სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მწვერვალზე რომ ავედით, ერთმა სალამური ამოიღო და დააკვნესა..." - ცნობილი ქირურგის უცნობი გატაცება და მთის თავგადასავლები
"მწვერვალზე რომ ავედით, ერთმა სალამური ამოიღო და დააკვნესა..." - ცნობილი ქირურგის უცნობი გატაცება და მთის თავგადასავლები

ყვე­ლას­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი გუგა ქა­ში­ბა­ძე მოყ­ვა­რუ­ლი მთამ­სვლე­ლია - ასუ­ლია "მყინ­ვარწვერ­ზე", რამ­დენ­ჯერ­მე "ია­კობ გო­გე­ბაშ­ვილ­ზე", ასე­ვე "გუ­რამ თი­კა­ნა­ძე­სა" და "გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვილ­ზე", "თეთ­ნულ­დზე" ას­ვლის ორი უშე­დე­გო მცდე­ლო­ბა ჰქონ­და, თუმ­ცა წელს იქ კი­დევ ერთხელ გეგ­მავს დაბ­რუ­ნე­ბას - "უნდა ვცა­დოო" - ამ­ბობს...

პან­დე­მი­ის დროს "გო­გე­ბაშ­ვილ­ზე" კი­დევ ერთხელ მე­გო­ბარ­თან ერ­თად იყო. გვიხ­სნის, რო­დის, რა უნდა იცო­დეს ადა­მი­ან­მა, რო­მე­ლიც მწვერ­ვალ­ზე ას­ვლას აპი­რებს: "ზამ­თრის ას­ვლა რომ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლო, გან­სა­კუთ­რე­ბულ ფორ­მა­ში უნდა იყო, რად­გა­ნაც ამ პე­რი­ოდ­ში სი­ტუ­ა­ცია რთულ­დე­ბა - დღე მოკ­ლეა, კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბი ცვა­ლე­ბა­დი, სი­ცი­ვე ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზმს ფი­ტავს, მთას კი დიდი ენერ­გია და ფორ­მა­ში ყოფ­ნა სჭირ­დე­ბა".

- რო­დის და­ი­წყო თქვე­ნი ეს გა­ტა­ცე­ბა?

- სამ­წუ­ხა­როდ, ად­რე­ულ წლებ­ში არ ვი­ყა­ვი ამით და­კა­ვე­ბუ­ლი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დედა, ნანა იაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ით მიკ­რო­ბი­ო­ლო­გია, მთამ­სვლე­ლიც იყო და პირ­ველ­თან­რი­გო­სა­ნია, ამ ყვე­ლაფ­რით არას­დროს და­ვინ­ტე­რე­სე­ბულ­ვარ... შე­იძ­ლე­ბა, პე­რი­ო­დი იყო ისე­თი, ან სა­მე­გობ­რო­ში არა­ვინ იყო, ვის­თან ერ­თა­დაც ამას შევ­ძლებ­დი. მახ­სოვს, ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­ში, სა­ვარ­ჯი­შო კლდე იყო ხოლ­მე, სა­დაც მეკლდე­უ­რე­ბი ცოც­ვა­ში ვარ­ჯი­შობ­დნენ. სო­ლო­ლაკ­ში ვცხოვ­რობ­დით და ხში­რად ვსტუმ­რობ­დი იქა­უ­რო­ბას და ვუ­ყუ­რებ­დი, ახალ­გაზ­რდე­ბი რო­გორ ვარ­ჯი­შობ­დნენ...

მოკ­ლედ, მთით საკ­მა­ოდ გვი­ან, 5-6 წლის წინ და­ვინ­ტე­რეს­დი. ისე, ქვეც­ნო­ბი­ე­რად ალ­ბათ სულ მქონ­და სურ­ვი­ლი, წავ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, რა­ღა­ცას ვე­ლო­დე­ბო­დი. მერე ჩემს მე­წყვი­ლეს, როს­ტომს ვუ­თხა­რი, - მყინ­ვარწვერ­ზე მინ­და ას­ვლა-მეთ­ქი. პირ­და­პირ მან­დე­დან ვერა და "ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლით" და­ვი­წყო­თო. გუ­და­ურ­თან ახ­ლო­საა 3 400 მ-ია და იქ წა­ვე­დით. ორ­დღი­ა­ნი მარ­შრუ­ტი იყო. პირ­ველ დღეს ნის­ლის გამო ვერ ავე­დით, ღამე იქ გა­ვა­თე­ნეთ. ეს იყო სა­ოც­რე­ბა.

