კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ფრენა გაქვთ დანიშნული, ქვეყანაში კი კომენდანტის საათია?
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ფრენა გაქვთ დანიშნული, ქვეყანაში კი კომენდანტის საათია?

პირ­ვე­ლი თე­ბერ­ვლი­დან რე­გუ­ლა­რუ­ლი ფრე­ნე­ბი ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით აღ­დგა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მა­ზე მი­ი­ღეს და ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის ნა­თია თურ­ნა­ვას გან­მარ­ტე­ბით, ფრე­ნე­ბი ყვე­ლა სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ტო­კო­ლის წე­სე­ბის დაც­ვით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. "ყვე­ლა ავი­ა­კომ­პა­ნია, ვინც დღემ­დე მოქ­მე­დებ­და და მოქ­მე­დებს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ან თუნ­დაც ახა­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბი, ვინც სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის სურ­ვილს გა­მოთ­ქვამს, შეძ­ლე­ბენ რე­გუ­ლა­რუ­ლი ფრე­ნე­ბის და­გეგ­მვას და შეს­რუ­ლე­ბას გარ­კვე­უ­ლი სიხ­ში­რე­ე­ბით. რა თქმა უნდა, ეს მოხ­დე­ბა ყვე­ლა სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ტო­კო­ლის და უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დაც­ვით", - გა­ნა­ცხა­და თურ­ნა­ვამ.

ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნის შემ­დეგ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში კი­თხვე­ბი გაჩ­ნდა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­გორ უნდა მი­ვი­დეს მგზავ­რი აე­რო­პორ­ტამ­დე, ან აე­რო­პორ­ტი­დან სახ­ლამ­დე, მა­შინ როცა ქვე­ყა­ნა­ში კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი მოქ­მე­დებს და სა­ვა­რა­უ­დოდ, კი­დევ რამ­დე­ნი­მე თვე იმოქ­მე­დებს.

რო­გორც AMBEBI.GE-ს თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში გა­ნუ­ცხა­დეს, ჩა­მოფ­რე­ნილ და მი­მა­ვალ მგზავ­რებს ამ მხრივ შე­ფერ­ხე­ბე­ბი არ აქვთ და არც მო­მა­ვალ­ში შე­ექ­მნე­ბათ. თუ თქვე­ნი თვითმფრი­ნა­ვი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ღა­მის სა­ა­თებ­ში ჩა­მოფ­რინ­დე­ბა, გა­და­ად­გი­ლე­ბა აე­რო­პორ­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდგა­რი სპე­ცი­ა­ლუ­რი ტაქ­სე­ბის მეშ­ვე­ო­ბით შე­გიძ­ლი­ათ.

ხოლო სახ­ლი­დან აე­რო­პორ­ტში წას­ვლის­თვის, საშვს ცხელ ხაზ­ზე და­რეკ­ვით მი­ი­ღებთ. ამი­სათ­ვის სა­ჭი­როა დარ­ე­კოთ მთავ­რო­ბის ცხელ ხაზ­ზე - 144, შემ­დეგ და­ა­ჭი­როთ ღი­ლაკს 1 და ოპე­რა­ტორს აუხ­სნათ საშ­ვის მი­ღე­ბის მი­ზე­ზი. ოპე­რა­ტორს ჩა­ა­წე­რი­ნებთ: მძღო­ლის პი­რად ნო­მერს, მგზავ­რის პი­რად ნო­მერს და ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ხელ­მწი­ფო ნო­მერს. აუ­ცი­ლებ­ლად გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ 144-ზე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა დარ­ე­კოთ, როცა ოპე­რა­ტო­რე­ბი მეტ­ნაკ­ლე­ბად თა­ვი­სუფ­ლად პა­სუ­ხო­ბენ.

"საშვს გავ­ცემთ იმ პი­რებ­ზე, ვინც მიფ­რი­ნავს და კი­დევ მან­ქა­ნის მძღოლ­ზე. ეს აი­სა­ხე­ბა ერ­თი­ან ელექტრო­ნულ ბა­ზა­ში, რო­მელ­ზე წვდო­მაც სა­პატ­რუ­ლო სამ­სა­ხურს აქვს. თუ პატ­რუ­ლი გა­გა­ჩე­რებთ, ეტყვით სა­კუ­თარ მო­ნა­ცე­მებს, რის შემ­დე­გაც პატ­რუ­ლი ნა­ხავს ბა­ზას და შე­ა­მოწ­მებს, მი­დი­ხართ თუ არა შე­სა­ბა­მი­სი მი­მარ­თუ­ლე­ბით და იმ­ყო­ფე­ბი­ან თუ არა ავ­ტო­მო­ბილ­ში მხო­ლოდ ის პი­რე­ბი, რომ­ლებ­ზეც საშ­ვია გა­ცე­მუ­ლი" - გა­ნუ­ცხა­დეს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში AMBEBI.GE-ს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
eka
13

მესამე ტალღას ზუსტად აცრილი შემომსვლელები გამოიწვევენ.აქ კიდევ ხალხს ტრანსპორტიც კი არ აღირსეს.

:)
4

და ეს ცხელი ხაზი, ტრადიციულად, არ გვიპასუხებს :)

ავტორი:

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ფრენა გაქვთ დანიშნული, ქვეყანაში კი კომენდანტის საათია?

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ფრენა გაქვთ დანიშნული, ქვეყანაში კი კომენდანტის საათია?

პირველი თებერვლიდან რეგულარული ფრენები ყველა მიმართულებით აღდგა. გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს და ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განმარტებით, ფრენები ყველა სამედიცინო პროტოკოლის წესების დაცვით განხორციელდება. "ყველა ავიაკომპანია, ვინც დღემდე მოქმედებდა და მოქმედებს საქართველოში, ან თუნდაც ახალი ავიაკომპანიები, ვინც საქართველოში შემოსვლის სურვილს გამოთქვამს, შეძლებენ რეგულარული ფრენების დაგეგმვას და შესრულებას გარკვეული სიხშირეებით. რა თქმა უნდა, ეს მოხდება ყველა სამედიცინო პროტოკოლის და უსაფრთხოების წესების დაცვით", - განაცხადა თურნავამ.

ფრენების აღდგენის შემდეგ, საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მივიდეს მგზავრი აეროპორტამდე, ან აეროპორტიდან სახლამდე, მაშინ როცა ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს და სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე თვე იმოქმედებს.

როგორც AMBEBI.GE-ს თბილისის აეროპორტში განუცხადეს, ჩამოფრენილ და მიმავალ მგზავრებს ამ მხრივ შეფერხებები არ აქვთ და არც მომავალში შეექმნებათ. თუ თქვენი თვითმფრინავი, საქართველოში ღამის საათებში ჩამოფრინდება, გადაადგილება აეროპორტის ტერიტორიაზე მდგარი სპეციალური ტაქსების მეშვეობით შეგიძლიათ.

ხოლო სახლიდან აეროპორტში წასვლისთვის, საშვს ცხელ ხაზზე დარეკვით მიიღებთ. ამისათვის საჭიროა დარეკოთ მთავრობის ცხელ ხაზზე - 144, შემდეგ დააჭიროთ ღილაკს 1 და ოპერატორს აუხსნათ საშვის მიღების მიზეზი. ოპერატორს ჩააწერინებთ: მძღოლის პირად ნომერს, მგზავრის პირად ნომერს და ავტომობილის სახელმწიფო ნომერს. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ 144-ზე დღის განმავლობაში უნდა დარეკოთ, როცა ოპერატორები მეტნაკლებად თავისუფლად პასუხობენ.

"საშვს გავცემთ იმ პირებზე, ვინც მიფრინავს და კიდევ მანქანის მძღოლზე. ეს აისახება ერთიან ელექტრონულ ბაზაში, რომელზე წვდომაც საპატრულო სამსახურს აქვს. თუ პატრული გაგაჩერებთ, ეტყვით საკუთარ მონაცემებს, რის შემდეგაც პატრული ნახავს ბაზას და შეამოწმებს, მიდიხართ თუ არა შესაბამისი მიმართულებით და იმყოფებიან თუ არა ავტომობილში მხოლოდ ის პირები, რომლებზეც საშვია გაცემული" - განუცხადეს მთავრობის ადმინისტრაციაში AMBEBI.GE-ს.

"ბანკეტისთვის არ ემზადებითო? თურქეთიდან მომწერა" - 17 წლის ანის, რომელსაც სიმსივნე დაუდგინდა, დახმარება ესაჭიროება

გუდამაყრის გზაზე კლდე ჩამოიშალა - 22 სოფელი გარე სამყაროს მოწყდა

"საშინელი კრიზისია... წარმოიდგინეთ, მთელი წელი სცენაზე რომ არ გამოდიხარ" - პანდემიის გამო გაჩერებული ქართველი მომღერალი, რომელსაც მსოფლიო აქვს მოვლილი