სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვეგონა ყველაფერი უკან მოვიტოვეთ, თუმცა თავიდან იწყება... ის ჩემი ერთადერთი, ნანატრი შვილია" -  4 წლის გოგონას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
"გვეგონა ყველაფერი უკან მოვიტოვეთ, თუმცა თავიდან იწყება... ის ჩემი ერთადერთი, ნანატრი შვილია" -  4 წლის გოგონას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

4 წლის ქეით ახვვლე­დი­ანს, რო­მე­ლიც ლე­ი­კე­მი­ას ებ­რძვის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა. ინ­ფორ­მა­ცი­ას "ფე­ის­ბუქ­ზე" გო­გო­ნას დედა კა­რი­ნა გრი­გო­რი­ა­ნი ავ­რცე­ლებს.

ქე­ი­თის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ერთი წლის წინ შე­ი­ტყო, თუმ­ცა მა­შინ ცნო­ბი­ლი გახ­და, გო­გო­ნამ მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი გა­ი­ა­რა და მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა და­ა­მარ­ცხა.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, და­ა­ვა­დე­ბა შე­მობ­რუნ­და და ხე­ლა­ხა­ლი მკურ­ნა­ლო­ბაა სა­ჭი­რო. ქეით ახვლე­დი­ანს ძვლის ტვი­ნის გა­და­ნერგვა ესა­ჭი­რო­ე­ბა. ოპე­რა­ცია სა­ზღვარ­გა­რეთ უნდა გა­კეთ­დეს, რისი სა­შუ­ა­ლე­ბაც ოჯახს არ გა­აჩ­ნია.

"ეს ჩემი ქე­ი­თია, ის ჩემი ერ­თა­დერ­თი ნა­ნატ­რი შვი­ლია, რო­მე­ლიც ოთხი წლის წინ და­ი­ბა­და და ერ­თი­ა­ნად შეც­ვა­ლა ჩემი ცხოვ­რე­ბა. ღმერ­თო რა ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, ახ­ლაც ვარ უბ­რა­ლოდ ძა­ლი­ან მე­ში­ნია ამ ბედ­ნი­ე­რე­ბის და­კარ­გვის ყვე­ლა­ფე­რი ორი წლის წინ და­ი­წყო რო­დე­საც რა­ი­ონ­ში წა­ვიყ­ვა­ნე და­სას­ვე­ნებ­ლად და მა­ღა­ლი სი­ცხე­ე­ბი და­ე­წყო. ის პე­რი­ო­დი იყო რო­დე­საც ღო­რის გრი­პის გამო ადა­მი­ა­ნე­ბი იღუ­პე­ბოდ­ნენ. შე­მე­შინ­და ღო­რის გრი­პი არ ყო­ფი­ლი­ყო ექი­მებ­საც ვე­კი­თხე­ბო­დი ხომმლ არ იყო ეს ის გრი­პი თუმ­ცა მპა­სუ­ხობ­დნენ რომ ნუ მე­ში­ნია, რად­გან ჯერ იმ რა­ი­ონ­ში არ­ცერ­თი შემ­თხვე­ვა არ იყო და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. სი­ცხე­ე­ბი კი არ უვარ­დე­ბო­და. დავ­რე­კე მის ექიმ­თან თბი­ლის­ში ავუხ­სე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა და მი­თხრა ამე­ღო სიდხ­ლის ანა­ლი­ზი და გა­მო­ეგ­ზავ­ნა და მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა. წა­ვე­დით ად­გი­ლობ­რივ კლი­ნი­კა­ში ავი­ღეთ ანა­ლი­ზი და გვი­თხრეს რომ სა­ა­თი ნა­ხე­ვარ­ში იქ­ნე­ბო­და პა­სუ­ხი. ის ის იყო კლი­ნი­კი­დან მი­ვე­დით სახ­ლში რომ ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი თავ­კუდ­მოგ­ლე­ჯი­ლი შე­მო­ვარ­და არა­ფე­რი არ აგ­ვიხ­სნა და გვი­თხრა რომ სას­წრა­ფოდ თბი­ლის­ში მივ­დი­ვართ.

ჩავ­ჯე­ქით მან­ქა­ნა­ში ვე­კი­თხე­ბი რა მოხ­და მი­თხა­რით­ქო.არ ვიცი მი­თხრეს რომ ცუდი ანა­ლი­ზე­ბი აქვს სას­წა­რა­ფოდ წა­იყ­ვა­ნეო. მე­გო­ნა მი­მა­ლავ­და რა­ღა­ცას და ვეხ­ვე­წე­ბო­დი რომ ეთ­ქვა ღო­რის გრი­პი იყო თუ არა. ჩა­მო­ვე­დით თბი­ლის­ში, მოვ­ხვდით ეგ­რე­ვე რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში შე­ა­ერ­თეს სხვა­დას­ხვა აპა­რატ­ზე და იმ წუ­თი­დან ყვე­ლა­ფე­რი ბუნ­დოვ­ნად მახ­სოვს. ამო­დი­ოდ­ნენ ექი­მე­ბი უკე­თებ­დნენ სხვა­დას­ხვა ანა­ლი­ზებს რა­ღა­ცე­ებს მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ რო­მე­ლიც არ მეს­მო­და მხო­ლოდ კალ­თა­ში მყავ­და ბავ­შვი მაგ­რა ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლი (რად­გან ლო­გინ­ში არ ჩერ­დე­ბო­და) რამ­დე­ნი­მე დღემ ასე გა­ი­ა­რა. ვუ­ყუ­რებ­დი რო­გორ იღუ­პე­ბოდ­ნენ ბავ­შვე­ბი იმ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და მე­ში­ნო­და შემ­დე­გი ჩვენ არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვით. ბო­ლოს კი მი­თხრეს რომ მას ჰქონ­და ლე­ი­კე­მია და ასე­ვე ღო­რის გრი­პი, რომ­ლის­გა­ნაც უკვე გან­კურ­ნე­ბუ­ლი იყო.

ლე­ი­კე­მია მხო­ლოდ ტე­ლე­ვი­ზორ­ში მქონ­და გა­გე­ბუ­ლი სა­დაც ხალ­ხი დახ­მა­რე­ბას ითხოვ­და, შემ­დეგ გა­ვი­გე რომ ეს იყო იგი­ვე სის­ხლის გა­თეთ­რე­ბა, თუმ­ცა მამ­შვი­დებ­დნენ, რომ მას არ ჰქონ­და რთუ­ლი ფორ­მა ეს სა­ქარ­თვე­ლო­შიც კი იმ­კურ­ნე­ბო­და, აი რი­სიც უნდა შემ­ში­ნე­ბო­და ეს იყო რე­ცი­დი­ვი, რო­მელ­ზეც რა­ტომ­ღაც ყვე­ლა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო რომ ქე­ითს არ და­ე­მარ­თე­ბო­და, რად­გან კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით რე­ცი­დი­ვის შან­სი იყო 0.04%. მე­ო­რედ თავ­ზა­რი და­მე­ცა რო­დე­საც მი­თხრეს რომ ქი­მი­ე­ბით აპი­რებ­დნენ მკურ­ნა­ლო­ბას არც ეს ვი­ცო­დი, და ბო­ლოს რო­დე­საც ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლე ეს იყო ქი­მი­ე­ბის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი თრომ­ბი ფაქ­ტი­უ­რად მე­ო­რედ გა­და­ურ­ჩა სიკ­ვდილს. ენით აუღ­წე­ე­ე­ლი დღე­ე­ბი გა­ვი­ა­რე ღამე არ ვი­ძი­ნებ­დი მე­ში­ნო­და ვა­ი­თუ დი­ლით ცო­ცხა­ლი არ დამ­ხვედ­რო­და, და რო­დე­საც მა­ინც და­მე­ძი­ნე­ბო­და და თვალს ვა­ხელ­დი ეგ­რე­ვე გი­ჟი­ვით მივ­ვარ­დე­ბო­დი ვაკ­ვირ­დე­ბო­დი სუნ­თქავ­და თუ არა...

ასე გა­დი­ო­და თვე­ე­ბი ვი­ჯე­ქი მის ლო­გინ­თან და ღა­მე­ებს ვა­თე­ნებ­დი ქი­მი­ის თვლით რო­მე­ლიც წვე­თი წვე­თი ის­მე­ბო­და მის სხე­ულ­ში... და ეს ყვე­ლა­ფე­რი შარ­შან დას­რულ­და. გა­ვი­მარ­ჯვეთ, და­ვა­მარ­ცხეთ, მი­უ­ხე­და­ვად პან­დე­მი­ი­დან ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი სახ­ლში რომ ვი­ყა­ვი გა­მო­კე­ტი­ლი ჩემს შვილ­თან ერ­თად გა­მო­კე­ტი­ლი მო­ვი­და ახა­ლი წელი ათა­სი სი­ურპრი­ზი მო­ვუმ­ზა­დე ახა­ლი წლის შემ­დეგ კი და­ბა­დე­ბის დღე ჰქონ­და. ოთხი წლის გახ­და გვე­გო­ნა ყვე­ლა­ფე­რი უკან მო­ვი­ტო­ვეთ თუმ­ცა კლი­ნი­კა­ში მო­რიგ კონ­ტროლ­ზე მი­სუ­ლებს შეგ­ვა­ტყო­ბი­ნეს რომ რე­ცი­დი­ვი აქვს... ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან იწყე­ბა თუმ­ცა ამ­ჯე­რად ფი­ნა­ლი არ ვი­ცით... მას ძვლის ტვი­ნის გა­და­ნერგვა სჭირ­დე­ბა რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ კეთ­დე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ კი დიდი თან­ხა სჭირ­დე­ბა..." - წერს გო­გო­ნას დედა.