ყვე­ლა სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად აღ­წერს მთა­ში სი­ა­რულს, ას­ვლას, მაგ­რამ არ ვიცი, ამა­ზე მეტი სი­ა­მოვ­ნე­ბა რა უნდა იყოს?!

- თქვენ რო­გორ აღ­წერთ?

- ერთი შე­ხედ­ვით, ვი­თომ ხომ ვიც­ნობთ სა­კუ­თარ თავს, ფი­ზი­კურ, მო­რა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, მაგ­რამ მთა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ შენს თავს ბო­ლომ­დე არ იც­ნობ. გა­ცი­ლე­ბით მე­ტის გა­კე­თე­ბა შე­გიძ­ლია. ის ყვე­ლა­ფე­რი გა­მოც­და­სა­ვი­თაა. სე­რი­ო­ზულ გა­მოც­დას აბა­რებ საფრ­თხეს­თან, სი­ა­მოვ­ნე­ბას­თან - ყვე­ლა­ფე­რი ერ­თა­დაა...

- და და­ი­პყა­რით "ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი"?

- "და­პყრო­ბა" - ასე თქმა არ შე­იძ­ლე­ბა. მთის­თვის ეს შე­უ­რა­ცხყო­ფა­სა­ვი­თაა. იტყვი­ან - მთა­ზე ავე­დი, ან მთამ მი­მი­ღო... იქ ყო­ველ­თვის ხი­ფა­თია, ამი­ტომ თა­მა­ში არ შე­იძ­ლე­ბა. წვრილ­მა­ნებს, თი­თო­ე­ულ ნა­ბიჯს მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა თოკ­ში შენს მე­წყვი­ლეს­თან ერ­თად ხარ ჩაბ­მუ­ლი. სა­ერ­თოდ სხვა გან­წყო­ბაა. იმ დროს მხო­ლოდ შენს თავ­ზე არ ხარ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. პა­სუხს სხვა­ზეც აგებ. მოკ­ლედ, სულ სხვა შეგ­რძნე­ბე­ბია...

თეთ­ნულ­დზე

- რო­გორ ემ­ზა­დე­ბით მთის­თვის?

- მომ­ზა­დე­ბა ყვე­ლას სჭირ­დე­ბა. აკ­ლი­მა­ტი­ზა­ცია უნდა გა­ი­ა­რო, ფი­ზი­კუ­რად მხნედ უნდა იყო... თამ­ბა­ქოს არ ვე­წე­ვი, ალ­კოჰოლს იშ­ვი­ა­თად ვსვამ, ვცდი­ლობ, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბა მქონ­დეს. მამა და­ვით­თან ვცხოვ­რობთ, მთაწ­მინ­და­ზე ას­ვლა-ჩა­მოს­ვლა შა­ბათ-კვი­რას გა­მო­წე­რი­ლი მაქვს. ვე­ლო­სი­პე­დით ხში­რად ავ­დი­ვარ, ვცდი­ლობ, ზედ­მე­ტი წონა არ მქონ­დეს, ფი­ზი­კუ­რად აქ­ტი­უ­რი ვიყო, რად­გან მწვერ­ვა­ლი პა­ტა­რა ნი­უ­ანსსაც არ გა­პა­ტი­ობს...

სა­კუ­თა­რი თავი გა­მოც­დის წი­ნა­შე მთა­ში ყოფ­ნი­სას და­ვა­ყე­ნე და მივ­ხვდი, რომ ის, რაც მა­ნამ­დე მო­უგ­ვა­რე­ბელ პრობ­ლე­მად მეჩ­ვე­ნე­ბო­და, ყვე­ლა­ფე­რი უმ­ნიშ­ვნე­ლოა და მარ­ტი­ვად მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი. იქი­დან ჩა­მო­სუ­ლი ისე­თი ენერ­გი­ის და ძა­ლის მო­ზღვა­ვე­ბას ვგრძნობ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მთლი­ა­ნად გცვლის.

გუგა ქა­ში­ბა­ძის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი მწვერ­ვა­ლი უშბა

- თოკ­ში ჩაბ­მა აუ­ცი­ლე­ბე­ლია?

