სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კოვიდ ვაქცინაცია საქართველოს სამეზობლოში - სად რამდენი ადამიანია აცრილი და რომელ ვაქცინებს იყენებენ რუსეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი
კოვიდ ვაქცინაცია საქართველოს სამეზობლოში - სად რამდენი ადამიანია აცრილი და რომელ ვაქცინებს იყენებენ რუსეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი

გა­მო­ცე­მა Bloomberg-ის ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, ამ დრო­ის­თვის მსოფ­ლი­ო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია 82.5 მლნ-ზე მეტ ადა­მი­ანს ჩა­უ­ტარ­და. მათ შო­რის, აშშ-ში 25.6 მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი აიც­რა, რაც მო­სახ­ლე­ო­ბის 7.81%-ს შე­ად­გენს.

აშშ-ს ჩი­ნე­თიმოჰ­ყვე­ბა 23 მი­ლი­ონ­ზე მეტი ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტით, რაც მო­სახ­ლე­ო­ბის 1.64%-ს შე­ად­გენს. ევ­რო­კავ­შირ­შიკი, სა­ერ­თო ჯამ­ში ვაქ­ცი­ნა­ცია 10,197,734 მი­ლი­ონ ადა­მი­ანს ჩა­უ­ტარ­და. ყვე­ლა­ზე სწრა­ფი ტემ­პით მო­სახ­ლე­ო­ბის ვაქ­ცი­ნა­ცია ის­რა­ელ­შიმიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­დაც უკვე 4,259,949 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი აიც­რა, რაც მთლი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის 47.07%-ს შე­ად­გენს.

ის­რა­ე­ლის გარ­და, ვაქ­ცი­ნა­ცია სწრა­ფი ტემ­პით არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ა­მი­რო­ებ­სა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­შიმიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­დაც შე­სა­ბა­მი­სად, მო­სახ­ლე­ო­ბის 25.72% (2,764,450) და 11.44%-ს (7,638,543) ვაქ­ცი­ნა­ცია უკვე ჩა­უ­ტარ­დათ.

რაც შე­ე­ხე­ბა, კავ­კა­სი­ის რე­გი­ონს, სა­ქარ­თვე­ლოს მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

  • რუ­სე­თი

"რია ნო­ვოს­ტის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია უკვე 2 მლნ-ზე მეტ ადა­მი­ანს ჩა­უ­ტარ­და. თუმ­ცა Bloomberg-ის მო­ნა­ცე­მე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში მხო­ლოდ 800,000 ადა­მი­ა­ნია აც­რი­ლი.

2020 წლის დე­კემ­ბერ­ში ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში ქვე­ყა­ნა­ში მო­ქა­ლა­ქე­თა კონ­კრე­ტულ­მა ჯგუ­ფებ­მა მი­ი­ღეს ვაქ­ცი­ნა, მათ შო­რის, სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს მუ­შა­კებ­მა, მას­წავ­ლებ­ლებ­მა, სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პი­რებ­მა და მო­ხუც­თა თავ­შე­საფ­რე­ბის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებ­მა. ამ­ჟა­მად კი ვაქ­ცი­ნა­ცია ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს უტარ­დე­ბა.

რუ­სე­თის ვიცე-პრე­მი­ერ­მა ტა­ტი­ა­ნა გო­ლი­კო­ვამ კი 15 იან­ვარს გა­ნა­ცხა­და, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა 18 იან­ვრი­დან და­ი­წყე­ბო­და და პირ­ველ ეტაპ­ზე მხო­ლოდ რუ­სულ ვაქ­ცი­ნას, Sputnik V-ს გა­მო­ი­ყე­ნებ­დნენ. ამა­ვე ვაქ­ცი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბას გეგ­მავს სომ­ხე­თიც.

გარ­და Sputnik V-ისა, რო­მე­ლიც გა­მა­ლე­ი­ას კვლე­ვით­მა ცენ­ტრმა შექ­მნა, რუ­სეთ­ში არ­სე­ბობს სხვა რამ­დე­ნი­მე ვაქ­ცი­ნაც. კვლე­ვით­მა ცენ­ტრმა “Vector” შექ­მნა “EpiVacCorona”, რო­მელ­საც, შემ­ქნე­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, არ გა­აჩ­ნია გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი.

კი­დევ ერთ ვაქ­ცი­ნას ქმნის ჩუ­მა­კო­ვის იმუ­ნო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი ცენ­ტრი, რომ­ლის მი­ღე­ბაც 2021 წლის თე­ბერ­ვლის თვე­შია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. რუ­სეთ­ში ვაქ­ცი­ნა­ცია უფა­სო და მო­ხა­ლი­სე­ობ­რი­ვია.

ვაქ­ცი­ნა Sputnik V მხო­ლოდ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მი­ე­რაა სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი.