დახ­მა­რე­ბის მრუს­ვე­ლებს თან­ხის ჩა­რი­ცხვა შე­უძ­ლი­ათ:

0901200127 - ზარი ერთი ლარი.

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი - GE95BG0000000345929036

მიმ­ღე­ბი დედა კა­რი­ნა გრი­გო­რი­ან

ითი­ბი­სი ბან­კი - GE60TB7108745064300024

მიმ­ღე­ბი მამა და­ვით ახვლე­დი­ა­ნი

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
3

ყველამ უნდა დავეხმაროთ

დ გ
1

მართლაც მეგობრებო გთხოვთ დავეხმაროთ ქალბატონო კარინა ყველაფერი კარგად იქნება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"გვეგონა ყველაფერი უკან მოვიტოვეთ, თუმცა თავიდან იწყება... ის ჩემი ერთადერთი, ნანატრი შვილია" -  4 წლის გოგონას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

"გვეგონა ყველაფერი უკან მოვიტოვეთ, თუმცა თავიდან იწყება... ის ჩემი ერთადერთი, ნანატრი შვილია" -  4 წლის გოგონას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

4 წლის ქეით ახვვლედიანს, რომელიც ლეიკემიას ებრძვის, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. ინფორმაციას "ფეისბუქზე" გოგონას დედა კარინა გრიგორიანი ავრცელებს.

ქეითის შესახებ საზოგადოებამ ერთი წლის წინ შეიტყო, თუმცა მაშინ ცნობილი გახდა, გოგონამ მკურნალობის კურსი გაიარა და მძიმე დაავადება დაამარცხა.

როგორც აღმოჩნდა, დაავადება შემობრუნდა და ხელახალი მკურნალობაა საჭირო. ქეით ახვლედიანს ძვლის ტვინის გადანერგვა ესაჭიროება. ოპერაცია საზღვარგარეთ უნდა გაკეთდეს, რისი საშუალებაც ოჯახს არ გააჩნია.

"ეს ჩემი ქეითია, ის ჩემი ერთადერთი ნანატრი შვილია, რომელიც ოთხი წლის წინ დაიბადა და ერთიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ღმერთო რა ბედნიერი ვიყავი, ახლაც ვარ უბრალოდ ძალიან მეშინია ამ ბედნიერების დაკარგვის ყველაფერი ორი წლის წინ დაიწყო როდესაც რაიონში წავიყვანე დასასვენებლად და მაღალი სიცხეები დაეწყო. ის პერიოდი იყო როდესაც ღორის გრიპის გამო ადამიანები იღუპებოდნენ. შემეშინდა ღორის გრიპი არ ყოფილიყო ექიმებსაც ვეკითხებოდი ხომმლ არ იყო ეს ის გრიპი თუმცა მპასუხობდნენ რომ ნუ მეშინია, რადგან ჯერ იმ რაიონში არცერთი შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული. სიცხეები კი არ უვარდებოდა. დავრეკე მის ექიმთან თბილისში ავუხსენი მდგომარეობა და მითხრა ამეღო სიდხლის ანალიზი და გამოეგზავნა და მეჩვენებინა. წავედით ადგილობრივ კლინიკაში ავიღეთ ანალიზი და გვითხრეს რომ საათი ნახევარში იქნებოდა პასუხი. ის ის იყო კლინიკიდან მივედით სახლში რომ ჩემი ბიძაშვილი თავკუდმოგლეჯილი შემოვარდა არაფერი არ აგვიხსნა და გვითხრა რომ სასწრაფოდ თბილისში მივდივართ.