- კი, რად­გა­ნაც არ­სე­ბობს ნაპ­რალ­ში ჩა­ვარ­დნის საფრ­თხე. თუ ერთი ჩა­ვარ­და, ზე­ვით ერთი მა­ინც რომ დარ­ჩეს, ქედ­ზე გა­დას­ვლი­სას თუ ერთ-ერთი ერთ მხა­რეს ვარ­დე­ბა, მე­ო­რე მე­ო­რე მხრი­დან იკა­ვებს, რომ არ მო­წყდეს. ასეთ დროს უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბიც არის ხოლ­მე...

რის­კე­ბი დი­დია, მაგ­რამ თუ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის და­გეგ­მი­ლი, რის­კი მი­ნი­მა­ლუ­რია. დიდ ძა­ლას ითხოვს, ამას ემა­ტე­ბა დაღ­ლა, სი­ცი­ვე, რა დრო­საც ყუ­რა­დღე­ბა უნებ­ლი­ედ იფან­ტე­ბა. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით დაშ­ვე­ბი­სას ხდე­ბა.

- დაშ­ვე­ბა უფრო ძნე­ლია?

- ამ­ბო­ბენ, მეტი ყუ­რა­დღე­ბაა სა­ჭი­როო. პრო­ცენ­ტუ­ლად დაშ­ვე­ბი­სას მეტი სა­ხი­ფა­თო სი­ტუ­ა­ცია იქ­მნე­ბა. ეს შე­იძ­ლე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რიც იყოს - რა­ღა­ცას მი­აღ­წიე, სი­მაღ­ლე­ზე ახ­ვე­დი და ჩა­მოს­ვლი­სას დე­ტა­ლებს ყუ­რა­დღე­ბას აღარ აქ­ცევ, დუნ­დე­ბი... ისე, ჩემი მხრი­დან ცოტა თა­მა­მა­დაც კი გა­მო­დის ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი...

- ეს ხომ თქვე­ნი გა­ტა­ცე­ბაა და არა პრო­ფე­სია. რა მოხ­და მერე?

- კი, გა­ტა­ცე­ბაა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი სპორ­ტია... სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­გა­რი ად­გი­ლე­ბი გვაქვს, ჩვე­ნი მთე­ბის სა­ნა­ხა­ვად სა­ი­დან არ ჩა­მო­დი­ან, რამ­ხე­ლა გზას გა­დი­ან. ამ დროს აქვე დღე-ნა­ხევ­რის, ერთი დღის სა­ვალ­ზე გვაქვს ეს ად­გი­ლე­ბი, მაგ­რამ იქ ად­რე­ულ წლებ­ში იშ­ვი­ა­თად თუ შეხ­ვდე­ბო­დი ქარ­თველს. სულ უცხო­ე­ლე­ბი და­დი­ოდ­ნენ...

"ყაზ­ბეგ­ზე" ას­ვლის წინ მე­ტე­ო­სად­გუ­ზე ვი­ყა­ვით და გო­გო­ნა შე­უძ­ლოდ გახ­და. რო­გორც ექიმ­მა, დახ­მა­რე­ბა ვცა­დე, წნე­ვის აპა­რა­ტი მო­ვი­კი­თხე. მი­თხრეს, პა­რა­მე­დი­კო­სე­ბი მოვ­ლენ და დახ­მა­რე­ბას აღ­მო­უ­ჩე­ნე­ნო. ვი­ფიქ­რე ქარ­თვე­ლე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ 2 პო­ლო­ნე­ლი მო­ვი­და... აღ­მოჩ­ნდა, რომ იქ იმ­დე­ნი პო­ლო­ნე­ლი და­დი­ო­და, ცუ­დად გახ­დო­მის ფაქ­ტე­ბიც ხში­რი იყო და მთავ­რო­ბამ და­ფი­ნან­სე­ბა გა­მო­ყო, ორ­კვი­რი­ა­ნი მო­რი­გე­ო­ბაც შე­მო­ი­ღეს, კა­რა­ვი ჰქონ­დათ გა­მარ­თუ­ლი. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ადა­მი­ა­ნებს ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ.

- წარ­სულ­ში მთამ­სვლე­ლი დედა, რო­გორ შეხ­ვდა თქვენს ამ გა­ტა­ცე­ბას?

- რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და, არ გა­ხა­რე­ბო­და? სა­ერ­თოდ, ვინ­მეს მთა­ში სი­ა­რუ­ლი შე­იძ­ლე­ბა, არ მო­უ­წო­ნო და არ გა­გი­ხარ­დეს? ვი­მე­ო­რებ, ვაჟ­კა­ცუ­რი სპორ­ტია. ამის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი უნარ-ჩვე­ვე­ბი თუ არ გაქვს, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლად ვერ ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბი, და­მა­ტე­ბით კი­დევ სხვა რა­ღა­ცე­ბიც გჭირ­დე­ბა - სი­მა­მა­ცე, მე­გობ­რო­ბა და ა.შ. მა­გა­ლი­თად, ექ­სტრე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, როცა ჟანგბა­დი გა­იშ­ვი­ა­თე­ბუ­ლია, აზ­რე­ბიც სხვა­ნა­ი­რი გაქვს და ქცე­ვე­ბიც...

- ოდეს­მე ასეთ დროს ლექ­სე­ბის თქმის ხა­სი­ათ­ზეც ხომ არ დამ­დგარ­ხართ?

- სხვა­თა შო­რის, "ია­კობ გო­გე­ბაშ­ვილ­ზე" რომ ავე­დით, სამ­ნი ვი­ყა­ვით და ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნელ­მა გვი­თხრა, - თქვენ­თვის სი­ურპრი­ზი მაქ­ვსო... ნე­ტავ, რას გვიმ­ზა­დებს-მეთ­ქი? სა­ლა­მუ­რი ამო­ი­ღო და და­აკ­ვნე­სა. იმ დროს მთის წვერ­ზე ვი­დე­ქით, ქვე­მოთ ღრუბ­ლე­ბი იყო, კავ­კა­სი­ო­ნის რამ­დე­ნი­მე წვე­რი და "შხა­რა" მო­ჩან­და, ის­მო­და სა­ლა­მუ­რის ხმა - ნამ­დვილ სი­უ­რე­ა­ლიზ­მში ვი­ყა­ვით...

- რას ურ­ჩევ­დით მათ, ვინც მთა­ში ჯერ არ ყო­ფი­ლა?

- პირ­ვე­ლი რჩე­ვა ის იქ­ნე­ბა, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი და­იც­ვან, რო­გორც ვთქვი, იქ წვრილ­მა­ნე­ბი არ არ­სე­ბობს, ყვე­ლა წვრილ­მანს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ამი­ტომ ჯო­ბია, თუ მთა­ზე ას­ვლა უნ­დათ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის მომ­სა­ხუ­რე­ბით ისარ­გებ­ლონ, რჩე­ვა-და­რი­გე­ბე­ბი მათ­გან მი­ი­ღონ. მით უმე­ტეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი გი­დე­ბი და გამ­ყო­ლე­ბი გვყავს და რამ­დე­ნი წე­ლია, უცხო­ე­ლე­ბი მათი მომ­სა­ხუ­რე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ.

ასე­თი ბუ­ნე­ბა, მთე­ბი გვაქვს, მათ სა­ნა­ხა­ვად უცხო­ე­ლე­ბი რამ­დენ გზას გა­დი­ან, რომ ჩა­მო­ვიდ­ნენ... ეს ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი ბუ­ნე­ბა გვაქვს, ისე­თი, უმე­ტეს ად­გი­ლებ­ში ადა­მი­ა­ნის ფე­ხიც რომ არ მოხ­ვედ­რი­ლა და იქ წას­ვლის სურ­ვი­ლი არ გვიჩ­ნდე­ბა. ნე­ბის­მი­ერ მწვერ­ვალ­თან არ­სე­ბობს მი­სას­ვლე­ლი გზა. უბ­რა­ლოდ ამის­თვის სა­ჭი­როა სურ­ვი­ლი და მომ­ზა­დე­ბა...

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მერაბი
0

ყველა მთამსვლელი დაახლოებით ერთნაირად ფიქრობს და აზროვნებს.არ ვიცოდი ბატონი გუგა მთამსვლელი თუ იყო.რა თქმა უნდა გამეხარდა.მესამე ცდაზე ,,თეთნულდზე" ასვლას ვუსურვებ.ისე წელს მეც იგივე მიზანი მაქვს.

Alex
0

მთამსვლელს კითხეს, რა სიამოვნებას ხედავ მწვერვალზე რომ ადიხართო. მთამსვლელმა უპასუხა, იქ მაგნაირ სისულელეს არ მეკითხებიან რაც ეხლა თქვენ მკითხეთო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"მწვერვალზე რომ ავედით, ერთმა სალამური ამოიღო და დააკვნესა..." - ცნობილი ქირურგის უცნობი გატაცება და მთის თავგადასავლები

"მწვერვალზე რომ ავედით, ერთმა სალამური ამოიღო და დააკვნესა..." - ცნობილი ქირურგის უცნობი გატაცება და მთის თავგადასავლები

ყველასთვის კარგად ნაცნობი პლასტიკური ქირურგი გუგა ქაშიბაძე მოყვარული მთამსვლელია - ასულია "მყინვარწვერზე", რამდენჯერმე "იაკობ გოგებაშვილზე", ასევე "გურამ თიკანაძესა" და "გურამ რჩეულიშვილზე", "თეთნულდზე" ასვლის ორი უშედეგო მცდელობა ჰქონდა, თუმცა წელს იქ კიდევ ერთხელ გეგმავს დაბრუნებას - "უნდა ვცადოო" - ამბობს...

პანდემიის დროს "გოგებაშვილზე" კიდევ ერთხელ მეგობართან ერთად იყო. გვიხსნის, როდის, რა უნდა იცოდეს ადამიანმა, რომელიც მწვერვალზე ასვლას აპირებს: "ზამთრის ასვლა რომ განახორციელო, განსაკუთრებულ ფორმაში უნდა იყო, რადგანაც ამ პერიოდში სიტუაცია რთულდება - დღე მოკლეა, კლიმატური პირობები ცვალებადი, სიცივე ადამიანის ორგანიზმს ფიტავს, მთას კი დიდი ენერგია და ფორმაში ყოფნა სჭირდება".

- როდის დაიწყო თქვენი ეს გატაცება?

- სამწუხაროდ, ადრეულ წლებში არ ვიყავი ამით დაკავებული, მიუხედავად იმისა, რომ დედა, ნანა იაშვილი, რომელიც პროფესიით მიკრობიოლოგია, მთამსვლელიც იყო და პირველთანრიგოსანია, ამ ყველაფრით არასდროს დავინტერესებულვარ... შეიძლება, პერიოდი იყო ისეთი, ან სამეგობროში არავინ იყო, ვისთან ერთადაც ამას შევძლებდი. მახსოვს, ბოტანიკურ ბაღში, სავარჯიშო კლდე იყო ხოლმე, სადაც მეკლდეურები ცოცვაში ვარჯიშობდნენ. სოლოლაკში ვცხოვრობდით და ხშირად ვსტუმრობდი იქაურობას და ვუყურებდი, ახალგაზრდები როგორ ვარჯიშობდნენ...

მოკლედ, მთით საკმაოდ გვიან, 5-6 წლის წინ დავინტერესდი. ისე, ქვეცნობიერად ალბათ სულ მქონდა სურვილი, წავსულიყავი, მაგრამ როგორც ჩანს, რაღაცას ველოდებოდი. მერე ჩემს მეწყვილეს, როსტომს ვუთხარი, - მყინვარწვერზე მინდა ასვლა-მეთქი. პირდაპირ მანდედან ვერა და "იაკობ გოგებაშვილით" დავიწყოთო. გუდაურთან ახლოსაა 3 400 მ-ია და იქ წავედით. ორდღიანი მარშრუტი იყო. პირველ დღეს ნისლის გამო ვერ ავედით, ღამე იქ გავათენეთ. ეს იყო საოცრება.

ყველა სხვადასხვანაირად აღწერს მთაში სიარულს, ასვლას, მაგრამ არ ვიცი, ამაზე მეტი სიამოვნება რა უნდა იყოს?!

- თქვენ როგორ აღწერთ?

- ერთი შეხედვით, ვითომ ხომ ვიცნობთ საკუთარ თავს, ფიზიკურ, მორალურ შესაძლებლობებს, მაგრამ მთაში აღმოჩნდება, რომ შენს თავს ბოლომდე არ იცნობ. გაცილებით მეტის გაკეთება შეგიძლია. ის ყველაფერი გამოცდასავითაა. სერიოზულ გამოცდას აბარებ საფრთხესთან, სიამოვნებასთან - ყველაფერი ერთადაა...

- და დაიპყარით "იაკობ გოგებაშვილი"?

- "დაპყრობა" - ასე თქმა არ შეიძლება. მთისთვის ეს შეურაცხყოფასავითაა. იტყვიან - მთაზე ავედი, ან მთამ მიმიღო... იქ ყოველთვის ხიფათია, ამიტომ თამაში არ შეიძლება. წვრილმანებს, თითოეულ ნაბიჯს მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როცა თოკში შენს მეწყვილესთან ერთად ხარ ჩაბმული. საერთოდ სხვა განწყობაა. იმ დროს მხოლოდ შენს თავზე არ ხარ პასუხისმგებელი. პასუხს სხვაზეც აგებ. მოკლედ, სულ სხვა შეგრძნებებია...

თეთნულდზე

- როგორ ემზადებით მთისთვის?

- მომზადება ყველას სჭირდება. აკლიმატიზაცია უნდა გაიარო, ფიზიკურად მხნედ უნდა იყო... თამბაქოს არ ვეწევი, ალკოჰოლს იშვიათად ვსვამ, ვცდილობ, ჯანსაღი ცხოვრება მქონდეს. მამა დავითთან ვცხოვრობთ, მთაწმინდაზე ასვლა-ჩამოსვლა შაბათ-კვირას გამოწერილი მაქვს. ველოსიპედით ხშირად ავდივარ, ვცდილობ, ზედმეტი წონა არ მქონდეს, ფიზიკურად აქტიური ვიყო, რადგან მწვერვალი პატარა ნიუანსსაც არ გაპატიობს...

საკუთარი თავი გამოცდის წინაშე მთაში ყოფნისას დავაყენე და მივხვდი, რომ ის, რაც მანამდე მოუგვარებელ პრობლემად მეჩვენებოდა, ყველაფერი უმნიშვნელოა და მარტივად მოსაგვარებელი. იქიდან ჩამოსული ისეთი ენერგიის და ძალის მოზღვავებას ვგრძნობ, შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად გცვლის.

გუგა ქაშიბაძის მიერ გადაღებული მწვერვალი უშბა

- თოკში ჩაბმა აუცილებელია?

- კი, რადგანაც არსებობს ნაპრალში ჩავარდნის საფრთხე. თუ ერთი ჩავარდა, ზევით ერთი მაინც რომ დარჩეს, ქედზე გადასვლისას თუ ერთ-ერთი ერთ მხარეს ვარდება, მეორე მეორე მხრიდან იკავებს, რომ არ მოწყდეს. ასეთ დროს უბედური შემთხვევებიც არის ხოლმე...

რისკები დიდია, მაგრამ თუ ყველაფერი კარგად არის დაგეგმილი, რისკი მინიმალურია. დიდ ძალას ითხოვს, ამას ემატება დაღლა, სიცივე, რა დროსაც ყურადღება უნებლიედ იფანტება. ეს განსაკუთრებით დაშვებისას ხდება.

- დაშვება უფრო ძნელია?

- ამბობენ, მეტი ყურადღებაა საჭიროო. პროცენტულად დაშვებისას მეტი სახიფათო სიტუაცია იქმნება. ეს შეიძლება ფსიქოლოგიურიც იყოს - რაღაცას მიაღწიე, სიმაღლეზე ახვედი და ჩამოსვლისას დეტალებს ყურადღებას აღარ აქცევ, დუნდები... ისე, ჩემი მხრიდან ცოტა თამამადაც კი გამოდის ამ თემაზე საუბარი...

- ეს ხომ თქვენი გატაცებაა და არა პროფესია. რა მოხდა მერე?

- კი, გატაცებაა, რომელიც ძალიან სერიოზული სპორტია... საქართველოში მაგარი ადგილები გვაქვს, ჩვენი მთების სანახავად საიდან არ ჩამოდიან, რამხელა გზას გადიან. ამ დროს აქვე დღე-ნახევრის, ერთი დღის სავალზე გვაქვს ეს ადგილები, მაგრამ იქ ადრეულ წლებში იშვიათად თუ შეხვდებოდი ქართველს. სულ უცხოელები დადიოდნენ...

