სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისრაელში "კოვიდ 19"-ის ვაქცინით აცრილთა მხოლოდ 0,04% დაინფიცირდა ვირუსით - ვაქცინის ეფექტიანობის პირველი მონაცემები
ისრაელში "კოვიდ 19"-ის ვაქცინით აცრილთა მხოლოდ 0,04% დაინფიცირდა ვირუსით - ვაქცინის ეფექტიანობის პირველი მონაცემები

ის­რა­ელ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნით ამ დრო­ის­თვის მო­სახ­ლე­ო­ბის 51%-ზე მე­ტია აც­რი­ლი და უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია გარ­კვე­უ­ლი დას­კვნე­ბის გა­კე­თე­ბა. რო­გორც "გარ­დი­ა­ნი" წერს, ის­რა­ელ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვა იძ­ლე­ვა ოპ­ტი­მის­ტუ­რი გან­წყო­ბის შექ­მნის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ვაქ­ცი­ნა ეფექ­ტი­ა­ნია და მისი სა­შუ­ა­ლე­ბით სა­ბო­ლო­ოდ მო­ხერ­ხდე­ბა პან­დე­მი­ის და­მარ­ცხე­ბა.

ის­რა­ე­ლის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­აქ­ვეყ­ნა პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, სა­დაც ნაჩ­ვე­ნე­ბია, რომ 715 425 აც­რი­ლი ადა­მი­ა­ნი­დან მხო­ლოდ 317 და­ინ­ფი­ცირ­და კო­რო­ნა­ვირუ­სით, ანუ მათი 0,04%. ასე­ვე ამ 0,04%-დან ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბა დას­ჭირ­და მხო­ლოდ 16 ადა­მი­ანს, 0,02%-ს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კვლე­ვა­ში ჩარ­თულ 715 425 მო­ქა­ლა­ქეს ვაქ­ცი­ნის ორი­ვე დოზა მი­ღე­ბუ­ლი ჰქონ­და.

ასე­ვე, ის­რა­ე­ლის ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შე­ფა­სე­ბით, ამ ეტაპ­ზე ნა­თე­ლი გახ­და ისიც, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა თა­ვი­დან არი­დებს ყვე­ლა­ზე მო­წყვლად ჯგუ­ფებს სე­რი­ო­ზულ გარ­თუ­ლე­ბებს და 60 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­ში ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა მკვეთ­რა­დაა შემ­ცი­რე­ბუ­ლი.

კერ­ძო ჯან­დაც­ვი­სა და სა­და­ზღვე­ვო ჯგუ­ფის, Maccabi-ს ცნო­ბით, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­წყე­ბი­დან ძა­ლი­ან მცი­რე პე­რი­ოდ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, სამ კვი­რა­ში ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბა მცირ­დე­ბა. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბა მკვეთ­რად და­ე­ცა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­წყე­ბი­დან მე-18 დღეს.

Maccabi-ს კვლე­ვის მი­ხედ­ვით, 50 777 ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ ადა­მი­ან­ზე დაკ­ვირ­ვე­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ ვაქ­ცი­ნის პირ­ვე­ლი დო­ზის მი­ღე­ბი­დან 23-ე დღეს, ანუ მე­ო­რე დო­ზის მი­ღე­ბი­დან 2 დღის შემ­დეგ, 60 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­ში ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 60%-ით იყო შემ­ცი­რე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
kaxa
15

ვერ ვაცადეთ ჩალაძეს? მალტიდან მოჰქონდა ათასობით ვაქცინა,რომელიც მორჩა მალტას და დაუნაწილა სხვადასხვა ქვეყნებს! საიდან მორჩა ამდენი ვაქციცა? საკითხავი ესაა,სულ მალტაში ხომ 400 ათასი კაცი ცხოვრობს! მაგრამ ეს ხომ ბრბოზე გათვლილი ტრიუკია,რომელის კარგად ეხერხება მიშას, ხალხმა ზოგმა სულ არ იცის მალტა რამხელა ქვეყანაა. რომ ეთქვა ისრაელს მორჩა და მოგვცემენო კიდევ დავიჯერებდი!

ani
2

რატომ გაახანგრძლივეთ მაშინ ახალი შტამის გამო აკრძალვები?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

ისრაელში "კოვიდ 19"-ის ვაქცინით აცრილთა მხოლოდ 0,04% დაინფიცირდა ვირუსით - ვაქცინის ეფექტიანობის პირველი მონაცემები

ისრაელში "კოვიდ 19"-ის ვაქცინით აცრილთა მხოლოდ 0,04% დაინფიცირდა ვირუსით - ვაქცინის ეფექტიანობის პირველი მონაცემები

ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ამ დროისთვის მოსახლეობის 51%-ზე მეტია აცრილი და უკვე შესაძლებელია გარკვეული დასკვნების გაკეთება. როგორც "გარდიანი" წერს, ისრაელში ჩატარებული კვლევა იძლევა ოპტიმისტური განწყობის შექმნის საშუალებას, რომ ვაქცინა ეფექტიანია და მისი საშუალებით საბოლოოდ მოხერხდება პანდემიის დამარცხება.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა პირველი ოფიციალური მონაცემები, სადაც ნაჩვენებია, რომ 715 425 აცრილი ადამიანიდან მხოლოდ 317 დაინფიცირდა კორონავირუსით, ანუ მათი 0,04%. ასევე ამ 0,04%-დან ჰოსპიტალიზება დასჭირდა მხოლოდ 16 ადამიანს, 0,02%-ს.

აღსანიშნავია, რომ კვლევაში ჩართულ 715 425 მოქალაქეს ვაქცინის ორივე დოზა მიღებული ჰქონდა.

ასევე, ისრაელის ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლების შეფასებით, ამ ეტაპზე ნათელი გახდა ისიც, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა თავიდან არიდებს ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს სერიოზულ გართულებებს და 60 წელს გადაცილებულ ვაქცინირებულ ადამიანებში ჰოსპიტალიზების საჭიროება მკვეთრადაა შემცირებული.

კერძო ჯანდაცვისა და სადაზღვევო ჯგუფის, Maccabi-ს ცნობით, ვაქცინაციის დაწყებიდან ძალიან მცირე პერიოდში, დაახლოებით, სამ კვირაში ჰოსპიტალიზაციის საჭიროება მცირდება. მათივე ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაციის საჭიროება მკვეთრად დაეცა ვაქცინაციის დაწყებიდან მე-18 დღეს.

Maccabi-ს კვლევის მიხედვით, 50 777 ვაქცინირებულ ადამიანზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ვაქცინის პირველი დოზის მიღებიდან 23-ე დღეს, ანუ მეორე დოზის მიღებიდან 2 დღის შემდეგ, 60 წელს გადაცილებულ ადამიანებში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 60%-ით იყო შემცირებული.

"იმდენად შოკირებული ვიყავი, რომ გოგონა ავიყვანე და  ფეხშიშველი გავიქეცი" - რას ყვება ქალი თელ-ავივიდან

როგორ იწყებოდა ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტი ათწლეულების წინ - ისტორიული რაკურსი და მოუგვარებელი დაპირისპირების დეტალები

"ბუნკერებს შევაფარეთ თავი, გვეგონა, როცა იქიდან ამოვიდოდით, აღარაფერი დაგვხვდებოდა..." - რა ხდება ისრაელში უმძიმესი ღამის შემდეგ