პან­დე­მი­ის და­წყე­ბი­დან დღემ­დე რუ­სეთ­ში ვირუ­სის 3,793,810 შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. სულ გარ­დაც­ვლი­ლია 71,651 ადა­მი­ა­ნი.

  • თურ­ქე­თი

თურ­ქეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია უკვე 1,522,684-ზე მეტ ადა­მი­ანს ჩა­უ­ტარ­და.

ან­კა­რამ ჩი­ნუ­რი კომ­პა­ნია Sinovac-ის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნით, CoronaVac-ით, მო­სახ­ლე­ო­ბის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა 14 იან­ვარს და­ი­წყო.

”ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მე­ბის ქვეყ­ნის მას­შტა­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის კუ­თხით ჩვენ გა­მოც­დი­ლი ქვე­ყა­ნა ვართ და ასე­თი პროგ­რა­მე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის სა­ჭი­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რაც გვაქვს. პან­დე­მი­ა­ზე ერ­თად გა­ვი­მარ­ჯვებთ“, - გა­ნა­ცხა­და თურ­ქე­თის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ფაჰ­რე­თინ კო­ჩამ.

თურ­ქეთ­ში, რომ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა 82 მი­ლი­ონს შე­ად­გენს, დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის 2,449,839 მლნ შემ­თხვე­ვაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, აქე­დან ვირუსს 25,476-მდე ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

  • აზერ­ბა­ი­ჯა­ნი

აზერ­ბა­ი­ჯან­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია დღემ­დე 50 000-მდე ადა­მი­ანს ჩა­უ­ტარ­და, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, აც­რი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა ჯან­დაც­ვის სფე­როს მუ­შა­კია.

შე­გახ­სე­ნებთ, აზერ­ბა­ი­ჯან­ში კო­ვიდ 19-ის წი­ნა­აღ­მდეგ მო­სახ­ლე­ო­ბის ვაქ­ცი­ნა­ცია ჩი­ნუ­რი კომ­პა­ნია Sinovac Biotech-ის ვაქ­ცი­ნით 18 იან­ვარს და­ი­წყო. ქვე­ყა­ნა­ში, პირ­ველ ეტაპ­ზე სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს მუ­შა­კე­ბი აიც­რე­ბი­ან, 1-ელი თე­ბერ­ვლი­დან კი 65 წლის ზე­მოთ პი­რე­ბის ვაქ­ცი­ნა­ცია და­ი­წყე­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ აიც­რე­ბი­ან, სპე­ცი­ა­ლურ პას­პორ­ტებს მი­ი­ღე­ბენ.

***

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის თქმით, "ჩვე­ნი მო­ლო­დი­ნია, რომ თე­ბერ­ვლის ბო­ლოს იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ვაქ­ცი­ნა". მი­სი­ვე თქმით, მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს ვაქ­ცი­ნის მო­ცუ­ლო­ბებ­ზეც რათა დრო­უ­ლად და­ი­წყოს ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია.

„ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გეგ­მა, რო­გორც იცით დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია. ჩვენ კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გვაქვს. პირ­ვე­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გეგ­მა ეხე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს. ყვე­ლა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაგ­ზავ­ნი­ლია ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­გან მო­თხოვ­ნა, რომ წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყოს დე­ტა­ლუ­რი სი­ე­ბი იმ პერ­სო­ნალ­ზე, ვინც და­საქ­მე­ბუ­ლია სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.

ვე­ლო­დე­ბით ამ გეგ­მას, ვაქ­ცი­ნის მი­ღე­ბის შემ­დეგ ჩვენ უკვე და­ვი­წყებთ ვაქ­ცი­ნა­ცი­ას. ვაქ­ცი­ნას ვე­ლო­დე­ბით პირ­ველ კვარ­ტალ­ში. უფრო ზუს­ტად ჩვე­ნი მო­ლო­დი­ნი არის, რომ თე­ბერ­ვლის ბო­ლოს ვაქ­ცი­ნა იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ვმუ­შა­ობთ, რა თქმა უნდა, ვაქ­ცი­ნის მო­ცუ­ლო­ბებ­ზე, რათა დრო­უ­ლად და­ვი­წყოთ ფარ­თო ვაქ­ცი­ნა­ცია“, - აცხა­დებს ტი­კა­რა­ძე.