"ყაზბეგზე" ასვლის წინ მეტეოსადგუზე ვიყავით და გოგონა შეუძლოდ გახდა. როგორც ექიმმა, დახმარება ვცადე, წნევის აპარატი მოვიკითხე. მითხრეს, პარამედიკოსები მოვლენ და დახმარებას აღმოუჩენენო. ვიფიქრე ქართველები იქნებოდნენ, მაგრამ 2 პოლონელი მოვიდა... აღმოჩნდა, რომ იქ იმდენი პოლონელი დადიოდა, ცუდად გახდომის ფაქტებიც ხშირი იყო და მთავრობამ დაფინანსება გამოყო, ორკვირიანი მორიგეობაც შემოიღეს, კარავი ჰქონდათ გამართული. საჭიროების შემთხვევაში, ადამიანებს ეხმარებოდნენ.

- წარსულში მთამსვლელი დედა, როგორ შეხვდა თქვენს ამ გატაცებას?

- როგორ შეიძლებოდა, არ გახარებოდა? საერთოდ, ვინმეს მთაში სიარული შეიძლება, არ მოუწონო და არ გაგიხარდეს? ვიმეორებ, ვაჟკაცური სპორტია. ამისთვის სპეციალური უნარ-ჩვევები თუ არ გაქვს, პროფესიონალად ვერ ჩამოყალიბდები, დამატებით კიდევ სხვა რაღაცებიც გჭირდება - სიმამაცე, მეგობრობა და ა.შ. მაგალითად, ექსტრემალურ სიტუაციაში, როცა ჟანგბადი გაიშვიათებულია, აზრებიც სხვანაირი გაქვს და ქცევებიც...

- ოდესმე ასეთ დროს ლექსების თქმის ხასიათზეც ხომ არ დამდგარხართ?

- სხვათა შორის, "იაკობ გოგებაშვილზე" რომ ავედით, სამნი ვიყავით და ჯგუფის ხელმძღვანელმა გვითხრა, - თქვენთვის სიურპრიზი მაქვსო... ნეტავ, რას გვიმზადებს-მეთქი? სალამური ამოიღო და დააკვნესა. იმ დროს მთის წვერზე ვიდექით, ქვემოთ ღრუბლები იყო, კავკასიონის რამდენიმე წვერი და ''შხარა'' მოჩანდა, ისმოდა სალამურის ხმა - ნამდვილ სიურეალიზმში ვიყავით...

- რას ურჩევდით მათ, ვინც მთაში ჯერ არ ყოფილა?

- პირველი რჩევა ის იქნება, რომ უსაფრთხოების წესები დაიცვან, როგორც ვთქვი, იქ წვრილმანები არ არსებობს, ყველა წვრილმანს დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ჯობია, თუ მთაზე ასვლა უნდათ, პროფესიონალის მომსახურებით ისარგებლონ, რჩევა-დარიგებები მათგან მიიღონ. მით უმეტეს, რომ საქართველოში პროფესიონალი გიდები და გამყოლები გვყავს და რამდენი წელია, უცხოელები მათი მომსახურებით სარგებლობენ.

ასეთი ბუნება, მთები გვაქვს, მათ სანახავად უცხოელები რამდენ გზას გადიან, რომ ჩამოვიდნენ... ეს ხელშეუხებელი ბუნება გვაქვს, ისეთი, უმეტეს ადგილებში ადამიანის ფეხიც რომ არ მოხვედრილა და იქ წასვლის სურვილი არ გვიჩნდება. ნებისმიერ მწვერვალთან არსებობს მისასვლელი გზა. უბრალოდ ამისთვის საჭიროა სურვილი და მომზადება...

ბოლო 24 საათში 17 850 ტესტის ჩატარების შემდეგ საქართველოში 723 ახალი ინფიცირებულია, გარდაიცვალა 19 ადამიანი - მონაცემები რეგიონების მიხედვით

"ეს ეძღვნებოდა რუსოს და მაიას... ბედნიერები ვიყავით, რომ უყურებდნენ ბავშვს, რომელიც ოთხი წელია არ უნახავთ" - ნინო დარასელის 11 წლის შვილმა ტელემაყურებელი მოხიბლა

სკანდალური ქადაგების შემდეგ დეკანოზი თადეოზ სარალიძე შენდობას ითხოვს - "ქადაგებამ, რომელიც იყო არაკორექტული, დიდი შეშფოთება გამოიწვია..."