ჩავჯექით მანქანაში ვეკითხები რა მოხდა მითხარითქო.არ ვიცი მითხრეს რომ ცუდი ანალიზები აქვს სასწარაფოდ წაიყვანეო. მეგონა მიმალავდა რაღაცას და ვეხვეწებოდი რომ ეთქვა ღორის გრიპი იყო თუ არა. ჩამოვედით თბილისში, მოვხვდით ეგრევე რეანიმაციაში შეაერთეს სხვადასხვა აპარატზე და იმ წუთიდან ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს. ამოდიოდნენ ექიმები უკეთებდნენ სხვადასხვა ანალიზებს რაღაცეებს მეუბნებოდნენ რომელიც არ მესმოდა მხოლოდ კალთაში მყავდა ბავშვი მაგრა ჩახუტებული (რადგან ლოგინში არ ჩერდებოდა) რამდენიმე დღემ ასე გაიარა. ვუყურებდი როგორ იღუპებოდნენ ბავშვები იმ განყოფილებაში და მეშინოდა შემდეგი ჩვენ არ ვყოფილიყავით. ბოლოს კი მითხრეს რომ მას ჰქონდა ლეიკემია და ასევე ღორის გრიპი, რომლისგანაც უკვე განკურნებული იყო.

ლეიკემია მხოლოდ ტელევიზორში მქონდა გაგებული სადაც ხალხი დახმარებას ითხოვდა, შემდეგ გავიგე რომ ეს იყო იგივე სისხლის გათეთრება, თუმცა მამშვიდებდნენ, რომ მას არ ჰქონდა რთული ფორმა ეს საქართველოშიც კი იმკურნებოდა, აი რისიც უნდა შემშინებოდა ეს იყო რეციდივი, რომელზეც რატომღაც ყველა დარწმუნებული იყო რომ ქეითს არ დაემართებოდა, რადგან კვლევების მიხედვით რეციდივის შანსი იყო 0.04%. მეორედ თავზარი დამეცა როდესაც მითხრეს რომ ქიმიებით აპირებდნენ მკურნალობას არც ეს ვიცოდი, და ბოლოს როდესაც ძალიან ვინერვიულე ეს იყო ქიმიებისგან გამოწვეული თრომბი ფაქტიურად მეორედ გადაურჩა სიკვდილს. ენით აუღწეეელი დღეები გავიარე ღამე არ ვიძინებდი მეშინოდა ვაითუ დილით ცოცხალი არ დამხვედროდა, და როდესაც მაინც დამეძინებოდა და თვალს ვახელდი ეგრევე გიჟივით მივვარდებოდი ვაკვირდებოდი სუნთქავდა თუ არა...

ასე გადიოდა თვეები ვიჯექი მის ლოგინთან და ღამეებს ვათენებდი ქიმიის თვლით რომელიც წვეთი წვეთი ისმებოდა მის სხეულში... და ეს ყველაფერი შარშან დასრულდა. გავიმარჯვეთ, დავამარცხეთ, მიუხედავად პანდემიიდან ბედნიერი ვიყავი სახლში რომ ვიყავი გამოკეტილი ჩემს შვილთან ერთად გამოკეტილი მოვიდა ახალი წელი ათასი სიურპრიზი მოვუმზადე ახალი წლის შემდეგ კი დაბადების დღე ჰქონდა. ოთხი წლის გახდა გვეგონა ყველაფერი უკან მოვიტოვეთ თუმცა კლინიკაში მორიგ კონტროლზე მისულებს შეგვატყობინეს რომ რეციდივი აქვს... ყველაფერი თავიდან იწყება თუმცა ამჯერად ფინალი არ ვიცით... მას ძვლის ტვინის გადანერგვა სჭირდება რომელიც საქართველოში არ კეთდება საზღვარგარეთ კი დიდი თანხა სჭირდება..." - წერს გოგონას დედა.

დახმარების მრუსველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ:

0901200127 - ზარი ერთი ლარი.

საქართველოს ბანკი - GE95BG0000000345929036

მიმღები დედა კარინა გრიგორიან

ითიბისი ბანკი - GE60TB7108745064300024

მიმღები მამა დავით ახვლედიანი

"სამწუხაროდ, ნაკლებად დაცული აღმოჩნდნენ 65 წელს გადაცილებულნი..." - რას წერს ნანა გეგეჭკორით კოვიდით რეინფიცირებაზე?

"მე და ჩემი ბიძაშვილები, ჩემი ოჯახის პატრიარქთან ერთად... 40 წლის წინ და გუშინწინ..." - რა ფოტოს აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილი

"ჯანსუ-ღა"-თი ვერ მიმართავდით სიცოცხლეში... ახსოვს მამას სამეგობროს თქვენს მიმართ ჯანსუღის ნასროლი რეპლიკა: "ამაშუკელი, ტ…კი დააყე, თამაშს უკელი" - თაკო ჩარკვიანი რეზო ამაშუკელს მიმართავს