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის თქმით, მო­სახ­ლე­ო­ბის 20%-ის ვაქ­ცი­ნა­ცია „კო­ვაქს“ პლატ­ფორ­მი­დან იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

„სა­უ­ბა­რია მოზ­რდი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 60%-ზე. 20% იქ­ნე­ბა დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი „კო­ვაქს“ პლატ­ფორ­მი­დან, და­ნარ­ჩენ რა­ო­დე­ნო­ბას მი­ვი­ღებთ სხვა მწარ­მო­ებ­ლე­ბის­გან. „კო­ვაქს“ პლატ­ფორ­მი­დან პა­სუხს ვე­ლო­დე­ბით თვის ბო­ლოს“, - აცხა­დებს ტი­კა­რა­ძე.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში ვაქ­ცი­ნა­ცია სა­ვა­რა­უ­დოდ, მარ­ტში და­ი­წყე­ბა.

"29 იან­ვარს ვე­ლო­დე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ისევ კო­ვაქ­სი­დან, რომ პირ­ვე­ლი ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი პარ­ტია, ოღონდ არა “ას­ტრა­ზე­ნე­კა­სი”, არა­მედ ვთქვათ “ფა­ი­ზე­რის” სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბის­თვის მოგ­ვა­წო­დონ.

ჩვენ­თან ამა­ზე მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყეთ და­ახ­ლო­ე­ბით აგ­ვის­ტო­ში. ჩვენ გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი გვაქვს ამ კო­ვაქ­სით ვაქ­ცი­ნის 1 400 000 დოზა, რო­მე­ლიც მოზ­რდი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 20%-სთვი­საა, რო­მე­ლიც პირ­ველ კვარ­ტალ­ში უნდა და­ი­წყოს. კო­ვაქსს აქვს პი­რო­ბა, რომ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს უნდა მო­გა­წო­დოს. ვფიქ­რობ, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ას მარ­ტში და­ვი­წყებთ”, - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

კოვიდ ვაქცინაცია საქართველოს სამეზობლოში - სად რამდენი ადამიანია აცრილი და რომელ ვაქცინებს იყენებენ რუსეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი

კოვიდ ვაქცინაცია საქართველოს სამეზობლოში - სად რამდენი ადამიანია აცრილი და რომელ ვაქცინებს იყენებენ რუსეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი

გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 82.5 მლნ-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. მათ შორის, აშშ-ში 25.6 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, რაც მოსახლეობის 7.81%-ს შეადგენს.

აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება 23 მილიონზე მეტი ვაქცინირებული პაციენტით, რაც მოსახლეობის 1.64%-ს შეადგენს. ევროკავშირში კი, საერთო ჯამში ვაქცინაცია 10,197,734 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა. ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 4,259,949 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც მთლიანი მოსახლეობის 47.07%-ს შეადგენს.

ისრაელის გარდა, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს, სადაც შესაბამისად, მოსახლეობის 25.72% (2,764,450) და 11.44%-ს (7,638,543) ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდათ.

რაც შეეხება, კავკასიის რეგიონს, საქართველოს მეზობელი ქვეყნების მონაცემები ასე გამოიყურება:

  • რუსეთი

"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უკვე 2 მლნ-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. თუმცა Bloomberg-ის მონაცემებით, ქვეყანაში მხოლოდ 800,000 ადამიანია აცრილი.

2020 წლის დეკემბერში ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში ქვეყანაში მოქალაქეთა კონკრეტულმა ჯგუფებმა მიიღეს ვაქცინა, მათ შორის, სამედიცინო სფეროს მუშაკებმა, მასწავლებლებმა, სოციალური სამსახურის თანამშრომლებმა, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარებმა. ამჟამად კი ვაქცინაცია ყველა მოქალაქეს უტარდება.

რუსეთის ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ კი 15 იანვარს განაცხადა, რომ ვაქცინაციის პროგრამა 18 იანვრიდან დაიწყებოდა და პირველ ეტაპზე მხოლოდ რუსულ ვაქცინას, Sputnik V-ს გამოიყენებდნენ. ამავე ვაქცინის გამოყენებას გეგმავს სომხეთიც.

გარდა Sputnik V-ისა, რომელიც გამალეიას კვლევითმა ცენტრმა შექმნა, რუსეთში არსებობს სხვა რამდენიმე ვაქცინაც. კვლევითმა ცენტრმა “Vector” შექმნა “EpiVacCorona”, რომელსაც, შემქნელების განცხადებით, არ გააჩნია გვერდითი ეფექტები.

კიდევ ერთ ვაქცინას ქმნის ჩუმაკოვის იმუნობიოლოგიური კვლევისა და განვითარების ფედერალური ცენტრი, რომლის მიღებაც 2021 წლის თებერვლის თვეშია მოსალოდნელი. რუსეთში ვაქცინაცია უფასო და მოხალისეობრივია.

ვაქცინა Sputnik V მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტროს მიერაა სერტიფიცირებული.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში ვირუსის 3,793,810 შემთხვევაა დაფიქსირებული. სულ გარდაცვლილია 71,651 ადამიანი.

  • თურქეთი

თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უკვე 1,522,684-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა.

