "აფხა­ზე­თის სა­ხელ­მწი­ფო". განა ასე შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თოდ? ჩემ­თვის ეს გა­უ­გე­ბა­რია".

თე­მურ გუ­ლია დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ კონ­ტრა­ბან­დის ლე­გა­ლი­ზე­ბა კი არ უნდა მოხ­დეს, არა­მედ მას შე­სა­ბა­მი­სი სტრუქ­ტუ­რე­ბი უნდა ებ­რძო­ლონ:

"თუ სა­ბა­ჟო და სა­სა­ზღვრო სამ­სა­ხუ­რე­ბი კონ­ტრა­ბან­დას ვერ უმკლავ­დე­ბი­ან, ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ კონ­ტრა­ბან­და ლე­გა­ლი­ზე­ბუ­ლი უნდა იქ­ნეს. უც­ნა­უ­რად მეჩ­ვე­ნე­ბა, როცა უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის მხრი­დან ასეთ ლა­პა­რაკს ვის­მენთ: "ჩვენ არ შეგ­ვიძ­ლია კონ­ტრა­ბან­დის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა, ამი­ტომ მისი ლე­გა­ლი­ზე­ბა მო­ვახ­დი­ნოთ". თუ თქვენ მას­თან გამ­კლა­ვე­ბის თავი არ გაქვთ, მა­შინ რა გა­რან­ტი­აა, რომ ლე­გა­ლი­ზე­ბის შემ­დეგ კონ­ტრა­ბან­და შე­წყდე­ბა? თუ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბი, მე­სა­ზღვრე­ე­ბი­სა და მე­ბა­ჟე­ე­ბის სა­ხით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ და­სა­ხულ ამ ამო­ცა­ნას ვერ ას­რუ­ლე­ბენ, მა­შინ, ბო­დი­ში და ეს სა­ხელ­მწი­ფოს პრობ­ლე­მას, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს".

"სა­ნამ ცო­ცხლე­ბი ვართ, ჩვე­ნი ამო­ცა­ნა­აა ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა, ჩვე­ნი სამ­შობ­ლო­სა და ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის სა­და­რა­ჯო­ზე დგო­მა", - ამ­ბობს ვე­ტე­რა­ნი.

"არუა­ას" წარ­მო­მად­გენ­ლებს გან­ზრა­ხუ­ლი აქვთ მო­ი­თხო­ვონ უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის სერ­გეი შამ­ბას თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მა, თუ იგი სა­ქარ­თვე­ლოს­თან ვაჭ­რო­ბის ლე­გა­ლი­ზე­ბის სა­კი­თხის ლო­ბი­რე­ბას არ შე­წყვეტს. წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
sniper
2

საინტერესოა გულიები როდის გახდნენ აფზაზები? დიმიტრი გულია რომ აფხაზობდა და მის ნაწარმოებებში სეპარატიზმი საკმაოდ კარგად ჩანდა (თან კომუნისტების დროს), ეს ყველამ იცის მაგრამ თვითონ გვარის ფუძე და წარმოშობა ხომ ქართულია (მეგრული)? 

მურთაზი
2

გულია რომ აფხაზობს და აფხაზები მას თავზე დაისვამენ იქ საქმე დაღუპულია და ზოგიერთნი ჩემი მოგვარენიც რომ აფხაზეთის გმირები გახდებიან და ლეონის ორდენს მიიკრავენ გულზე სხვას რა უნდა მოსთხოვოს კაცმა და არა მარტო ჩემი გვარისანი 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

სერგეი შამბა: "საქართველოსთან ვაჭრობა ლეგალური უნდა გახდეს" -  რა გამოხმაურება მოჰყვა ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის  წინადადებას აფხაზეთში

სერგეი შამბა: "საქართველოსთან ვაჭრობა ლეგალური უნდა გახდეს" -  რა გამოხმაურება მოჰყვა ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის  წინადადებას აფხაზეთში

(ფოტოზე: სერგეი შამბა. ავტორი: ელენა ზავოდსკაია)

ოკუპირებული აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივნის სერგეი შამბას წინადადებით, კონტრაბანდასთან საბრძოლველად საჭიროა საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობები დაკანონდეს, მაგრამ მის წინააღმდეგ გამოდის ვეტერანთა საზოგადოებრივი ორგანიზაცია "არუაა" და თვლის, რომ საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობა შეუძლებელია მანამ, სანამ თბილისი აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს. ამის თაობაზე სტატია გამოაქვეყნა ვებპორტალმა ekhokavkaza.com-მა, რომელშიც ვკითხულობთ:

აფხაზეთის ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში სერგეი შამბამ მხარი დაუჭირა საქართველოსთან სავაჭრო ბრუნვის ლეგალიზებას, რომელიც უკვე სამი ათეული წელია დე - ფაქტოდ არსებობს:

"მოდით, იქ შესაბამისი სამსახურები დავაყენოთ, დავაკანონოთ ეს პროცესი. ეს იმიტომ, რომ წლების განმავლობაში იმ ყველაფრიდან, რაც კი საქართველოსთან საზღვრის გავლით შემოდის (მე საქონელი მაქვს მხედველობაში), სახელმწიფო ხაზინაში კი არ ხვდება, არამედ, ცალკეული ადამიანების ჯიბეში, რომლებისთვისაც ასეთი რეჟიმი მომგებიანია. პირველ რიგში სწორედ ისინი გამოდიან იმის წინააღმდეგ, რომ საქართველოს საზღვარზე ვაჭრობის რეჟიმი ლეგალური გახდეს. ეს ახლაც კი ხდება, როცა ასეთი სიტუაციაა "კოვიდ-19"-თან დაკავშირებით, როცა საზღვარი, ფაქტობრივად, დახურულია, მაგრამ ჩვენს ბაზარზე საქონელი, განსაკუთრებით სასურსათო პროდუქტები, მაინც შემოდის და ეს ყველაფერი სრულიად აშკარაა, რომ ჩვენთან საქონელი საქართველოდან ხვდება. ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ ეს ვაჭრობა დაკანონებული იქნას. მინდა, რომ ამაზე მოსახლეობაც დაფიქრდეს. რატომ გამოდიან ზოგიერთები ამის წინააღმდეგ? იმიტომ, რომ თვითონ ისინი არიან დაინტერესებულები".

სერგეი შამბას ნათქვამს ვეტერანთა საზოგადოებრივი ორგანიზაცია "არუაა" გამოეხმაურა. ვეტერანები იმოწმებენ პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშის 2009 წლის განკარგულებას "საქართველოსთან ვაჭრობის შესახებ", რომელიც დღესაც ძალაშია და, შესაბამისად, მისი გაუქმების წინააღმდეგნი არიან.

"არუაას" თავმჯდომარე თემურ გულია მიიჩნევს, რომ საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობა შეუძლებელია, ვიდრე თბილისი აფხაზეთს თავის ადმინისტრაციულ ერთეულად თვლის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს:

"მტრულად განწყობილ საქართველოსთან ჩვენ არანაირი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები არ უნდა გვქონდეს - იმიტომ, რომ ჩვენ დოკუმენტიც კი არ გვაქვს ომის არგანახლების შესახებ. ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი თავიანთ განცხადებებში ღიად ამბობენ იმას, რომ ჩვენ, აფხაზები, თურმე ხალხი კი არ ვართ, არამედ რაღაც პატარა თემი, საზოგადოება. ისინი ჩვენ საქართველოს ადმინისტრაციულ ერთეულად გვთვლიან, ოკუპირებულ ტერიტორიად. ვთქვათ და ვაჭრობა დაკანონდა. როგორი იქნება ტვირთების მარკირება? მათ ხომ ოფიციალური საბაჟო კონტროლი უნდა გაიარონ და ბაჟი უნდა იქნეს გადახდილი? როგორი ბეჭედი დაესმება დოკუმენტებს? ისინი ხომ არ დათანხმდებიან იმას, რომ აფხაზეთის რესპუბლიკასთან ვაჭრობენ? მათ დოკუმენტებში ჩაწერილი იქნება "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა" ან "საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული", ჩვენს დოკუმენტებში კი - "საქართველოს სახელმწიფო" და "აფხაზეთის სახელმწიფო". განა ასე შეიძლება საერთოდ? ჩემთვის ეს გაუგებარია".

თემურ გულია დარწმუნებულია, რომ კონტრაბანდის ლეგალიზება კი არ უნდა მოხდეს, არამედ მას შესაბამისი სტრუქტურები უნდა ებრძოლონ:

"თუ საბაჟო და სასაზღვრო სამსახურები კონტრაბანდას ვერ უმკლავდებიან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონტრაბანდა ლეგალიზებული უნდა იქნეს. უცნაურად მეჩვენება, როცა უშიშროების საბჭოს მდივნის მხრიდან ასეთ ლაპარაკს ვისმენთ: "ჩვენ არ შეგვიძლია კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლა, ამიტომ მისი ლეგალიზება მოვახდინოთ". თუ თქვენ მასთან გამკლავების თავი არ გაქვთ, მაშინ რა გარანტიაა, რომ ლეგალიზების შემდეგ კონტრაბანდა შეწყდება? თუ სამართალდამცველი სტრუქტურები, მესაზღვრეებისა და მებაჟეების სახით, ხელისუფლების მიერ დასახულ ამ ამოცანას ვერ ასრულებენ, მაშინ, ბოდიში და ეს სახელმწიფოს პრობლემას, ხელისუფლების პრობლემას წარმოადგენს".

"სანამ ცოცხლები ვართ, ჩვენი ამოცანააა ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების დაცვა, ჩვენი სამშობლოსა და ხალხის ინტერესების სადარაჯოზე დგომა", - ამბობს ვეტერანი.

"არუაას" წარმომადგენლებს განზრახული აქვთ მოითხოვონ უშიშროების საბჭოს მდივნის სერგეი შამბას თანამდებობიდან გადადგომა, თუ იგი საქართველოსთან ვაჭრობის ლეგალიზების საკითხის ლობირებას არ შეწყვეტს. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

"ვინმეს ჰქონდა იმედი, რომ თურქეთი ჩვენს დამოუკიდებლობას აღიარებდა?" - რა შეფასებები მოჰყვა დე ფაქტო აფხაზეთში ერდოღანის განცხადებას

რუსი სამხედროები აფხაზეთში სამხედრო წვრთნებს გეგმავენ - "სწავლებათა დიდი ნაწილი მთიან პირობებში, ღამის საათებში გაიმართება"

მამაკაცი, რომელიც 24 მაისს საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას, ცხენით ხრამში გადაიჩეხა, გარდაიცვალა