პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთმა უკან უნდა წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარება" - რა განცხადებას ავრცელებს ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი
"რუსეთმა უკან უნდა წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარება" - რა განცხადებას ავრცელებს ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი მა­რი­ნა კა­ლი­უ­რან­დი გან­ცხა­დე­ბას აქ­ვეყ­ნებს, რომ­ლი­თაც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

რო­გორც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნავს, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ უნდა შე­ას­რუ­ლოს თა­ვი­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და უკან წა­ი­ღოს აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის/სამ­ხრეთ ოსე­თის აღი­ა­რე­ბა.

გან­ცხა­დე­ბა 2021 წლის 22 იან­ვრით არის და­თა­რი­ღე­ბუ­ლი.

”გუ­შინ, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ (ECHR) გა­მო­ი­ტა­ნა ის­ტო­რი­უ­ლი გა­ნა­ჩე­ნი სა­ხელ­მწი­ფო­თა­შო­რის საქ­მე­ზე ”სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ (II)”, 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის კონ­ტექ­სტში.

ეს გა­ნა­ჩე­ნი ხაზს უს­ვამს ორ ელე­მენტს:

პირ­ვე­ლი, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლო (ECHR) აცხა­დებს, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია ახორ­ცი­ე­ლებს მუდ­მივ და ეფექ­ტურ კონ­ტროლს აფხა­ზეთ­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში / სამ­ხრეთ ოსეთ­ში 2008 წლის 12 აგ­ვის­ტო­დან.

მე­ო­რე, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლო (ECHR) ად­გენს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ ომის დროს და მის შემ­დეგ, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის მრა­ვალ­რი­ცხო­ვან და უხეშ დარ­ღვე­ვებს, ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში ომის და­ნა­შა­უ­ლე­ბის და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სის­ტე­მა­ტუ­რი დარ­ღვე­ვე­ბის გა­მო­უ­ძი­ებ­ლო­ბას მის მიერ, ასე­ვე რუ­სე­თის უარს ეთ­ნი­კურ ქარ­თვე­ლე­ბის­თვის თა­ვი­ანთ სა­ცხოვ­რებ­ლებ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე.

რო­გორც არა­ერ­თხელ გა­ნა­ცხა­და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ უნდა შე­ას­რუ­ლოს თა­ვი­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და უკან წა­ი­ღოს აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის/სამ­ხრეთ ოსე­თის აღი­ა­რე­ბა. რო­გორც ეფექ­ტუ­რი კონ­ტრო­ლის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ­მა ძა­ლამ, უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის (EUMM) უპი­რო­ბოდ დაშ­ვე­ბა ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში, ევ­რო­კავ­ში­რის შუ­ა­მავ­ლო­ბით გა­ფორ­მე­ბუ­ლი ექ­ვსპუნ­ქტი­ა­ნი შე­თან­ხმე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, რომ­ლი­თაც დას­რულ­და ომი“, - ნათ­ქვა­მია კა­ლი­უ­რან­დის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკო
21

ააა ოკ, რა პრობლემაა - თქვა რუსეთმა

გელა
33

მერე რა საქართველომ მოუგო რუსეთს რა მაგით ტერიტორიას დაუბრუნებს. რუსეთი მაინც არ დაბრუნებს. რუსეთს არავინ დაუწყებს ომს საქართველოსთვის და არც სანქციებს დაუწესებს ნავთობი და გაზი ყველას უნდა მაგაზე სანქციებს არ დაადებენ.

navtobi dagazi kvelas unda magaze sanqciebs ar daadeben

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"რუსეთმა უკან უნდა წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარება" - რა განცხადებას ავრცელებს ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი

"რუსეთმა უკან უნდა წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარება" - რა განცხადებას ავრცელებს ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი

ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის ხელმძღვანელი, ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი განცხადებას აქვეყნებს, რომლითაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

როგორც ევროპარლამენტარი განცხადებაში აღნიშნავს, რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და უკან წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის აღიარება.

განცხადება 2021 წლის 22 იანვრით არის დათარიღებული.

”გუშინ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) გამოიტანა ისტორიული განაჩენი სახელმწიფოთაშორის საქმეზე ”საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)”, 2008 წლის აგვისტოს ომის კონტექსტში.

ეს განაჩენი ხაზს უსვამს ორ ელემენტს:

პირველი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (ECHR) აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს მუდმივ და ეფექტურ კონტროლს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში / სამხრეთ ოსეთში 2008 წლის 12 აგვისტოდან.

მეორე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (ECHR) ადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ ომის დროს და მის შემდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მრავალრიცხოვან და უხეშ დარღვევებს, ოკუპირებულ რეგიონებში ომის დანაშაულების და ადამიანის უფლებათა სისტემატური დარღვევების გამოუძიებლობას მის მიერ, ასევე რუსეთის უარს ეთნიკურ ქართველებისთვის თავიანთ საცხოვრებლებში დაბრუნების შესაძლებლობაზე.

როგორც არაერთხელ განაცხადა ევროპარლამენტმა, რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და უკან წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის აღიარება. როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელმა ძალამ, უნდა უზრუნველყოს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) უპირობოდ დაშვება ოკუპირებულ რეგიონებში, ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესაბამისად, რომლითაც დასრულდა ომი“, - ნათქვამია კალიურანდის განცხადებაში.

"უი, რას მელაპარაკებით?! აუცილებლად გადავამოწმებ!" - რას ამბობს ნათია თურნავა მისი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"უგულავა ცდილობს ურთიერთობა სააკაშვილთან დაალაგოს" - რისთვის ჩაფრინდა კიევში უგულავა და ბრუნდება თუ არა "ნაცმოძრაობაში"?