ანკარამ ჩინური კომპანია Sinovac-ის მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, CoronaVac-ით, მოსახლეობის ვაქცინაციის პროგრამა 14 იანვარს დაიწყო.

”ვაქცინაციის პროგრამების ქვეყნის მასშტაბით განხორციელების კუთხით ჩვენ გამოცდილი ქვეყანა ვართ და ასეთი პროგრამების ორგანიზებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურაც გვაქვს. პანდემიაზე ერთად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ.

თურქეთში, რომლის მოსახლეობა 82 მილიონს შეადგენს, დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსის 2,449,839 მლნ შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 25,476-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

  • აზერბაიჯანი

აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღემდე 50 000-მდე ადამიანს ჩაუტარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აცრილი მოქალაქეების უმეტესობა ჯანდაცვის სფეროს მუშაკია.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანში კოვიდ 19-ის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია ჩინური კომპანია Sinovac Biotech-ის ვაქცინით 18 იანვარს დაიწყო. ქვეყანაში, პირველ ეტაპზე სამედიცინო სფეროს მუშაკები აიცრებიან, 1-ელი თებერვლიდან კი 65 წლის ზემოთ პირების ვაქცინაცია დაიწყება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ის მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ აიცრებიან, სპეციალურ პასპორტებს მიიღებენ.

***

რაც შეეხება საქართველოს, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, "ჩვენი მოლოდინია, რომ თებერვლის ბოლოს იქნება საქართველოში ვაქცინა". მისივე თქმით, მუშაობა მიმდინარეობს ვაქცინის მოცულობებზეც რათა დროულად დაიწყოს ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

„ვაქცინაციის გეგმა, როგორც იცით დამტკიცებულია. ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები გვაქვს. პირველი ვაქცინაციის გეგმა ეხება სამედიცინო პერსონალს. ყველა სამედიცინო დაწესებულებაში გადაგზავნილია ჯანდაცვის სამინისტროსგან მოთხოვნა, რომ წარმოდგენილი იყოს დეტალური სიები იმ პერსონალზე, ვინც დასაქმებულია სამედიცინო დაწესებულებაში.

ველოდებით ამ გეგმას, ვაქცინის მიღების შემდეგ ჩვენ უკვე დავიწყებთ ვაქცინაციას. ვაქცინას ველოდებით პირველ კვარტალში. უფრო ზუსტად ჩვენი მოლოდინი არის, რომ თებერვლის ბოლოს ვაქცინა იქნება საქართველოში. ვმუშაობთ, რა თქმა უნდა, ვაქცინის მოცულობებზე, რათა დროულად დავიწყოთ ფართო ვაქცინაცია“, - აცხადებს ტიკარაძე.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მოსახლეობის 20%-ის ვაქცინაცია „კოვაქს“ პლატფორმიდან იქნება შესაძლებელი.

„საუბარია მოზრდილი მოსახლეობის 60%-ზე. 20% იქნება დაკმაყოფილებული „კოვაქს“ პლატფორმიდან, დანარჩენ რაოდენობას მივიღებთ სხვა მწარმოებლებისგან. „კოვაქს“ პლატფორმიდან პასუხს ველოდებით თვის ბოლოს“, - აცხადებს ტიკარაძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინაცია სავარაუდოდ, მარტში დაიწყება.

"29 იანვარს ველოდებით გადაწყვეტილებას ისევ კოვაქსიდან, რომ პირველი ლიმიტირებული პარტია, ოღონდ არა “ასტრაზენეკასი”, არამედ ვთქვათ “ფაიზერის” სამედიცინო პერსონალის გარკვეული ჯგუფებისთვის მოგვაწოდონ.

ჩვენთან ამაზე მუშაობა დავიწყეთ დაახლოებით აგვისტოში. ჩვენ გარანტირებული გვაქვს ამ კოვაქსით ვაქცინის 1 400 000 დოზა, რომელიც მოზრდილი მოსახლეობის 20%-სთვისაა, რომელიც პირველ კვარტალში უნდა დაიწყოს. კოვაქსს აქვს პირობა, რომ ერთი წლის განმავლობაში ეს უნდა მოგაწოდოს. ვფიქრობ, რომ ვაქცინაციას მარტში დავიწყებთ”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ჩინეთში კორონავირუსის გამოსავლენად ანალურ ტესტს აკეთებენ

ეფექტურია თუ არა Pfizer-ის ვაქცინა Covid 19-ის "სამხრეთ აფრიკული" ვარიანტის მუტაციების წინააღმდეგ - რა აჩვენა კვლევამ

კიმ ჩენ ინის ფუფუნებით სავსე ცხოვრება - 8 მილიონიანი იახტა და მდიდრული ავტომობილები: რაში ხარჯავს ფულს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი